მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ქალის ჯანმრთელობა
 -საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც ლორწოვანის მფარავი ეპითელური უჯრედების ჩამოფცქვნის შედეგად ვითარდება. დეფექტის მდებარეობა სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ იგი მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს. ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას. ლორწოვანის დეფექტი შეიძლება იქცეს ქლამიდიების, გონოკოკების, ჰერპეს-ვირუსის და სხვა ინფექციათა გამომწვევების ორგანიზმში შემავალ კარად. საშვილოსნოს ყელის ეროზია ადამიანის პაპილომავირუსის საყვარელ ადგილადაა მიჩნეული, ეს ვირუსი კი, როგორც მოგეხსენებათ კონდილომებს, სიმსივნისწინა მდგომარეობებს და სიმსივნეების განვითარებასაც კი იწვევს. ეროზიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიები, საშვილოსნოს ყელის ტრავმები, ჰორმონული ფონისა და მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, იმუნიტეტის დაქვეითება, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. ეროზიის კლინიკური ნიშნებია თითქმის მუდმივად არსებული ჭარბი ლორწოვანი გამონადენი, აგრეთვე - ტკივილი და სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კავშირის შემდეგ. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თუ ექიმმა დასვა ეროზიის დიაგნოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცადი მეთოდია ელექტროკოაგულაცია – ე.წ. მოწვა. ბოლო დროს პოპულარული გახდა ეროზიის მკურნალობა მოყინვით (დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით), ამასთან ერთად გამოიყენება ლაზერული და ულტრაბგერითი თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა. ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3041 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ყოველთვის შოკს გვგვრის, რადგან სიბერე, რომელიც ცხრა მთას იქით გვეგონა, ერთბაშად ხელშესახები ხდება. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, მაგრამ "ადრეს" "გვიან" ნამდვილად სჯობს. ასე რომ, წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:

იძინეთ მეტხანს
ტყუილად როდი უწოდებენ შუაღამემდე ძილს "სილამაზის ძილს"! თვალის ირგვლივ მუქი რგოლები და სახის უღიმღამო ფერი სწორედ ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალია. ამასთანავე, უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
გაინტერესებთ, როგორ გაიხანგრძლივოთ ღამის ძილი? პასუხი მარტივია: დაწექით ადრე.
რამდენიმე საღამოს განმავლობაში დასაძინებლად ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით, ხოლო დილით 20 წუთი კარგად განათებულ ადგილას (ქუჩაში ან ოთახში, სადაც ძლიერი ნათურა ანთია) გაატარეთ. ეს ჰორმონული ბალანსის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
ღამით საწოლ ოთახში აუცილებლად ჩააქრეთ შუქი - მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება სუსტმა განათებამაც კი შეიძლება დათრგუნოს. დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. უკუნ სიბნელეში უფრო სწრაფად და ადვილად დაგეძინებათ.
მოეშვით. თბილი აბაზანა ძილის წინ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება გულის რიტმს ანელებს და ძილს ჰგვრის.

მოუარეთ ხელებს
ბევრმა არ იცის, რომ სიბერის პირველი ნიშნები არა სახეზე, არამედ ხელებზე ჩნდება. ჩვენ იშვიათ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1366 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.0/1

ყველას გვსმენია მენსტრუაციისწინა სინდრომზე, მრავალი ქალი კი ამ სინდრომს კარგად იცნობს, მაგრამ რას წარმოადგენს იგი, დანამდვილებით ცოტამ თუ იცის.


 

კრიტიკული დღეების დადგომამდე ზოგიერთი ქალი უჩივის:

  • მოვლით ტკივილს მუცლის ქვედა არეში;
  • სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობასა და გაუხეშებას;
  • შეშუპებას და წყურვილის გაძლიერებულ შეგრძნებას;
  • გულის რიტმის დარღვევას და გულის არეში ტკივილის შეგრძნებას;
  • უმადობას ან, პირიქით, ჭამის დაუძლეველ სურვილს;
  • თავბრუხვევას, გულისრევასა და ღებინებას;
  • სხეულის ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას.

ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად მოსალოდნელია:

  • გაღიზიანება;
  • აგრესიულობა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • უმიზეზო, ხშირი ტირილი;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • ძილის დარღვევა.
... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1488 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ორგანიზმში მენოპაუზის დროს?

- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში - მოზარდობიდან მენოპაუზამდე ფუნქციონირებს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. საკვერცხეებში ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს.

 

ამავე დროს, ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს. გამსკდარი ფოლიკულიდან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს. ესტროგენი ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას, ხოლო პროგესტერონის ზემოქმედებით ლორწოვანში მიმდინარეობს მზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად.

თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. სისხლში მკვეთრად ქვეითდება პროგესტერონის დონე, რასაც მოჰყვება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი.
35-დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება: მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც ვლინდება არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით.

საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. საკვერცხის ფუნქციის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 6483 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.2/5

კოფეინის მიღება ორსულობის დროს ზრდის მუცლის მოშლის რისკს, რასაც ადასტურებს ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამერიკული ჟურნალის “მეანობა და გინეკოლოგია” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნაყოფის დაკარგვის საფრთხე ორჯერ იზრდება, თუ ქალი დღეში 200მგ კოფეინს იღებს.
ეს დოზა 3 ჭიქა მოხარშული ყავის, ოთხი ჭიქა ხსნადი ყავის, ექვსი ჭიქა ჩაის და რვა ჭიქა კოფეინის შემცველი სასმელის (მაგ. კოკა-კოლა) ექვივალენტურია.
ბრიტანეთის კვების მრეწველობის სტანდარტების შემუშავების სააგენტო ჯერ-ჯერობით თვლის, რომ კოფეინის უსაფრთხო დოზა ორსულთათვის წარმოადგენს 300მგ დღეში. თუმცა, როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია უნდა გადაიხედოს დოზის შემცირების სასარგებლოდ, ზემოხსენებული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ.
ბრიტანეთის მეანობა-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი, პეტ ობრაიენი თვლის, რომ ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყველაზე კეთილგონივრული იქნება, თუ ქალი საერთოდ უარს იტყვის კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებაზე.
“პირველი 12 კვირის განმავლობაში ნაყოფი ძალზე მგრძნობიარეა, სწორედ ამ პერიოდში აქვს ყველაზე ხშირად ადგილი უნებლიე აბორტებს”, განაცხადა მან.
ტოქსიკოზის გამო ბევრი ქალი ისედაც უარს ამბობს კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებაზე, ასე რომ, ამ რეკომენდაციის შესრულება არც თუ დიდ სირთულეს უნდა წარმოადგენდეს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ნაყოფის ჯანმრთელობას.
კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ დე-კუნ ლის აზრით, ყველაზე უსაფრთხო იქნება, თუ მთელი ორსულობის განმავლობაში კვების რ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1723 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თუ ქალი ხშირად იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ამან შესაძლოა თმის ცვენის საფრთხე შეუქმნას მას. ამის შესახებ იტყობინებიან ბრიტანელი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ინგლისელი ქალები ხშირად არიან სტრესულ მდგომარეობაში, რაც უარყოფითად აისახება მათი თმების სილამაზეზე.
გარდა ამ უარყოფითი გავლენისა, სტრესი ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქალის სახის კანის მდგომარეობაზე. ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2 000-ზე მეტი ბრიტანელი ქალი, ყოველი ხუთი ქალიდან ერთი უჩივის თმის ცვენას, მაშინ როცა ქალების 1/3-ზე მეტში ადგილი აქვს გამონაყარს სახეზე.
კვლევა, რომელიც მიეძღვნა ქალის სილამაზესა და ჯანმრთელობას, ჩატარდა კოსმეტიკური საშუალებებისა და პრეპარატების მწარმოებელი ფირმა – Vitabiotics-ის მიერ. კვლევაში მონაწილე ქალების 48% თვლის, რომ კანისა და თმის ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეულია არასწორი კვებით, ხოლო 27% მიიჩნევს, რომ ამის მიზეზს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა წარმოადგენს.
ამ ყოველივეს მიღმა, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქალებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია, რაც სპეციალიზირებული სახელმძღვანელოების არარსებობით არის გამოწვეული, რომლებიც თმისა და კანის ჯანმრთელობის საკითხებზე იქნება შემუშავებული. ქალების უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ უნდა მოუაროს თმას და სახის კანს. ამავე დროს, ბევრმა არც ის იცის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კოსმეტიკური პრობლემების გაჩენაში დიდი როლი ენიჭება ქალის სულიერ მდგომარეობას, აღნიშნავენ სპეციალისტები.
... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1208 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ფსიქოთერაპიის სეანსები, რომლებიც მიმართულია სტრესის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად ზრდიან ბავშვის ჩასახვის ალბათობას იმ ქალებში, რომლებიც განიცდიან უნაყოფობას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები ემბრიოლოგიისა და ადამიანის რეპროდუქციის ევროპული საზოგადოების კონფერენციაზე.
კვლევაში, რომელიც ჩატარდა ემორის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ატლანტაში, მონაწილეობას იღებდა 25-დან 35 წლამდე ასაკის 18 ქალი, დიაგნოზით: “მეორადი ამენორეა” - მენსტრუალური ციკლის ქრონიკული დარღვევა. ყველა მონაწილეს აღენიშნებოდა გონადოტროპინ-განმათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) დეფიციტი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ოვულაციის რეგულირებაში, ხოლო სტრესზე პასუხისმგებელი ჰორმონის – კორტიზოლის დონე მომატებული იყო. ამ ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევის ხანგრძლივობა შეადგენდა სულ მცირე 6 თვეს.
კვლევის მონაწილეები გაყვეს ორ ჯგუფად: პირველი ნახევარი 20 კვირის მანძილზე გადიოდა კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის კურსს, რომელიც ეხმარებოდა მათ სტრესის დაძლევაში. მეორე ჯგუფის მონაწილეები კი მსგავს თერაპიას არ გადიოდნენ.
20 კვირის შემდეგ, მენსტრუალური ციკლი დარეგულირდა ფსიქოთერაპიზე მყოფი ქალების 80%-ში, ხოლო საკონტროლო ჯგუფში მენსტრუალური ციკლის აღდგენა მონაწილეთა მხოლოდ 25%-ში აღინიშნა.
“ძნელია იმის დაჯერება, რომ უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით. თუმცა, ამის დამამტკიცებელ საბუთად შესაძლოა გამოდგეს ის ფაქტი, რომ კორტიზოლის დონის დაწევას თან ახლავს გონადოტროპინ-განმათავისუფლებელი ჰორმონის დონის მომატება”, აღნიშნა პრო ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1257 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1


პირველ 8 კვირაში ნაყოფი ერთუჯრედიანი ორგანიზმიდან ემბრიონად გადაიქცევა და ადამიანს ემსგავსება.

ჩასახვიდან 4 კვირამდე

ოვულაცია

მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს კვერცხუჯრედი მწიფდება და მზადაა განაყოფიერებისთვის. იგი საკვერცხიდან გადადის ფალოპის მილში, სადაც 24 სთ. ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. თუ განაყოფიერება არ მოხდა, კვერცხუჯრედი იღუპება და გამოიყოფა გარეთ მომდევნო მენსტრუაციისას.

სპერმის მოძრაობა

ორგაზმის დროს მამაკაცი ქალის საშოში გამოყოფს 200-დან 400 მილიონამდე სპერმატოზოიდს. სპერმის უდიდესი ნაწილი გარეთ გამოდის, ქალის ორგანიზმში დარჩენილი ყველა სპერმატოზოიდები მიზანს ვერ აღწევს. მხოლოდ ნაწილი შედის ყელის გავლით საშვილოსნოში, იქიდან კი ერთ-ერთი ფალოპის მილში, სადაც სპერმატოზოიდები სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებენ 48სთ-ის განმავლობაში.

განაყოფიერება

სპერმა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კვერცხუჯრედის გარსს არღვევს, რაც საშუალებას აძლევს სპერმატოზოიდს შეაღწიოს შიგნით. ამის შემდეგ მეორე სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედში შეღწევა არ შეუძლია. სპერმატოზოიდი ერწყმის კვერცხუჯრედს და წარმოიქმნება ერთუჯრედიანი ჩანასახი ზიგოტა.

უჯრედის დაყოფა

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2155 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ორსულობის ალბათობის საკითხი შობიარობის შემდეგ ძირითადად აინტერესებთ მათ, ვინც არ ჩქარობს პირველი ბავშვის შემდეგ მაშინვე მეორის გაჩენას. ამისათვის საჭიროა ჯერ გავერკვეთ, თუ რა მოსდის მენსტრუალურ ციკლს მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ჯერ კიდევ ორსულობის დროს ქალის ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონ პროლაქტინის აქტიურ გამომუშავებას, რომელიც ამზადებს სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისათვის და ამავდროულად ამცირებს ოვულაციას. იმ მომენტში, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება, პროლაქტინის სეკრეცია ინტენსიფიცირდება, ხოლო კვებათა შორის დროის გაზრდის შემთხვევაში – ეცემა. როგორც წესი, სანამ ქალი ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავს, პროლაქტინი საერთოდ ახშობს ოვულაციას – აღმოცენდება ლაქტაციური ამენორეა( მენსტრუაციის არქონა ლაქტაციის პერიოდში). მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ მენსტრუალური ციკლი აღდგება ხოლმე შედარებით სწრაფად.

ორსულობის ალბათობის შესახებ შეიძლება ერთი რამის მტკიცება. პირველ რიგში, რაიმე კანონზომიერება ორსულობის შესაძლებლობის აღდგენისა რაიმე ვადებში არ არსებობს. ანუ, რა თქმა უნდა ცნობილია, რომ ლაქტაცია იწვევს ოვულაციის შეკავებას, მაგრამ, იმის თქმა, თუ ზუსტად რა დროს მოხდება პირველი ოვულაცია მშობიარობის შემდეგ, შეუძლებელია. ეს ვადები ძალიან ინდივიდუალურია. ამას გარდა, ერთსა და იმავე ქალს სხვადასხვა ორსულობის შემთხვევაშიც ერთნაირი ვადები არ ექნება, ამიტომ, ნუ დაეყრდნობით წინა გამოცდილებას ამ საკითხში. ოვულაციის აღდგენის პირველი მაჩვენებელი – მშობიარობის შემდგომი პირველი მენსტრუაციაა.

იმათ, ვინც არ კვებავს ძუძუთი, მენსტრუაცია ადრე ეწყებათ, ცნობილია, რომ ყველაზ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 8611 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 2.6/10

"ცისფერი" სტილისტებისა და გამხდარი მოდელების თანამედროვე სამყაროში ბევრ ქალს ეშინია დაორსულების სუფთა ესტეთიური მოსაზრების გამო, თითქოს ორსული ქალი - ულამაზოა. მაგრამ ვისი აზრი უფრო გაინტერესებთ: მათი თუ თქვენი მოყვარული მეუღლის? როგორ აღიქვამენ მამაკაცები ქალების ორსულობას?

ორსულობისას პირველ რიგში მიმიკაა ლამაზი: ორსული ქალის სახე რაღაც განსაკუთრებულად ბრწყინავს და ანათებს. შესაძლოა, არა მხოლოდ ბედნიერებისაგან, მაგრამ იგი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აღიქმება.

ლამაზია ასევე მისი სხეულის ნაკვთები. მოდელებისაგან განსხვავებით ორსული ქალი - ნამდვილია. იგი პირდაპირ აქ და ახლა ასრულებს ქალისათვის განკუთვნილი როლებისაგან უმთავრესს - დედის როლს. ეს ფაქტი ბუნებრიობას ანიჭებს მთელ მის სახებას. ჯანმრთელი, ზრდასრული მამაკაცის ტვინი სპეციალურადაა მოწყობილი ისე, რომ აღფრთოვანდეს ქალით, რომელიც დედის ფუნქციებს ასრულებს და აღიქვას ორსული, ან მეძუძური დედა - როგორც ქალის სილამაზის განსაკუთრებული ფორმა.

სისულელეა, რომ თითქოს ორსულს უშნო მუცელი აქვს. ორსული ქალის მუცელი ღიპი არ არის, იგი არ შედგება ქონის ნაკეცებისაგან, რომელიც გაუმაძღრობისა და ლუდის მოყვარულობის მაჩვენებელია. ორსული ქალის მუცელი - შეუდარებლად ლამაზია.

ძალიან ბევრ ქალს ესმის ეს განსხვავება, მაგრამ იმის ეშინია, რომ მშობიარობის შემდეგ მუცელი დაკარგავს ფორმას. მაგრამ ამის თავიდან აცილება ხომ თავისუფლად შეიძლება. სასურველია ამ საკითხით მანამ დაინტერესდეთ, ვიდრე დაორსულდებით. მშობიარობის მერეც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას. ამ შემთხვევაში კუნთები და კან ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1515 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

« 1 2 3 4 »
Copyright MyCorp © 2024