მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 13
ფსიქოლოგებისა და ნეირობიოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა უცნაური ექსპერიმენტი. მათ შესთავაზეს სტუდენტთა ჯგუფს ტესტი, რომლითაც ფასდებოდა სივრცული აზროვნების განვითარების ხარისხი. კვლევის ჩატარებამდე 10 წთ-ით ადრე სტუდენტთა ერთი ჯგუფი უსმენდა მოცარტის მუსიკას, ხოლო მეორე კი ფილიპ გლასის ოპუსებს. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: მათ, ვინც უსმენდა მოცარტს, აღენიშნათ შემოქმედებითი ძალების ნამდვილი მოზღვავება და 62%-ით მეტად წარმატებულნი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, როგორც სურდოლოგები (სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან სმენის დეფექტებს) და ლოგოპედები (სპეციალისტები, რომლებიც დაკავებულნი არიან მეტყველების პრობლემების კორექციით) აღნიშნავენ, კლასიკური მუსიკას გააჩნია სამკურნალო ეფექტი. კერძოდ, მოცარტის მუსიკის ეფექტი განპირობებულია მასში მაღალი სიხშირის ტალღების პრევალირებით. ეს ბგერები, ერთის მხრივ, აძლიერებენ შუა ყურის მიკროსკოპულ კუნთებს, მეორეს მხრივ კი, 3000-დან 8000ჰც და მეტი სიხშირის ბგერები იწვევენ განსაკუთრებით მაღალ რეზონანსს თავის ტვინის ქერქში, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას და ასტიმულირებს აზროვნებას.
ბევრი ფსიქოთერაპევტი იყენებს მუსიკას რიგი დაავადებების კომპლექსური და ინტენსიური მკურნალობის სქემებში. ზოგიერთი მათგანის დაკვირვებით, განსაკუთრებული ეფექტით ხასიათდება სიმებიან ინსტრუმენტებზე შესრულებული მუსიკა, წუთში 64 მეოთხედი ნოტით. ჩვენი გულის შეკუმშვათა რიტმი შეადგენს საშუალოდ 68-72 დარტყმას. ბახის, ჰენდელის, ვივალდისა და კორელის მუსიკა წუთში მხოლოდ 60 ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1473 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 5.0/2

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1278 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 5.0/2

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1164 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 5.0/1

კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1890 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 4.0/3

Copyright MyCorp © 2020