მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 22
ფსორიაზი კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. სამწუხაროდ, ზუსტი ცნობები საქართველოში დაავადების გავრცელების შესახებ  არ არსებობს, მაგრამ 1998-2000 წწ კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზით დერმატოზებს შორის მისი ხვედრითი წილია 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2% არის ფსორიაზით დაავადებული. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მეცნიერთა აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობილება). იმუნოსუპრესული პრეპარატების დადებითი ეფექტის გამო ვარაუდობენ, რომ დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს. გარემო ფაქტორებს შეუძლიათ ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა,  დამწვრობა, აგრეთვე, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტების (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა). სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებს) ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კანის დაავადებები | დათვალიერება: 2490 | თარიღი: 22.08.2009 | რეიტინგი: 3.0/1

Copyright MyCorp © 2020