მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 23 » ბრინჯიანი რაციონი მათთვის, ვისაც გახდომა სურს
23:03
ბრინჯიანი რაციონი მათთვის, ვისაც გახდომა სურს



ცნობისათვის 100 გრ. მოხარშულ ბრინჯში 109 კკალორიაა. დიეტისთვის ბრინჯს ვამზადებთ უმარილოდ და უსანელებლებოდ. 

სჯობს გაუსუფთავებელი, ყავისფერი ბრინჯი გამოვიყენოთ.

ბრინჯის დიეტა
ამ დიეტას 3-დან 14 დღემდე იცავენ. 3 დღეში მიდის 1 კილოგრამი, ერთ კვირაში – 3-4 კილოგრამი, ორ კვირაში -  7 კილოგრამი. 

 

1 დღე
საუზმე: ვაშლი. 60 გრ. ბრინჯი (უნდა აწონოთ მშრალი ბრინჯი). ბრინჯს დავამატოთ ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი. მწვანე ჩაი ან ბალახების ნახყენი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, 150 გრ. ბოსტნეულის სალათი. ბრინჯი მწვანილით, 1 ჩ.კ. ხილის ძმარი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი სტაფილოსთან – ორთქლზე მომზადებული. 

2 დღე
საუზმე: ფორთოხალი. ბრინჯი ფორთოხლის ცედრით და 1 ჩ.კ. არაჟანი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი მოხარშული ბოსტნეულით. ბრინჯი.
ვახშამი: იგივე, რაც სადილზე.

3 დღე
საუზმე: მსხალი. ბრინჯი დარიჩინით.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. კიტრის სალათი ძმრით ან ზეითუნის ზეთით. ბრინჯი 150 გრ. ზეითუნის ზეთში შემწვარი სოკოთი.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი ბროკოლით – მომზადებული ორთქლზე.

4 დღე
საუზმე: ხილის სალათი 1-2 ს.კ. ბრინჯის ფარფლები.  ბრინჯი რძით ან ნაღებით.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. ბოლოკი და მწვანე სალათის ფურცლები. ბრინჯი სტაფილოთი, ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი ოხრახუშითა და მზესუმზირის დაფშვნილი მარცვლები – ერთი-ორი ჩაის კოვზი.

5 დღე
საუზმე: ბრინჯი ყურძნითა, ქიშმიშით და 1 ჩ.კ. გახეხილი ნუშით.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი ბევრი მწვანილით, ბოსტნეულითა და 1 ს.კ. ზეუთუნის ზეთი. 
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი დაფშვნილი ნიგვზით, 2 ს.კ.  მწვანე ხახვი და 2 ს.კ. და 2 ს.კ. გახეხილი ნიახურის ძირები. ორთქლზე მომზადებული ისპანახი. 

6 დღე
საუზმე: ბრინჯი 2 ფინიკით, 4 ნიგვზით, 1-2 ლეღვი ან ლეღვის ჩირი. 1 მსხალი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი უმი ბოსტნეულით (კიტრი, ტკბილი წიწაკა), პიტნა და 1.ს.კ. ზეითუნის ზეთი.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი 1-2 დაჭრილი ვაშლით, 1 ს.კ. ნაღები ან არაჟანი, ½ ჩ.კ. თაფლი. 

7 დღე
საუზმე: ბრინჯი დაჭრილი ვაშლითა და მსხლით, რამდენიმე წვეთი ლიმონითა და 1 ჩ.კ. თაფლით. 1/2 ულუფა იოგურტი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. მწვანე სალათი. ბრინჯი პომიდვრითა და მწვანე ლობიოთი – ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი ყაბახთან ერთად, 1 ჩ.კ. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, 5 ზეთისხილითა და მწვანილით.

საკვების მიღების შუალედებში დასაშვებია მინერალური წყლის, მწვანე ჩაის, ბალახეული ნაყენისა და ხილის ახალგაწურული წვენის დალევა.

დიეტის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია ხორცეულისა და რძის პროდუქტებისა  შეზღუდვა.

ბრინჯის დიეტა და ორგანიზმის გაწმენდა
ამ ვარინატით ბრინჯის თაყვანისმცემლების აქცენტი სწორედ ორგანიზმის გაწმენდაზეა. 2 კვირის მანძილზე ორგანიზმს ნარჩენები  და მარილები ტოვებს. 

1. 4 ჭიქაში 2-2 ს.კ. გარეცხილ ბრინჯს ჩავყრით და დავასხამთ გაგრილებულ ანადუღარ წყალს. შევინახავთ 3 დღით გრილ ადგილას. წყალს ვცვლით ყოველდღე. 
2. მეოთხე დღეს I ჭიქის ბრინჯს ვრეცხავთ და ვხარშავთ უმარილოდ, ისევ ვრეცხავთ და მშიერ კუჭზე ვჭამთ. შემდეგ 2 სთ-ის განმავლობაში არაფერს ვჭამთ.  გათავისუფლებულ ჭაქაში ბრინჯის ახალ ულუფას ვალბობთ.
3. მომდევნო დღეს II ჭიქის ბრინჯს ვჭამთ და ა.შ.
ასე გრძელდება 14 დღე. როცა სხვა რამეს ვჭამთ, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ყველაფერი ცხიმიანი და ცხარე, რომ ხელი არ სევუშალოთ ბრინჯს არაჯანსაღი ნივთიერებების გამოძევებაში.

ბრინჯის "მკაცრი" დიეტა
თუ სწრაფად (მაგრამ არა ძალისხმევის გარეშე) უნდა მოიყვანოთ ფიგურა წესრიგში, ამისთვის "მკაცრი” ბრინჯის დიეტის ვარიანტიც არსებობს:

- ერთ ჭიქა ბრინჯს მოვხარშავთ და დღის განმავლობაში მცირე ულუფებად მივირთმევთ. შეგიძლიათ მიაყოლოთ ვაშლის წვენი. თუ შიმშილი ძალიან გაწუხებთ, 2-3 ვაშლიც დასაშვებია.

- ან: მოვხარშოთ ბრინჯი და რამდენიც გვინდა, იმდენი ვჭამოთ ჩაისთან და  ბალახის ნახარშთან ერთად. ბრინჯი ამ შემთხვევაშიც უმარილოა, არ ვიყენებთ სანელებლებს, რძესა და კარაქს. 

"მკაცრი” ვარიანტის შემთხვევაში დიეტა 1-3 დღე გრძელდება. ერთდღიანი ვარიანტის გაგრძელება ყოველ კვირაში თითო დღეს შეიძლება, სამდღიანის კი – თვეში ერთხელ. 

ბრინჯის დიეტების პლუსები და მინუსები
პლუსები:
-
ბრინჯი – უნიკალური პროდუქტია: გემრიელი, ნოყიერი, ხოლო გაუწმენდავი (გაწმენდილი თეთრისგან განსხვავებით), В ჯგუფის ვიტამინების საწყობია. საერთოდ, ბრინჯი ბევრ პროდუქტს ეხამება და საშუალებას იძლევა გემრიელი და სხვადასხვაგვარი კერძის მოსამზადებლად. 

- ბრინჯს შეუძლია მარილის ადსორბირება და ორგანიზმიდან გამოყვანა. გამოაქვს სხვა მავნე ნივთიერებებიც და ამიტომ ბევრ დიეტაში იყენებენ.

მინუსები:
-
ისევე, როგორც ყველა უმარილო დიეტის შემთხვევაში – აქაც არსებობს უდიდესი მინუსი. ორგანიზმიდან გამოდის ბევრი წყალი, რადგან მარილი მას აღარ აკავებს. წარმატებით ფრთაშესხმულ ქალბატონებს კი ავიწყდებათ, რომ წყალი ცხიმი არ არის. ცხიმი 10 დღეზე ადრე არ იწყებს დაშლას და პრინციპში, არც ისე დიდი რაოდენობით იკარგება. წყალი კი ორგანიზმში ძალიან სწრაფად, მარილის დაშვებისთანავე იბრუნებს თავის უფლებებს. უმარილო დიეტა კარგია, როგორც საკუთარი თავის მოკლევადიანი მოწესრიგების სწრაფი  საშუალება.

- ბრინჯს გამოჰყავს ყველა მარილი და კალიუმის მარილების ჩათვლით. ხოლო კალიუმი გულის მუშაობაზეა პასუხისმგებელი! ამიტომ აუცილებელია ისეტი პრეპარატების მიღება, რომლებიც ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს შეიცავს.

- დიდი რაოდენობით ბრინჯი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ამ შემთხვევაში ორგანიზმი ოყნით უნდა გაიწმინდოთ. 

- დიეტის მკაცრი ვარიანტების დროს დიდია ცდუნება, 3 დღის შიმშილის შემდეგ არ აიწყვიტო. ასეთი შეზღუდვები ძალიან მოქმედებს ნერვებზე და შეიძლება, საერთოდ შეგძულდეთ ბრინჯი. წინასწარ მოიფიქრეთ, რას შეჭამთ დიეტის დასრულების შემდეგ.
კატეგორია: დიეტოლოგია | ნანახია: 2123 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024