მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სტომატოლოგია
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1565 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

მშობლები ხშირად ფიქრობენ,  რომ არ არის საჭირო სარძევე კბილების მოვლა, რადგან ისინი მაინც მოვარდებიან. ეს მიდგომა არასწორია. დაზიანებული სარძევე კბილი ისევე მტკივნეულია, როგორც  მუდმივი. გარდა ამისა, იგი შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს. თუ საჭირო გახდა დაზიანებული სარძევე კბილის ამოღება, წარმოქმნილი სიცარიელის გამო არასწორად იზრდება მეზობელი კბილები, რაც შემდგომ ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას, ამიტომ სარძევე კბილები ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორც მუდმივი.

ბავშვებს კბილების გამოწმენდა უნდა ვასწავლოთ 2-3 წლის ასაკიდან, როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ უფროსებს. წელიწადში 2-ჯერ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რასაც ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. კბილებისათვის კრიტიკული ასაკია 7-8 წელი, როცა ხდება ბავშვის ენდოკრინული და ნერვული სისტემების გადაწყობა. ამ დროს კბილები ხშირად ზიანდება.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1153 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ახალშობილის პირველი კბილები. ძალზედ იშვიათია, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როცა ბავშვები კბილებით იბადებიან, მაგრამ ეს გამონაკლისს წარმოადგენს. სანამ პირველი კბილი ამოჭრის, ბავშვი ცოტათი მაინც უნდა წამოიზარდოს.

პირველი კბილის ამოჭრისათვის საშუალო ასაკად ექვსი თვე ითვლება. თუკი თქვენს ბავშვს მისი ცხოვრების მეთორმეტე თვისათვის ჯერ არ ამოსვლია პირველი კბილი, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ბავშვთა სტომატოლოგს.

ქვედა ყბის კბილები დაახლოებით ერთი თვით უნდა უსწრებდნენ თავის კოლეგებს  _ ზედა ყბის შესაბამის კბილებს. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1358 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

მშობლებო, აკეთებთ თუ არა ყველაფერს, რომ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს კბილების ნორმალურ განვითარებაში?

იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიადვილდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას ბავშვის კბილების განვითარების შესახებ. ამის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ იზრუნოთ მათზე, გამოუმუშაოთ მათ პირის ღრუს მოვლის სწორი უნარ-ჩვევები, შეუნარჩუნოთ თქვენს შვილებს კბილები ჯანმრთელ მდგომარეობაში და თუკი მაინც გაგიჩნდებათ პრობლემები მათ კბილებთან დაკავშირებით, დროულად მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეუნარჩუნოთ მათ კბილები, ვინაიდან თითოეული კბილის დაკარგვა მაშინვე აისახება ღეჭვის პროცესზე და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზე. ამავე დროს, პროტეზირება, მისი დღევანდელი მიღწევების მიუხედავად, არ ცვლის საკუთარ კბილებს. თითოეული კბილი ცხოვრობს ორგანიზმთან ერთად და საკუთარ ფუნქციას ასრულებს. ხელოვნური კბილი კი ძირითადად მხოლოდ კოსმეტიკური ფუნქციის მატარებელია.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, უდავოა მშობლის როლი ბავშვის კბილების სწორი მოვლისა და მათი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნების ჭეშმარიტად საპასუხისმგებლო საქმეში, ვინაიდან ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისხმობს აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1207 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგგანაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

·        ფტორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს:  ნერწყვი, რომელიც ფტორს შეიცავს გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტერუქტურის აღდგენის პროცესს;

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 2040 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.5/2


პარადონტიტი(მას ხშირად აიგივებენ პაროდონტოზთან)-ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სტომატოლოგიურ დაავადებებში.  ღრძილის და ძვლოვანი ქსოვილის აგებულების თავისებურებების გამოკვლევებით მტკიცდება რომ პრაქტიკულად არ იკურნება. სიტუაცია მიდის იქამდე რომ ღრძილების დაავადების გამო აბსოლიტურად ჯამრთელი კბილების მორყევა და დაცვენა ხდება.

... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 6822 | თარიღი: 25.01.2009 | რეიტინგი: 5.0/4

« 1 2 3 4
Copyright MyCorp © 2023