მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 9 » ცოლიანი მამაკაცები - თავი შორს დაიჭირეთ!
16:32
ცოლიანი მამაკაცები - თავი შორს დაიჭირეთ!

თითქმის ყველა ქალი ოცნებობს კანონიერ ქორწინებაზე. ბევრი, მაგრამ არა ყველა. ახალგაზრდა ქალების განსაზღვვრული კატეგორია თითქოს მიიზიდავს მხოლოდ ცოლიან მამაკაცებს. ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ხშირად ქალი გრძნობს, რომ რომ ჯერ ისევ ახალგაზრდაა პასუხისმგებლობისათვის, რომელიც ოჯახსა და ოფიციალური ცოლის სტატუსს მოყვება თან.

თანაც მამაკაცის მუდმივი არსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. რომანი ცოლიან მამაკაცთან უფრო სწრაფად კიდევ იმიტომ ვითარდება, რომ ხშირად ესენი არიან გამოცდილი, შეძლებული მამაკაცები, რომლებმაც იციან როგორ მოაწონონ ქალს თავი.

მამაკაცისათვის საყვარელი - საიდუმლოა, რომლის გამოაშკარავებაც არასდროს მოუნდება.

მაგრამ რომანი ცოლიან მამაკაცთან არაფერთან მიგიყვანთ. მაშინაც კი, თუ საყვარლის სტატუსის მქონე ქალს ჰგონია, რომ თავისთვის მხოლოს ნაღებს იღებს, ადრე თუ გვიან ან მამაკაცს მოსწყინდება იგი, ან ეს სიტუაცია მოსწყინდება თვითონ ქალს.

ვინ თქვა რომ ასეთი კავშირების დროს არ იღვიძებს სიყვარული და მესაკუთრის გრძნობა? ეს არამარტო შესძლებელია, არამედ ხშირად ხდება, რადგან არ არსებობს ისეთი ქალი, რომლიც იმის მიუხედავად, რომ ცოლიან მამაკაცთან ცხოვრობს, არ ოცნებობს აქციოს იგი თავის სრულ საკუთრებად.

და არ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელიც საყვარლის გაჩენის შემდეგ არ ოცნებობდეს, რომ ეს ყველაფერი მისი ცოლისათვის და სხვა ნათესავებისათვის სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად ხატოვნად გადმოსცემს იგი საყვარელთან ერთად ცხოვრების პერსპექტივებს, ეს ფანტაზიებია, რომელთა მიღმაც მამაკაცის ცნობიერება არ აღიქვავს არავითარ პასუხისმგებლობას.

ამ სამყაროს მხოლოდ სიყვარული არ მართავს

მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას გადაჭრით: მოერიდეთ ცოლიან მამაკაცებს. დაე თქვენი შეფასების შკალაში ისინი გაუტოლდნენ სიცარიელეს, ნულს, ისინი არ არსებობენ თქვენთვის. მაშინაც კი, თუ მამაკაცს მართლა არ უყვარს კანონიერი ცოლი, დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ სიყვარული არ მართავს სამყაროს. საყვარელიც ხომ იმიტომაა საჭირო, რომ შეავსოს სექსისა და ყურადღების არ არსებობა. არც მეტი, არც ნაკლები.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებმაც მრავალი წელი გაატარეს ერთად, ერთმანეთის ნაწილნი ხდებიან, თანაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ სახელდობრ რა ემოციები აკავშირებთ მათ ერთმანეთთან. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოგიტანოთ ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობამ - ეს არის მოკლევადიანი მატერიალური კეთილდღეობა (ისიც უკეთეს შემთხვევაში), ხოლო იმედგაცრუებასა და სტრესებს ვერსად გაექცევით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კავშირზე არავითარ იმედს არ ამყარებდით.

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | ნანახია: 1430 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024