მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 21
უდიდესი მაცდური - კლეოპატრა - იყო შეუმჩნეველი, დიდცხვირა, პატარა, ახლო-ახლოს ჩამჯდარი თვალებით, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობდნენ მამაკაცები, რომლებიც სიცოცხლეს დათმობდნენ მხოლოდ ერთი ღამის გატარებისათვის მასთან ერთად.
მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ საიდანღაც მოსული არასრულფასოვნების კომპლექსი ფარავს ადამიანის ყველა ღირსებას.

თანამედროვე ქალის არსენალში არსებობს უამრავი ხერხი, რომ საკუთარი თავი განუმეორებლად აქციოს. მაგრამ ამას ხშირად არავინ აქცევს ყურადღებას.

გადიან წლები და მათთან ერთად ქრება საკუთარი მიმზიდველობის შეგრძნება, ჩნდება თავდაუჯერებლობა და ეჭვები. პირველად ამას ისინი ამჩნევენ, ვისგანაც პირველ რიგში მოისურვებდით ამის დამალვას - საყვარელი ადამიანები, შეყვარებულები, ქმრები.

აქ ვერავის დაადანაშაულებთ, ვერც დროს, ვერც საზრუნავს, ვერც ცხოვრებას. დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ და ამის შეჩერება შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.

თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი - ეს მხოლოდ თქვენ ხართ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტი უნდა იყოთ და ყურადღება არ მიაქციოთ სხვა ადამიანებს. უბრალოდ, სხვანაირად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ნუ აქცევთ საკუთარ თავს გარემოებების მსხვერპლად.

მოიწონეთ საკუთარი საქციელი, მაშინაც კი, თუ ისინი დადებით შედეგებს არ იძლევიან და აუცილებლად დაიტოვეთ შეცდომის უფლება - ადამიანს საერთოდ, ახასიათებს შეცდომები.

ნუ გალანძღავთ საკუთარ თავს წარუმეტებლობებისა და შეცდომებისათვის, პირიქით, უთხარით კომპლიმენტი, აღფრთოვნდით საკუთარი მიღწევე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1514 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 4.0/2

ინტუიცია (ლათინურიდან - გამჭოლი ყურება) - პოვნა, ხშირად მომენტალური გადაწყვეტა ამოცანისა ლოგიკური საფუძვლის გარეშე.

"არის ბევრი რამ ამ ქვეყნად, მეგობარო ჰორაციო..."
ინტუიციის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ სოკრატეს პერიოდიდან იცოდნენ. ძველბერძენი მოაზროვნე აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში იგი მიყვებოდა რაღაც ხმას, რომელიც აკავებდა ამა თუ იმ საქციელისაგან. მაგრამ ამავდროულად იგი არაფერს იწვევს...

თავისი აღმოჩენებით ინტუიციას უნდა უმადლოდნენ ეინშტეინი, ედისონი, მარკონი და ჰენრი ფორდი. ქიმიკოს ფრიდრიხ კეკულემ ბენზოლის კლასიკური ფორმულა დაკლაკნილი გველის დანახვამ უკარნახა, ჩვეულებრივი აბლაბუდას ქსელი გახდა ინჟინერ ბრაუნის შთაგონების წყარო, რომელმაც დაკიდული ხიდი გამოიგონა. ხოლო სახელგანთგმული ჯორჯ სოროსი წელში მოულოდნელი ტკივილების შეტევისას ხვდებოდა, რომ სიტუაცია იმჟამად მის სასარგებლოდ არ აეწყობოდა.

თუმცა, ინტუიცია მხოლოდ მეცნიერებსა და ბიზნესმენებს არ აქვთ, არამედ პოეტებსა და კომპოზიტორებსაც. მათი თქმით, ისინი მხოლოდ ინიშნავენ ფურცელზე იმას, რაც "ზემოდან" მოდის. ადამიანები შემთხვევით არ იგვიანებენ ავია და რკინიგზის რეისებზე, რომლებიც ტრაგიკულად მთავრდება. კატასტროფების მშრალი სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ტრანსპორტი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, პრაქტიკულად ყოველთვის 61%-ით იყო სავსე. ვიღაც ცუდად გახდა, ვიღაცამ დაიგვიანა, ვიღაცამ უბრალოდ გადაიფიქრა წასვლა შინაგანი იმპულსის ძალით. ეს ინტუიციის კიდევ ერთი "გამოხატულებაა".

ლეგენდარული ფრეიდის მოსწავლე კარლ იუნგი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც "შინაგანი ხმა" აქვთ, კულტურის ავანგარდებად მიიჩნევდა. ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1405 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 3.5/2

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ხშირ შემთხვევებში ნარკომანიასავითაა.

გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.

პრობლემის სტატუსი

დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.

როგორ გამოიყურება ეს

ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, საათობით, ან სულაც 24 საათის განმავლობაში სხედან კომპიტერებთან. მათ ავიწყდებათ ჭამა, ძილი. აღარ აინტერესებთ პირადი ჰიგიენა და სახლის ხლაფორთები. ოჯახი, სამუშაო, სწავლა, მეგობრები - ეს ყველაფერი მათთვის მეორე პლანზე გადადის. ყოველდღიურად სულ უფრო მეტსა და მეტ დროს ატარებენ უსასრულო ვირტუალურ სამყაროში და საბოლოოდ აღარაფერი აინტერებთ გარშემო.

ინტერნეტი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1326 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ნებისმიერ ქრონიკულ დააავადებას ემოციური საფუძველი აქვს, ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომლის გარეშეც დაავადება არასოდეს გამოვლინდებოდა.

ყოველი ადამიანისათვის ცნობილია ფიზიკური ტკივილი, მაგალითად კბილის, ან თავის, ტკივილი ზურგის ან წელის არეში. მაგრამ არსებობს ასევე ემოციური, ფსიქიკური ტკივილი და თუ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ფიზიკურ ტკივილს, პრაქტიკულად არავინ იცის რა უყოს ემოციურ ტკივილებს.

რა არის ემოციური ტკივილი?

ხშირად ისმის კითხვა - რა არის ეს? სადღაც შიგნით რაღაც სიმძიმე გვაწევს და "გვწვავს". ამ შეგრძნებას დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ ემოციური ტკივილი? შიში, სევდა, განრისხება, გაბრაზება - ეს ყველაფერი ემოციური ტკივილია. ნებისმიერი გრძნობა, რომელიც უსიამოვნოა თქვენთვის და უამრავი პრობლემის მოტანა შეუძლია, წარმოადგენს ემოციური და ფსიქოლოგიური რღვევის წყაროს და შესაძლოა ფიზიკურ ტკივილში გადაიზარდოს. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ძალიან ბევრი დაავადება სწორედ სულიერი განცდების გამო ჩნდება.

ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად ძლიერი ნეგატიური ემოციები და მათი ჩახშობა(ანუ გამოუთქმელობა) ერთნაირად ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და თვითშეგრძნებებზე. ცნობილია, რომ ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ემოციური საფუძველი აქვს, ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომლის გარეშეც იგი შესაძლოა არასდროს გამოჩნდებოდა. წყენა, სევდა ფა იმედგაცრუება, ნევროზები - იწვევს მაღალ წნევასა და სტრესს, რაც არღვევს ადამიანის იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას. ამგვარად, დაავადება კი არ იკურნება, არამედ ჩვენთან რჩება მრავალი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1809 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 5.0/1

სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით მდებარეობს. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აკისრია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით შეითვისოს მსუბუქი იონები და ნაწილობრივ ჟანგბადი და ის პირდაპირ თავის ტვინში გადაიტანოს.

თავის ტვინის ქსოვილი, თუ ის საკმარისად არის მომარაგებული ასეთი "ვიტამინიზებული" ჰაერით, სრულყოფილად მუშაობს, ესე იგი ადამიანს არ აწუხებს თავის ტკივილი და სხვა ტვინისმიერი პათოლოგიები. გარდა ამისა, წიაღები ფუნქციონირებს როგორც ხმის რეზონატორები (ლაპარაკის დროს ქმნის რეზონანსის ეფექტს). ყველა წიაღი, ცხვირის ღრუს მსგავსად, შიგნიდან ლორწოვანით არის ამოფენილი და ცხვირის ღრუსთან კავშირის გამო გარე ზემოქმედებაზე ფაქიზად რეაგირებს, ამიტომ მათი ანთება საკმაოდ ხშირია.

განასხვავებენ:

ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ანთებას;
ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთებას;
ეთმოიდიტს - ცხავის ძვლის წიაღის ანთებას;
სფენოიდიტს – ძირითადი ძვლის ანთებას.

 

განვითარების მიზეზები

მწვავე სინუსიტის მიზეზად შეიძლება იქცეს მწვავე სურდო, გრიპი, წითურა, ქუნთრუშა და სხვა ინ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ყელი, ყური, ცხვირი | დათვალიერება: 2937 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 3.5/2


ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება.
ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს?
საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.
იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".

  • ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1446 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 4.8/5

ორსულობა რომ მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ გაცილებით უფრო რთული და საპასუხისმგებლოა მრავალნაყოფიანი ორსულობა.
იმის გამო, რომ მრავალნაყოფიანი ორსულობისას გართულებები გაცილებით ხშირია, ვიდრე ერთნაყოფიანი ორსულობის დროს, მრავალნაყოფიან ორსულობას ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობებს შორის მოსაზღვრედ მიიჩნევენ, თუმცა არიან ისეთი ავტორებიც, რომლებიც მას პათოლოგიურ ორსულობათა რიცხვს მიაკუთვნებენ.
მრავალნაყოფიანი ორსულობა დედის ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა: ჩვეულებრივზე გაცილებით ინტენსიურად მუშაობს ორსულის გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვები, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, თირკმელები, შარდის ბუშტი და სხვა ორგანოები, ამიტომ მრავალნაყოფიან ორსულობას ხშირად გართულებები სდევს თან.

ულტრასონოგრაფიული მეთოდით მრავალნაყოფიანი ორსულობის დიაგნოსტირება დღეს მის I ნახევარშივე შეიძლება, მეორე ნახევარში კი მრავალნაყოფიანობის დადგენა სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენს: მუცლის გარშემოწერილობა ჭიპის დონეზე 100 სანტიმეტრს აღემატება, ნაყოფის მოძრაობა სხვადასხვა ადგილას შეიგრძნობა, გულის მკაფიო ტონები სხვადასხვა ადგილას ისმის და მათ შორის განსხვავება 10 და მეტი დარტყმაა. ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტირებისას საშვილოსნოს ღრუში ფიქსირდება ორი და მეტი თავი და სხეული. დიაგნოსტიკის მეთოდებია აგრეთვე ელექტროკარდიოგრაფია, ფონოკარდიოგრაფია.

 

რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს ორსულს?

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2022 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 5.0/1

Copyright MyCorp © 2020