მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » შეცდომების კორიანტელი
23:24
შეცდომების კორიანტელი
უკვე იცით, რა არის ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის, ანუ ზრდასრული ქალის შეცდომა?! ის, რომ დარწმუნებულია, ჩემი სექსუალობა გვერდით მყოფ მამაკაცს უნდა დავუმტკიცოო. არაფერიც, ქალი თუ ვინმეს რამეს უმტკიცებს, ან ცდილობს დაუმტკიცოს, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქალს. უფრო სწორად, ქალებს. მთელი ჩვენი ყურადღება მართლაც მამაკაცებისკენ რომ იყოს მიმართული, მაშინ მათი თვალებით დავუწყებდით სამყაროს ყურებას. გვეყვარებოდა ფეხბურთი და კედებში გამოწყობილები უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით თავს, ვიდრე მაღალ ქუსლებზე შემდგარი.
საერთოდ, ქალები ხშირად შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ... მითების კორიანტელში ვეხვევით და არც ვცდილობთ, დავინახოთ რეალობა.
მთავარი მითი, საიდანაც მერე უსიამოვნებების კორიანტელი „იღვრება" არის მითი დიდ და მარადიულ სიყვარულზე. „ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად და ორივე ერთ დღეს მოკვდა"... რა კარგია?! არც ეჭვიანობდნენ, არც ჩხუბობდნენ, არც კამათობდნენ... ჩვენ ბავშვობიდან ვიჯერებთ იმას, რომ მხოლოდ უღრუბლო, უკონფლიქტო, „ჩამტკბარ-ჩაშაქრებული" სიყვარულია სანატრელი და მისაღები. სინამდვილეში, ასე არ არის. ოჯახი შეიძლება ისე დაინგრეს, რომ არც კი შედგეს. მიზეზი – ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ შეცდომა იყოო. ყველაზე ხშირად, სწორედ რომ, „დიდი და გადარეული" სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა. მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მოთმინებაზე, რაღაც გათვლებზე დაფუძნებული კი საკმაოდ დიდხანს და ბედნიერად განაგრძობს არსებობას. შეიძლება, ეს არ ჟღერს რომანტიკულად, მაგრამ „შეეჩვევა და სიყვარულიც მოვა" – სიმართლეა. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე თავიანთ გრძნობას ერთმანეთისადმი 100 ქულით აფასებდნენ, უკვე ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, გაოცებით კითხულობდნენ, იყო კი ჩვენ შორის სიყვარული საერთოდ?! ასე რომ, ნუ დაელოდებით უზარმაზარ სიყვარულს. გრძნობთ სითბოს და პატივისცემას მის მიმართ, გაქვთ საერთო ინტერესები და მოგწონთ მისი პიროვნული ღირსებები?! – იმოქმედეთ. შეიძლება სწორედ ის არის, ვის გვერდითაც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ!
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | ნანახია: 1380 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024