მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12
მამაკაცისთვის ლამაზ ქალბატონთან სულ რაღაც ხუთწუთიანი საუბარი ისეთივე სტრესია, როგორიც პარაშუტით გადმოხტომა.
ლამაზმანის დანახვაც კი მამრობოთი სქესის წარმომადგენლებში სტრესული ჰორმონის - კორტიზოლის აწევას, მუდმივი კონტაქტი კი დიაბეტს, ჰიპერტონიასა და იმპოტენციას იწვევს, - აცხადებენ ესპანელი სწავლულები, - იუწყებაThe Telegraph.
ვალენსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა 84 სტუდენტზე   ექსპერიმენტი ჩაატარეს. თითოეულ მათგანს ჩაკეტილ ოთახში, ლამაზი ქალის თანდასწრებით თავსატეხი ”სუდოკუ” უნდა გადაეწყვიტა.
აღმოჩნდა, რომ ოთახში ლამაზი ქალბატონის გვერდით სტუდენტის სისხლში ჰორმონის დონე მკვეთრად იზრდებოდა, გამოსვლისას კი ნორმაში დგებოდა.
დაკვირვებამ საინტერესო შედეგი აჩვენა: ლამაზი ქალის დანახვისას მამაკაცში მზრუნველობის ინსტინქტი იღვიძებს და ამ დროს ხუთი წუთიც კი საკმარისია, რომ ორგანიზმში კოტრიზოლის დონემ პიკს მიაღწიოს, ეს კი მამაკაცისათვის უდიდესი სტრესია.
შედეგი კი სავალალოა: ჰორმონის მომატება და სტრესი ჯანმრთელობას ვნებს, ორგანიზმში უჯრედული მეტაბოლიზმის  მოშლა კი ჩამოთვლილი დაავადებებისაკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 980 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 5.0/2

თავს უფლებას მივცემთ და შევეცდებით, სამყაროს ძლიერ მეორე ნახევარს ურთიერთობის ის აუცილებელი დეტალები შევახსენოთ, რომლებიც ან აღარ ახსოვთ, ან, უბრალოდ, აწყობთ, რომ აღარ ახსოვდეთ:
1. ქალი ყოველთვის ქალად რჩება. მიუხედავად მისი ასაკისა, განათლებისა და სულიერი მდგომარეობისა. მოსწონს, როცა მის ქალურობას პატივს სცემენ და ძალიანაც აფასებს ამას.
2. ხშირად გაუღიმეთ ქალს, ამაში ხომ მაინც არაფერს გახდევინებენ. ქალებს მოსწონთ მხიარული, გულღია და შუბლგახსნილი მამაკაცები. სულერთია, გინდათ თუ არა, კონკრეტული ქალბატონის გულის მონადირება. მთავარია, თქვენზე დადებითი შთაბეჭდილების შექმნა, რაც თქვენს იმიჯს მხოლოდ წაადგება.
3. ნუ გძულთ ყვავილები. მამაკაცი, რომელიც ყვავილებს ყიდულობს ან კრეფს, ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სანახავია. ერთბაშად რამდენიმე ქულას „ჩაიწერთ".
4. დაიმახსოვრეთ ძუნწი და თავის ფინანსურ პრობლემებზე მოწუწუნე მამაკაცი საშინელია და ძნელად იპოვით ქალს, რომელსაც ის მოეწონება. მამაკაცს შეიძლება, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ მას უნდა უმკლავდებოდეს – ასე მიაჩნიათ ქალებს.
5. თუ ქალი არ მოგწონთ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მასთან ურთიერთობას ვერსად გაექცევით, შეეცადეთ, მასში დაინახოთ არსება, რომელიც იმიტომ გაჩნდა, რომ თქვენი უპირატესობა აღიაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძლიერი ხართ. ყველაზე დიდი სიძლიერე კი დათმობაშია. დაუთმეთ ხშირად, ზომიერების ფარგლებში, და მოიგეთ „გადამწყვეტი ბრძოლა".
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 988 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 0.0/0

ქალები ზედმეტად პრეტენზიული არსებები არიან – მიაჩნიათ მამაკაცებს. მაგრამ, შეიძლება, ისინი ცდებიან, ან, უბრალოდ, მათთვის ასე უფრო მომგებიანია. მაინც, რას მოვითხოვთ მამაკაცებისგან ისეთ განსაკუთრებულს, რისი მოცემაც მათ ასე უჭირთ? პრინციპში, ბევრს არაფერს. უფრო სწორად, არაფერს ისეთს, რასაც საკუთარ თავს თავადაც არ უსურვებდნენ. სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების გამოკითხვის შედეგად შედგა ყველაზე სასურველი მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ნებისმიერი ქალი ინატრებდა. პორტრეტი ასე გამოიყურება:
მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს კეთილი და მზრუნველი. აუცილებლად ჭკვიანი, სექსუალურიც, რა თქმა უნდა. არც ერთ ქალს არ უნდა, გვერდით მატყუარა კაცი ჰყავდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველი მამაკაცის პორტრეტს აუცილებლად დაემატება გულწრფელობა. მამაკაცი საქმიანი უნდა იყოს, ამასთან შრომისმოყვარე, გაბედული და იუმორის გრძნობაც არ აკლდეს. რა თქმა უნდა, ასეთი მამაკაცის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ, ჩვენ ხომ იდეალური მამაკაცის პორტრეტი დავხატეთ! თქვენ შეგიძლიათ, რაღაცაზე უარი თქვათ. იმაზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ. თუმცა, კიდევ არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: იდეალური ადამიანი არ არსებობს და ამას უნდა შეეგუოთ. იდეალური არც თქვენ ხართ და ეს ისეთი ფაქტია, რასაც ვერ უარყოფთ. სილამაზე, კულინარიული მონაცემები, დიასახლისობის ნიჭი – მხედველობაში მისაღები არ არის. მთავარია, მამაკაცს ჰქონდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და არ გაურბოდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ეს არის ის, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1072 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 3.5/2

უკვე იცით, რა არის ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის, ანუ ზრდასრული ქალის შეცდომა?! ის, რომ დარწმუნებულია, ჩემი სექსუალობა გვერდით მყოფ მამაკაცს უნდა დავუმტკიცოო. არაფერიც, ქალი თუ ვინმეს რამეს უმტკიცებს, ან ცდილობს დაუმტკიცოს, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქალს. უფრო სწორად, ქალებს. მთელი ჩვენი ყურადღება მართლაც მამაკაცებისკენ რომ იყოს მიმართული, მაშინ მათი თვალებით დავუწყებდით სამყაროს ყურებას. გვეყვარებოდა ფეხბურთი და კედებში გამოწყობილები უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით თავს, ვიდრე მაღალ ქუსლებზე შემდგარი.
საერთოდ, ქალები ხშირად შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ... მითების კორიანტელში ვეხვევით და არც ვცდილობთ, დავინახოთ რეალობა.
მთავარი მითი, საიდანაც მერე უსიამოვნებების კორიანტელი „იღვრება" არის მითი დიდ და მარადიულ სიყვარულზე. „ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად და ორივე ერთ დღეს მოკვდა"... რა კარგია?! არც ეჭვიანობდნენ, არც ჩხუბობდნენ, არც კამათობდნენ... ჩვენ ბავშვობიდან ვიჯერებთ იმას, რომ მხოლოდ უღრუბლო, უკონფლიქტო, „ჩამტკბარ-ჩაშაქრებული" სიყვარულია სანატრელი და მისაღები. სინამდვილეში, ასე არ არის. ოჯახი შეიძლება ისე დაინგრეს, რომ არც კი შედგეს. მიზეზი – ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ შეცდომა იყოო. ყველაზე ხშირად, სწორედ რომ, „დიდი და გადარეული" სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა. მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მოთმინებაზე, რაღაც გათვლებზე დაფუძნებული კი საკმაოდ დიდხანს და ბედნიერად განაგრძობს არსებობას. შეიძლება, ეს არ ჟღერს რომანტიკულად, მაგრამ „შეეჩვევა და სიყვარულიც მოვა" – სიმართლეა. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის წყვი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1187 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 5.0/4

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვასწავლიან ელემენტარულ სამედიცინო წეს–ჩვეულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში დოგმებად ყალიბდება. ბევრი ასეთი წესი განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ორმა ამერიკელმა ექიმმა მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითები შეაგროვა, რომლებსაც ხშირად თავად ექიმებიც კი ემორჩილებიან, მაგრამ სულ ტყუილად.
1. დღეში 8 ჭიქა წყალი
სპეციალისტებმა ვერანაირი მიზანშეწონილობა ვერ აღმოაჩინეს ამ რეკომენდაციაში. ეს მითი 1945 წლიდან მოდის, როდესაც სამეცნიერო პრესაში გამოქვეყნდა ვარაუდი, რომ ზრდასრულ მამაკაცს დღეში 2,5 ლიტრი წყალი სჭირდება. იქვე ისიც ეწერა, რომ წყლის ამ მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს ორგანიზმი საკვებიდან იღებს, მაგრამ ეს არავის დაამახსოვრდა. წყლის მარაგს ადამიანი ასევე იღებს ნატურალური წვენებიდან, რძიდან და კოფეინიანი სასმელებიდან.
2. მამაკაცები ტვინის 10 პროცენტს იყენებენ
თითქმის საუკუნეა არსებობს მითი, რომ კაცები ტვინის 10 პროცენტს იყენებენ. ზოგი ამ მოსაზრებას აინშტაინსაც მიაწერს, მაგრამ ეს არსად დაფიქსირებულა. რეალურად კვლევებმა გამოარკვია, რომ მამაკაცი თავისი ტვინის შესაძლებლობების გაცილებით მეტს იყენებს, ვიდრე 10 პროცენტია.
3. თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდება
ეს მითი ხშირად ტრიალებს ფილმებსა თუ შოუებში. თმისა და ფრჩხილების ზრდას რთული ჰორმონალური რეგულაცია სჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წყდება. ამ მითის წარმოშობა შესაძლოა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სიკვდილის შემდეგ რბილი ქსოვილები თავის მოცულობას კარგავს და შესაბამისად თმა დ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1049 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 1.0/1

წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:
1. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;
2. არის მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავების წყარო;
3. აუმჯობესებს კანის ხარისხს;
4. ზრდის კუნთოვან ტონუსს;
5. ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების  ალფა და ასტიმულირებს ბეტა-უჯრედებს, რაც საშუალებას იძლევა  ვებრძოლოთ ცელულიტს და ჭარბ ცხიმგროვებს;
6. ეწინააღმდეგება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევას.
როდის არის თალასოთერაპია უკუნაჩვენები?
თალასოთერაპიის უკუჩვენებაა
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება;
2. სისხლის დაავადებები;
3. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და სხვა ენდოკრინული დაავადებები;
4. ონკოლოგიური დაავადებები;
5. გინეკოლოგიური დაავადებები (მიდრეკილი სიმსივნეებისადმი);
... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1184 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2020