მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ფსიქოლოგის რჩევები
არა მარტო ქალები ისწრაფვიან იდეალური მამაკაცის მოსაძებნად, არამედ ძლიერ სქესსაც სურს მის გვერდით იდეალური ქალი იხილოს. მაშ ვინ არის იგი - იდეალური ქალი?

ვიღაც თვლის, რომ იდეალური ქალი ეს არის - კარგი დიასახლისი სამზარეულოში, დედოფალი სასტუმრო ოთახში და ვნებიანი საყვარელი - საძინებელში.

ვიღაც თვლის, რომ იგი 60 კილოგრამს უნდა იწონიდეს, 170 სმ სიმაღლის უნდა იყოს და აუცილებლად ატარებდეს სათვალეს.

არიან კაცები, რომლებიც ოცნებობენ იდუმალ ქალზე, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად იქცევა: იგი აჯადოებს მამაკაცს და არ აძლევს მას ამოსუნთქვის საშუალებას. განსაზღვრული კატეგორიის მამაკაცებისათვის - ასეთი ქალიც იდეალურია.

არსებობს ასევე მამაკაცთა კატეგორია, რომლებიც სიტყვა ‘’იდეალურში’’ გულისხმობენ ქალს, ვინც მას ნახევარი სიტყვიდან გაუგებდა და რომელსაც თავისი თავი აბია მხრებზე. რომელსაც თავისი მოსაზრება გააჩნია და ყოველთვის შეუძლია მისი დაცვა.

ხოლო ვიღაცისათვის იდეალური ქალი ის არის, რომელსაც უყვარს იგი და პირიქით, მასაც უყვარს, ხოლო დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგიერთი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ჩვენს სამყაროში, სამწუხაროდ, იდეალური არავინაა. ხოლო ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, გულმოწყალება, ხელგაშლილობა და ურთიერთგაგება - დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

და მაინც, იდეალური ქალი - ეს მითია თუ რეალობა?

ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქლისათვის არ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1378 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

საზოგადოების ფენებად დაყოფა არც გუშინ დაიწყო და არც გუშინწინ. სიღარიბე მხოლოდ ქართული რეალობა არაა. იგი ახასიათებს ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემას ყველა დროში. მაგრამ მისი სიმწვავე საზოგადოებაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე მკვეთრად განსხვავებულია.

დანაყრებულ და მდიდარ გერმანიაშიც კი, სადაც ადამიანის ინტერესების დასაცავად სოცილური დახმარება არსებობს, არსებობენ ღარიბები, იქაც სძინავთ ხიდის ქვეშ ან სკამებზე, მაგრამ ყოველ ღარიბს სურს იცხოვროს ერთი საფეხურით მაღლა, თუმცა მხოლოდ ოცნებებში და ფანტაზიებში. ამ ადამიანთა უმრავლესობა შეეგუა თავის ხვედრს და პრაქტიკულად არაფრის გაკეთება სურს საკუთარი თავისათვის, საკუთარი ოჯახისათვის, რათა ამოძვრნენ ამ ჩაკეტილი წრედიდან. ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ამას ვერ შეძლებენ და ხელი ჩაიქნიეს. ისინი წყევლიან მდიდრებს და ფიქრობენ, რომ მდიდრებმა თავისი ქონება კრიმინალისა და მათი, ღარიბების ხარჯზე დააგროვეს.

მაგრამ ასეა თუ არა ეს?

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყველას სურს მაშინვე მიიღოს ბევრი ფული, მაგრამ სამწუხაროდ ისეა მოწყობილი სამყარო, რომ ვაკანტური ადგილები მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი არც ისე ბევრია, რამდენიც მსურველი. ჰოდა, სხედან სახლებში, დივანზე და რამდენიმე წელიწადი ელოდებიან სასურველ ადგილს, სადაც ფული "ჩეჩქივით" ყრია. ამასობაში წლები გადის და ეს ადამიანი, როგორც სპეციალისტი, აღარავის სჭირდება, რადგან არასოდეს უმუშავია თავისი სპეციალობით.

სცადეთ ერთი, მეორე, სამსახურის ძებნა და შეცვლა ცოდ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1132 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

თქვენს მამაკაცს ჩაეძინა? ყურადღებით! იმის მიხედვით, თუ რა პოზაში სძინავს მას, შეგიძლიათ ბევრი რამ შეიტყოთ მისი ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

საკუთარი ცხოვრების პატრონი

მას მუცელზე სძინავს და თანდათანობით საწოლის შუაგულისაკენ მოიწევს. ძილის დროს მას უყვარს ბალიშისა და საბნის ამოგება, ერთი სიტყვით, საწოლის პატრონად გრძნობს თავს. მსგავსი რამ იმაზე მეტყველებს, რომ ეს მამაკაცი წესიერია, დალაგებული, აქვს ვალდებულები და პასუხისმგებლობის გრძნობა. თქვენი რჩეული დარწმუნებულია, რომ სამყარო არაა სრულყოფილი და გადაკეთება სჭირდება, თვითონ კი, სწორედ ის არის, ვისაც შეუძლია შეცვალოს - თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი რამ მაინც. ასეთები სწრაფად მიიწევენ წინ სამსახურში და იკავებენ ძალიან სოლიდურ ადგილებს.

ეს ადამიანი - კარგი საყვარელია და საწოლში მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს, მათ შორის რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება: იგი საკმაოდ ძუნწია, გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად უყვარს და ეჭვიანია. მაგრამ თვითონაც ძალიან იშვიათად მიდის ღალატზე.

საყრდენის ძიებაში

მას გვერდულად სძინავს, ჩაფუთნულს და კატასავით მოკუნტულს. ეს პოზა იმის მანიშნებელია, რომ თქვენი მამაკაცი არც თუ ძალიანაა დარწმუნებული საკუთარ თავში. მისი თავდაჯერებული შეხედულება - მხოლოდ ნიღაბია, რისი დახმარებითაც მას შეცდომაში შეჰყავს გარშემომყოფები - ისინი, ვინც მას ნაკლებად იცნობს. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1245 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც ოცნებობს საკუთარი სოცოცხლე არასაყვარელ მამაკაცთან (ან ქალთან) ერთად გაატაროს(გარდა იმ ქორწინებისა, რომლის საფუძველსაც ანგარება წარმოადგენს). მაგრამ არსებობს ასეთი პარადოქსი: სიტუიაცია, როდესაც გვერდით აღმოჩნდება ხოლმე არა ყველაზე ძვირფასი, არამედ "საკუთარი–უცხო" ადამიანი. ასეთი სიტუაციები ძალიან ბევრია საქართველოს რეალობაში და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რითი დაიწყო ყველაფერი – სიყვარულის, ვნებისა თუ შეცდომის გამო, თუ კი მშრალ ნარჩენებში პირში მწარე გემო დაგრჩათ სიტყვებისაგან "ჩემი არ არის!"

ჰოდა, აგრძელებენ ასე ცხოვრებას, თანაც ერთ ბინაში.

ამ სიტუაციაში თითქოს საფიქრალიც არაფერია: გადააბრუნე საკუთარი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფურცელი და იცხოვრე ბედნიერად. თუმცა, ეს – ძლიერი ადამიანების გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვეულებრივ, იმედგაცრუების გრძნობა დუნედ მიმდინარე სტრესში გადაიზრდება ხოლმე უსასრულო დღეებით, თვეებით და კლინიკურ შემთხვევებში – უსიყვარულოდ გატარებული წლებით. გადაიზრდება პატივისცემაში, ან სულაც ბანალურ სექსში. სამაგიეროდ – არის ყვედრება, ჩხუბი და გაუცხოება – ასორტიმენტში.

სპეციალისტის კომენტარი

ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე უფრო უცხო, ვინც წარსულში გიყვარდათ.
(რემარკი)

ორი ვარიანტია: დაელოდოთ, სანამ თქვენი პირობით–ფორმალური საზოგადოებრივი განყოფილება თავისი სიკვდილით გარდაიცვლება, ან შეგიძლიათ გამოიჩინოთ ჰუმანიზმი ევთანაზიის აქტის ჩატარებით. თუმცა, ქალთა უმრავლესობისათვის ამ სატან ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1277 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

შემთხვევით არ ეძახიან სიზარმაცეს დაავადებას. იგი გაციებასავითაა – ყველა სიმპტომი კარგად ჩანს.

პირველ ეტაპზე თავს ოდნავ შეუძლოდ გრძნობთ: ან დაღლილობისაგან, ან პირიქით, მოწყენილობისაგან. ვარიაციები ასეთია: თქვენ ყველაფერი გეზარებათ, რადგან ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია მუდმივ შრომაზე და იგი ჩვეულ დასვენებას ითხოვს. სხვა შეგრძნებები: კიდევ ცოტაც და მუშაობას შეუდგებით, მაგრამ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, საიდან დაიწყოთ. ამავე დროს მეგობრები, საიტები და ბლოგებიც აღარაფერს გთავაზობენ საინტერესოს. თითქოს ურთიერობაც აღარავისთან გინდათ.

მეორე ეტაპზე სიზარმაცე საწოლისაკენ გიბიძგებთ. იღებთ ტელევიზორის პულტს და ათასჯერ წაკითხულ ჟურნალებს. იწყება უაზრო ხეტიალი არხიდან არხზე და ჟურნალის უაზროდ ფურცვლა.

და აი უკვე გაღიზიანებული ხართ მიზეზით თუ უმიზეზოდ, გამუდმებით რაღაც გინდათ, მაგრამ საერთოდ გაუგებარია, რა გსურთ კონკრეტულად. კიდევ, თავს ცუდად გრძნობთ, გინდათ დაიბანოთ, არც გინდათ, ეპილაცია გაქვთ გასაკეთებელი, ფრჩხილებიც, ეს სახის ნიღაბიც რომ აუცილებელია? მოკლედ, თუ ყველა ეს სიმპტომი აგეღნიშნებათ, გთხოვთ შეხვდეთ: თქვენს წინაშეა ქალბატონი სიზარმაცე!

სიზარმაცესთან ბრძოლის მეთოდები

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლა კი მოგწონთ საკუთარი დროის ხარჯვა არაფრის კეთებაში, ასეთი რამეც ხდება, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როცა აუცილებლად უნდა შეუდგეთ საქმეს, იქნება ეს სახლის დალაგება, სამუშაო თუ თავის მოვლა.

მაშ ასე, გა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1338 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჰიპერვენტილაცია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება სტრესულ სიტუაციებში (პანიკის, შფოთვის, ისტერიის დროს). ის ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს შიში ან ფსიქოლოგიური შოკი. ჰიპერვენტილაცია გამოვლინდება არანორმალურად ხშირი და ღრმა სუნთქვით. ასევე შესაძლებელია გამოიხატოს უჩვეულო ქცევა, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და უნებლიე მოძრაობები.

 

პირველი დახმარება ჰიპერვენტილაციის დროს:

1.   დაზარალებულთან ლაპარაკის დროს იყავით დამაჯერებელი და ზრდილობიანი;

2.  თუ შეგიძლიათ, გადაიყვანეთ დაზარალებული მშვიდ გარემოში. ამით შესაძლებელია გამოიყვანოთ დაზარალებული ჰიპერვენტილაციის შეტევიდან;

3.  ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს თავის ექიმს, რათა გამოირიცხოს აგზნების სხვა მიზეზები;

4.  თუ გამოხატულია უნებლიე მოძრაობები, ასუნთქეთ ქაღალდის პარკის საშუალებით, თავისივე ამონასუნთქი ჰაერი.

 

კვამლისა და აირების ინჰალაცია

  ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1643 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.0/2

« 1 2 3
Copyright MyCorp © 2023