მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მაისი » 28

მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ქალის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული მენსტრუალურ ციკლზე. მენსტრუალური ციკლი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლური ცვლილებებია, რომლებიც განსაზღვრული შუალედებით მეორდება. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ცვლილებები რეპროდუქციულ პროცესებს - კვერცხუჯრედის მომწიფებას, მის განაყოფიერებას, საშვილოსნოს კედელში ჩანასახის ჩანერგვას ან გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის კვდომას და ორგანიზმიდან გამოძევებას ასახავს.

ქალის მენსტრუალურ ციკლში მკვლევარები გამოყოფენ ორ ფაზას: ფოლიკულურს (მენსტრუაციიდან ოვულაციამდე) და ლუთეინურს (ოვულაციიდან მენსტრუაციამდე). ცალკე უნდა გამოიყოს თავად მენსტრუაციისა და ოვულაციის პერიოდები, რომლებსაც რიგი თავისებურება ახასიათებს.
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ქალის ყნოსვა მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. ოვულაციის პერიოდში სუნები (პირველ რიგში - სექსუალური) განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. მეცნიერები ამას ხსნიან როგორც ბუნების ერთ-ერთ ფანდს, რომლის მიზანია, სექსუალური აგზნების პიკი დაამთხვიოს პერიოდს, როდესაც ბავშვის ჩასახვის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია.
ჰორმონული პრეპარატების მიღება თრგუნავს ქალის ყნოსვით ფუნქციას - ქალი სურნელს მენსტრუალური ციკლის ფაზისგან დამოუკიდებლად, ერთნაირად ცუდად აღიქვამს. ჰორმონული ცვლილებები მენსტრუალური ციკლის დროს გავლენას ახდენს ქალის სქესობრივ აქტივობაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ დ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1546 | თარიღი: 28.05.2009 | რეიტინგი: 5.0/2

საშვილოსნოს ჰიპერტონუსი ანუ საშვილოსნოს ტონუსის მომატება ნიშნავს ამ ორგანოს ნაადრევ შეკუმშვებს, რომლებიც იწყება მშობიარობის მოსალოდნელ ვადაზე გაცილებით ადრე, ორსულობის ადრეულ პერიოდში. საშვილოსნოს ჰიპერტონუსი დამოუკიდებელი დაავადება არ არის. ის მიუთითებს ქალის ორგანიზმში არსებულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის იგნორირება არ შეიძლება, რადგან რეალურ საფრთხეს უქადის ორსულობის შეწყვეტას.

 

რა იწვევს ჰიპერტონუსს
საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • ჰორმონული დარღვევებით. ეს დარღვევები უმეტესად გამოწვეულია საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებით, რასაც თან სდევს ქალური ჰორმონების - ესტროგენების და/ან პროგესტერონის შემცირება, ასევე ჰიპერანდროგენიით - თირკმელზედა ჯირკვლებში და/ან საკვერცხეებში მამაკაცური ჰორმონების გაძლიერებული გამომუშავებით, რის მიზეზიც ხშირად ფარულად, უსიმპტომოდ მიმდინარე ენდოკრინული დაავადებებია. ორსულობის გარეშე ეს მდგომარეობა საშიში არ არის, ორსულობის დროს კი, როდესაც ყველა ორგანოსა და სისტემის დატვირთვა მომატებულია, ზოგჯერ ირღვევა მამაკაცური და ქალური ჰორმონების ოპტიმალური თანაფარდობა.
  • ინფექციური დაავადებებით. საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შესაძლოა განვითარდეს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების ფონზე ან გადატანილი ხელოვნური აბორტის შედეგად.
  • კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2453 | თარიღი: 28.05.2009 | რეიტინგი: 5.0/1

Copyright MyCorp © 2024