სუნთქვის უკმარისობა _ ეს არის არასათანადო რაოდენობით
ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმისათვის. იგი შეიძლება განვითარდეს: სასუნთქი
გზების ობსტრუქციის (უცხო სხეულით ან წყალში დახრჩობისას), ფილტვებში
აირთა ნორმალური ცვლის მოშლის (კვამლის შესუნთქვისას), სხვადასხვა
მდგომარეობების გამო ფილტვების ფუნქციის დარღვევის (მაგ. გულმკერდის არეში
შემავალი ჭრილობის არსებობისას და აქედან გამომდინარე ფილტვის
შეჭმუხვნისას) დროს. სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოწვეული იყოს
ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (მაგ. ბრონქული ასთმის დროს), სტრესული
მდგომარეობის (ჰიპერვენტილაციური სინდრომი) ან სხვადასხვა ინფექციური
დაავადებების (მაგ. კრუპი) დროს სუნთქვის პროცესის დარღვევის გამო.
სუნთქვის უკმარისობის განვითარების დროს ორგანიზმში
ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) იწვევს სიცოცხლისათვის საშიში
მდგომარეობის განვითარებას, ამიტომ აუცილებელია პირველი დახმარების
დროულად გაწევა.
ჰიპოქსიის ნიშნებია:
· სუნთქვის გახშირება, მისი სიღრმისა და რიტმის შეცვლით;
· აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა (ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის გამო);
...
გააგრძელე კითხვა »
|
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა
ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად გვხვდება მდედრობითი სქესის
წარმომადგენლებში. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია შეიხედოთ ნებისმიერი
ოფისის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. ექიმების აზრით, მოწევა განსაკუთრებით
საზიანოა ქალებისთვის. იტალიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ
სიგარეტის მუდმივი მოხმარება პირდაპირი გზით აისახება ქალების სახის კანზე
და ამას ვერ შველის ვერანაირი კოსმეტიკა. რომის დერმატოლოგიური
ინსტიტუტის ექიმებმა გამოიკვლიეს კავშირი მოწევასა და აკნეს –
ფერისმჭამელების გამონაყარს შორის. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის გამონაყარი
დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. მაგრამ ნიკოტინმა შესაძლოა
მოზრდილობის ასაკშიც გამოიწვიოს უსიამოვნო გამონაყარი სახეზე. ამასთან,
ქალებში ასეთი გამონაყარის განვითარება უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. გამოკვლეული
მწეველი ქალების 40%-ს აღმოაჩნდა ფერისმჭამელები სახეზე, ხოლო არამწეველი
ქალების მხოლოდ 10%-ში შეინიშნებოდა ასეთი გამონაყარი. აღსანიშნავია, რომ
ნიკოტინი აკნეს არაანთებით ფორმას იწვევს. კვლევის შედეგად დადგინდა,
რომ ყოველივე ამის მიზეზს კანის მიერ ვიტამინი E-ს არასაკმარისი
რაოდენობით გამომუშავება წარმოადგენს – მწეველებში ის ორჯერ ნაკლები
რაოდენობით სინთეზირდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ
ზემოხსენებული საფრთხე დააფიქრებს ყველაზე ჯიუტ მწეველ ქალებსაც კი და ეს
გახდება მათთვის სტიმული, რომ თავი დაანებონ მოწევას. თუმცა სკეპტიკოსების
აზრით, ძლიერი მწეველებისთვის არც ამას ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან
სუსტი სქესის წარმომადგენლების უმეტეს
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 1562 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
კრიოთერაპია არის სიცივით მკურნალობა. იგი მოიცავს კრიომეთოდების
კომპლექსს, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში.
კრიოსაუნა - არის ზოგადი კრიოთერაპიის ნაირსახეობა. იგი ტარდება სპეციალურ
კრიოკამერაში, რომელშიც ხდება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება ადამიანის
ორგანიზმზე.
აღნიშნული პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის
დამცველობითი ძალების გააქტიურებას ტემპერატურული სტრესით, რომელსაც
ადამიანი განიცდის 3 წუთის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე ცივდება კანის
მხოლოდ ზედა შრე, სადაც განლაგებულია სითბოს რეცეპტორები. ინტენსიური
თბოგაცვლის გამო ადამიანი კარგავს კალორიების მნიშვნელოვან რაოდენობას,
ამიტომ კრიოსაუნა ითვლება გახდომის საუკეთესო საშუალებად.
მკვეთრად
გამოხატული კოსმეტიკური ეფექტის გარდა (პროცედურის დროს ხდება კანის
კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს კანის საფარველის
განახლებას), კრიოსაუნა ასტიმულირებს გულისა და შინაგანი ორგანოების
მუშაობას, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას. კრიოსაუნა დადებითად
მოქმედებს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონზე, რაც გამოიხატება პროცედურების
ძლიერ გამაახალგაზრდავებელ ეფექტში.
ორგანიზმის იმუნური პასუხი
ზოგად კრიოთერაპიაზე უტოლდება ორ-სამ წლიან რეგულარულ გაკაჟებას. ზოგადი
კრიოსაუნა გამოიყენება ფართო დერმატოლოგიური პრობლემებისას, როცა
გაძნელებულია ლოკალური კრიომეთოდების გამოყენება. კრიოსაუნა დადებითად
მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ ფონზე: ამცირებს დაღლილობის
გრძნობას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უწყობს დარდის შემცირებას.
კრიოსაუნაში რამდენიმე სეანსის შემდეგ შეგიძლია
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 2011 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის აუცილებელია. მშრალ კანს განსაკუთრებით
რგებს დამარბილებელი, დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რომლებიც
მას ვიტამინებისა და ლიპიდების (ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში
ეხმარება. სპეციალისტები ხშირად ზეთოვან ნიღბებსაც გვირჩევენ. ზეთის
ნიღაბი: სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით მცენარეული ზეთი (უმჯობესია
ზეთისხილისა, ატმისა ან ნუშისა). უნიღბოდ მხოლოდ თვალები და ტუჩები
დაიტოვეთ. შემდეგ სახეზე კომპრესის ქაღალდი დაიფარეთ და პირსახოცით
შეიფუთეთ. 15 წუთში კანი ზეთის ნიღაბს თითქმის მთლიანად შეიწოვს, რის
შემდეგაც შეგიძლიათ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შეიმშრალოთ.
კვერცხის გულის, თაფლისა და ზეთის ნიღაბი: კვერცხის გული ერთ ჩაის კოვზ
თაფლსა და ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან (ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ
არაჟანი გამოიყენოთ) ერთად ათქვიფეთ, წაისვით სახეზე, 20-30 წუთით
დაიტოვეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბი გამოაცოხლებს და ნათელ
ფერს მისცემს კანს.

კვერცხის ნიღაბი: ერთი კვერცხი კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. 10 -15
წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამობანეთ და მკვებავი კრემი გადაისვით.
ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ: რაკი მშრალ კანს ნაოჭების გაჩენისკენ აქვს
მიდრეკილება, გვინდა შემოგთავაზოთ ნიღაბი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო
პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. 30 გრამი ფუტკრის ცხელი ცვილი, 30
გრამი თაფლი და 30 გრამი ხახვის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ფაიფურის
ჯამში კარგად ათქვიფეთ. ოდნავ რომ შეგრილდე
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 1930 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 4.0/2
|
გამწმენდი საშუალებები
ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს წ ვ ე ნ ი წურავენ ფორთოხლის წვენს, ასველებენ ბამბის ტამპონს და იწმენდენ სახეს, ყელსა და მკერდს. 1-2 საათის შემდეგ იბანენ ცივი წყლით.
მ ა ნ დ ა რ ი ნ ი მანდარინის
ქერქს ასხამენ ცივ, ანადუღარ წყალს, აჩერებენ 1 დღე-ღამე, შემდეგ წურავენ.
მიღებულ ციტრუსის წყალს იყენებენ დილა-საღამოს სახის გასაწმენდად. ეს
საშუალება აცოცხლებს, აახალგაზრდავებს სახის კანს.
კ ი ტ რ ი ს ლ ო ს ი ო ნ ი ახალ
კიტრს ხეხავენ, ასხამენ თანაბარი რაოდენობის არაყს, აჩერებენ 2 კვირა და
წურავენ. გამოყენების წინ აზავებენ თანაბარი რაოდენობის ანადუღარი წყლით.
100 მლ მიღებულ ლოსიონს უმატებენ 1 ჩ.კ. გლიცერინს და იწმენდენ სახეს.
ვ ა რ დ ი ს ლ ო ს ი ო ნ ი ნახევარ
ჭიქა ვარდის მშრალ ფურცლებს ასხამენ მდუღარე წყალს ჭიქის შევსებამდე,
ახურებენ და აჩერებენ 1 დღე-ღამე. წურავენ და ამატებენ 200 მლ ნაყენზე 1
ს.კ. გლიცერინს. იწმენდენ სახეს დაბანის მაგივრად დილა-საღამოს.
ს ა ლ ბ ი კარგად
ასუფთავებს სახეს სალბის ფოთლების ნაყენი: 2 ს.კ. ფოთოლს ასხამენ 2 ჩაის
ჭიქა მდუღარეს, აციებენ და წურავენ. იწმენდენ სახეს იმდენჯერ, რამდენჯერაც
საჭირო იქნება ჭუჭყის მოშორება. არბილებს და ასუფთავებს კანს, ხსნის
გაღიზიანებას.
ნიღბები ნორმალური სახის კანისათვის
ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი ფორთოხალს ჭრიან ბრტყელ ნაჭრებად და იდებენ სახეზე. ეს ნიღაბი აცოცხლებს კანს და კვებავს ვიტამინებით.
მ კ ვ ე ბ ა ვ ი ნ ი ღ ა ბი კარგად
თქვეფენ კვერცხის გულს, უმატებენ თითო ჩ.კ. ყურძნის წვენს, მცენარეულ
ზეთსა და არაჟანს. შესასქელებლად უმატებენ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 1991 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 3.5/4
|
გამწმენდი საშუალებები
ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს ნ ა ყ ე ნ ე ბ ი დ ა ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი მშრალი
კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები
და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები. 2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი ს ა ხ ი ს კ ა ნ ი ს გ ა მ წ მ ე ნ დ ი ე მ უ ლ ს ი ა იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს. ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი მშრალი
სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ, კარგია მჟავე წყლის გადავლება (1 ჩ.კ.
ვაშლის ძმარს ან ლიმონის წვენს ხსნიან 0,5 ჭ წყალში). სასურველია საპონი შეიცვალოს საპარსი ქაფით.
ტ უ ა ლ ე ტ ი ს წ ყ ა ლ ი *
2 ს.კ. ხორბლის მარცვალს ასხამენ 1 ჭიქა ძმარს ან თეთრ ღვინოს. აჩერებენ
3-5 დღე. წურავენ და ნაყენს უმატებენ 1 კვერცხის გულს. ამ სითხით ყოველ
საღამოს იწმენდენ მშრალ სახის კანს. * ფორთოხლის კანს ასხამენ მდუღარეს, აჩერებენ გაციებამდე, შემდეგ წურავენ. მიღებული ტუალეტის წყლით იწმენდენ სახეს დილა-საღამოს. *
1 ს.კ. მარწყვის ფაფას უმატებენ 1 ჭ ცივ მდუღარე წყალს, წურავენ რამდენიმე
ფენა მარლაში, უმატებენ 1/2 ჩაის კოვზ გლიცერინს. ასუფთავებს და კვებავს
მშრალ კანს.
მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა მშრალი კანის გასაწმენდად იყენებენ წყალში შერეულ მრავალძარღვას ცოცხალ წვენს. შეფარდებით 1:3.
გ ვ ი რ ი ლ ა მშრ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 1482 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
გამწმენდი საშუალებები
ლ ი მ ო ნ ი * ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით. * სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა 1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.
მ ა რ ი ლ ი ა ნ ი პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი თუ
ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია,
რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის
ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2
წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და
ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ
სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია
კვირაში 2-3-ჯერ.
ა ლ ო ე ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან
კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ
ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.
ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი *
ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7
დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს. ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროვებს ფორებსაც. * მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.
ნიღბები ცხიმიანი კანისათვის
ს ტ ა ფ ი ლ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 2471 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
ცხიმიანი კანი
ცხიმიანი კანი
სქელი, მკვრივი, ხშირად ფერმკრთალია. ზედაპირზე კარგად ჩანს ფორები. კანის
ცხიმი გამომუშავდება ცხიმის ჯირკვლებში, ერევა ოფლს და წარმოქმნის კანის
ზედაპირზე დამცველ შრეს, რომელიც კანს იცავს გამოშრობისა და გარეგანი
ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანი ნელა ბერდება და გვიან ჩნდება
ნაოჭები, მაგრამ მტვერი, რომელიც ფორებში ხვდება, ერევა კანის ცხიმსა და
წარმოიქმნება "შავი წერტილები" - კომედონები. კანის მოუვლელობამ შეიძლება
დააუშნოოს სახე ფერიმჭამელებით, ფურუნკულებითა და კანის სხვადასხვა
დაავადებებით.
შერეული ტიპის სახის კანი
განსაკუთრებით
ხშირად გვხვდება შერეული ტიპის სახის კანი. ცხიმიანი უბნებია - შუბლი,
ცხვირი და ნიკაპი. ასეთი სახის კანის მოვლას ჭირდება განსაკუთრებული ცოდნა
და ყურადღება. მისი ცალკეული უბანი საჭიროებს განსხვავებულ მოვლას.
მშრალი კანი
მშრალი
კანი თხელი და ნაზია. ის სწრაფად ბერდება, ნაოჭები ადრეულ ასაკშივე
ჩნდება. ასეთი კანი მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების
მიმართ. კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმის ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის
ზედაპირიდან სითხის გაძლიერებული აორთქლება, რაც გამოწვეულია არასწორი
კვებით. თუ ამას ემატება არასწორი მოვლაც, კანი უსიამოვნო შესახედავი
ხდება. კარგავს ელასტიურობას, მოდუნებული, აქერცლილი, დანაოჭებული და
გაღიზიანებულია.
კატეგორია: კოსმეტოლოგია |
დათვალიერება: 1341 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
ჩიკაგოს უნივერსიტეტის
პროფესორის ევა ვან კაუტერის (Eve Van Cauter) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა
დაადასტურა, რომ უძილობა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ჰორმონალურ
ბალანსზე. ძილის საათების რეგულარული შემცირება გავლენას ახდენს
ლეპტინისა და გრელინის თანაფარდობაზე. ლეპტინი “ატყობინებს“ ორგანიზმს,
რომ ტვინი არ საჭიროებს მეტი რაოდენობით საკვებს, ხოლო გრელინი პირიქით –
აძლიერებს შიმშილის გრძნობას. კვლევების მიმდინარეობის დროს
მონაწილეებს ეძინათ სულ 4 საათი ორი ღამის განმავლობაში. ამის შედეგად
ლეპტინის დონემ იკლო 18%–ით, ხოლო გრელინის დონემ მოიმატა 28%–ით. გარდა
ამისა, შემდეგი დღის განმავლობაში ცდების მონაწილეებს აღენიშნებოდათ
ტენდენცია ტკბილი და სახამებლის შემცველი საკვებისადმი. ევა ვან კაუტერის
თქმით, არასაკმარისი ძილით შეწუხებული ტვინი კვებისათვის “ეძებს” მარტივ
ნახშირწყლებს. როგორც ირკვევა, სტატისტიკურად ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ძინავთ, შედარებით მეტი წონისანი არიან.
კატეგორია: დიეტოლოგია |
დათვალიერება: 1411 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
კატეგორია: ჯანსაღი კვება |
დათვალიერება: 1733 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
არსებობს 100-მდე მინერალური ნივთიერება, რომელთაგან 20 ადამიანის
ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. ზუსტი რიცხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ
ისინი ბავშვს ძალიან რომ სჭირდება, ყველა მშობელმა იცის. “ვაშლში რკინაა”,
“რძე კალციუმითაა მდიდარი”, – ამგვარი ჭეშმარიტებანი ყველა დედიკოს ახსოვს
და აქტიურადაც იყენებს. მოდი, თვალი გადავავლოთ მინერალური
ნივთიერებების ჩამონათვალს, გავარკვიოთ, სად შეიძლება მათი პოვნა, რკინასა
და მისი დეფიციტით განპირობებულ ანემიაზე კი გაცილებით ვრცლად გესაუბრებით.
მაგნიუმი
ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვის საჭირო ფერმენტების
შემადგენლობაში შედის. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი
და შარდმდენი მოქმედება აქვს. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Mg-ს
დღიური ნორმა 140 მგ-ია, 4-დან 6 წლამდე – 220, 7-დან 10 წლამდე – 300,
ხოლო 11-13 წლის ასაკისთვის – 400 მგ. მაგნიუმით მდიდარია მცენარეული
სურსათი, განსაკუთრებით – ქატო, სოიის ფქვილი, ტკბილი ნუში, ნიგოზი,
ბარდა, ხორბალი, გარგარი, თეთრთავა კომბოსტო. კალიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისთვის. კალიუმი
უხვადაა გარგარის ჩირში (კურაგაში), ლეღვში, ფორთოხალში, მანდარინში,
კარტოფილში (500 გ კარტოფილი კალიუმის დღიურ მოთხოვნილებას მთლიანად
აკმაყოფილებს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, ნუ ეტყვიან პატარებს უარს
შემწვარი კარტოფილის მომზადებაზე). K-ით მდიდარია ასკილი, შავი მოცხარი,
მარწყვი, საზამთრო, ნესვი, სოია, ალუჩა, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო,
თხილი, ნიგოზი, ოხრახუში, ქიშმიში, ქლიავი, ჭვავის პური და შვრია. კალც
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება |
დათვალიერება: 1842 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
A ვიტამინი (რეტინოლი)
მდიდარია:თევზის
ქონი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. რეტინოლს
ბეტა-კაროტინის (A ვიტამინის წინამორბედის) სახით შეიცავს სტაფილო,
ბულგარული და ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა, პომიდორი, სხვადასხვა ჯიშის
კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები (სოია, ბარდა), ატამი, გარგარი, ვაშლი,
ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი. დეფიციტის დროს თავს იჩენს
მხედველობის პრობლემები: მხედველობის გაუარესება შებინდებისას,
ახლომხედველობა, თვალების იოლი დაღლა; უხეშდება კანი, სუსტდება იმუნიტეტი.
B1 ვიტამინი
მდიდარია:
ხორბალი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, დაუმუშავებელი ბრინჯი, ქერი, ღორის
ხორცი, პარკოსნები, კარტოფილი, ღვიძლი, ლუდის საფუარი, რძე, კვერცხი. დეფიციტის
დროს თავს იჩენს: იოლად დაღლა, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია,
კონცენტრაციის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში,
გულისრევა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, ყაბზობა.
B2 ვიტამინი (რიბოფლ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება |
დათვალიერება: 2641 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
A-ვიტამინი ანტიმჟანგავია და კარგია მხედველობისთვის; B1-აადვილებს მეტაბოლიზმს,კარგია ნერვებისა და კუნთებისთვის; B2-აადვილებს ენერგეტიკულ ელემენტების ასიმილაციას,რომლებსაც საკვები შეიცავს.კარგია ლორწოვანი გარსისთვის; B3-კარგია ლორწოვანი გარსისა და კანისთვის; B5-ანტისტრესული და ენერგეტიკული ვიტამინია.ის ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას,გვიცავს ალერგიისა და მაღალი წნევისგან; B6-კარგია ნერვებისთვის,ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას; B8-შესანიშნავია კანის,თმისა და ნერვებისთვის,აწესრიგებს ლიპიდების მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს მადას; B9-აწესრიგებს ნერვულ სისტემას; B12-ხელს უწყობს ზრდას; C-ანტიმჟანგავია,ასევე
ანტისტრესული.აადვილებს რკინის შეთვისებას და შეხორცების პროცესს.სტიმულს
აძლევს იმუნურ სისტემას და არეგულირებს ქოლესტერინს; E-ანტიმჟანგავი ვიტამინია.კარგია სისხლისთვის,კუნთებისა და ნერვებისთვის. K-კარგია ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის.
კატეგორია: საინტერესო |
დათვალიერება: 1443 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა |
დათვალიერება: 1615 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
რძეში და რძის პროდუქტებში Ca-ის გარდა უხვად არის სხვა მინერალებიც: ფოსფორი, სპილენძი, თუთია...
ვიტამინებიდან კი მის შემადგენლობაში შედის: A, B1, B2, B5, B12, D, K...
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ვიტამინები და მინერალები სხვა პროდუქტების
შემადგენლობაშიც შედის. მაგ: Ca უამრავ პროდუქტშია, მაგრამ ყველაზე იოლად
მაინც რძის ნაწარმიდან შეითვისება (კალციუმის
შეთვისებაში კი D ვიტამინი მონაწილეობს). დღიური მოთხოვნილების
დაკმაყოფილებისთვის საკმარისია ნახევარი ლიტრი რძე ან 100 გრამი ყველი.
გარდა რძის პროდუქტებისა, კალციუმს უხვად შეიცავს ლობიო, სიოა, ოხრახუში, ხახვი, გარგარის ჩირი, ვაშლი, ტკბილი ნუში, კვერცხის გული.
კატეგორია: ჯანსაღი კვება |
დათვალიერება: 2210 |
თარიღი: 26.02.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
|