მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მაისი » 19
ყნოსვას და სურნელს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ყველას კარგად მოეხსენება. სურნელს ადამიანის მხოლოდ დამშვიდება ან აღფრთოვანება კი არა, განკურნებაც შეუძლია. ჩინელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლით ადრე იცოდნენ, რომ ზოგიერთი მცენარის ეთერზეთს სამკურნალო ეფექტი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფიზიოლოგიურ პროცესებზე ქაფურის ხსნარების ზეგავლენა დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი. პიტნის კვერუკები (პიტნის ეთერზეთით გაჟღენთილი შაქრის ნატეხები) გულისრევის შეგრძნებას რომ ახშობს, ესეც ჩინებულად მოგეხსენებათ.

პიტნის ზეთი, რომლის მთავარი კომპონენტი მენთოლია, ზედა სასუნთქი გზების კატარული პროცესების (ლორწოვანი გარსის ანთების) ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნიშადური - ანისურას (ვაშლის ერთ-ერთი ჯიშის) წვეთები კი ბრონქიტის დროს მშრალ ხველას ხსნის. ძველად სამეფო კარის მოცეკვავეებს თმასა და ტანსაცმელზე ეთერზეთებით  (აქროლადი სურნელოვანი ნივთიერებებით) სავსე ბურთულები ჰქონდათ მიმაგრებული. ცეკვისას ბურთულები ირხეოდა, ნივთიერებები ქროლდებოდა და თავბრუდამხვევი სურნელით კიდევ უფრო აჯადოებდა მაყურებელს. ძველ ეგვიპტეში სანთლებს, საცხებს, მალამოებს, აბებს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურნელოვანი ნივთიერებებისაგან ამზადებდნენ. ხახვის, ნივრის, ყურძნის, საზამთროს, ანისურას, კვლიავისა და პიტნის გამოყენების ტრადიცია სწორედ იქიდან მოდის. მცენარეთა სამკურნალო ზემოქმედებასა და სასარგებლო თვისებებს ძველი ბერძნებიც კარგად იცნობდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ მცენარეული ეთერზეთები ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1517 | თარიღი: 19.05.2009 | რეიტინგი: 5.0/1

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.


მიელინი ლიპიდურ-ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. არსებობს ორი სახის ნერვული ბოჭკო: მიელინიანი და უმიელინო. მიელინიანი ბოჭკოები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში გვხვდება, ხოლო უმიელინო - ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკურ ნაწილში. გაფანტული სკლეროზის დროს მიელინის გარსი განილევა, უფრო ზუსტად, მას ინელებს იმუნური სისტემის უჯრედები, რის გამოც ნერვული სისტემის ფუნქციები თანდათან ირღვევა, ეს კი მძიმედ აისახება პაციენტის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
გაფანტული სკლეროზი იმუნოანთებით დაავადებად განიხილება. მისი უშუალო მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ დაავადება უკავშირდება ბავშვობაში გადატანილ ვირუსულ ინფექციას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მას იწვევს ფილტრში გამავალი ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც ბიოლოგიურად ახლოს უნდა იდგეს მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის გამომწვევთან. რაც მთავარია, დაავადების მიმდინარეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე აუტოიმუნურ, ნეიროალერგიულ პროცესებს, რომელთა საფუძველზე ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 3559 | თარიღი: 19.05.2009 | რეიტინგი: 5.0/4

Copyright MyCorp © 2024