მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 23
ტოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელიც უვითარდებათ ატოპიისადმი გენეტიკურად განწყობილ პირებს, ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა კლინიკური გამოვლინებების ასაკობრივი თავისებურებებით და ექსუდაციური და/ან ლიქენოიდური გამონაყარი, შრატისმიერი IgE-ის (იმუნოგლობულინი E) დონის მატება და სპეციფიკური და არასპეციფიკური გამღიზიანებლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ატოპიური დერმატიტი ბავშთა ასაკის ყველაზე გავრცელებული ალერგიული დერმატოზია. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება სიცოცხლის მესამე თვეს, იშვიათად - უფრო გვიან (მოზარდ და ჭაბუკობის ასაკში), მაგრამ არა 20 წლის ასაკის ზევით. ბავშვობის ასაკში აღინიშნება დაავადების უფრო გავრცელებული და მწვავე ფორმები, რეციდივებიც უფრო ხშირია. მოზრდილებს აღენიშნებათ უფრო ლოკალური ფორმები, არაიშვიათია სრული რემისიაც, თუმცა მრავალწლიანი რემისიის შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული რეციდივის განვითარება მოხუცებულობის ასაკში.
განასხვავებენ დაავადების სამ ასაკობრივ ფაზას: პირველი - ორი წლის ასაკამდე, მეორე - ორიდან მოზარდ ასაკამდე, მესამე - ჭაბუკობის და ზრდასრული ასაკის. ძირითადი კლინიკური განსხვავება ასაკობრივ ფაზებში არის გამონაყარის ლოკალიზაციასა და ექსუდაციური და ლიქენოიდური კომპონენტების თანაფარდობაში.
როგორც უკვე ვთქვით, ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით, შეშუპებით, არაიშვიათად ბუშტუკების გაჩენით და სისველით. კერები ყველაზე ხშირად გ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 2128 | თარიღი: 23.08.2009 | რეიტინგი: 2.0/1

ორსულთა დერმატოლოგიური პრობლემები

ორსულობას თან სდევს კანის და მისი დანამატების მნიშვნელოვანი მეტაბოლური  და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს კანის დაავადებებიც, რომლებიც სპეციფიკურია ორსულებისათვის. მოსახერხებელია ორსულებში კანის ცვლილებათა შემდეგი კლასიფიკაცია:

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დერმატოლოგია | დათვალიერება: 3202 | თარიღი: 23.08.2009 | რეიტინგი: 5.0/1

სასარგებლო რჩევები სოკოვანი ინფექციით დაავადებულთათვის

  სოკოვანი ინფექცია არ არის თვითგანკურნებადი. დროთა განმავლობაში იგი შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელ კანზე და ფრჩხილზე, ასევე შესაძლოა გართულდეს კანის სხვა ინფექციური და ალერგიული დაავადებებით. ადამიანი თვითონ შეიძლება გახდეს სოკოვანი დაავადების გავრცელების წყარო ოჯახში და თავის გარემოცვაში. ადამიანები, რომლებსაც დაზიანე-ბულიsoko.JPG აქვთ კანი და ფრჩხილები, არ დაიშვებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სანატორიულ-კურორტულ დაწესებუ-ლებებში. არცერთ სილამაზის სალონში და კოსმეტიკურ კაბინეტში არ გააკეთებენ მანიკიურს და პედიკიურს სოკოთი დაავადებულ ხელის და ფეხის ფრჩხილებზე.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 2964 | თარიღი: 23.08.2009 | რეიტინგი: 5.0/1

Copyright MyCorp © 2024