მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 9 » მეორე ქორწინება
15:27
მეორე ქორწინება
აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა იგივე შეცდომებს იმეორებს, რის გამოც ერთხელ უკვე ჩაეშალათ ოჯახური ცხოვრება. მაგრამ რატომ?

ფსიქოლოგებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიდნენ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდნენ, საინტერესო დასკვნები გააკეთეს. პრაქტიკულად ყველა ადამიანი, სქესის მიუხედავად, მეუღლედ თითქმის იგივენაირ ადამიანს ირჩევს, როგორსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაშორდა. ლაპარაკია არა გარეგნულ მსგავსებაზე, არამედ პიროვნების სტრუქტურაზე.

მაგალითად, გოგონა, რომელიც არასრულ ოჯახში გაიზარდა, ან რომელსაც აბრაზებდნენ ბავშვობაში და არ იცის თავი როგორ დაიცვას, გაუცნობიერებლად მიისწრაფვის ძლიერი, გაბედული მამაკაცისაკენ, რომელსაც შეეძლება მისი დაცვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისას. მაგრამ ასეთი დამცველის პიროვნების მეორე მხარეს წარმოადგენს ნამდვილი დიქტატორის ჩვევები, რომელიც ცოლს თვლის პირად საკუთრებად სახლისა და მანქანის მსგავსად. ხოლო პირადი საკუთრება კი მზადაა დაიცვას. მას შეუძლია დაიქირაოს დაცვა მეუღლისათვის ან თავად დაყვებოდეს ყველგან. ზუსტად იგივენაირად, როგორც სახლში აყენებს ბრონირებულ კარს, ხოლო მანქანაზე სიგნალიზაციას და თუ ვინმე შეეხება მათ - გაუფრთხლებლად ისვრის. თუმცაღა თავად თავის საკუთრებას ხშირად სულაც არ უფრთხილდება.

სახლში მან შეიძლება მოაწყოს ნამდვილი ორომტრიალი, მანქანა გამოიყენოს ზღვარგადასული რეჟიმით, ან სულაც დაამტვრიოს. ხოლო ცოლს, რომელსაც ახლახანს ყველაფრისაგან იცავდა, შეიძლება მუშტებით დაესხას თავს.

რა თქმა უნდა ქალი რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ითმენს ამდენს და გარბის, ხოლო როცა ახალი ქმრის ძიებას იწყებს, ცდილობს იპოვოს ისეთივე ძლიერი დამცველი, რომელიც დაიცავს მას ყველანაირი ცხოვრებისეული პრობლემებისაგან და შესაძლოა პირველი ქმრის თავდასხმისგანაც კი, ხოლო შემდეგ...ყველფერი თავიდან იწყება.

ან მამაკაცს, რომელიც დედამ გაზარდა და გამუდმებით მისი კონტროლის ქვეშ იყო, მომავალ ცოლში აუცილებლად სურს დაინახოს დედის ღირსეული შემცვლელი. ყოველ შემთხვევაში, რაღაცით რომ მაინც გავდეს მას. პოულობს, ცოლად მოყავს...და ხვდება იგივე ქალის ქუსლის ქვეშ. ხოლო თუ გაშორდება, გაუცნობიერებლად ისევ ასეთი ქალის ძიებას იწყებს.

რატომ დაინგრა ოჯახი?

განქორწინების შემდეგ ბევრს აწუხებს ერთი შეკითხვა: რატომ მოხდა ყველაფერი ასე, რატომ დაინგრა ოჯახი? მაგრამ მიზეზებს მხოლოდ გარეგნულად ათვალიერებენ. მამაკაცი მაგალითად, თავს იდანაშაულებს იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე უფრო შეძლებული იყო, ხოლო ქალი იმაში, რომ სხვა ქალი უფრო გრძელფეხება აღმოჩნდა.... განიცდიან, რომ ურთიერთობები გაფუჭდა მშობლების ან მეგობრების გამო.

მაგრამ სინამდვილეში ოჯახის დანგრევის მიზეზი შემთხვევათა უმრავლესობაში სექსუალური ან მატერიალური პრობლემები კი არ არის, არამედ ფსიქოლოგიური დაძაბულობა მეუღლეებს შორის, მათ შორის ურთიერთგაგების არ არსებობა. ხოლო განშორების თავიდან ასაშორებლად საჭირო იყო მხოლოდ დაფიქრება: ხასიათის რა თვისებები იყო შეუთავსებელი ამ და იმ პიროვნებას შორის, რატომ გაქრა ურთიერთგაგება? თუ ამაზე ადრე დაფიქრდებოდნენ, მიუბრუნდებოდნენ საკუთარ მეუღლეს და ყურადღებით დააკვირდებოდნენ - განშორება შეიძლება სულაც არ დამდგარიყო.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანები ყველანაირ კავშირს წყვეტენ საძულველ ადამინთან, რათა რაღაც დროის გასვლის შემდეგ ცხოვრება ზუსტად იგივენაირს დაუკავშირონ. ასეთ მდგომარეობაში განქორწინება სულაც არ არის იდეალური გადაწყვეტილება თქვენი ოჯახური პრობლემებისათვის. იმიტომ რომ ყველა ეს პრობლემა, არჩევანის ყველა კრიტერიუმი და ყველა მისი დამანგრეველი შედეგი გადაგაქვთ ძველი ოჯახიდან ახალში. საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევით...როცა ახალ მეუღლეს ირჩევთ, რომელიც ხასიათით ძალიან ჰგავს ძველს, გაუცნობიერებლად ქმნით წინა ოჯახის მოდელს, რომელმაც ვერ გაუძლო გამოცდას გამძლეობაზე...

ამიტომ, მეორე ქორწინებაში შესვლისას აუცილებელია პირველ რიგში საგულდაგულოდ გაარკვიოთ ყველაფერი: რა იყო ნამდვილი მიზეზი წინა განქორწინებისა? ყოფილი მეუღლის რომელმა თვისებებმა შეუშალეს ხელი თქვენს ურთიერთობებს? იგივემ ხომ არა, რომელიც ადრე ასე გიზიდავდათ მასში? რა მიზეზით გიზიდავთ სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები, ხოლო შემდეგ კი ვერ პოულობთ მათთან საერთო ენას? გჭირდებათ თუ არა სინამდვილეში ადამიანის სწორედ ასეთი თვისებები, რომლებიც იმავდროულად დაკავშირებულია განსაზღვრულ ნაკლოვანებებთან?

არ არსებობს ისეთი დამცველი, რომელსაც არ ექნებოდა სწრაფვა დიქტატორობისაკენ, არ არსებობს მზრუნველი დედა, რომელიც არ დაიცავს და დაიფარავს შვილს, როგორც ბავშვს... მაგრამ თუ შეძლებთ და მოიშორებთ თქვენს გაუცნობიერებლ პრობლემებსა და კომპლექსებს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად გჭირდებათ სულ სხვაგვარი ტიპის პიროვნება.

როდის არ უნდა იჩქაროთ

ბევრი ადამიანი განმეორებით რამდენიმე კვირაში ქორწინდება, ან სულაც რამდენიმე დღეში. ეს სავსებით გასაგებია, თუ რომელიმე მეუღლეს განქორწინება სხვა ოჯახის შესაქმნელად დასჭირდა.

მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ რომელიმე ყოფილი მეუღლე მეორე მეუღლის დასანახად აკეთებს ამას, თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ იგი არ დაიკარგება. მაგრამ ვიღაცის ჯინაზე გათხოვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ოჯახი გაცილებით ბედნიერი იქნება.

ქალების უმრავლესობას ძნელად გადააქვს თავისი გაუთხოვრობის სტატუსი, თვლის რა ამ ფაქტს იმის მაჩვენებელად, რომ იგი არავის სჭირდება. ამ შეგრძნების თავიდან ასაცილებლად იგი ახალ ოჯახს ქმნის - ოღონდ მარტო არ იყოს. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი სიჩქარე და დაუკვირვებლობა მხოლოდ პრობლემებს შეგმატებთ და არა პირიქით.

რამდენი დროა საჭირო, რათა ახალი ოჯახი შექმნათ? რა თქმა უნდა ყველას თავისი პერიოდი აქვს. მაგრამ არის ერთი საერთო მაჩვენებელი. ახალ ოჯახზე მაშინ ღირს ფიქრი, როცა თქვენი ყოფილი მეუღლის აზრი თქვენი ცხოვრების შესახებ აბსოლუტურად სულერთი გახდება.

ყველაზე მთავარი

მეორე ოჯახის შექმნისას ცოტას თუ გამოსდის ის, რომ ყოფილი მეუღლე არ შეადაროს ახლანდელს. სამწუხაროდ ისეა მოწყობილი ადამიანის მეხსიერება, რომ ერთი ხელის მოსმით და უბრალოდ ვერ გადააგდებთ საკუთარი ცხოვრების ნაწილს. სხვა საქმეა, თუ ხშირად ყოფილი მეუღლის გახსენებას მოყვება ემოციების არევა. არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი თუ უარყოფითი - ნებისმიერ შემთხვევაში ეს იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ თქვენი ყოფილი მეუღლის ძლიერი ემოციური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებით. დროთა განმავლობაში ეს რა თქმა უნდა შესუსტდება, მაგრამ დაფიქრდით, თქვენმა ‘’მოგზაურობებმა’’ წარსულში შეიძლება ძალიან ავნოს ახალ მეუღლეს.

ხოლო თუ ახალ მეუღლეში აღმოაჩინეთ ისეთი თვისებები (თანაც არა ყველაზე კარგი), რომლებიც ძველს ახასიათებდა, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელია ნებისმიერი ნაკლის ადეკვატურად აღქმა ისწავლოთ. მთავარია, არ შეურიგდეთ სიტუაციას, არ ჩარგოთ თავი ქვიშაში. ყური დაუგდეთ მეუღლეს, ისწავლეთ მისი გაგება და კომპრომისზე წასვლა და სავარაუდოა, რომ ისიც იგივეთი გიპასუხებთ.

ხოლო თუ თქვენი ახლანდელი რჩეული წყლის წვეთივით გავს ყოფილს, კარგად დააკვირდით: იქნებ ეს სულაც ისაა? ხუმრობის გარეშე, ისეც ხდება ხოლმე, რომ მეუღლეები განქორწინების შემდეგ რამდენიმე წელი აღარ ხვდებიან ერთმანეთს და ქვას ქვაზე აღარ ტოვებენ. ხოლო ერთხელაც, შემთხვევითი შეხვედრისას ისინი უფრო ყურადღებით ათვალიერებენ ერთმანეთს - და განმეორებითი არჩევანი სახეზეა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა განქორწინება შეიძლებოდა არც შემდგარიყო, თუ ეს ყურადღება ადრევე გაჩნდებოდა.

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | ნანახია: 1204 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024