მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 20

სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია და პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარეობს. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ისინი 17-25 წლის ასაკში ამოდის. სიბრ-ძნის კბილები უხშირესად ორფესვიანი კბილებია მძლავრი გვირგვინით. სიბრ-ძნის კბილის ამოჭრა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სიბრძნის კბილების განვითარებისა და ამოჭრის პროცესი სხვა კბილების განვითარება-ამოჭრისგან რამდენადმე განსხვავდება და ხშირად პრობლემებიც სდევს თან. საქმე ის არის, რომ ქვემოთა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი - სარძევე კბილი, რომელიც მას კბილბუდეს მოუმზადებდა, არ ჰყავს უკანა მეზობელი, რომელიც მას გადახრა-ცდომილებისგან დაიცავდა.

ამასთანავე, ამოჭრისას სიბრძნის კბილმა უნდა გადალახოს უკვე ფორმირებული და კალციფიცირებული ქვედა ყბის წინააღმდეგობა...

 

დისტოპირებული სიბრძნის კბილი

დისტოპია არასწორ მდებარეობას ნიშნავს. მას უმეტესად ქვედა სიბრძნის კბილები განიცდის. კბილის ცდომა ან კბილთა მწკრივს იქით მდებარეობა, ჩვეულებრივ, ამოჭრის ვადებისა და თანამიმდევრობის დარღვევის შედეგია. სიბრძნის კბილმა შესაძლოა ცდომილება განიცადოს კარიბჭის ან საკუთრივ პირის ღრუს მხარეს, შუა ხაზიდან წინ ან უკან, შესაძლოა, შემობრუნდეს სიგრძივი ღერძის ირგვლივ, მოთავ-სდეს სხვა კბილებზე მაღლა ან დაბლა. ხშირად სიბრძნის კბილის ცდომა კ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1413 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 5.0/1

- ყბა-სახის კისტების ძირითადი მიზეზი ტრავმა და ინფექციაა. კბილის ტრავმირება მხოლოდ რინგზე ან ქუჩურ ჩხუბში კი არ ხდება, მკვრივი საკვების ღეჭვის დროსაც მოსალოდნელია. ინფექცია ფესვის არხში, ჩვეულებრივ, კბილის არასწორი მკურნალობისას იჭრება. იშვიათად, მაგრამ მაინც მოსალოდნელია მისი განვითარება ჰაიმორიტის ან რომელიმე ინფექციური დაავადების შედეგად, თუ დაავადების გამომწვევმა მიკრობმა სისხლის ნაკადით ღრძილში შეაღწია.

- როგორ ყალიბდება კისტა?
- ყველაფერი პერიოდონტიტიდან (კბილის ფესვსა და ყბის ძვალს შორის მდებარე თხელი ქსოვილოვანი შრის ანთებიდან) იწყება. ანთების შედეგად კბილის ფესვის ირგვლივ ქსოვილები ჩაიზრდება და ახალწარმონაქმნი ვითარდება. როცა ახალწარმონაქმნი 5 მმ-მდე ზომისაა, მას გრანულომას ვუწოდებთ, ამაზე დიდი კი უკვე კისტაა. ეს კისტები რადიკულურია და პირის ღრუს ყველაზე მეტად გავრცელებულ სიმსივნურ წარმონაქმნებს წარმოადგენს. ისინი სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უჩნდება, თანაც ზედა ყბაზე სამჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ქვედაზე.

დროთა განმავლობაში კისტა იზრდება, გარსით იფარება და ყბის ძვალში წარმოქმნის ტომსიკს დაზიანებული უჯრედებისა და მიკროორგანიზმების შემცველი ნახევრად თხიერი შიგთავსით. ამ დროს ადამიანი ვერაფერს გრძნობს, რადგან ავადმყოფი კბილი ჯანმრთელისგან გარეგნულად არაფრით განსხვავდება. ღრძილიც ერთი შეხედვით ჯანსაღია. ერთადერთი, შესაძლოა მყარი საკვების ღეჭვისას წარმოიქმნას უსიამოვნო შეგრძნებები და ისიც - ყოველთვის არა.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1606 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- ამჟამად სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს გაუტკივარებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანესთეზიის ნებისმიერი მეთოდი. ყველაზე ხშირად ადგილობრივი ანესთეზია ტარდება. ეს უკანასკნელი ამბულატორიულ პრაქტიკაში ყველაზე მოხერხებული, სწრაფი და უსაფრთხოა. გამოიყენება როგორც ინფილტრაციული (ანესთეტიკის შეყვანა უშუალოდ საჭიროების ადგილას – ვიშნევსკის მცოცავი ანესთეზია), ისე ე.წ. გამტარი, ანუ რეგიონული დაGღეროვანი ანესთეზია, როდესაც მედიკამენტი შეჰყავთ მაგისტრალური ნერვის ახლოს და ახდენენ ამ ნერვის საინერვაციო უბნის გაუტკივარებას. ის უმეტესად ქვედა ყბაზე გამოიყენება, თუმცა შესაძლოა, ზედა ყბაზე განხორციელებული ჩარევის დროსაც გახდეს საჭირო. ანესთეზიის მეთოდის  შერჩევა ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ექიმის პრეროგატივაა.

- რომელი სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს ტარდება ანესთეზია?

- თანამედროვე სტომატოლოგიაში ანესთეზია ტარდება ნებისმიერი მანიპულაციის დროს, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ტკივილი. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად გაუტკივარებას - ნარკოზს. ნარკოზი ყბა-სახის არეში ქირურგიული ჩარევისას ზოგჯერ აუცილებელია, ზოგ შემთხვევაში კი მას აუცილებლობის გარეშე, პაციენტის ფსიქონევროლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაციენტი მეტისმეტად აგზნებულია, ისტერიული პიროვნებაა ან დაჟინებით მოითხოვს ამ მეთოდით გაუტკივარებას.

- რომელ მედიკამენტებს იყენებენ სტომატოლოგიაში ადგილობრივი გაუტკივარებისთვის?

- ადგილობრივი ანესთეზიისთვის გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური შემადგ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1633 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 0.0/0

სიბრძნის კბილს მერვე კბილს უწოდებენ, რომელიც სხვებზე გაცილებით გვიან ამოიჭრება. პრობლემები მისი ამოჭრისთანავე იწყება. საქმე ის არის, რომ ამ ავადსახსენებელ მერვეს არ ჰყავს წინამორბედი სარძევე კბილი, რომელიც ნიადაგს შეამზადებდა მისი უმტკივნეულო "დაბადებისთვის", ამიტომ 18-30 წლის ასაკში, როდესაც ყბების ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება დამთავრებულია, სიბრძნის კბილს მნიშვნელოვანი მექანიკური წინააღმდეგობის გადალახვა უხდება.

ტკივილსა და შესიებას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ!

კბილთა რიგში ადგილის უკმარისობის მიზეზი ადამიანის ევოლუციის პროცესში საღეჭი აპარატის შეცვლაა. ყბების ზომა შესამჩნევად შემცირდა. ადგილის დეფიციტის გამო სიბრძნის კბილი იხრება ძირითადი კბილების რიგიდან ან ებჯიინება მეზობელ, რიგით მეშვიდე კბილს და საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. ღრძილი სივდება, იწყება მისი ტრავმირება, ადამიანს უჭირს პირის ფართოდ გაღება, ყლაპვა, ზოგჯერ სიცხეც უწევს.

როგორ მოვიქცეთ?

მხოლოდ ერთი რამ გვევალება - სტომატოლოგთან გაქცევა. რაც უფრო მეტხანს ვივლით გასიებული ღრძილით, სადაც უკვე ანთებითი პროცესია დაწყებული და ვეცდებით, მდგომარეობა სოდიანი წყლით ან სხვა ნაყენით შევიმსუბუქოთ, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა, შედეგად სერიოზული გართულებები მივიღოთ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: თუ კბილმა თავიდანვე "ცუდი ხასიათი" გამოამჟღავნა, იმედი, რომ მდგომარეობა დროთა განმავლობაში გამოსწორდება, ამაოა. გამოძებნეთ დრო და მიმართეთ ექიმს. ადვილი შესაძლებელია, მისი დახმარებით "ბრძენმა" თავისი კანონიერი ადგილი დაიკავოს კბილთა რიგში. თუმცა არის შემ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1693 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- მოგეხსენებათ, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები ერთმანეთს საკვერცხესთან ხვდებიან, რის შემდეგაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვერცხსავალი მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაიზრდება. ასე იწყება ნორმალური ორსულობა.

საშვილოსნოსგარე ანუ ექტოპიური ორსულობა ისეთი ორსულობაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ჩაინერგება და იქვე იწყებს განვითარებას. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კვერცხსავალი მილის, საკვერცხის, საშვილოსნოს  ყელის, მუცლის ღრუს ორსულობას. მუცლის ღრუში გამოტყორცნილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შესაძლოა საკვერ-ცხეში, პერიტონეუმში, ნაწლავში ჩაიზარდოს. ყველაზე ხშირია კვერცხსავალი მილების ორსულობა. მის წილად მოდის გარეორსულობათა 98%. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ჩაინერგოს კვერ-ცხსავალი მილის ამპულარულ, ისთმურ, ფიმბრიალურ ნაწილში. ამპულა კვერცხსავალი მილის ყველაზე განიერი ნაწილია. საშვილოსნოსგარე ორსულობა ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ კვერცხსავალი მილის ამპულარულ ნაწილში ვითარდება. ამ დროს სანაყოფე კვერცხი შესაძლოა საკმაოდ დიდი ზომისაც გახდეს.
ისთმური ნაწილი კვერცხსავალი მილის ყველაზე ვიწრო ნაწილია. ასეთი ლოკალიზაციის ორსულობა გაცილებით ადრეულ ვადაზე წყდება.

კვერცხსავალი მილის ინტერსტიციული ნაწილის ორსულობა ყველაზე იშვიათი (2%) და ყველაზე საშიშია - მილის ეს ნაწილი ნაკლებელასტიკურია და გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ამიტომ ორსულობა შესაძლოა ძლიერი და სასიკვდილო სისხლდენით დასრულდეს. საშვილოსნოს გარეთ ჩანერგილი ემბრიონი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 11732 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 3.1/15

ბავშვის დაბადება, რაღა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მშობიარობა ძლიერი სტრესიც არის, ახალშობილის მოვლა კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. გასაკვირი არ არის, რომ ახალნამშობიარევ ქალს ემოციური ფონი რამდენადმე ეცვლება - შფოთავს, დაძაბულია, სწრაფად იღლება, გარემოსადმი ინტერესს კარგავს, უჩნდება არამოტივირებული აგრესია, ხშირად - ჩვილის მიმართაც კი, იოლად ეცვლება განწყობა... მშობიარობის შემდეგ ასეთი რამ უამრავ ქალს (სტატისტიკური მონაცემებით, მელოგინეთა თითქმის ნახევარს) ახასიათებს, თუმცაღა ამის გაცნობიერება და გამოთქმა ყველას არ შეუძლია - ეშინიათ, რომ ვერ გაუგებენ. ეს მოვლენები რამდენიმე დღეს, რამდენიმე თვეს, ზოგჯერ მთელ წელიწადს გრძელდება. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ხშირად ურევენ სტრესში (baby blues), რომელსაც მშობიარობის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მელოგინე განიცდის. ამ შემთხვევაში სტრესისა და შფოთვის ხარისხი თანდათანობით, ორგანიზმის ჰორმონული ფონის სტაბილიზაციასთან ერთად მცირდება. მშობიარობის შემდგომ სტრესს მკურნალობა, ფაქტობრივად, არ სჭირდება. მასთან გამკლავებაში მელოგინეს ეხმარება დასვენება, ოჯახის წევრების, მეგობრების მზრუნველობა. მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი ფსიქიკური დაავადებაა და ხშირად მოითხოვს სპეციალიზებულ მკურნალობას. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზების შესახებ სპეციალისტებს საერთო აზრი არ გააჩნიათ. ნაწილობრივ ბრალი მიუძღვის იმ ჰორმონულ ძვრებს, მელოგინის ორგანიზმში რომ ხდება: ესტროგენები და პროგესტერონი (ქალის სასქესო ჰორმონები), რომლებიც ორსულობისას დიდი ოდენობით გამომუშავდებოდა საკვერცხესა და პლაცენტაში, ბ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 1853 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 3.5/2

Copyright MyCorp © 2020