მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სტომატოლოგია
ცნობილია, რომ მკურნალობას, ავადმყოფობის თავიდან აცილება სჯობს. როგორ შეიძლება კბილების და ღრძილების დაავადებების თავიდან აცილება? პასუხი მარტივია - პირის ღრუს სწორი და დროული მოვლა. პირის ღრუს ჰიგიენა რთული საქმეა. კარგი სტომატოლოგი გარდა მკურნალობისა, ურჩევს პაციენტს, პირის ღრუს მოვლის რა ხერხებს და საშუალებებს უნდა მიმართოს, რადგან ყოველდღიური პროცედურები რომელსაც თქვენ ატარებთ, არის თქვენი კბილების ჯანმრთელობის საწინდარი.

პირის ღრუს ყოველდღიური მოვლისთვის აუცილებელია:
კბილის ჯაგრისი;
კბილის პასტა;
ენის გამწმენდი;
ფლოსი (კბილების საწმენდი ძაფი);
დროის 6 წუთი(ყოველი პროცედურისთვის), რომელსაც ამ საქმეს დაუთმობთ.

კბილის ჯაგრისი

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 300-400 წლით ადრე აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლები ღეჭავდნენ არომატული მცენარეების ტოტებს და მათ დახლეჩილ წვერებს იყენებდნენ კბილების ზედაპირის გასაწმენდად. ჩინეთში კბილების გასაწმენდად იყენებდნენ ღორის ჯაგარს, რომელიც გახდა დღევანდელი ჯაგრისის პროტოტიპი.

ბაზარზე არსებობს ჯაგრისების დიდი არჩევანი, შევეცადოთ გავერკვიოთ მათ განსხვავებებში. ჯაგრისებს განასხვავებენ ზომის მიხედვით, ჯაგრისის თავის ფორმით, ჯაგრისის ღერების თვისებებით(სიხისტე, სიმაგრე და ა.შ.) და სახელურის დიზაინით.

ჯაგრისს შეიძლება სხვა და სხვა ზომის თავი ქონდეს, თუმცა რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 18-25მმ , დიდებისთვის 3 სანტიმეტრამდე. ასევე ჯაგრისები განსხვავდებიან ფორმით, ეს არის დამოკიდებული მწარმოებლის ფანტაზიაზე და ექიმების რეკომე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1658 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

როგორ გავნთავისუფლდეთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან?
რადგან არასასიამოვნო სუნის მთავარი წყარო არის ბაქტერიების ცხოველმყოფელობის ნარჩენები, მათგან განთავისუფლების უებარი საშუალებაა- პირის ღრუს გაწმენდა, ისე რომ:
მოვიშოროთ ბაქტერიების საკვები პროდუქტები;
შევამციროთ არსებული ბაქტერიების რაოდენობა;
დავასუსტოთ ანაერობული გარემო, რომელშიც ცხოვრობენ ბაქტერიები;
არ დაუშვათ ბაქტერიების გამრავლების ახალი კერების შექმნა.
როგორ მოვაშოროთ ბაქტერიების საკვები?

როგორც გახსოვთ, არასასიამოვნო სუნის მთავარი წყარო არის ბაქტერიების ცხოველმყოფელობის ნარჩენები, რომელნიც ცილოვანი საკვების გადამუშავებისას გამოიყოფა. ამიტომაც ის ადამიანები რომელნიც ვეგეტარიანულ საკვებს ირჩევენ (რომელიც ძირითადად ხილის და ბოსტნეულისგან შედგება) სუნთქვის სიჯანსაღესთან ნაკლებ პრობლემებს განიცდიან, ვიდრე ის ხალხი, რომელთა რაციონში ცილოვანი საკვები ჭარბობს (მაგალითად ხორცი). ამის გარდა აუცილებელია, დროულად და ხარისხიანად გაიწმინდოთ კბილები და პირის ღრუ - განსაკუთრებულად ცილით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. საუზმის, სადილის და ვახშმის შემდეგ ჩვენს პირში რჩება საკვების წვრილმანი ნაწილები, რომელიც იჭედება კბილებს შორის და ასევე ილექება ენის უკანა ნაწილის თეთრ ნადებზე. რადგან ამ ადგილებში გროვდებიან ანაერობული ბაქტერიები, პირის ღრუს არასათანადოდ გაწმენდის შემთხვევაში, თქვენ დიდი ხნით ამარაგებთ მათ საკვები პროდუქტებით.
არასასიამოვნო სუნისგან განთავისუფლებისთვის საჭიროა კბილების და ღრძილების გაწმენდა

არასასიამოვნო სუნის მქონე ბაქტერიები ასევ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 2014 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

თუ ნამდვილად გტკივათ კბილი, თავს არ შეგაწყენთ შეგონებებით, რომ აქამდე არ უნდა მიგეყვანათ, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან. ამაზე შემდგომ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - მიმართოთ ექიმს. თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება (კბილებს უცნაური ჩვევა აქვთ თავი შეგვახსენონ აბსოლუტურად შეუფერებელ დროს, მაგალითად პარასკევ საღამოს, ან თვითფრინავის აფრენამდე 2 საათით ადრე, ანდა 31 დეკემბერს საღამოს 6 საათზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სტომატოლოგთან დროული ვიზიტის აუცილებლობას), მაშინ:
ნუ გაითბობთ მტკივნეულ კბილს გარედან! ნურასოდეს შეიხვევთ შარფით, ნუ დაიდებთ სათბურს, ნუ დაიძინებთ მტკივანი კბილის მხარეს ლოყაზე, რადგან დილას შეიძლება თქვენი სახე ერთი მესამედით გაზრდილი აღმოაჩინოთ.
პირველი პუნქტის მართებულობის მიუხედავად, მეორე პუნქტი პარადოქსალურად ჟღერს, თუმცა ამის მიუხედავად არანაკლებ მართებულია. ყველა საშუალებით შეეცადეთ მტკივნეული ადგილის გათბობას შიგნიდან! ცხელი სავლებები ძალიან ეფექტურია თითქმის ყველა სტომატოლოგიური დაავადების გართულებისას. ამასთან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას გამოიყენებთ სავლებად. მთავარია როგორ გააკეთებთ ამას. პირველ რიგში, სავლები უნდა იყოს ცხელი. აუცილებელი არაა ლოწოვანის დამწვრობა მიიღოთ, მაგრამ არც ნელთბილი სითხის გამოვლება მოგცემთ შვებას. სავლები უნდა გაიკეთოთ ინტენსიურად, არანაკლედ 5-10-ჯერ დღეში. რაც მეტი, მით უკეთესი. გარდა ამისა, არაა აუცილებელი სავლების გაკეთება ხმამაღალი ბუყბუყითა და პირის ღრუს შიგთავსის გადმოფრქვევით. უფრო “სასიამოვნო” ალტერნატივას გთავაზობთ: დაიკავეთ ერთ ხელში სავლებით სავსე ჭიქა, მეორ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1271 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვდება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირი შემთხვევაა (თითქმის ყოველი მესამე) ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ.

თუმცა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია მცდარია. სინამდვილეში არანაირი მეცნიერული საფუძველი ამ აზრს არ გააჩნია. საერთოდ, მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ ბრუქსიზმის მიზეზები, მუშა-ჰიპოთეზად კი რამდენიმე განიხილება: მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთ გამოვლინებად. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთ ხვრინვის, სომნამბულიზმის, ღამის კოშმარების და ღამის ენურეზის გვერდით.

სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში.

არსებობს მონაცემები ბრუქსიზმის მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ბრუქსიზმით დაავადებულებში რაიმე ხასიათობრივი თავისებურებები. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1384 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

სარეკლამო ტრიუკების შედეგად ადამიანები ხშირად არასწორად ირჩევენ კბილის პასტას.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის კბილის პასტა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური.

პირველი მოწოდებულია მხოლოდ კბილების გასასუფთავებლად საკვების ნარჩენებისაგან და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ასეთი პასტების გამოყენება რეკომედებულია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელი კბილები და რეგულარულად აკითხავს სტომატოლოგს.

კბილის პასტათა უმრავლესობა მიეკუთვნება სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტების ჯგუფს. გარდა კბილის გასუფთავებისა, მათ დანიშნულებაში შედის კარიესისა და პაროდონტიტის გამომწვევი მიკროფლორის დათრგუნვა, კბილების ემალის რემინერალიზაცია, ანთებითი მოვლენების შემცირება პაროდონტის დაავადებების დროს, ასევე კბილების გათეთრება. მათ შორის განარჩევენ კარიესის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1478 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

სტომატოლოგები არ ეთანხმებიან აზრს იმის შესახებ, რომ მასალა, რომლითაც დამზადებულია კბილის ჯაგრისი, მისი ესა თუ ის ფორმა და დიზაინი, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე. დღეს კბილის ჯაგრისები საჭიროებენ  აუცილებელ სერტიფიკაციას და შეფასებას რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით:

პირველ რიგში, ეს არის სიმაგრე: არჩევენ უხეშ (hard) საშუალო სიუხეშის (medium) და რბილ ( ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1462 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ეს პროცესი უნდა დასრულდს 12-14 წლის ასაკისათვის. პირველად ფესვიანი კბილები ამოიჭრება ექვსი წლის ასაკში. შემდეგი ფესვიანი კბილების ამოჭრა ხდება 12 წლისათვის. ამ დროისათვის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და ბავშვის ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათოა ყბა-სახის მიდამოს დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არასწორი ფორმირება და რაც შემდგომში ძალზედ რთული გამოსასწორებელი ხდება. როგორც წესი, ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლებად ესმით ეს, ამიტომაც საჭიროა მშობლების ყურადღება და ჩარევა, რათა ბავშვებმა დროულად მიმართონ სტომატოლოგს.

კბილების სწორად გაწმენდას ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს 6-8 წლის ასაკისათვის, ამიტომაც ამ დრომდე საჭიროა ბავშვების მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი მშობლების მხრიდან.

ე.წ. “სიბრძნის” კბილი ადამიანს ამოსდის დაახლოებით 18 წლის ასაკისათვის ან საერთოდ არ ამოსდის. ხშირად ეს კბილი საკმაო პრობლემებს უჩენს მას, ვინაიდან კბილებით უკვე შევსებულ პირის ღრუში ნაკლები ადგილი რჩება მისთვის და ის ზოგჯერ საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. კბილსა და ღრძილს შორის შეიძლება დაგროვდეს ნალექი, განვითარდეს ადგილობრივი ანთება, რაც იწვევს  საშინელ ტკივილს და აუცილებელს ხდის მის ექსტრაქციას.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1336 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

კარიესის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული კვებაზე. თუ გავითვალისწინებთ სპეციალისტთა რამოდენიმე რჩევას საკვებთან დაკავშირებით, შეიძლება მნიშვნელოვნად შევამციროთ კარიესული პროცესი:

საჭიროა განისაზღვროს საკვების მიღების რაოდენობა (ჯერადობა) _ მნიშვნელოვანი არ არის სამჯერ ვიკვებებით თუ ოთხჯერ, მთავარია ხშირად არ მივიღოთ საკვები. ხშირი “წახემსება” არ უხდება კბილებს, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები (განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი)  წარმოადგენს კარგ საკვებ არეს მოკროორგანიზმებისათვის, შესაბამისად, ისინი უფრო სწრაფადაც მრავლდებიან;

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1115 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

“პაროდონტოზის” სახელით ხალხში ცნობილია პაროდონტის დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი უჭირავთ გინგივიტს (15-18%), პაროდონტიტს (60%-ზე მეტი) და საკუთრივ პაროდონტოზს (დაახლოებით 2%).

პაროდონტოზის მიზეზად ითვლება ღრძილების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, რომელიც შორსწასულ შემთხვევებში იწვევს ღრძილების ატროფიას და კბილების დაკარგვას. სამწუხაროდ, დღეისათვის ჯერ კიდევ ვერ ხერხდება პაროდონტოზის ეფექტური მკურნალობა, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ღრძილის ნაწილობრივად აღდგენის საშუალებას იძლევა. პაროდონტოზის დროს კარგ ეფექტს იძლევა ღრძილების მასაჟი, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ღრძილების სისხლის მიმოქცევა. კბილების მომატებული მგრძნობელობის, ყრუ ტკივილისა და ქავილის დროს ტარდება შესაბამისი სიმპტომატიური თერაპია.

გინგივიტი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1683 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

უეჭველია ის ფაქტი, რომ კარიესით გამოწვეული ტკივილი ადამიანებისათვის ცნობილია ისტორიული განვითარების პირველივე საუკუნეებიდან. მასიური ხასიათი მან მიიღო მე-18 საუკუნიდან, როცა ამერიკის კონტინენტზე გაშენდა შაქრის პლანტაციები. მე-19 საუკუნიდან შაქარი სულ უფრო დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ევროპაში და კარიესმაც ნამდვილი ეპიდემიის სახე მიიღო.

მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, კარიესი – ეს არის გარკვეული მიკროფლორით გამოწვეული პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება დემინერალიზაციით, ძვლის მკვრივი ქსოვილების შემდგომი რღვევითა და დეფექტის (ღრუს) გაჩენით. უფრო მარტივად, კარიესი _ ეს არის მიკრობების ზემოქმედებით გამოწვეული კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის ემალის შემადგენლობაში არსებული მინერალური ნივთიერებების გაწოვით და მთავრდება ხვრელის წარმოშობით.

უფრო დაწვრილებით: კბილზე განვითარებული ნალექი წარმოადგენს ბაქტერიების მიერ ორგანიზებულ კოლონიას. აქ არსებული ზოგიერთი ბაქტერია  (სტრეპტოკოკი და ლაქტობაცილა), გადაამუშავებენ რა ნახშირწყლებს (გლუკოზას, ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 3191 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

« 1 2 3 4 »
Copyright MyCorp © 2023