
პირველი პირისგან
თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან
შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ
ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში
ძლიერ შეგვიშალონ ხელი. როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს და ნევროზის სხვა
გამოვლინებებს? საჭიროა თუ არა ამისათვის მივმართოთ ექიმს?
ცხოვრებისეული შემთხვევა
ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები
დაგვებანა. ერთი ჩემი ნაცნობისათვის ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა.
თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი
ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ,
ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის
შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი;
მას შემდეგ კი, რაც გოგონა
საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო
ხელების დასვრის შიშით, ჩემი მეგობრის ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე
უნდა ეღონათ. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, გამკლავებოდნენ ამ აკვიატებულ
თვისებას, მიმართეს ექიმ-ფსიქოთერაპევტს. საბედნიეროდ, მათ დასახმარებლ
...
გააგრძელე კითხვა »
|
ძილი, ისევე როგორც საკვები და ჰაერი, აუცილებელია ყველა ცოცხალი
ორგანიზმისათვის. ძილის დროს დუნდება კუნთები, რომლებიც მთელი დღის
განმავლობაში დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება, რათა შეაკაოს ჩვენი სხეული
მჯდომარე ან ვერტიკალურ მდგომარეობაში; ისვენებს ნერვული სისტემა;
მიმდინარეობს კანის უჯრედების განახლება. ამიტომ, ხანგრძლივად სიფხიზლე,
წყვეტილი ძილი და ძილი უხერხულ მდგომარეობაში ანგრევს ჯანმრთელობასა და
ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ამავე დროს, უძილობის
პრობლემა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ცნობილი. რა
არის ამის მიზეზი და არსებობს თუ არა საიმედო საშუალებები ამ
უბედურებისაგან თავის დასაღწევად?
არსებობს უამრავი მიზეზი,
რომელიც უძილობას იწვევს, მაგრამ ჩვენს დროში მთავარ მიზეზად შეიძლება
ნერვული გადაღლილობა ჩაითვალოს. განსაკუთრებით აისახება იგი ჯანმრთელობაზე
რეგულარული ფიზიკური დატვირთვების უქონლობისას. ამიტომ ნუ იჩქარებთ ამაში
თქვენი ოფისის ატმოსფეროს დადანაშაულებას - შესაძლოა ამის მიზეზი
მოძრაობის უკმარისობა იყოს. ამ შემთხვევაში დასკვნა აშკარაა: ეცადეთ მეტი
იმოძრაოთ, ნუ გამოიყენებთ ლიფტს. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ
სატრენაჟორო დარბაზები მოინახულოთ, მაშინ შესაძლებლობის ფარგლებში
სამსახურში ფეხით იარეთ, ხოლო შაბათ-კვირას მონახეთ დრო და ახლობლებთან
ერთად გადით ქალაქგარეთ.
ასევე, ნერვული დაღლილობის მოსახსნელად
სასარგებლოა აბაზანის მიღება ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში. წყლის
ტემ
...
გააგრძელე კითხვა »
|
მოუარეთ ღრძილებს "დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. მგონი, ურიგოდ არ გამოვიყურები, მაგრამ რა მოვუხერხო ღიმილს?
ღიმილი ხომ ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია?!” – ეს
პრობლემა ბევრს აწუხებს. გაუბედავი ღიმილი მხოლოდ მორცხვობის ნიშანი
როდია. აბა გაბედეთ და გამოაჩინეთ კბილები, როცა პირის ღრუს პრობლემები
გაწუხებთ! ხოლო თუ კოსმეტიკურ დეფექტს უსიამოვნო სურნელიც ერთვის, არამცთუ
გაღიმება, გამარჯობის თქმაც არ მოგინდება. ხიბლს მოკლებული სურათი სისხლმდინარე
ღრძილები და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – დამეთანხმებით, კატასტროფის
ტოლფასი მდგომარეობაა, ხოლო შედეგი – უფრო სასტიკი: ერთმანეთის მიყოლებით
დაკარგული კბილები. კბილებთან გამოთხოვება უმეტესად პაროდონტის დაავადებების – პაროდონტოზის, პაროდონტიტისა და გინგივიტის გამო გვიწევს. ჯანმრთელობის
საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პაროდონტის დაავადებების გამო
კბილების დაკარგვის ალბათობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე კარიესის მიზეზით. რატომ იკარგება კბილი პაროდონტი
კბილის გარშემო არსებული ქსოვილების ერთობლიობაა, რომელიც ღრძილს,
კუნთოვან იოგებსა და ძვლოვან ქსოვილს აერთიანებს.
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია |
დათვალიერება: 1678 |
თარიღი: 02.12.2009
| რეიტინგი: 1.0/1
|
კარიესი სხვა არაფერია, თუ არა ღრმული, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილის (მინერალური ნივთიერებების) დაშლის შედეგად ვითარდება. კბილის
ქსოვილი ყველაზე მყარი და მაგარია ადამიანის ორგანიზმში არსებულ ქსოვილებს
შორის. ეს გასაკვირი არც არის: კბილის მინანქრის 95% ხომ მყარი მინერალური
მარილებისგან შედგება, რომლის მთავარი საშენი მასალა კალციუმი გახლავთ. გარდა
მინანქრისა, კბილის მაგარ ქსოვილს ქმნის დენტინიც. მინანქარი მხოლოდ და
მხოლოდ კბილის ხილულ (ღრძილიდან ამოშვერილ) ნაწილს ფარავს, ხოლო მის
შიგნით არსებული მასა და მთელი დანარჩენი კბილი – ფესვი და ყელი –
დენტინისგან შედგება. იგი მინანქარზე რბილია, რაც მასში მყარი მინერალური
ნივთიერებების დაბალი შემცველობის ბრალია. ამიტომაც არის, რომ თითქოს
დაუზიანებელი მინანქრის ქვეშ დენტინი ხშირად სრულებით დაშლილია –
შედარებით რბილი ქსოვილი იოლად და სწრაფად ზიანდება. აი, ტკივილს კი
არც დაზიანებული მინანქარი იწვევს და არც დენტინი. დისკომფორტის მიზეზი
დენტინის შუაგულში (კბილის არხში) მოთავსებული ნერვი გახლავთ.
კარიესი
განვითარების რამდენიმე სტადიას გადის. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის,
რომ რაც უფრო ღრმაა ხვრელი, მით უფრო შორს არის წასული კარიესული პროცესი
ანუ კბილის ქსოვილის დემი
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია |
დათვალიერება: 1412 |
თარიღი: 02.12.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
პატარა საოცრების მოვლაში გატარებული
უძილო ღამეები – აი, პერსპექტივა (ალბათ, არცთუ ისე უსიამოვნო), რომელსაც
მომავალი დედიკოები გულის ფანცქალით ელიან. ასე რომ, გირჩევთ: ცხრა თვე
მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენებისთვის, იძინოთ დიდხანს და მეტი დრო
დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას. მოევლინება თუ არა პატარა ქვეყნიერებას,
დღეცა და ღამეც მხოლოდ მასზე ზრუნვაში გაივლის!
ჯანსაღ,
სრულყოფილ ძილს ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც
კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია,
ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ
უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს.
მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც
ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს, განსაკუთრებით – პირველი სამი თვის
განმავლობაში. იოლად დაღლა და დაძინების დაუძლეველი სურვილი იმით არის
განპირობებული, რომ ქალის ორგანიზმს ახალ, ადრინდელზე გაცილებით დაძაბულ
რეჟიმში უხდება მუშაობა. ხუმრობა ხომ არ არის ორის მაგივრად გარჯა?! თანაც
ნაყოფის ორგანოები ყველაზე აქტიურად სწორედ ამ პერიოდში ფორმირდება. თუ
ფეხმძიმობის დასაწყისში ქალების უმრავლესობას საწოლში კოტრიალისა და
თვლემის სურვილი იპყრობს, ორსულობის მეორე ნახევარში სურათი მკვეთრად
იცვლება და ასტრალში მშვიდი მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად ექცევა. უძილობის
პრობლემა მართლაც მრავალ ორსულს ტა
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 3225 |
თარიღი: 02.12.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
|