მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივლისი » 17

ცვლილებები ორსულობისას

ძალიან ხშირია ემოციური ცვლილებები ქალებში ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში. რაც სავსებით გასაგები მდგომარეობაა, რადგან ორსულობის პირველი ხანებიდანვე იცვლება ცხოვრების წესი და ხდება ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა. ძალიან ხშირად ორსული ქალბატონები ორდულობის საწყისი ეტაპიდან საჭიროებენ ემოციურობის საზღვრებში მოქცევას, დამშვიდებას, ოჯახის წევრებისგან მხარში დოგმას. ფეხმიმობისას სიმშვიდე და კარგი განწყობა ერთერთი საუკეთესო წამალია დაძაბულობის და გართულებების თავიდან აცილების წინააღმდეგ. ეცადეთ მშობიარობას შეხედოთ როგორც თქვენი ცხოვრების ერთერთ საუეთესო და ბედნიერ დღეს ცხოვრებაში. ამით მშობიარობის შიშსაც გაიქრობთ და ამ დღის მოახლოება მხოლოდ დადებით ემოციებს აღგიძრავთ.


რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას


მშობიარობის შემდგომ თქვენ შესაძლებელია გქონდეთ:



• სისუსტის შეგრძნება;
• ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს;
• ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში და ნაკერების არსებობისას – ტკივილები ხველებისას ან ცემინებისას.
• სისხლიანი გამონადენი საშოდან;
• საკეისროს შემთხვევაში - ტკივილი ჭრილობის არეში; ასევე არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას.
• ძუძუს თავების მტკივნეულობა პირველი ერთი კვირის განმავლობაში;
• ძუძუთი კვების პირველ დღეებში - ნახეთქები თავებზე;
• სახისა და თვალების სიწითლე, ძლიერი ჭინთვების შედეგად, კაპილარების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები;
• მოშარდვის გაძნელება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში;
... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1330 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0



მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს

სათვალე ბევრი ქალისათვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. რა თქმა უნდა, კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ჩარჩო და ფორმა უნდა შეარჩიოთ თქვენი სახის შესაბამისად.

სათვალის სწორად შერჩეული ფორმა და ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას, ხოლო მაკიაჟი – უბრალოდ შეუდარებელს გაგხდით.

სათვალემ უნდა მოახდინოს ცხვირის ზომის კორექტირება: თუ სათვალებს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას.

მაკიაჟის გაკეთებისას პირველი წესია: თვალის მაკიაჟი ჰარმონიაში უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ფერთან და ტონირებულ მინებთან. შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია მხედველობის დეფექტზე. ეცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბუნებრივი სილამაზე მაკიაჟის დადების სხვადასხვა ვარიანტით:

თუ თქვენ მყვირალა ფერის ჩარჩო გაქვთ, არ არის საჭირო ფერების დამატება ჩრდილებით, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ წამწამებს – გააკეთეთ აქცენტი მათზე. თუ საერთოდ ყავისფერ ტუშს ხმარობთ, სცადეთ შავი. წამწამებს, რომ მოცულობა შემატოთ, გამოიყენეთ მოცულობის მიმცემი ტუში და წაისვით იგი წამწამების ძირებიდან – ბოლომდე. თვალებზე დაიდეთ ნაზი, პასტელური ტონების ჩრდილები, უარი თქვით პერლამუტრზე.

თუ მეტალის ჩარჩო გ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1171 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მშვენიერი აფროდიტა რა თქმა უნდა ყოველთვის ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვბერდებით და ნაოჭები ყველას ელოდება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას, მით უფრო ვერ მოგერევათ დრო.
 
ნაოჭების თავიდან მოსაშორებლად პირველ რიგში საჭიროა კანის სისხლით მომარაგება და ქსოვილების ელასტიურობის ამაღლება. ამას კი თავის საიდუმლოებები აქვს და ისინი რამდენიმე მარტივ რეცეპტში იმალება. ეს რეცეპტები დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

ნაოჭების წინააღმდეგ კარგია ასეთი ნაზავი:

  • ნუშის ნაკვეთურები ან შვრიის ფანტელი - 50 გრამი.
  • კვერცხის გული - ½
  • გლიცერინი - 1,5 ჩაის კოვზი
  • ქაფურის სპირტი - 15 გ
  • ტიმოლი - 1 გრამი

ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ წყალი პასტის კონსისტენციამდე. დაიდეთ იგი ნაოჭიან ადგილებზე 1 საათით ან საათნახევრით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე და კარგად გაიწმინდეთ.

გამოიყენეთ სითხეები, რომლებიც სამკურნალო მცენარეებს შეიცავს. ისინი კარგად ატონიზირებს კანს და მათი მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

კიდევ ერთი სილამაზის რეცეპტი:

აიღეთ 10-10 გრამი დაქუცმაცებული ბალახი: ქონდარი, სვიის გირ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 2078 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0


ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანის მოდგმას აწუხებდა ერთი საკითხი: როგორ გამოეცალკევებინათ სექსი მისი ფუნქციონალური დანიშნულებისაგან. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ კონტრაცეპტივები ჩვენი დროის დამსახურებაა. წინა დროის ექიმები ასევე ეძებდნენ ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდებს.

ძველ ინდოეთში ქმართან დაწოლის წინ ქალები საშოში ისმევდნენ ნაზავს, რომელშიც შედიოდა ქვის მარილი, მცენარეული ზეთი და გასუფთავებული ნაღების კარაქი. ბერძნები აკეთებდნენ კრემებს ზეითუნის ზეთისაგან, ტყვიის ფხვნილისაგან და საკმეველისაგან. ეგვიპტელი ღარიბი ქალები იყენებდნენ ნიანგის განავალს, ხოლო დიდგვაროვანნი ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ ტამპონებს, რომლებიც გაჟღენთილი იყო კრემებით აკაციის წვენისაგან და თაფლისაგან. იმ შამანური მეთოდებისაგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად ცოცხალი ფუტკრის შეჭმა ან ბაყაყის პირში ჩაფურთხება სექსის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ნამდვილად მოქმედებდნენ.

შესაძლოა ძველმა ესკულაპებმა, რომლებმაც ეს ნაზავები შექმნეს, არც კი იცოდნენ თუ კონკრეტულად რა იძლეოდა კონტრაცეპტიულ ეფექტს. წებოვან ნივთიერებებს ნამდვილად შეუძლიათ შეანელონ სპერმის მოძრაობა. ხოლო რძემჟავა, რომელსაც შეიცავს აკაციის ფოთლები, მარილი, ასევე ექსკრემენტები - ნეგატიურად მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე.

ამ წამლის მსგავსი პრეპარატების გარდა ძველად ასევე იყენებდნენ კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდებს: სხვადასხვა ხალხებში მიღებული იყო საშვი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1456 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ქალის ფეხს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია მისი მფლობელის შესახებ. სპეციალისტისათვის საკმარისია ერთხელ შეხედოს ქალის ფეხს, რომ მაშინვე განსაზღვროს მისი ცხოვრების სტილი და ხასიათის თავისებურებები. უფრო მეტიც - ეს მთელი მეცნიერებაა და ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ნატურის რაღაც თვისებების განსაზღვრა, რადგან ზოგიერთი რამ ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მაშ ასე, რაზე გვიამბობენ ქალის ფეხები? მივყვეთ ამ მხიარული დასკვნების ჩამონათვალს :)

  • თუ მოულოდნელად თქვენი ფეხის ზომა გაიზარდა, ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების და მიღწევების აღიარებას ელოდებით, მაგრამ თქვენი ამბიციების რეალიზაციისათვის ახალი გზები უნდა მოძებნოთ. 
  • თუ ფეხი გაგიგანიერდათ, შესაძლოა, ძალიან ბევრს მუშაობთ და აუცილებელია დასვენებაზე იფიქროთ. 
  • ვიწრო ტერფი ზედმეტი სინაზისა და სიზარმაცის ნიშანია. ასეთი ფეხის მქონე ქალი თავს არ იწუხებს არც პატარა, არც დიდი საზრუნავით, რადგან შეუძლია ისინი წარმატებით გადააბაროს სხვას. 
  • ძლიერი ფეხის მქონე ქალი ადვილად ღიზიანდება, ადვილად გამოდის მდგომარეობიდან როცა მის გამოთქმულ აზრსა და იდეებს ეჭვით უყურებენ.
ტერფის ზედა მხარე  ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1301 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 5.0/1



 თუ თავი აგტკივდათ, მუცელმა შეგაწუხათ ან ცუდ ხასიათზე ხართ - შესაძლოა მიზეზი პირის ღრუში იყოს. კარიესი, არასწორი თანკბილვა, ნებისმიერი ანთებითი პროცესი პირის ღრუში - აისახება ნერვულ ქსოვილზე.

შესაძლოა წლობით ატაროთ ორგანიზმში ანთების კერა, მიეჩვიოთ ცუდ სუნს პირის ღრუდან, მუდმივ დისკომფორტის შეგრძნებას, ებრძოლოთ ტკივილს შინაური მეთოდებით. მაგრამ შეიძლება ყოველივე ამისგან განთავასუფლდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის დახმარებით.

სტომატოლოგის არ უნდა გეშინოდეთ!

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში თითქმის ყოველთვის უკავშირდება ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ადრე ხომ სტომატოლოგების უმრავლესობას არ ჰქონდა საშუალება თავიან აეცილებინა თქვენთვის ტკივლის შეგრძნება მანიპულაციებისას. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა! საბედნიეროდ, არსებობს თანამედროვე ტექნიკა, ახალი მედიკამენტებიც და გამოცდილი სპეციალისტებიც.

გაითვალისწინეთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის შიშს შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგები. მაგალითად, ძლიერი სისხლდენა ღრძილებიდან, ან მუდმივი აუტანელი ტკივლი. თქვენი ჯანმრთელობიადმი მიყენებული ზარალის აღმოფხვრა კი დიდი სურვილის მიუხედავადაც კი შესაძლოა სრულად არარ მოხერხდეს. ასე რომ ჩვენი რჩევაა: მოძებნეთ "თქვენი” სტომატოლოგი!

როდის იწყება კბილის ტკივილი.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1181 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2020