მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 21
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი  და ასაკი, ვერც მატერიალური მდგომარეობა თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას.

ამიტომაც გვსურს, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და ამასთანავე გაგაცნოთ აღკვეთის სინდრომის მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპი - დეტოქსიკაცია. საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით მივმართეთ კლინიკა
"ბემონის" ექიმს, ნარკოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ლადო ჩანტლაძეს.

 

- ბატონო ლადო, რომელი ნარკოტიკებია გავრცელებული ამჟამად საქართველოში?

- უმთავრესად - ჰეროინი, სუბუტექსი, მეტადონი. ბოლო დროს ასევე ხშირად მოიხმარენ კუსტარულ სტიმულატორებს, კერძოდ, ვინტსა და ჯეფს. შეინიშნება ანტიდეპრესანტების ბოროტად გამოყენებაც, თუმცა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში.

 

- მოდი, მოკლედ დავახასიათოთ თითოეული საშუალება და მათი მკურნალობის პირველ ეტაპზე - დეტოქსიკაციაზეც ვისაუბროთ.

- საკითხს სხვაგვარად თუ მივუდგებით, მკურნალობის პირველ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ თავად პაც ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1651 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ორი მთავარი პარადოქსი
არც ერთი მეთოდი არ გამოდგება, თუ ადამიანმა თვითონ არ მოისურვა მოწევისთვის თავის დანებებაო, ირწმუნებიან სპეციალისტები. არამწეველები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, მავნე ჩვევის ტყვეები კი ღიზიანდებიან და ამბობენ: "დიახ, გვინდა! გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია!" ისინი არ ცრუობენ - სიგარეტის მიტოვება ნამდვილად სურთ. მოტივაციის უქონლობა შეიძლება ვუსაყვედუროთ მხოლოდ მოზარდებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მოწევა. სიგარეტის ტყვეს კარგად ესმის, რამდენად ბრიყვული, უგუნური და საზიანოა მისი საქციელი, მაგრამ ვერ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნარკოლოგები ამტკიცებენ, თამბაქო იწვევს უფრო სუსტ ფიზიკურ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ასეთია პირველი პარადოქსი.
არსებობს თამბაქოს ტყვეობიდან თავის დასაღწევი უამრავი საშუალება, მაგრამ ძირითადია სამი მიმართულება: ფსიქოთერაპია, რეფლექსოთერაპია და მედიკამენტური თერაპია. მათი ერთმანეთთან შედარება და ყველაზე ეფექტურის გამოყოფა შეუძლებელია. არც მეცნიერები ცდილობენ ამის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სიგარეტისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალური ხასიათისაა. მეთოდი, რომელიც გამოადგება ერთს, სრულიად გამოუსადეგარია მეორისთვის.

გადააგდე სიგარეტი!
მოწევისთვის თავის დანებების ყველა ხერხი ორ ძირითად პრინციპამდე დაიყვანება: ერთბაშად და თანდათან. რომელი სჯობს? ერთმნიშვნელოვნად პირველი. თუ მიტოვებაა, მიტოვება იყოს! სიგარეტის რაოდენობის შემცირებით მხოლოდ გავაჭიანურებთ დასასრულს. მოსაზრება, თითქ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1153 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

 ჯადოსნური სიტყვა

მოწევაზე უარის თქმის უამრავი საშუალება არსებობს. სხვა საქმეა, თანაბრად მისაღებია თუ არა ისინი ყველასთვის. ჯადოსნურ სიტყვას ეძებენ ჰიპნოზიორები და ფსიქოთერაპევტები, 25-ე კადრის თეორიის მომხრეები და თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების იდეოლოგები... ისინი ცდილობენ, ამა თუ იმ ფორმით შთააგონონ ადამიანს, რომ მას მოწევა არ სურს, რომ შესანიშნავად შეუძლია, იცხოვროს სიგარეტის გარეშე, რომ თამბაქოს სუნიც კი ეზიზღება.

ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა წიგნები, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია ალენ კარის ”სიგარეტის გადაგდების იოლი გზა”. ამ წიგნის საოცარი პოპულარობის მიზეზი გაუგებარია, მის ავტორს ამერიკა არ აღმოუჩენია. უბრალოდ, კარმა, გამოუსწორებელმა მწეველმა, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეძლო მოწევისთვის თავის დანებება, ეს ყველაფერი მწეველთათვის გასაგებ ენაზე აღწერა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ თვითშთაგონების უნარი, ეს წიგნი მართლაც დაეხმარა, თუმცა თვით ბესტსელერის ავტორი 2006 წლის დეკემბერში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
ვის არ ვურჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას: მათ, ვინც შთაგონებას არ ექვემდებარება. ისინი უბრალოდ ვერ შევლენ იმ მდგომარეობაში, რომელიც ექიმს სჭირდება. მაშინაც კი, როცა ადამიანი ადვილად ემორჩილება ჰიპნოზს, ამ მეთოდმა შესაძლოა არ გაჭრას. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერ დონეზე არ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ, მოატყუონ, განწყობა შეუქმნან. ჰიპნოზიორმა (წიგნის წაკითხვაც ჰიპნოზის თავისებური ნაირსახეობაა) რომც შეძლოს ჰიპნოზუ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1218 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა ბევრ მათგანს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან ღრმად ჩვენში ზის მტკიცე რწმენა: "ამის გაკეთება არ შემიძლია!" "მეშინია!"...

რა და ვინ დგას ამის უკან? მაინც საიდან მოდის ეს ნეგატიურის მოლოდინი? ფსიქოლოგები დარწმუ-ნებულნი არიან, რომ ამის წინაპირობები შორეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, ყველაფერი ეს მშობლი-ური ოჯახიდან მოდის. ამიტომ, ყოველთვის, როცა წარმოვთქვამთ მაგიურ ფრაზას "მეშინია" ან "არ შემიძლია", ყური მივუგდოთ ჩვენს შინაგან ხმას, საიდან მოდის, ვისი ხმა ჩაგვესმის. იქნებ ეს დედის ხმაა, რომელიც არ ცდილობდა, ჩვენში ბავშვობიდანვე გამოემუშავებინა და წაეხალისებინა დამოუკიდებლობის გრძნობა?! გავიხსენოთ, ის ყოველთვის ჩვენს ნაცვლად აკეთებდა ყველაფერს. რეალურად ჩვენც შეგვე-ძლო ჩვენით გაკეთება, მაგრამ ხელს გვიშლიდა ამაში! სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებაში შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება, რაც ხელს უწყობს გარკვეული კომპლექსების, განსაკუთრებით კი არასრულფა-სოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას. "არ შემიძლია" - ამ ფრაზის უკან  ყოველთვის დგას წარსულის კონკრეტული ეპიზოდი. შევეცადოთ აღვიდგინოთ მეხსიერებაში წარსული უმცირეს წვრილმანებამდე: ბგერები, სუნი, სახეები და გარშემო მყოფთა ქცევები. შევეცადოთ ცნობიერებაში "დაკონსერვებული" ეს გამოცდილება ხელახლა განვიცადოთ. რისთვის? იმისათვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა, სი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1498 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობის სქემაში კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. ბევრს ჰგონია, რომ დიეტას იცავს, მაგრამ გამოკითხვისას აღმოჩნდება, რომ ამ საკითხში არც ისე გათვითცნობიერებულია.


დიაბეტიანს ეკრძალება ნახშირწყლები (მაგრამ არა ყოველგვარი), ცხიმები, ზოგ შემთხვევაში - ცილებიც.
ნახშირწყლები სხვადასხვანაირია. მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად შეიწოვს. ამის გამო მათ სწრაფ შაქრებსაც უწოდებენ. ესენია: ჩვეულებრივი შაქარი (საქაროზა), ხილის შაქარი (ფრუქტოზა), რძის შაქარი (ლაქტოზა), ყურძნის შაქარი (გლუკოზა), ალაოს შაქარი (მალტოზა). მათ შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები. სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ დიაბეტიანებს.
შედარებით რთული ნახშირწყლებია საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა. ორგანიზმი მათაც შეიწოვს, მაგრამ შედარებით ნელა, ამიტომ მათ ნელ ნახშირწყლებს უწოდებენ. მათ შეიცავს მარცვლეულის ყოველგვარი პროდუქტი: პური, მაკარონი, მჭადი, ასევე - კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული რაოდენობით.
კიდევ რთული ნახშირწყლებია სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზა. არსებობს ისეთი ნახშირწყლებიც, რომლებსაც ორგანიზმი საერთოდ არ შეიწოვს. ასეთია, მაგალითად, უჯრედისი. ის ნაწლავებში იჯირჯვება და დანაყრების შეგრძნებას ქმნის. ამ ტიპის ნახშირწყლებს შეიცავს ბოსტნეული, მწვანილი, ხილი (მაგრამ ტკბილი ხილი - ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, თუთა, ბალი - აკრძალულია), კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), დაცეხვილ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ენდოკრინოლოგია | დათვალიერება: 4766 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 3.7/3

- ფარისებრი ჯირკვალი, მისი მცირე ზომის მიუხედავად, ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა. მას უნიკალური როლი ეკისრება ორგანიზმის ზრდა-განვითარებასა და რეპროდუქციაში. ეს პატარა ორგანო სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მსხვერპლად შეიძლება იქცეს. ამდენად, თქვენს შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომელთა დროსაც ოპერაციული მკურნალობა მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ზოგიერთი პათოლოგიის დროს ოპერაციული ჩარევა სულაც არ არის მიზანშეწონილი.

- როდის არის აუცილებელი ოპერაციული მკურნალობა?

- როგორც აღვნიშნეთ, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია. ამ პათოლოგიებს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნები. ვგულისხმობ როგორც ავთვისებიან, ისე კეთილთვისებიან პროცესებს. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს დროული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია აუტოიმუნური თირეოიდიტის იმ შემთხვევებში, როცა ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნი ჩნდება. აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის იმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი აგრესიას იჩენს საკუთარი ქსოვილებისადმი და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის მიმართ.

სამწუხაროდ, ბოლო წლების სინამდვილიდან გამომდინარე, ჩვენი მკ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ენდოკრინოლოგია | დათვალიერება: 2723 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 4.1/9

 - გულის რიტმის დარღვევას არიტმიას უწოდებენ. არითმიისას ირღვევა გულის შეკუმშვათა სიხშირე, ძალა და თანამიმდევრობა. არიტმიის მიზეზი გულის კუნთის გამტარი სისტემის ფუნქციური ან ანატომიური ცვლილებებია. ზოგადად გულის კუნთის ავტომატურად შეკუმშვის უზრუნველყოფა ხდება წინაგულში მდებარე ელექტროაქტიურ უბანში ე.წ. სინუსურ კვანძში წარმოქმნილი იმპულსით, რომელიც გულის გამტარი სისტემით ვრცელდება გულის კუნთის ყველა უბნისაკენ და იწვევს გულის შეკუმშვას. როცა ამ იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების პროცესი რაიმე მიზეზით ირღვევა, სწორედ მაშინ ხდება გულის რიტმის დარღვევაც. იმპულსის წარმოქმნის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გულის კუნთშიც (გულის კუნთის ორგანული პათოლოგიების დროს) და მის გარეთაც (ენდოკრინული დაავადებების, ნერვული პათოლოგიების დროს). 
ყველაზე ხშირია ე.წ. სინუსური არიტმიები: სინუსური ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია და პაროქსიზმული ტაქიკარდია. არცთუ იშვიათად გვხვდება ექსტრასისტოლური არიტმია (გულის ნაადრევი შეკუმშვა ნაადრევადვი განვითარებული იმპულსის საპასუხოდ), მოციმციმე არიტმია (მას ახასიათებს წინაგულების ფიბრილაცია და პარკუჭების უწესრიგო შეკუმშვა). არიტმიის თითოეული ფორმის დროს მისი გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები განსხვავებულია.
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2100 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2

Copyright MyCorp © 2020