
არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის
ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა
განმავობაში კი რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც
ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც
მრავლადაა პირის ღრუში. მათი აქტივობის
შედეგად ხდება რბილი ნადების მინერალიზაცია გარემოდან, უპირველეს ყოვლისა
კი ნერწყვიდან. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ ქვების წარმოქმნის ინტენსივობის
ერთერთი განმსაზღვრელი ნერწყვის მინერალური შემადგენლობაა. ასევე ჩემი
დაკვირვებით, ინტენსივობა მაღალია იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით სვამს
მინერალურ წყალს.
რადგან ნერწყვზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ნერწყვის
სიბლანტე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მასზეა დამოკიდებული
საკვების ნარჩენების “ჩამორეცხვა” კბილის ზედაპირიდან. ბლანტი ნერწყვის
შემთხვევაში ეს პროცესი გაძნელებულია.
პაროდონტის დაავადების შემთხვევაში, საკვები ნარჩენები რჩება არა
მხოლოდ კბილის ზედაპირზე, არამენ პათოლოგიურ ჯიბეებშიც. ისინი კი
ყოველთვისაა აღნიშნული დაავადების დროს. ჯიბეებში ნადები ღრძილქვეშა
ქვებად გარდაიქმნება.
...
გააგრძელე კითხვა »