თანამედროვე მედიცინა 35 წელს ზემოთ პირველ მშობიარობას დაგვიანებულად მიიჩნევს!
თუ ორსულობის დაგეგმვა და ექიმთან ორსულობამდელი ვიზიტი 30 წლამდე
ახალგაზრდებისათვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, 35 წელს ზემოთ
პრაქტიკულად აუცილებელია.
თუ ერთი წელი რეგულარული დაუცველი
სქესობრივი კავშირისას ორსულობის არარსებობა უნაყოფობად არ ითვლება, 35
წელზე უფროსებს გახსოვდეთ, რომ თქვენ მოცდის დრო პრაქტიკულად აღარ გაქვთ.
პირველ
რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკში დაორსულების ალბათობა შემცირებულია
და მკვეთრად არის გაზრდილი მცირე ვადაზე ორსულობის თვითნებური შეწყვეტის
სიხშირე. ყვითელი სხეულის უკმარისობა, გართულებებით მიმდინარე ორსულობა და
მძიმე მშობიარობა ამ ასაკის ქალბატონებისათვის ჩვეულებრივი პრობლემებია და
თუ თქვენ 35 წელს ზემოთ დაორსულდით და თავს მსგავსი არაფერი გადაგხდათ,
ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ და უფალს მადლობა შესწირეთ.
ამავე დროს 42 წელს ზემოთ მკვეთრად იზრდება დაუნის დაბადების ალბათობა. მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:
რისკები დედისათვის:
- თვითნებური აბორტი – თუ 30 წლამდე მათი სიხშირე 10%–ზე ნაკლებია, 30–40 წლებში 17%–ია, ხოლო 40–44 წლის ასაკში 33%–ს აღწევს.
- პლაცენტარული პრობლემები – ქრონიკული ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, პლაცენტის ადრეული აშრევება.
- ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება – ცხადია რომ უფროს ასაკში ქრონიკული
დაავადებების სიხშირე მე
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1424 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
ქალის რეპროდუქტიული სისტემა, მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა
პირდაპირ კავშირშია ჰორმონალურ ბალანსთან ორგანიზმში. ქალის ორგანიზმში
ჰორმონალურ დარღვევებზე მიუთითებს მენსტრუაციის ციკლის დარღვევა,
დაორსულების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კლიმაქტერიული
სინდრომი, ორსულობისა და მშობიარობის მძიმედ მიმდინარეობა.
ჰორმონების
დისბალანსს ქალის ორგანიზმში იწვევს რიგი გინეკოლოგიური დაავადებები,
პათოლოგიური მდგომარეობა. როგორც წესი, ჯანმრთელ ორგანიზმში მამაკაცისა და
ქალის ჰორმონები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს, მაგრამ ხანდახან ადგილი
აქვს მათ დისბალანსს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა
გამოვლინდეს ძალიან მცირე ან მეტისმეტად ბევრი გამონადენით, ტკივილის
თანხლებით ან ხანმოკლე მენსტრუაციით. მენსტრუაციის ციკლის დარღვევის
აღმოსაჩენად გასათვალისწინებელია მისი ხანგრძლივობა და რეგულარობა, ასევე
ქალის საერთო თვითშეგრძნებები მენსტრუაციის წინ, მის დროს და მენსტრუაციის
შემდეგ. საერთოდ, ნორმალური ციკლი უნდა მეორდებოდეს საშუალოდ ყოველ 21-35
დღეში. მენსტრუაციის ხანგრძლივობაა 2-7 დღე. ამასთან, მნიშვნელოვანია
მენსტრუაციის ხანგრძლივობის რეგულარობაც. ცვლილებები ამა თუ იმ მხარეს
მეტყველებს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობაზე, მათ შორის ჰორმონალურ
დარღვევებზე.
ასევე ჰორმონალურ დარღვევებზე მეტყველებს ტკივილი
მენსტრუაციის დროს, არტერიული წნევის აწევა ან დაქვეითება, ხშირი
თავბრუსხვევები, მუცლის მუდმივი შებერილობა, აშკარად გამოკვეთილი
შეშუპება, ძალების დაკარგვა, საერთო სისუსტე. თუ ეს ყველაფერი
აგეღნიშნებათ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰორ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 3595 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 2.5/4
|
დედათა სიკვდილიანობის 30%, და ნაყოფის პერინატალური (ორსულობის 28
კვირიდან 7 დღე დაბადების შემდგომ) სიკვდილიანობის 25% ადრე გაკეთებული
აბორტების შედეგია.
აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ
ვადაზე. კონტრაცეფციისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია არ მოხდეს
ჩასახვა, აბორტი არის უკვე განვითარებული ნაყოფის მოცილება. ე.ი. ეს არის
მკვლელობა უკვე ცოცხალი არსებისა მიუხედავად მეთოდისა (მედიკამენტოზური,
ინსტრუმენტალური, ვაკუუმ–ასპირაცია) და ნაყოფის ზომებისა. თუ კონტრაცეფცია
ძალიან არ ეწინააღმდეგება ბუნებას – ქალს ხომ ყოველდღე არ შეუძლია
განაყოფიერდეს, აბორტი ყოველთვის არაბუნებრივი საქციელია, რომლისთვისაც
საზღაური საკუთარი ჯანმრთელობაა. ჩვენ არ შევჩერდებით ბავშვთამკვლელობის
ფსიქიკურ მომენტებზე და მორალის კითხვას ვერავის დავუწყებთ, შეულამაზებლად
განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკურ შედეგებს.
1. ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი
იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება
სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი
სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი
ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება
შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია.
2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება
ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა
გამრავლები
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1998 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
ქალები: გამხდრები და დახვეწილები, სპორტულები და აქტიურები –
ჩვენი დროის მანიშნებელია. მინიატურული ქალების მოდა გაჩნდა დაახლოებით
100 წლის წინ, ხოლო ქალის სამუშაო პროცესებში ჩაბმის შემდეგ,
განმსაზღვრელიც გახდა. ქალები ასამარებენ საკუთარ თავს ნაირ-ნაირი
დიეტებით, შიმშილობენ, რომ როგორმე მოდის ჩარჩოებში ჩაჯდნენ.
მთელი
ჩვენი ცხოვრება ორიენტირებულია ასეთ ქალებზე. მათთვის უფრო ხშირად უშვებენ
ახალი მოდელის სამოსსა და ფეხსაცმელს, მათზეა გათვლილი კვების რაციონები,
მათ წარმოაჩენენ, როგორც სექსუალურ ნიმუშებს მამაკაცებისათვის.
ამ
დროს, ქალები, რომელთაც დიდი წონა აქვთ, უფრო მეტად აკმაყოფილებენ ბუნების
მოთხოვნებს, კერძოდ – ბავშვების გაჩენას. სახელდობრ ცხიმის მარაგი
ეხმარება ქალს ორსულობის დროს ნაყოფის გასავითარებლად, იცავს მას
გადაჭარბებული ნერვიულობისაგან, ამშვიდებს მას და ხდის სექსუალურად
თანამგრძნობს.
და აი გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმ ფაქტისა, რომ დედის როლისათვის უკეთესად გამოდგებიან სრული ქალები, ვიდრე გამხდარნი.
აღმოჩნდა,
რომ რომ სრული ქალები, რომლებიც თანატოლთა შორის მეტი წონით გამოირჩევიან,
უფრო ხშირად ორსულდებიან, მაშინაც კი, თუ ორალურ კონტრაცეპტივებს
იყენებენ. მაგალითად, ქალები, რომლებიც იწონიან 80 კილოზე მეტს,
ორსულდებიან ერთნახევარჯერ მეტით ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას,
ვიდრე ქალები, რომელთა წონაც 80 კილოგრამზე ნაკლებია.
რა თქმა
უნდა, ორსულობის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონტრაცეპტივის დოზაზეც: რაც
უფრო დაბალია დოზა, მით უფრო მეტია სრული ქალების დაორსულების შანსი.
ამერი
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1229 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
სიყვარულის ქალღმერთმა ვენერამ თავტკბილ-ბოლომწარე საჩუქრების მოძღვნა რომ
იცოდა, სიფილისის წყალობით საუკუნეების წინათ აღმოაჩინეს. რაკი ამ
დაავადების ერთ-ერთი ნიშანი გამონაყარი იყო, კანისა და ვენერულ სნეულებათა
შემსწავლელი მეცნიერებები იმთავითვე დაუკავშირდა ერთმანეთს. პირველ
“საჩუქარს” მეორის ― გონორეის ამოცნობა მოჰყვა, გონორეისას ― ორიოდე
სხვისაც. კარგა ხანს ვენეროლოგია სულ ოთხიოდე დაავადებას იცნობდა, მერე
კი, მიკროსკოპიც რომ გააძლიერეს და მავნებელთა აღმოჩენის მეთოდებიც
დახვეწეს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩამონათვალმა თვალსა და
ხელს შუა იმატა: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური
ჰერპესი, ტრიქომონიაზი, მახვილწვერა კონდილომები, B და C ჰეპატიტები,
შიდსი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მუნიც კი.
გამომწვევთა ერთი
ნაწილი შარდსასქესო გზებში მკვიდრდება და იქაურობას აზიანებს, ზოგი უფრო
შორს მდებარე ორგანოს, სახელდობრ, ღვიძლს ირჩევს სამიზნედ, იმუნოდეფიციტის
ვირუსი კი ორგანიზმის მთელ დამცველობით სისტემაზე მიაქვს იერიში. გენდერულ
საკითხებზე კამათს ნუ დავიწყებთ. ფაქტია, რომ დაზღვეული არც ერთი მხარე არ
არის. მართალია, ზოგიერთი მიკრობი რომელიმე სქესის წარმომადგენლებს ინდობს
და არ აწუხებს (მაგალითად, გონორეა უფრო ხშირად მამაკაცის ორგანიზმში
მჟღავნდება, ტრიქომონიაზი და ქლიამიდიოზი კი ქალის ორგანიზმში), მაგრამ
სიმპტომების არარსებობა გართულებებისგან არავის იცავს. აღარაფერს ვიტყვით
იმაზე, რომ ფარული ფორმა ინფიცირებულის ყველა ახლანდელი თუ მომავალი
პარტნიორისთვის ბევრად უფრო საშიშია.
ასეა თუ ისე, პირველ რიგში
რა თქმა უნდა სიფრთხი
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1677 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
გადაჭარბების გარეშე შეიძლება
ითქვას, რომ ზამთრის პერიოდში ნებისმიერი ექიმი–უროლოგის პაციენტების
უმრავლესობა ქალები არიან, რომლებსაც ცისტიტი აწუხებთ. რა უნდა ქნათ, რომ
მათ რიცხვში არ მოხვდეთ? ცისტიტის მიზეზი – ეს ყველაზე გავრცელებული
ინფექციებია, რომლებსაც იწვევს ნაწლავური ჩხირი, სტრეფტოკოკები,
სტაფილოკოკები, რომლებსაც შეხვდებით ყველგან და წელიწადის ნებისმიერ დროს.
მაგრამ თავისთავად მსგავსი მიკრობები დაავადებას არ იწვევს.
ინფექცია
"იპყრობს" მხოლოდ დასუსტებულ ორგანიზმს. ხოლო ზამთარი, როგორც ცნობილია,
ვიტამინების ნაკლებობისა და დასუსტებული იმუნიტეტის სეზონია. ორგანიზმის
გადაციება – ეს არის პირველი მაპროვოკაციებელი ფაქტორი ცისტიტისათვის. ქალისათვის
ხანდახან საკმარისია ჩამოჯდეს ცივ ქვაზე 15–20 წუთით და დაავადება
გარანტირებული აქვს. ამ შემთხვევისათვის ძალიან მარტივი რჩევები არსებობს.
აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებით მოეპყრათ, თბილად ჩაიცვათ,
ამას გარდა, უნდა იზრუნოთ საკუთარი იმუნიტეტის ხელის შეწყობისათვის:
ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე, დაკავდეთ სპორტით, მიიღოთ ვიტამინები.
ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება ორგანიზმს გაზაფხულზე.
გახსოვდეთ, რომ მუდმივი გამოუძინებლობა, ინტენსიური მუშაობა, არასრულფასოვანი კვება და ქრონიკული სტრესი კარს უღებს ინფექციებს.
არსებობს
ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც იწვევს ცისტიტს. მათ შორისაა მაგალითად,
მჯდომარე სამუშაო, რადგან ამ შემთხვევაში შარდ–სასქესო ორგანოების
"გეომეტრიული მდებარეობა" იმგვარად იცვლება, რომ ინფექციის მოხვედრა
შარდის ბუშტში მნიშვნელოვნად მარტივდება. ამიტომ, თუ ასეთი სამუშაო გა
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1967 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
ვაგინის მწვავე ქავილი, სქელი
გამონადენი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინ და ამწვავებს
პოსტ-მენსტრუალური სინდრომის სიმძიმეს. სექსი არ განიჭებთ არავითარ
სიამოვნებას, ქავილი არ გაცდით ძილს ღამ-ღამობით... თქვენთვის ნაცნობია ეს
სიტუაცია? თქვენ რძიანას (ვაგინალური სოკო) მსხვერპლი ბრძანდებით,
რომელსაც იწვევს საფუარისებრი სოკო – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები.
კანდიდები
- ჯანმრთელი ადამიანის კანის მუდმივი ბინადრები არიან, პრაქტიკულად
დაბადებიდანვე. როგორც წესი ისინი საკმაოდ მშვიდობის მოყვარენი არიან,
მაგრამ გაციების, გადაღლის, ნერვიულობის, ავადმყოფობის გადატანის შემდეგ –
ეს სოკოები აგრესიულნი ხდებიან, დიდი სისწრაფით მრავლდებიან და ორგანიზმს
საკმაო უსიამოვნებებს უქმნიან, აზიანებენ კანს, ლორწოვან გარსს,
შარდ-სასქესო და სხვა სისტემებს. კანდიდოზის მიზეზები: მითი და რეალობა
ბევრი ქალი თვლის, რომ ეს დაავადება წარმოიშობა ანტიბიოტიკების,
ტამპონების, დიდი რაოდენობით ტკბილეულის და მოტკეცილი სამოსის გამო და
რამდენადაც დაავადების გადამტანნი მამაკაცები არიან, სექსი ბევრ
პარტნიორთან ავტომატურად გადაიყვანს მას რისკის ჯგუფში. სინამდვილეში ამ
დაავადებას ყველაზე განსხვავებული ფაქტორები უწყობს ხელს: ორგანიზმის
დამცავი მექანიზმის მოშლა (მძიმე დაავადებები, სიმსივნე, შაქრიანი
დიაბეტი), ჰორმონალური კონტრაცეფცია, უსასრულო და ხანრძლივი მკურნალობა
ანტიბიოტიკებით და ორსულობაც კი. კანდიდოზი ბევრი მითის საწინააღმდეგოდ,
ჩვეულებრივი სექსის დროს იშვიათად გადაედება, რასაც ვერ ვიტყვით ორალ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 15927 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 3.3/6
|
ორსულობის მეხუთე-მეექვსე კვირიდან ჩანასახში უკვე ჩნდება და ვითარდება
მისი “სარძევე” კბილები. დაახლოებით მესამე და მეექვსე თვეებს შორის იწყება “სარძევე”
კბილებზე ემალის ფორმირება. დაბადებისას ახალშობილს უკვე სავსებით ფორმირებული
აქვს პირველადი კბილების სრული ნაკრები, რომლებიც ჩამალულია ღრძილებში. ამავე დროს,
ყბის ძვლის წიაღში ღრმად უკვე არსებობს და თანდათანობით ვითარდება მუდმივი
კბილების ჩანასახებიც.
გახსოვდეთ!
·
თქვენი მომავალი ბავ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1740 |
თარიღი: 26.01.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
|