მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივნისი » 14
ო ხ რ ა ხ უ შ ი
* გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იკეთებენ ოხრახუშის ფოთლებისა და ღეროების ნიღაბს, გვიან შემოდგომაზე კი ამ მიზნით იყენებენ ოხრახუშის ძირებს. ოხრახუშს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, იღებენ 2 სუფრის კოვზ ფაფას და იდებენ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ იბანენ ცივი წყლით. სახეზე ისვამენ მკვებავ კრემს.
ეს საშუალება საუკეთესოა განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისათვის, რომელთაც უჩნდებათ პიგმენტური ლაქები და კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას.
* ოხრახუშის ძირებს ხარშავენ, ურევენ ლიმონის წვენს და ისვამენ ლაქებზე დილა-საღამოს.
* სახის გასათეთრებლად ყოველდღე ისვამენ სახეზე ოხრახუშის წვენს.
* ოხრახუშის ლოსიონის დასამზადებლად 50 გ ოხრახუშს (გატარებულს ხორცსაკეპ მანქანაში) ასხამენ 0,5 ლ 500-იან სპირტს ან არაყს, აჩერებენ 2 კვირა ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ. ინახავენ მაცივარში. იწმენდენ სახეს ყოველდღე ლაქების მოსაცილებლად.

ნ უ შ ი ს   ნ ი ღ ა ბ ი
ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.

ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და 3-5 წუთის შემდეგ წყალს გადაღვრიან, ნუშს კი ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას უმატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს. კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 30 წთ. შემდეგ იბანენ სახეს. ამ ნიღაბს იკეთებენ კვირაში 2-ჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს იწმენდენ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 1988 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 0.0/0

კანის შეფერილობის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა -პიგმენტ მელანინის გაძლიერებულმა გამომუშავებამ, ჰემოსიდერინის დაგროვებამ, პიგმენტის შემცველობის შემცირებამ ან არარსებობამ.

პ ი გ მ ე ნ ტ უ რ ი   ლ ა ქ ე ბ ი (ჰიპერპიგმენტაცია) შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით (მაგალითად, მზის სხივებით, დამწვრობით, მოყინვით), ნივთიერებათა ცვლის მოშლით,ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული (მაგალითად ადისონის დაავადების შემთხვევაში) ან რეგიონული (ადგილობრივი), რაც მზის სხივების მოქმედების, სითბურის ხმარების შედეგია.

ქ ლ ო ა ზ მ ა პიგმენტაციის მოშლის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არასწორი მოყვანილობის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებია,რომლებიც ჩვეულებრივად არიან განლაგებულნი შუბლის, ცხვირის, კისრის, ლოყების კანზე. ქლოაზმის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ორსულობასთან, შინაგანისეკრეციისჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან და სხვ. ორსულობის დროს წარმოქმნილი ქლოაზმა ჩვეულებრივ მშობიარობის შემდეგ გაივლის მკურნალობის გარეშე.

ჭ ო რ ფ ლ ი სხვადასხვა ელფერის მოყვითალო-მოყავისფრო მცირე პიგმენტური ლაქებია. ჩვეულებრივ ისინი განლაგებულია სახეზე, ხელის მტევნის ზურგით ზედაპირზე, უფრო იშვიათად ზურგზე, მკერდზე. ზოგჯერ, განსაკუთრებით კი გაზაფხულ-ზაფხულში, ჭორფლი ძ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1941 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 1.5/2

კოსმეტიკური საშუალებების შენახვის საშუალო ვადა ორი წელია, თუმცა ეტიკეტზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მითითებული დამზადების თარიღი. ასე რომ, სჯობს, კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მივანიჭოთ მცირე ზომის კოლოფებსა და ფლაკონებს, რათა პროდუქციის ვადამდე გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ.

რაზეა დამოკიდებული შენახვის ვადა

კოსმეტიკური ნაწარმის შენახვის ვადა მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ერთ წელზე მეტხანს არ ინახება, რადგან წყალი დროთა განმავლობაში ორთქლდება და შესაძლოა, ჭურჭელში ბაქტერიები გამრავლდეს. სპირტი და სპირტის შემცველი კომპონენტები საგრძნობლად ახანგრძლივებს კოსმეტიკური საშუალებების სიცოცხლეს, ხოლო ნატურალური ინგრედიენტები (ზეთები, ექსტრაქტები), გარდა იმისა, რომ ამოკლებს პროდუქციის მოხმარების ვადას, განსაკუთრებულ პირობებსაც მოითხოვს - ისინი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შევინახოთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურის (მზის პირდაპირი სხივები, გამათბობელი) თუნდაც ხანმოკლე ზემოქმედება ნაწარმს აზიანებს. გაფუჭებულმა კოსმეტიკამ კი შესაძლოა ალერგიით ან ლორწოვანი გარსების ანთებით დაგვასაჩუქროს.

 

სად შევინახოთ?

კოსმეტიკური საშუალებების შენახვ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1347 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 0.0/0


ქალებს ოდითგანვე უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ - იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი ბაგეების შესაღებავად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ.
პომადის სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვაშლის სურნელი.

კარდინალს მუდამ ედგა მაგიდაზე ვაშლით სავსე ლარნაკი, ერთხელ კი თავის მკურნალს უბრძანა, ცხვი-რის წვერსა და ზედა ტუჩზე წასასმელად მისთვის საგანგებოდ მოემზადებინა ვაშლისსურნელიანი საცხი. სწორედ ამ მკურნალმა შემოიღო ტერმინი "პომადა" (პომმე ფრანგულად ვაშლს ნიშნავს). რა თქმა უნდა, კარდინალისთვის მომზადებული პომადა უფერული იყო, მაგრამ მასში საღებავის დამატება ძნელი არ გახლდათ... სხვათა შორის, ფერადი პომადით ძველად არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც სარგებ-ლობდნენ. მაგალითად, ლუდოვიკო XVI-ის კარზე ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ტუჩების კონტუ-რის გამოკვეთა სავალდებულოდაც კი ითვლებოდა, რათა პირი წვერ-ულვაშში კარგად გამოჩენილიყო.

საინტერესო ფაქტები

  • 1803 წელს ამსტერდამში, მსოფლიო გამოფენაზე, წარმოდგენილ იქნა ირმის ცხიმისგან მომზადებული პომადა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • 1915 წელს პომადის ტუბებით გამოშვება დაიწყეს. ერ ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1282 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 0.0/0





 არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ყველაზე ყურადღებით იმ მოსაუბრეს უსმენენ, ვინც ხმადაბლა, მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობს? მყვირალებისა და მეტისმეტად ემოციური ორატორებისაგან კი მალე იღლებით და უნებურად შორს გაწევასაც კი ცდილობთ. საერთოდ, მშვიდი ადამიანები მეტ სიმპათიას იწვევენ, თუ რა თქმა უნდა სიმშვიდე ნამდვილია და არა მოჩვენებითი.

მშვიდ ადამიანებს შეუძლიათ ყურადღება არ მიაქციონ წვრილმან უსიამოვნებებს, არ ვარდებიან პანიკაში და ამიტომ უფრო სწრაფად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და უფრო იოლად უმკლავდებიან ბევრ პრობლემას, რასაც იმპულსური და ემოციური ადამიანები ჩიხში შეყავთ და წყობიდან გამოყავთ. მშვიდი ადამიანებისაკენ უნებურად მიილტვიან, განიცდიან გაუთვითცნობიერებელ ნდობას, თითქოს მათ რაღაც ჭეშმარიტება იციან, რაც სხვებისათვის უცნობია.

საერთოდაც, მშვიდად ნათქვამ სიტყვას უფრო უსმენენ და მეხსიერებაში რჩებათ. ხოლო მკვეთრი ნერვიული გამოთქმის უკან იკარგება ნათქვამის არსი. ამას გარდა, ასეთი ხმაურიანი და მყვირალა ადამიანები ურთიერთობაში მოსაწყენები არიან და შესამჩნევ დისკომფორტს იწვევენ.

საქმე იმაშია, რომ ხმამაღალი, სწრაფი და ენერგიული მეტყველება თავის თავში ნერვულ მუხტს ატარებს, რომელიც მოსაუბრის აბსოლუტური კეთილგანწობის მიუხედავად მსმენელზე მაინც ნეგატიურად მოქმედებს. ასეთი საუბრის მანერამ შესაძლოა საპასუხო აგრესიული რეაქციის პროვოცირებაც კი მოახდინოს. ადამიანის ხმას მინიჭებული აქვს ძალა და იგი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს თავი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1920 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 4.2/12



 უძველესი დროიდან ქალის მისია მამაკაცების საზოგადოებაში განსაზღვრული იყო: ოჯახური კერის დამცველი, თანამეცხედრე, დიასახლისი, დედა. მაგრამ როგორც ყველაფერი გარშემო, ეს ვითარებაც შეიცვალა დროთა განმავლობაში და უფრო და უფრი იცვლება. ასე რომ, ქალს აღარ სურს მხოლოდ მამაკაცის მიერ შერჩეული როლი ითამაშოს, ქალი ისწრაფვის იმისაკენ, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

ერთნი ბედნიერებას დედობასა და ოჯახზე ზრუნვაში ხედავენ, მეორენი იმიტომ დაიბადნენ, რომ სხვის მუზებად და შთაგონების წყაროდ იქცნენ, მესამენი კი თავის როლს საზოგადოებრივ აღიარებაში ხედავენ. როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, იგი სწორი იქნება და ამასთან, მხოლოდ თქვენი, მაგრამ ქალთა უმრავლესობას აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ სოციალური როლი, იქნება ის დედა თუ ბიზნეს-ლედი. ცხოვრება უფრო ფართოა, ვიდრე ბავშვური პრობლემები ან ხელსაყრელი კონტრაქტი. თანამედროვე ქალი ისწრაფვის ჰარმონიულად შეუთასოს ერთმანეთს და წარმატებით მოახდინოს რეალიზება იმ სოციალური როლებისა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო. ვინ არის ის - ქალი, რომელიც წარმატებით ასრულებს რამდენიმე სოციალურ როლს ერთად, რაშია მისი წარმატების საიდუმლო?

უბრალოდ გაუმართლა? კარგი ქმარი შეხვდა? იქნებ ნამდვილი ჯადოქარია?

მოდით გავერკვეთ.
პირველ რიგში, წარმატებული ქალი ეს არის ადამიანი, რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული ფასეულობები და პრიორიტეტები. მან ზუსტად იცის, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და როგორ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. ამისათვის კი აუცილებელია ზუს ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1982 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 4.7/3


ქალი – მარტო, საკუთარ თავთან
 საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცის დროებით არ არსებობას ბევრი ქალი კატასტროფად აღიქვამს. ამ დროს მსგავსი აზრები უკიდურესად დამღუპველია: საკუთარი თავის შეცოდებით ქალი რისკავს მოხვდეს ორიდან ერთ–ერთ უკიდურესობაში – ან საერთოდ უარი თქვას მამაკაცებზე და იცხოვროს კატასთან ერთად, ან პირველივე შემხვედრის მკლავებში აღმოჩნდეს.
 მაგრამ დასაწყებად მაინც საკუთარი თავის შეცვლა სცადეთ მით უმეტეს, რომ თუ თქვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება, ეს საუკეთესო საშუალება:
დაკავდეთ საკუთარი თავით

ეს არა მხოლოდ კარგად აისახება თქვენს გარეგნობაზე, არამედ ბონუსის სახით აუცილებლად მიიღებთ ამაღლებულ თვითშეფასებას და...შეიყვარებთ საკუთარ თავს. ეს კი ძალიან ფასეული რამაა, რადგან საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი განსაკუთრებულ ფლუიდებს ასხივებს, ატარებს იმ მაგნეტიზმის ბეჭედს, რომელიც აიძულებს მამაკაცებს გამოიხედონ მის კვალდაკვალ და მის ფერხთით სამყაროს მთელი განძეული დაყარონ. ასე რომ, ნუ დაინანებთ დროსა და საშუალებებს სილამაზის სალონისათვის, მოდური სამოსისათვის და სხვა „ქალური სიხარულისათვის’’ მასაჟის, აბაზანებისა და მდიდრული საცვლებისათვის. ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ!

დაკავდეთ საყვარელი საქმით

თავისუფლებას საყვარელი საქმით დაკავებას ეძახიან. სულის სიღრმეში აუცილებლად გექნებათ ოცნება – არარეალიზებული მისწრაფება რაღაცის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1501 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 5.0/1

Copyright MyCorp © 2020