მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 23



ცნობისათვის 100 გრ. მოხარშულ ბრინჯში 109 კკალორიაა. დიეტისთვის ბრინჯს ვამზადებთ უმარილოდ და უსანელებლებოდ. 

სჯობს გაუსუფთავებელი, ყავისფერი ბრინჯი გამოვიყენოთ.

ბრინჯის დიეტა
ამ დიეტას 3-დან 14 დღემდე იცავენ. 3 დღეში მიდის 1 კილოგრამი, ერთ კვირაში – 3-4 კილოგრამი, ორ კვირაში -  7 კილოგრამი. 

 

1 დღე
საუზმე: ვაშლი. 60 გრ. ბრინჯი (უნდა აწონოთ მშრალი ბრინჯი). ბრინჯს დავამატოთ ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი. მწვანე ჩაი ან ბალახების ნახყენი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, 150 გრ. ბოსტნეულის სალათი. ბრინჯი მწვანილით, 1 ჩ.კ. ხილის ძმარი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი სტაფილოსთან – ორთქლზე მომზადებული. 

2 დღე
საუზმე: ფორთოხალი. ბრინჯი ფორთოხლის ცედრით და 1 ჩ.კ. არაჟანი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი მოხარშული ბოსტნეულით. ბრინჯი.
ვახშამი: იგივე, რაც სადილზე.

3 დღე
... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 1884 | თარიღი: 23.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0


 

ლიმონის წვენზე დაფუძნებული დიეტის ადეპტებად უკვე იქცნენ პენელოპა კრუზი, შარლიზ ტერონი და მადონა.

მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია: ყოველ დილით რამდენიმე ჭიქა ლიმონისწვნიანი თბილი წყალი უნდა დალიო. ერთ ჭიქა წყალს დასჭირდება 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. 

ექსპერტები ამ ხერხის ეფექტურობას ადასტურებენ. საიდუმლო იმაშია, რომ პატარა მჟავე ლიმონი საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე კეთილისმყოფლად მოქმედებს.

ლიმონის მჟავა კარგი სტიმულატორი გახდება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მთელი დღის განმავლობაში, ხოლო წყალი ზედმეტ ნივთიერებებს გამოიტანს.

გარდა ამისა, ლიმონის წვენი კუჭში მჟავიანობას ზრდის და ამით კალცის ათვისებას ეხმარება. კალცი კი, თავის მხრივ, უჯრედებში ცხიმს ჩაანაცვლებს.

ამგვარად, ფიზიკურ ვარჯიშთან და ჯანსაღ რაციონთან ერთად დილით მირთმეული ლიმონის წვენი უფრო დააჩქარებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.

იმასაც ამბობენ, რომ თუკი ლიმონის კანსაც შეჭამს ადამიანი, ეს 4 საათით დაახშობს შიმშილის გრძნობას. პეკტინს, რომელიც ლიმონის კანშია, ქსოვილური სტრუქტურა აქვს, კუჭში სქელ გელად გარდაიქმნება და ნაწლავის კედლ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 1269 | თარიღი: 23.04.2009 | რეიტინგი: 5.0/1

 

ამბობენ, იმის მიხედვით, რა ინახება ქალის ჩანთაში, მის პატრონზეც ბევრს გაარკვევთო. იქნებ ვცადოთ მსგავსი ანალიზის ჩატარება? გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავზე ბევრ რამეს გავიგებთ საინტერესოს.

მაშ ასე, ვხსნით ჩანთას და...

«ქაოსი»
უეჭველია, რომ ამ ჩანთაში პირველადი მოხმარების საგნები ფსკერზეა. შიგთავსის ნახევარი უნდა ამოალაგო (ხანდახან მეტიც), რომ სამგზავრო ბილეთი ან ბლოკნოტი იპოვო...

რის თქმა შეიძლება ასეთი ჩანთის პატრონზე?

როგორც ჩანს, მისი დევიზია – “არანაირი პრობლემა”. ბუტია არ არის, გულღიაა, თუმცა არაორგანიზებულობის გამო, ერთხელაც, შესაძლოა, დაგაღალატოს, ადვილად ეცნობა და ადვილად შორდება ადამიანებს. კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ შეუძლებელია, რამე ძალიან სწრაფად იპოვოს ან გააკეთოს. თუ ამას მოთხოვთ, წონასწორობას დააკარგვინებთ. ყოფით ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. 

«სამაგალითო წესრიგი»
ეს ჩანთა წინას სრული “ანტიპოდია”: რაც საჭიროა, ყველაფერი ხელის გაწვდენაზეა. თვითონ ჩანთა არასდროს იქნება კაშკაშა და მყვირალა ფერის, ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1256 | თარიღი: 23.04.2009 | რეიტინგი: 5.0/1

 

ცოტაოდენი დაკვირვების უნარიც კი ადამიანის ბევრ თვისებას გამოააშკარავებს.

მაგალითად, ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ პიროვნების თავისებურების ამოცნობა იმის გაგებითაც შეიძლება, თუ რაში სძინავს მას.

არ გვჯერა? შევამოწმოთ!

 

ქალები:
- გრძელ ღამის პერანგში იძინებენ მგრძნობიარე, ძალიან შთაბეჭდილებიანი და უკიდურესად რომანტიკული ქალბატონები. იდეალურად გამოიყურებიან ხოლმე, გარეგნობა ხომ მათი ყოველდღიური საზრუნავის მთავარი თემაა; გარშემომყოფების თვალში ნამდვილ დედოფლად უნდა გამოიყურებოდნენ.

- სქელ ფლანელის პიჟამაში სიზმრებს კეთილი, რბილი, გულიანი ადამიანები ხედავენ, რომლებიც პრობლემებში ჩავარდნილი საყვარელი ადამიანის დახმარებას ცდილობენ. რა ესიზმრებათ? ალბათ, ხმაურიანი წვეულებები და შორეული მოგზაურობები, რომლებსაც აღმერთებენ.

- მოკლე მაქმანებიან გამჭვირვალე პერანგში ნამდვილი ლედი იძინებს. ეს ”ასპროცენტიანი” ქალი ალერსსა და კომპლიმენტებს აღმ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1195 | თარიღი: 23.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2020