მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16
მათთვის, ვისაც ხშირად უწევს დიეტაზე ყოფნა, ძალიან კარგადაა ცნობილი შიმშილისაგან გამოწვეული სპაზმები და მუცლის ხმაური. საყვარელი ნუგბარი – ჩიფსები, თხილი, კაკალი, ორცხობილა –ყველაზე შორეულ ადგილასაა შენახული. როგორ გაუმკლავდეთ შიმშილის გრძნობას, ისე, რომ დიეტა არ დაარღვიოთ?

მოამზადეთ კარტოფილის სალათი

კარტოფილი სულაც არ არის საშიში მათთვის, ვისაც გახდომა უნდა. იგი შეიცავს სახამებელს, რომელიც, მოხვდება რა მომნელებელ სისტემაში, ორგანიზმზე მოქმედებს როგორც უჯრედისი, ხელს უწყობს შაქრის დონის შენარჩუნებას სისხლში და ამცირებს ცხოველური ცხიმების ფენას. ცივი კარტოფილი აორმაგებს სახამებლის სასარგებლო თვისებებს. 

ისაუზმეთ

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საუზმე ხელს უშლის გასუქებას. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც საუზმეზე უარს არ არმბობენ, საბოლოოდ 5%–ით ნაკლებ კალორიას ითვისებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც არ საუზმობენ. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ საუზმე ნოყიერი იყოს: "ჰერკულესის" ფაფა, ხილი და დაბალკალორიული იოგურტები ავსებენ კუჭს და შიმშილის გრძნობას არ აძლევენ გამოჩენის საშუალებას სადილობამდე. 

გამოიყენეთ ბლენდერი

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თხელი საკვები უკეთ ავსებს კუჭს და უფრო სწრაფად იწვევს ნაყროვანების გრძნობას. დამტკიცებულია, რომ ბლენდერში ორჯერ უფრო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 1810 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესის მიმდინარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვიღებთ და კვების რეჟიმზე. ყველა ცოცხალი ორგანიზმი განუწყვეტლივ ხარჯავს მასში მოხვედრილ საკვებ ნივთიერებებს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხეულში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დროს იჟანგება, რის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიასაც ორგანიზმი გეგმაზომიერად ახმარს სხვადასხვა მიზანს. კერძოდ, ეს ენერგია ხმარდება სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, შინაგანი ორგანოების (გულის, სასუნთქი აპარატის, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი კი ფიზიკური შრომისას იხარჯება.

საკვები სარგებლობის მომტანი რომ იყოს, აუცილებელია, მასში ოპტიმალურად ეფარდებოდეს ერთმანეთს მთავარი საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, რომელთა გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია.

ცილები
ცილა უჯრედების საშენი ძირითადი მასალაა. მისი უკმარისობა აფერხებს სხეულის ზრდასა და განვითარებას, ფორმას უცვლის თმასა და ფრჩხილებს, აუარესებს კანის შესახედაობას. ცილებით მდიდარი საკვებია ხორცი (ქათმის, საქონლის, ცხვრის, კურდღლის, ინდაურის, ღორის), რძის პროდუქტები, პარკოსნები. ცილებით მდიდარ საკვებს ყველაზე უკეთ ეთვისება წვნიანი ხილი და ბოსტნეული, ნაკლებად - ნახშირწყლებითა და სახამებლით მდიდარი პროდუქტი, ცუდად - ჭარხალი, თალგამი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულის ფაფა.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 1920 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

რსებობს სეზონური უსიამოვნებებისგან თავის დაცვის რამდენიმე ხერხი: შეგიძლიათ, მიბრძანდეთ უახლოეს აფთიაქში და შეიძინოთ ოქსოლინის მალამო, ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან ყურად იღოთ წინაპართა რჩევა და ორგანიზმი სწორი კვების მეშვეობით გაიჯანსაღოთ. სპეციალური დიეტა ყინვის გაძლებაშიც დაგვეხმარება და რამდენიმე ზედმეტ კილოგრამსაც გაუმკლავდება. დიეტის ხანგრძლივობა 7-14 დღეა.

როგორია დიეტის არსი?
ზამთრის დიეტის აუცილებელი კომპონენტია სრულფასოვანი ცილები. მათში შედის ამინომჟავები, რომელთაგანაც იმუნოგლობულინები წარმოიქმნება,

ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, ორგანიზმის სენშეუვალობას უზრუნველყოფენ. თუ თქვენი ორგანიზ-მი მინიმალური ოდენობით იღებს ცილებს, დაცვით სისტემაში ხარვეზები ჩნდება და იქმნება ინფექციის შეჭრის საფრთხე. ეს რომ არ მოხდეს, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის 100 გ ცილა. მაშასადამე, თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, სოკო, სოია.

არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ცხიმებს, მედიცინის ენით რომ ვთქვათ, ლიპიდებს. ისინი იმუნური სისტემის საფუძველია. ლიმფოციტებისა და მაკროფაგების კედლები სწორედ მათგან შედგება. ამიტომ აუცილებელია, ზამთრის მენიუში ჩართოთ ცხოველური (ნაღების კარაქი) და მცენარეული (მზესუმზირის, შირბახტის, ზეითუნის, ნიგვზის, სოიის) ცხიმები. არ იდარდოთ ფიგურაზე, მთავარია, ცხიმის დღიური ულუფა 25-30 გრამს არ აღემატებოდ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 1723 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ადამიანის ჯანმრთელობისთვის თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ გვე-საუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოსა და პროფესიული მედიცინის
დეპარტამენტის პროფესორი დავით ზარნაძე:

- რომელი საკვები ნივთიერებების წყაროა თევზი?

- თევზი, უპირველეს ყოვლისა, ცხოველური ცილის წყაროა, თანაც ცხოველური ცილით მდიდარ სხვა პროდუქტებთან, მაგალითად, ქათმის ან საქონლის ხორცთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომი და იაფი. გარდა ამისა, თევზი მდიდარია მიკროელემენტებით, ვიტამინებით. დადგენილია, რომ 100 გრამ პროდუქტში ცილის შემცველობა, სახეობის შესაბამისად, 17-დან 31 გრამამდე მერყეობს, ცხიმებისა - 2-დან 19 გრამამდე, ენერგეტიკული ღირებულება კი 90-დან 150 კილოკალორიამდეა. 

- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თევზეული კვებითი ღრებულებით არ ჩამოუვარდება საქონლის ან ქათმის ხორცს?

- თევზეული და საქონლის ან ქათმის ხორცი განსხვავებული საკვები პროდუქტებია და მათი შედარება ცოტა არ იყოს უხერხულია. თითოეულ პროდუქტს თავისი ადგილი უკავია ბალანსირებული კვების რაციონში. თევზეული, როგორც აღვნიშნეთ, ცხოველური ცილების, ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების მნიშვნელოვანი წყაროა. თევზეულში და საქონლისა და ქათმის ხორცში ამ კომპო-ნენტების შემცველობა განსხვავებულია, თუმცა მათი უპირატესობის ან ტოლფასობის საკითხი არ განიხილება.< ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 2601 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 3.5/2

დანაწევრებული კვების ღირსებებზე დღეს ბევრს საუბრობენ, თუმცა ამ თეორიას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც არ აკლია. მაინც რას გულისხმობს დანაწევრებული კვება, რატომ არის ის ასე აქტუალური, რას ნიშნავს არათავსებადი პროდუქტები?

ცოტა რამ ისტორიიდან
საკვები პროდუქტების ურთიერთშეთავსების, რაციონალური შერწყმისა და, ამის კვალობაზე, სწორი კვების საკითხი ყველაზე სრულყოფილად შეისწავლა ამერიკელმა ექიმმა და პედაგოგმა, რამდენიმე მეცნიერების დოქტორმა ჰერბერტ შელტონმა. მანვე ჩაუყარა საფუძველი დანაწევრებული კვების თეორიას. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი "საკვები პროდუქტების მართებული შეთავსება".
მართალია, დანაწევრებული კვების პოპულარიზატორად პროფესორი შელტონია მიჩნეული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საკვებ პროდუქტთა შეთავსება-შეუთავსებლობის საკითხი ჯერ კიდევ ძველ რომში იყო აქტუალური. ძველი დროის გამოჩენილი ექიმი ცელსიუსი ამტკიცებდა, რომ კვებით რაციონში ყველა პროდუქტის შერწყმა და შეთავსება დაუშვებელია, რომ სხვადასხვა პროდუქტს გადამუშავება-მონელების სხვადასხვა სიჩქარე ახასიათებს და ორგანიზმში ერთად მოხვედრისას პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. მათი ცუდი მონელების შემთხვევაში ორგანიზმში შხამებიც კი წარმოიქმნება. ცელსიუსი მიუთითებდა, რომ მარილიანი, შებოლილი, ტკბილი და ცხიმიანი საკვების ერთდროულად მიღებისას სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მარტო საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს. ის დაუშვებლად მიიჩნევდა რძის, თაფლის, ღვინის, ყურძნის, ყველის, ხორცის, თევზისა და სხვა არათავსებადი პროდუქტების ერთა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დიეტოლოგია | დათვალიერება: 1813 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2

სისხლდენა ყველაზე ხშირად ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პათოლოგიები, პულპიტი, გინგივიტი (ღრძილის ანთება), პარო-დონტიტი (ანთება, რომელიც მოიცავს ღრძილს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს, დუღაბს და პერიოდონტს). ხშირია კბილის ამოღების შემდგომი სისხლდენაც.


- პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა ახასიათებს სხივურ სტომატიტს, როდესაც ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპიისას ძლიერი სხივური ეფექტის გამო სიმსი-ვნურ ქსოვილებთან ერთად მთელი ორგანიზმი ან მისი ცალკეული ნაწილები, მათ შორის - პირის ღრუს ჯანსაღი ქსოვილებიც განიცდიან მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებას. იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა და სუსტდება შემაერთებელი ქსოვილის ბარიერული ფუნქცია, ითრგუნება რეგენე-რაციული პროცესი. სისხლძარღვებისა და სისხლის შემადგენლობის ცვლილებათა ფონზე პირის ღრუს ლორწოვან გარსში ჩნდება სისხლჩაქცევები და იწყება ძლიერი სისხლდენა, ხოლო ღრძილის კიდე ზიან-დება და კვდება.

სისხლდენა დამახასიათებელია პულპიტების ვიტალური ექსტირპაციით მკურნალობისთვისაც. კბილის ღრუდან დევიტალიზაციის (ნერვის წინასწარი მოკვლის) გარეშე, ანესთეზიის ფონზე ხდება ცოცხალი პულპის ამოკვეთა. ამ დროს გარდაუვალია პერიოდონტისა და პულპის სისხლძარღვების დაზიანება, რასაც შესაძლოა სისხლდენა მოჰყვეს. სისხლდენის შესაჩერებლად და შემდგომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად სისხ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 2325 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

სადღეისოდ სოკოს ასი ათასამდე სახეობაა ცნობილი. ისინი ფართოდ არიან გავრცელებულნი ჩვენს გარშემო და შუალედური ადგილი უკავიათ მცენარეებსა და ბაქტერიებს შორის.
სოკოებს, მცენარეებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების სინთეზი, რადგან არ გააჩნიათ ქლოროფილი - მწვანე პიგმენტი. ისინი მზა ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან.
სოკო-საპროფიტები საზრდოობენ ხრწნადი ნივთიერებებით და ბუნების ერთგვარი სანიტრების როლს ასრულებენ.

 მათ შორის ყველაზე ცნობილი ქუდიანი სოკოები ნიადაგის წარმოქმნაში მონაწილეობენ. არსებობს მათი 150 სახეობა. უმრავლესობა საკვებად ვარგისია, მაგრამ არსებობენ შხამიანი სახეობებიც. სოკოთი მოწამვლას მიცეტიზმი ეწოდება. ამ მდგომარეობას სპეციალურ სამედიცინო ცენტრებში, ტოქსიკოლოგიურ ცენტრებსა და განყოფილებებში მკურნალობენ. ყოველი სოკოსთვის განსხვავებული შხამსაწინააღმდეგო ნივთიერების შეყვანაა საჭირო.
სოკო-პარაზიტები ცოცხალი ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან. ისინი იწვევენ მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის დაავადებებს.
სოკოს ზოგიერთ სახეობას მრეწველობის ამა თუ იმ დარგში - პურის, ლუდის, ღვინის, ყველის წარმოებაში, ფარმაკოლოგიაში (მაგალითად, ანტიბიოტიკების, ფერმენტებისა და ვიტამინების წარმოებაში) იყენებენ. ასეთი სოკოები დაავადებებს არ იწვევენ, მეტიც - ადამიანისთვის სასარგებლო ქიმიურ ნაერთებს წარმოქმნიან.

სოკო-პარაზიტები და მათით გამოწვეული დაავადებები
ადამიანისთვის პათოგენურად ითვლება სოკოს მხოლოდ 100 სახეობა. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დერმატოლოგია | დათვალიერება: 9057 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.1/8

ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც რთული წარმოშობა აქვს: მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. გარეგნულად ის მხოლოდ კანისმიერი სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ კანის დაავადებად მიაჩნიათ. სინამდვილეში ფსორიაზი სისტემური დაავადებაა, რომელიც კანთან ერთად ორგანიზმის მთელ სისტემებს აზიანებს.


მკურნალობის სადღეისოდ არსებული ყველა მეთოდი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, მაგრამ არ კურნავს, თუმცა არსებობს ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად შეასუსტოს და გააქროს კიდეც დაავადების ნიშნები. ეს საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია. თავი არიდეთ ნერვულ გადაძაბვას, თავი დაანებეთ მოწევასა და სმას, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოიწესრიგეთ სქესობრივი ცხოვრება და, რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ გამოჯანმრთელების იმედი.

კვება
ფსორიაზის დროს დიეტის მთავარი მიზანი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაა. დიეტა ყოველთვის ინიშნება მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად როგორც დაავადების მწვავე ფაზაში, ასევე შესაძლო გამწვავების (გაზაფხული-შემოდგომა) დროსაც. გამწვავების სტადიაში დიეტა 2-3 კვირას გრძელდება. ის წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ზოგავს ღვიძლსა და ნაწლავებს.
რაციონი უნდა შეიცავდეს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს, ხოლო ცხიმების წილი მასში შემცირდეს.
სრულფასოვანი ცილებით მდიდარია რძის ნაწარმი (ყველაზე მეტად - ხაჭო), ვიტამინებით - ხილი, ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დერმატოლოგია | დათვალიერება: 4015 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 3.5/2

მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა. მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული (სულ ცნობილია ამ ვირუსის 60-ზე მეტი სახეობა). მეჭეჭი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, უმეტესად კი ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება.


მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ლოკალიზაციაზე (ადგილმდებარეობაზე), ისე ტრავმატიზაციის დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის. დაავადების მიმდინარეობა, მეჭეჭების რაოდენობა სხვადასხვანაირია. არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ავთვისებიანად გარდაიქმნება, ამიტომ მეჭეჭები ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.

მეჭეჭის ტიპები
ჩვეულებრივი მეჭეჭები ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ყველაზე უფრო კეთილთვისებიანია. მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება ერთ სანტიმეტრს. საკმაოდ მკვრივი კონსისტენციისაა, აქვს მკვეთრი კონტურები და უსწორმასწორო ზედაპირი. უმეტესად მომრგვალოა, თუმცა გვხვდება უსწორმასწორო ფორმისაც. ფერიც სხვადასხვანაირი აქვს: მოყვითალო, ბაცი ნაცრისფერი, რუხი, მურა-წაბლა. ამ ტიპის მეჭეჭები სხეულის განსხვავებულ უბნებზე აღმოცენდება, ყველაზე ხშირად - ხელის თითებზე, იდაყვებზე, თავის თმით დაფარული უბნებზე.
ტერფის მეჭეჭები, ჩვეულებრივ, ტერფის ყველაზე ტრავმირებად უბანზე - ფეხისგულზე ჩნდება. მუდმივი ზეწოლის გამო ისინი ბრტყელდება და იფარება კანის გარქოვანებული შრით. ამ ტიპის მეჭეჭებთ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დერმატოლოგია | დათვალიერება: 1985 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.0/2

სახმო აპარატის დაზიანება ყველასთვის მტკივნეულია, მაგრამ მათთვის, ვისთვისაც ხორხი ”სამუშაო ორგანოა”, ეს კატასტროფას უდრის. საბედნიეროდ, მკურნალობის თანამედროვე ფონიატრიული მეთოდები ხმის აღდგენის საშუალებას იძლევა. ხმის ჩახლეჩა და დაკარგვა სახმო აპარატის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმებია.

ხმის დაკარგვა. ხმის დაკარგვის მიზეზი ყველაზე ხშირად მწვავე ლარინგიტი - გაციების, დიდი ოდენობით ცხელი ან ცივი საკვების, წყლის, აირთა ზემოქმედების, კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევების ჩასუნთქვის შედეგად განვითარებული ხორხის ანთებაა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ხმა რამდენიმე დღეში იბრუნებს ჩვეულებრივ ხმიანობას, ნებაზე მიშვებული მწვავე ლარინგიტი კი ქრონიკულ ფორმაში გადადის. ხანგრძლივად მიმდინარე სახმო იოგების ანთება და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება სახმო აპარატის კეთილთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ფიბრომები,  პოლიპები,  კისტები, კვანძოვანი წარმონაქმნები სახმო იოგების ერთმანეთთან მიახლოებას ართულებს და ხმა იკარგება.

ხმის შეცვლის მიზეზად შეიძლება იქცეს ზოგიერთი სხვა დაავადებაც, მათ შორის - ქრონიკული სურდო, ადენოიდები, ცხვირის პოლიპები, ცხვირის დანამატ წიაღთა დაავადებანი, ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ასევე მოქმედებს ხმის წარმომქმნელ აპარატზე.

ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს. ლაბილური ნერვული სისტემის პ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ყელი, ყური, ცხვირი | დათვალიერება: 2093 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.0/2

ცხვირის ტრავმა სახის ყველაზე გავრცელებული ტრავმული დაზიანებაა. განასხვავებენ ცხვირის ძვლების მოტეხილობას და ცხვირის ხრტილების - ძგიდის - დაზიანებას. სამედიცინო პრაქტიკაში ცხვირის ხრტილოვანი დაზიანება გაცილებით სჭარბობს ძვლოვან ტრავმებს.

ცხვირის ძვლების დაზიანება
ცხვირის ძვლების მოტეხილობაზე სახის ტრავმების 40% მოდის. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტრავმაა, რომელსაც ადამიანი იღებს სპორტული ასპარეზობის, ჩხუბის, საწარმოო ავარიის, წაქცევისა თუ საგზაო-საავტომობილო შემთხვევის დროს.
განასხვავებენ მოტეხილობას ცხვირის ძვლების ცდომით და ცდომის გარეშე, ღიასა და დახურულს. დახურული ტრავმის დროს არ ირღვევა კანის მთლიანობა, ღია ტრავმის შემთხვევაში კი ზიანდება კანი. შესაძლოა, ჭრილობაში ძვლის ნამსხვრევებიც იყოს.
ცხვირის ძვლების მოტეხილობას ახასიათებს:

  • ცხვირიდან სისხლდენა. თუ ტრავმის შემდეგ სისხლდენა არ განვითარდა, ძვლების მოტეხილობაზე საუბარი ზედმეტია, - ასეთ დროს ადგილი აქვს ცხვირის რბილ, ქსოვილოვან დაჟეჟილობას ჩონჩხის დაუზიანებლად, - თუმცა არც სისხლდენაა მოტეხილობის უტყუარი ნიშანი.
  • ტკივილი შეხებისას, ძლიერი შეშუპება დარტყმის ადგილას და თვალებქვეშ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ცხვირისა და თვალების ირგვლივ არსებული არეების ჩაშავება - სათვალის სიმპტომი;
  • გარეთა ცხვირის დეფორმაცია;
  • კატეგორია: ყელი, ყური, ცხვირი | დათვალიერება: 3076 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ადამიანის ცხვირ-ხახაში მდებარეობს ეგრეთ წოდებული ხახის ლიმფოიდური რგოლი, რომელიც ნუშურა ჯირკვლებისგან, ენისქვეშა ნუშურებისა და ცხვირ-ხახის ადენოიდებისგან შედგება. ეს რგოლი ბარიერულ ფუნქციას ასრულებს - ერთი მხრივ, წინ ეღობება ორგანიზმში დაავადებათა გამომწვევების შეღწევას, მათ გამრავლებას, მეორე მხრივ კი თვითონვე გამოიმუშავებს ლიმფოციტებსა და იმუნოგლობულინებს, რომლებიც ზოგადიმუნურ რეაქციებში მონაწილეო-ბენ და ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიებისა თუ სხვა მიკრობების მიერ წარმო-ქმნილი ტოქსინებისგან იცავენ.

ამრიგად, ლიმფოიდური რგოლის არსებობას ორგანიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიზეზთა გამო ხახის ლიმფოიდურ რგოლში ზოგჯერ ანთებითი პროცესი იჩენს თავს და მანამდე აქტიური ლიმფოციტები თვითონვე იქცევიან ალერგენებად. ასეთ დროს ადამიანს ტონზილექტომია ან ადენოტომია უტარდება. ტონზილექტომია ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთაა, ადენოტომია კი - ცხვირ-ხახის ადენოიდებისა. ოპერაციული ჩარევა ლიმფოიდური რგოლის მთლიანობას და ფუნქციებს არღვევს, ამიტომ ოპერაცია მხოლოდ ზუსტი და მკაცრი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე უნდა ჩატარდეს.

ნუშურა ჯირკვლები
ტონზილექტომიის აუცილებლობას რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს.
ოპერაცია აუცილებელია:

  • თუ ადამიანს ანგინა წელიწადში რამდენიმეჯერ (2-3-ჯერ) ემართება. იგულისხმება მაღალი სიცხით, ყელის ტკივილითა და ნუშურების დაჩირქებით მიმდინარე კლასიკური ანგინა;
  • კატეგორია: ყელი, ყური, ცხვირი | დათვალიერება: 2569 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

 - მასტექტომია ანუ სარძევე ჯირკვლის მოკვეთა ძუძუს კიბოს მკურნალობის რადიკალური გზაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არცთუ სრულყოფილი. ჯანმრთელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ის ქალს გადაულახავ ფსიქოლოგიურ და კოსმეტიკურ პრობლემას უქმნის. შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება?

- მოგეხსენებათ, დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდი მისი პროფილაქტიკაა. ეს ფრთიანი გამოთქმა ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ძუძუს კიბოს მიესადაგება. მკერდის კიბო ქალთა ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ბოლო ხანს უფრო მეტად გახშირდა - საქართველოში 100 000 ქალიდან 50-ს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღენიშნება.
ძუძუს კიბოს თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისი ადრეულ, კიბოსწინარე სტადიაში გამოვლენა და მკურნალობაა. საამისოდ მეტად ეფექტური ხერხია თვითგასინჯვა. მის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ქალს მხედველობიდან არ უნდა გამოეპაროს:

  • კანის ანთება ან შეწითლება;
  • კანის დაჭმუჭვნა (ლიმონის ქერქის მსგავსი კანი);
  • დანაოჭება;
  • სარძევე ჯირკვლის უჩვეულო ტკივილი;
  • სიწითლისა და წვის შეგრძნება დვრილის არეში;
  • დვრილის ჩაზნექა;< ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: ონკოლოგია | დათვალიერება: 2380 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.0/1

ავთვისებიან სიმსივნეს ადამიანთა დაახლოებით 15% ეწირება, მის პროფილაქტიკასა და მკურნალობას კი სრულყოფილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიუხედავად ასეთი სავალალო მდგომარეობისა, ცოტამ
თუ იცის, რა არის კიბო და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. გთავაზობთ პასუხს ცხრა შეკითხვაზე, რომლებსაც კიბოს შესახებ ყველაზე ხშირად სვამენ.

1. რატომ უწოდებენ კიბოს კიბოს?

ავთვისებიან სიმსივნეს კიბო (ბერძნულად ონცოს, ლათინურად ცანცერ) ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ უწოდა - მისი აზრით, ეს დაავადება ორგანიზმს კიბოსავით უჭერს მარწუხებს და საცეცებით აღწევს ჯანსაღი ქსოვილის სიღრმეში. თანამედროვე მედიცინაში კიბოს უწოდებენ მხოლოდ ეპითელური ქსოვილისგან განვითარებულ ავთვისებიან წარმონაქმნს. დანარჩენი (კუნთოვანი, ნერვული და სხვა ქსოვილებისგან განვითარებული) ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოდ მოხსენიება უმართებულოა, მაგრამ სასაუბრო მეტყველებაში ასე უწოდებენ ყოველგვარ ონკოლოგიურ დაავადებას. ჩვენც, სიმარტივისთვის, კიბოდ მოვიხსენიებთ ყოველგვარ ავთვისებიან წარმონაქმნს.

2. რით განსხვავდება ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანისგან?

არსებობს სამი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი. პირველი: ავთვისებიანი სიმსივნე იზრდება უკონტროლოდ, მისი უჯრედები უსასრულოდ იყოფა და თავისივე მსგავსებს შობს. მეორე: ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები არ სჯერდებიან იმ ქსოვილს, რომლისგანაც წარმოიშვნენ, ჩაიზრდებიან ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ონკოლოგია | დათვალიერება: 3167 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მასტოპათია ქალების 30-60%-ს აწუხებს. მასა და ძუძუს კიბოს განვითარების საერთო მიზეზები და რისკ-ფაქტორები აქვთ. ამის კვალობაზე, მასტოპათიის მკურნალობა, ფაქტობრივად, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკაა. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, აწარ-მოოს მასტოპათიით დაავადებულ ქალთა ადეკვატური მონიტორინგი და მკურნალობა. გვესაუბრება ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი, მედიცინის დოქტორი მიხეილ ჯანჯალია.

- მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. მასტოპათია უმთავრესად შვილოსნობის (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. სახელწოდების პირველი ნაწილი ნიშნავს, რომ გამშვებ მექანიზმად შეიძლება იქცეს ნერვული სისტემის დაავადებები: სტრესი, დეპრესია, ნევროზი. ცნება ჰუმორული კი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მნიშვნელობაზე, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების როლზე მიუთითებს.

- რა იწვევს მასტოპათიას?

- დაავადებას მრავალრიცხოვანი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყ-ნებში მოუცლელი, საქმიანი ქალის - ბიზნესვუმენის პრიორიტეტის ჩამოყალიბება. შედარებისთვის: XIX საუკუნეში ქალი ბევრ შვილს აჩენდა და დიდხანს აწოვებდა ძუძუს; მენსტრუაცია 17 წლის ასაკში იწყე-ბოდა, ხოლო მენოპაუზა 40 წლიდან დგებოდა. XX საუკუნეში ქალი ერთ-ორ შვილს ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ონკოლოგია | დათვალიერება: 2709 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 3.8/5

- ბოლო დროს ძალიან მოიმატა იმ ქალებისა თუ მამაკაცების რიცხვმა, რომელთაც თავიანთი გარეგნობის შეცვლა სურთ. ახალგაზრდა და მოვლილი სხეული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების საწინდარია. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

- ახალგაზრდული გარეგნობის დაბრუნება შესაძლებელია, უწინარეს ყოვლისა, ფეისლიფტინგის საშუალებით. ეს ტერმინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც სახის კანის აწევა. მას, იმისდა მიხედვით, თუ როდის მოგვმართავს ადამიანი, ორი მიმართულება და ორნაირი შედეგი აქვს: 20-25 წლის ასაკში - "რა კარგად გამოიყურები!", 40-45 წლის შემდეგ - "როგორ გაახალგაზრდავდი!"

- რას ნიშნავს ქსოვილების დაბერება?

- ქსოვილების დაბერება ორგანიზმის ბიოლოგიური ცვლილების ბუნებრივი შედეგია. ამ პროცესებს ემორჩილება სახის ანატომიური სტრუქტურებიც: კანი, ლოყების ცხიმოვანი შრე - ეგრეთ წოდებული ბიშას ბალიშები, ზედაპირული კუნთოვან-მყესოვანი სისტემა. ასაკობრივი ცვლილებები უკავშირდება რბილ ქსოვილებზე დედამიწის მიზიდულობის ძალის ზემოქმედებას. სწორედ ამის შედეგია კანის დაშვება წარბების, ზედა და ქვედა ქუთუთოების, თვალების ქვემოთ, ცხვირ-ტუჩის არეში ჩაღრმავებათა წარმოქმნა. კანი კარგავს ელასტიკურობას, ეშვება, კისერზე ჩნდება ჰორიზონტალური ნაოჭები, ქრება ნიკაპ-კისრის კუთხე, ყალიბდება ღაბაბი.

- რომელი ფაქტორები ვნებს კანს და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას?

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 1591 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ყლაპვის გაძნელება - დისფაგია - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თანმხლები სინდრომია. ავადმყოფი მას აღიქვამს, როგორც საყლაპავ მილში ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

დისფაგია შეიძლება გამოწვეული იყოს საყლაპავის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული დაზიანებით. ყლაპვის გაძნელების ფუნქციური მიზეზია საყლაპავის ფუნქციური დაზიანება კარდიოსპაზმის, დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს. ორგანული მიზეზებია საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, საყლაპავის დავიწროება ნაწიბურის გამო, დივერტიკული და სხვა. ყლაპვის გაძნელებას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აორტის ანევრიზმა, შუასაყრის სიმსივნეები და სხვა.
მიმოვიხილავთ რამდენიმე ქირურგიულ პათოლოგიას, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა.

საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბოს სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, ჩვეულებრივ, ადრე მჟღავნდება და თითქოს ადვილად დიაგნოსტირდება, თუმცა რადიკალური მკურნალობა ავადმყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება. სამწუხაროდ, პაციენტთა თითქმის 80% ექიმს დაავადების III-IV სტადიაში მიმართავს.
დიაგნოსტიკა. განგაშის სიგნალებად, რომელთა საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის კიბოსთან, ითვლება შემდეგი ნიშნები:


- მოდი, განვიხილოთ, როგორია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის მასშტაბი და ექიმის ტაქტიკა. პნევმოთორაქსი ახსენეთ. რა დაავადებაა ეს და როგორ მკურნალობენ?

- პნევმოთორაქსი პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვებაა. ის იწყება ძლიერი ტკივილით, სუნთქვის უკმა-რისობით, ხველებით, სწრაფი დაღლით, ქოშინით, ტკივილით გულის არეში. ამ სიმპტომების გამო ზო-გჯერ პაციენტს შეცდომით თერაპიულ ან კარდიოლოგიურ კლინიკაში ათავსებენ. ასეთი ნიშნების არსე-ბობისას ლოდინი და თვითმკურნალობა დაუშვებელია, ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს მისი გამოკვლევა და დროულად დაიწყოს მკურნალობა. გამოკვლევა, უწინარეს ყოვ-ლისა, გულისხმობს აუსკულტაციას - ფილტვების მოსმენას - და რენტგენოგრაფიას, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით შეირჩევა მკურნალობის მეთოდი: მცირე ინვაზიური ჩარევა ან დიდმასშტაბიანი ოპერაცია - თორაკოტომია.

- რას ნიშნავს მცირე ინვაზიური ჩარევა?

- მცირე ინვაზიური ჩარევა გულისხმობს პლევრის ღრუს პუნქციას ან დრენირებას, აგრეთვე - თორაკოსკოპიულ ოპერაციას, რომელიც ინვაზიურობით დრენაჟს უტოლდება, ხოლო შედეგით - დიდმასშტაბიან ოპერაციას.

- თუ თორაკოსკოპიული ოპერაციით ისეთივე შედეგის მიღება შეიძლება, როგორისაც დიდმასშტაბიანი ოპერაციით, რა საჭიროა დიდი ოპერაცია?

- თორაკოსკოპიული ოპერაცია არჩევის მეთოდია, რომე ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 2166 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

გვინდა, მთავარი თემის ამ ნაწილში მკითხველს ვესაუბროთ ჩირქოვანი ინფექციებისა და მუცლის ღრუს იმ პათოლოგიების შესახებ, რომელთა განკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი. დასაწყისშივე შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ წესს: ქირურგიული დაავადების თვით-მკურნალობა (მაგალითად, მუცლის ტკივილის დროს ოყნის გაკეთება, კუჭის ამორეცხვა),

ისევე როგორც ნებაზე მიშვება, სახიფათოა. მაშ ასე, როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია ჩირქოვანი დაავადების (ინფექციის) და მუცლის ღრუს ორგანოთა ამა თუ იმ პათოლოგიის შემთხვევაში? მიუხე-დავად თემის სირთულისა, ვეცდებით, ამ კითხვაზე მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები პასუხი გავცეთ. გაგაცნობთ იმ დაავადებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ჩირქოვანი ინფექცია
ორგანიზმში მიკრობთა შეჭრისთვის (სხვათა შორის, ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელია კარიბჭე, რომელიც უმთავრესად კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ასეთი დაზიანება ხშირად შეუმჩნეველია. ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.

ძირმაგარა ანუ ფურუნკული. ფურუნკული თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. იგი ჩნდება თმიან ადგილებზე, სადაც უხვად არის საოფლე ჯირკვლები, ასევე - ისეთ ადგილე-ბზე, რომლებიც მუდმივად განიცდის მექანიკურ გაღიზიანებას: კისრის უკანა მხარეს, იღლიის ფოსოში, წელის არეშ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 4442 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 3.0/3

ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნ-ქციათა კორექციის მიზნით ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექ-სური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევე-ბითა და შეერთებით ხორციელდება.

ცნობილია ადამიანის ქსოვილებზე ზემოქმედების რამდენიმე მეთოდი:
1. ტემპერატურული (კრიოქირურგია, თერმოკაუცია);
2. ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია);
3. რადიოსიხშირეებით (რადიოსიხშირული აბლაცია);
4. ლაზერული გამოსხივებით;
5. ულტრაბგერით;
6. მექანიკური (უშუალოდ ქირურგიული ინსტრუმენტებით).
მიზნისა და დანიშნულების კვალობაზე, განასხვავებენ სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ქირურგიულ ჩარევას.

სამკურნალო ოპერაციების ფორმებია:
რადიკალური - მისი მიზანია პათოლოგიური პროცესის სრული ლიკვიდირება, მაგალითად, კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ხილული სიმსივნური წარმონაქმნის სრულად ამოკვეთა. რადიკალური ოპერაციის მთავარი დანიშნულება მხოლოდ ქსოვილების ან ორგანოს ამოკვეთა არ არის. არსებობს საკმაოდ ბევრი აღდგენით-რეკონსტრუქციული ხასიათის რადიკალური ოპერაციაც.

პალიაციური - მისი დანიშნულება ქსოვილების ან ორგანოთა ნაწილობრივი მოცილებაა. ის ტარდება, როდესაც რადიკალური ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია.
სიმპტომური - მისი მიზანი პაციენტის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაა. ტარდება მაშინ, როდესაც რადიკალური ან პალიაციური ოპერაციების განხორციელებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 2219 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- სისხლდენის უშუალო მიზეზი სისხლძარღვის დაზიანებაა. სისხლძარღვი შესაძლოა დააზიანოს მექანიკურმა ფაქტორმა, პათოლოგიურმა პროცესმა (ავთვისებიანმა სიმსივნემ, ჩირქოვანმა ანთებამ, წყლულმა). გარდა ამისა, სისხლდენის მიზეზად შესაძლოა იქცეს სისხლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა და სისხლის ქიმიური თვისებების შეცვლა, კერძოდ, შედედების უნარის დაქვეითება. შესაძლოა, სისხლის წითელი ბურთულები დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლიდანაც გამოვიდეს, მაგალითად, ანთებითი და შეშუპებითი მოვლენების დროს.

 

ამრიგად, სისხლდენას ორი ძირითადი ფაქტორი იწვევს: მექანიკური და ნეიროტროფიკული. პირველის ზემოქმედების შედეგია სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა (გაგლეჯა, ჭრილობა, დამწვ-რობა, მოყინვა და სხვა) და წნევის ცვალებადობა, ხოლო მეორისა - სისხლძარღვის კედლის გამავლობის გაძლიერება ცნს-ის ტროფიკული (კვებითი) ფუნქციის მოშლის ნიადაგზე სისხლძარღვის სანათურის გაფართოების გამო. ასეთი სისხლდენა მოსალოდნელია ზოგიერთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, ყვავილი), სისხლძარღვთა სეპტიკური და ტოქსიკური ცვლილების, აგრეთვე - ენდოგენური ხასიათის ფაქტორების (ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ურემიის, ქოლემიის და სხვათა) ზემოქმედების დროს.
სისხლდენის ადგილის, დაზიანებული სისხლძარღვის ტიპისა და დაწყების დროის მიხედვით განასხვავებენ სისხლდენის რამდენიმე ფორმას.

ადგილის მიხედვით განასხვავებენ გარეგან და შინაგან სისხლდენას. გარეგან სისხლდენაზე ლაპარაკობენ მაშინ, რო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 7713 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 2.5/2

ადამიანები სისხლს უხსოვარი დროიდან მაგიურ ძალას მიაწერდნენ, მასზე იფიცებდნენ ერთგულებას, მისით ამტკიცებდნენ ხელშეკრულებებს. ამ საოცარი სითხის საიდუმლოს ამოხსნას საუკუნეები დასჭირდა. დღეს სისხლი აღიარებუ-ლია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ სითხედ, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. დღე-ღამეში ჩვენი სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში საშუალოდ 200 ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. იგი მონაწილეობს სხეულის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, 300 ტრილიონამდე უჯრედს საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით ამარაგებს, იქიდან კი

ნივთიერებათა ცვლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. სწორედ ამიტომ არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელიც სისხლის რაოდენობრივ ცვლილებას, მის ფუნქციათა მოშლას და ჰომეოსტაზის რღვევას იწვევს. სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.

სისხლდენის მიზეზებია
ლ ტრავმით, არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;

  • პათოლოგიური პროცესებით (ჩირქოვანი ანთება, ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
  • ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის ცვლილება;
  • კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 2225 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჰემოდიალიზი მკურნალობის მეთოდია, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატის მეშვეობით ხორციელდება. მას მაშინ მიმართავენ, როდესაც თირკმელები აღარ ფუნქციონირებს და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს ვეღარ გამოდევნის. ჰემოდიალიზი თირკმელებს სრულფასოვნად ვერ ცვლის, მაგრამ მისი წყალობით ადამიანი ასე თუ ისე განაგრძობს ცხოვრებასა და შრომას. ჰემოდიალიზი ტარდება:

 

 

 

 

  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული (როგორც სრული, ისე ნაწილობრივი) უკმარისობის,
  • შხამებით მოწამვლის,
  • მედიკამენტური ინტოქსიკაციის,
  • სისხლის ელექტროლიტური შედგენილობის მძიმე დარღვევების დროს.
    ჰემოდიალიზი აკრძალულია:
  • ავთვისებიანი სიმსივნის,
  • ფსიქიკის ორგანული მოშლილობის,
  • ჰემიპლეგიის,
  • ზოგიერთი კონტაგიოზური ინფექციის შემთხვევაში.
    მის ჩასატარებლად არახელსაყრელ პირობებად მიიჩნევა არაკორეგირებადი არტერიული ჰიპოტენზია, შინაგანი სისხლდენა, ჰემოფილია.

 

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 1787 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

რა არის პლაზმაფერეზი?


- პლაზმაფერეზი სისხლიდან პლაზმის მოცილებაა. არსებობს პლაზმაფერეზის ორი მეთოდი - წყვეტილი და უწყვეტი. წყვეტილი ანუ დისკრეტული პლაზმაფერეზის დროს ხდება პაციენტის სისხლის აღება სპეციალურ ჰემოკონტეინერებში. ჰემოკონტეინერში შეიძლება 300-500 მილილიტრი სისხლი შეგროვდეს. აღნიშნულის შემდეგ ჰემოკონტეინერებს აცენტრიფუგებენ გარკვეული სიჩქარით. დაცენტრიფუგების შედეგად სისხლის პლაზმა და ფორმიანი ელემენტები განცალკევდება და სპეციალური ხელსაწყოს - პლაზმექსტრაქტორის მეშვეობით ხდება პლაზმის ამოწურვა. იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმის ჰემატოკრიტი ნორმალურია ანუ სისხლში პლაზმისა და ფორმიანი ელემენტების თანაფარდობა დარღვეული არ არის, პლაზმაფერეზის ერთი სეანსის დროს შესაძლებელია 180-დან 300 მილილიტრამდე პლაზმის ამოწურვა. პლაზმის მოცილების შემდეგ დარჩენილი სისხლის ფორმიანი ელემენტები - ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები - კვლავ ორგანიზმს უბრუნდება. როგორც პლაზმაფერეზისთვის სისხლის აღება, ასევე ფორმიანი ელემენტების ორგანიზმში შეყვანა ხდება ინტრავენური გზით - ვენის პუნქციის (ჩხვლეტის) მეშვეობით.
წყვეტილი ანუ დისკრეტული პლაზმაფერეზი დაახლოებით 20-50 წუთს გრძელდება.
უწყვეტი ანუ აპარატული პლაზმაფერეზის დროს გამოიყენება ამ სახის პლაზმაფერეზისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა. აპარატურის მეშვეობით სპეციალური ფილტრით ხდება პლაზმის მოცილება. მოცილებული პლაზმის ოდენობა შეიძლება 2-2,4 ლიტრს აღწევდეს. უწყვეტი პლაზმაფერეზი 1,5-2 საათს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იწ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 3095 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს შესაძლოა სისხლის გადასხმა დასჭირდეს. სისხლის გადასხმას მედიცინაში ტრანსფუზიურ თერაპიას უწოდებენ. ტრანს-ფუზიური თერაპია ავადმყოფისთვის სისხლის ან მისი კომპონენტების გადას-ხმას გულისხმობს. თანამედროვე მედიცინაში პაციენტს ახალ სისხლს იშვიათად უსხამენ, რადგან ამას რამდენიმე მინუსი აქვს. ჯერ ერთი, ვერ მოესწრება დო-ნორის სათანადო გამოკვლევა, მეორეც, შესაძლოა პაციენტს პლაზმის გადასხმა არ სჭირდებოდეს, მისთვის მხოლოდ ერითროციტული მასა იყოს აუცილებე-ლი ან პირიქით.

მაგალითად, უხვი სისხლდენისას ხდება პლაზმის ტრანსფუზია, რაც დანაკარგს ავსებს და მიკროცირკუ-ლაციას აუმჯობესებს. ასეთ შემთხვევაში ერითროციტული მასა ორგანიზმისთვის დამატებითი უცხო სხე-ული იქნება (საზოგადოდ, სისხლის გადასხმა ფაქტობრივად ორგანიზმში უცხო სხეულის შეყვანაა). ყოვე-ლივე ამის გამო სატრანსფუზიოდ იყენებენ სათანადოდ დამუშავებულ დონორის სისხლს. გადასასხმელად განკუთვნილი დონორის სისხლი რეციპიენტისას უნდა შეესაბამებოდეს, ამიტომ გადასხმამდე მათ ინდი-ვიდუალურ თავსებადობას ამოწმებენ. როგორც ერითროციტებს, ისე პლაზმას აქვს 4 ჯგუფი (I, II, III და IV, თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციით - 0, A, B და AB) და დადებითი ან უარყოფითი რეზუ-სი. ყველაზე მეტად დეფიციტურია II ჯგუფის სისხლი.

გი კავკასიური ჯგუფის სისხლს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სისხლი პროცენტულად ყველაზე მეტად კავკასიაში მცხოვრებ ხალხს აქვს. მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 1919 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

წამლებს სხვადასხვა ფორმა, მიღების წესი და ორგანიზმში შეყვანის გზა იმიტომ კი არ აქვს, რომ ფარმაკოლოგებმა ასე გართობა მოიწადინეს, არამედ იმიტომ, რომ მათთვის მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის გამოვლენის საშუალება მიეცათ.

 

 

ორგანიზმში შეყვანის გზები
 პერორალური - პრეპარატთა მიღების ყველაზე ნაცნობი და გავრცელებული წესია. წამალი ჯერ კუჭში, შემდეგ წვრილ ნაწლავებში ხვდება, იქიდან შეიწოვება სისხლში, შემდეგ ხვდება ღვიძლში და აქტიურად იშლება მარტივ კომპონენტებად.
როცა პრეპარატს ჭამის დროს ვიღებთ, ის კუჭში საკვებთან ერთად იშლება და ნაწილობრივ კარგავს სამკურნალო თვისებებს, ამიტომ აბების მიღება სჯობს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ.
არსებობს მედიკამენტთა ჯგუფები, რომლებიც იმდენად სწრაფად ხვდება ღვიძლში და იშლება, რომ სამკურნალო ეფექტის გამოვლენას ვერც კი ასწრებს. ასეთი წამლებისთვის არსებობს რექტალური მეთოდი - ორგანიზმში წამლის სწორი ნაწლავის გზით შეყვანა. სწორი ნაწლავიდან სისხლის მესამედი ღვიძლის გვერდის ავლით გაედინება, ამიტომ რექტალურად შეყვანილი წამლის ეფექტიც უფრო მეტად იზრდება.
სწრაფი ეფექტი ახასიათებს ორგანიზმში ოყნით წამლის წყალხსნარის შეყვანას. ეს მეთოდი უბადლოა უგონოდ მყოფთათვის, ასევე - მათთვის, ვისი კუჭიც აღარ ფუნქციონირებს.
როცა სურთ, თავიდან აიცილონ მედიკამენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრა, მას ენის ქვეშ ათავსებენ, ინექციით კანქვეშ, კუნთში ან არ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 2236 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0


პენიცილინმა და სხვა ანტიბიოტიკებმა მედიცინაში მართლაც გადატრიალება მოახდინეს: მათ ექიმებს საშუალება მისცეს, ასიდან პრაქტიკულად ასივე შემთხვევაში წარმატებით ემკურნალათ ყოველგვარი ინფექციური დაავადებისთვის, მაგრამ სადღეისოდ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შესაძლოა, სულ მალე ანტიბიოტიკების ეფექტიანობა ისე დაეცეს, რომ უსარგებლონიც კი აღმოჩნდნენ. მიზეზი მათ მიმართ მიკრობების რეზისტენტობაა.


ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა ბავშვებში, რადგან პედიატრები გაციების დროს ათიდან 6 შემთხვევაში ანტიბიოტიკებს უმართებულოდ უნიშნავენ. ხშირად ბავშვებს რეზისტენტობა მშობლებისგან გენეტიკურადაც გადაეცემათ.
ჯანმოს კვლევებმა ცხადყო, რომ 20 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მიკროორგანიზმი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გახდება.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დღითი დღე იზრდება იმ მიკრობთა რიცხვი, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სახის ანტიბიოტიკისადმი ამჟღავნებენ შეუვალობას.

რეზისტენტობის ისტორიიდან

რეზისტენტობის შემთხვევები პირველად 1950-1954 წლებში გამოვლინდა: მთელ მსოფლიოში, უმთავრესად კი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებში, აღმოაჩინეს ოქროსფერი სტაფილოკოკის ვარიაცია, რომელზეც არ მოქმედებდა იმხანად ცნობილი არც ერთი ანტიბიოტიკი. მსოფლიოს მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სრულიად ახალი პრეპარატი, რომელიც სტ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 2110 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.0/1

- ანტიბიოტიკები უალტერნატივოა, არის შემთხვევები, როდესაც ამ პრეპარატების მიღებას ვერაფრით ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მათ აქვთ გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გვერდითი მოვლენების არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკები არ მივიღოთ. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მიღება საჭიროა ექიმის დანიშნულებით, გონივრულად, გააზრებულად, სათანადო დოზითა და ხანგრძლივობით. არ შეიძლება, პაციენტმა საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს ან შეამციროს ექიმის მიერ დანიშნული დოზა ან დროზე ადრე შეწყვიტოს წამლის მიღება. ანტიბიოტიკი ის საშუალება არ არის, რომელიც შეიძლება თვითნებურად გამოვიყენოთ.
ანტიბიოტიკების თანამოვლენების უმრავლესობას მოსახლეობა იცნობს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ ორიოდე სიტყვით ამ უკანასკნელთაც შევეხოთ.
ანტიბიოტიკოთერაპიის ყველაზე საშიში გართულებაა ალერგიული რეაქცია. არ არის აუცილებელი, პაციენტი ალერგიული იყოს, მაგალითად, მცენარის მტვრის ან რომელიმე საკვების მიმართ - წამალზე ალერგიული რეაქცია შესაძლოა ისეთ ადამიანსაც კი განუვითარდეს, რომელსაც მანამდე ასეთი არაფერი დამართნია, ამიტომ ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ექიმმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს სინჯის ჩატარება.
არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს და ნაკლებად საშიში, მაგრამ ყურადსაღები რეაქციები. მოსალოდნელია ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი, გლოსიტი, რინიტი, შესაძლოა, აღინიშნოს ეოზინოფილიაც.
ალერგიულ რეაქციებთან ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 2077 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- ანტიბაქტერიული მედიკამენტები ანტიმიკრობული საშუალებების ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს. ეს არის ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ბაქტერიებზე ზემოქმედებს.

- გარდა ანტიბაქტერიული მედიკამენტებისა, რომელი ანტიმიკრობული საშუალებები არსებობს?
- ანტიმიკრობულია ანტივირუსული (ვირუსების საწინააღმდეგო), ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალებებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პრეპარატები მოქმედებენ არა უშუალოდ ადამიანის ორგანიზმზე, არამედ მასში მობინადრე მიკროორგანიზმებზე და ხოცავენ მათ. მოქმედების აღნიშნული თავისებურებით ანტიმიკრობული პრეპარატები განსხვავდებიან ფარმაკოპრეპარატებისგან, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და მისი ფუნქციების კორექციას იწვევენ.

- როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა?
- ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა მაშინ არის საჭირო, როცა დადასტურებულია ინფექცია, ესე იგი როდესაც ვიცით, რომ დაავადება უკავშირდება პათოგენურ (დაავადების გამომწვევ) ბაქტერიას. სხვა შემთხვევაში ანტიბაქტერიული პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ ზიანს მოგვიტანს.

- როგორი ფორმით შეიძლება დაენიშნოს პაციენტს ანტიბაქტერიული პრეპარატი, მიღების რომელ გზას ენიჭება უპირატესობა?
- ანტიბაქტერიული პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს დასალევად და საინექციო ფორმით. ინექცია შეიძლება გაკეთდეს კუნთში (ინტრამუსკულური ინექცია) ან ვენაში (ინტრავენური ინექცია). რომელი ფორმა იქნეს გამოყენებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 2570 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ანტიბიოტიკები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია. ამ პრეპარატებს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ. მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ მიკროორგანიზმთა, სოკოებისა და უმარტივესთა კლასის წარმომადგენელთა ცხოველქმედება.


ანტიბიოტიკები იმ ინფექციური დაავადებებისგან მხსნელებად მოგვევლინნენ, რომლებიც კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ავლებდა მუსრს. თუმცაღა უკანასკნელ ხანს ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მრავალი მეცნიერი მათ მასობრივი განადგურების იარაღსაც კი ადარებს.
როგორ უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული თერაპია, რომ მხოლოდ სიკეთე მოგვიტანოს? მოდით, ეს ერთად გავარკვიოთ.

ისტორიული ცნობები
მიკროორგანიზმების უნარი, გამოიმუშაონ ნივთიერებები, რომლებიც მათ სიახლოვეს მობინადრე სხვა მიკროორგანიზმებს ზრდასა და გამრავლებაში ხელს უშლის, ლუი პასტერმა აღმოაჩინა. მან ამ მოვლენას ანტიბიოზი უწოდა.
ანტიბიოზს აქტიურად შეისწავლიდა ინგლისელი ფარმაკოლოგი ალექსანდრ ფლემინგი. 1928 წელს მან შეამჩნია, რომ მწვანე ობით დაბინძურებული ოქროსფერი სტაფილოკოკის კულტურაში სოკოთა კოლონიების ირგვლივ სტაფილოკოკები აღარ იზრდებოდნენ. ფლემინგმა დაამტკიცა, რომ ეს ობის სოკოების მიერ გამოყოფილი ნივთიერების დამსახურება იყო და ამ ნივთიერებას პენიცილინი უწოდა.
პირველი ანტიბიოტიკები სწორედ პენიცილინი და სტრეპტომიცინი გახლავთ.
ანტიბიოტიკ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 3647 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/3

ალბათ, მრავალ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა საჭიროა ამდენი წამალი, როგორ მოქმედებს ისინი, რა გზას გაივლის, როგორ აღწევს დანიშნულების ადგილს და სხვა. ვეცდებით, მკითხველისთვის გასაგებად ვუპასუხოთ ამ კითხვებს და ამასთანავე, წამლის სხვადასხვა სახეობაც გაგაცნოთ. წამლები ორგანიზმში ორი - ენტერალური და პარენტერალური - გზით ხვდება.

 

 

ენტერალური გზა, თავის მხრივ, ორია: პერორალური (პირიდან) და რექტალური (სწორი ნაწლავიდან).
წამლების შეყვანის ორივე გზას თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. აბისა და კაფსულის გადაყლაპვა ადვილია (თუმცა ზოგიერთს აბის მიღებას ნემსის გაკეთება ურჩევნია) და, ბუნებრივია, მედიკამენტის სტერილურობას არ მოითხოვს, მაგრამ, სამაგიეროდ, წამალი გრძელ გზას - პირის ღრუს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს, ღვიძლს - გაივლის, გზადაგზა გარდაიქმნება და მერეღა აღწევს სამიზნე ორგანოს. ამ გზით მიღებული წამალი ხშირად იშლება და გვიანაც მოქმედებს, ამიტომ მისი დოზირება ძნელია. თუმცა არსებობს ისეთი წამლებიც, რომლებიც პირის ღრუშივე შეიწოვება, ნაკლებად იშლება ღვიძლში და სწრაფად მოქმედებს. მაგალითად, ნიტროგლიცერინი, ვალიდოლი.

სწორ ნაწლავში შეყვანილი წამალი სწრაფად შეიწოვება და არ გაივლის ღვიძლს. შესაბამისად, ნაკლებად იშლება, ამიტომ რექტალურად შეყვანილი მედიკამენტი ზუსტ დოზირებას მოითხოვს. წამლის პარენტერალურად შეყვანა რამდენიმე გზით შეიძლება: კანის ზედაპირიდან, კანქვეშ, კუნთებში ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 2680 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყველა ქალი მომხიბლავი ჩანს, როცა მის ფეხს მოხდენილი ჩექმა ან ნატიფი მაშია ამშვენებს, მაგრამ... არსებობს ერთი ”მაგრამ”: შესაძლოა, ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდ ზარალს აყენებდეს თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს: იყოს უხარისხო და მოუხერხებელი.

ფეხსაცმელი - ეს არის სტილი, ეს არის იმიჯი, ფინანსური მდგომარეობისა და კეთილდღეობის სავიზიტო ბარათი. მაშ, როგორ შეიძლება, ეკონომია გავაკეთოთ ასეთ მნიშვნელოვან აქსესუარზე?
უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, ხოლო ხარისხიანმა ელეგანტურობა შემატოს სადა, არაფრით გამორჩეულ სამოსს.

ნატურალური ნაწარმი
ხელოვნური ტყავი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, მაინც ხელოვნურია. გარდა ამისა, ნატურალურ ტყავს სხვა უპირატესობაც აქვს: არ ატარებს ტენს და იწოვს ოფლს, უზრუნველყოფს ფეხების ნორმალურ თბორეგულაციას, პლასტიკურია და ქუსლებს არ აზიანებს. ყველაზე გამძლეა მოქრომული - ქრომის მარილებით დამუშავებული - ტყავი (მას ჭრილში მომწვანო-მოცისფრო ელფერით ამოიცნობთ). ის საკმაოდ რბილი და მიმზიდველია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

როგორ ამოვიცნოთ
ნატურალური ტყავის სინთეტიკურისგან გარჩევა არც ისე იოლი საქმეა, თუმცა განსაზღვრული თვისებებით მისი ამოცნობა მაინც შეიძლება.


რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის.

 გარდა ამისა, ხელის კანი 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს შეიცავს, ვიდრე სახისა. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელი წესები უნდა დავიცვათ?

  • ისწავლეთ ხელების დაბანა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი კანს ასქელებს, აუხეშებს, აწითლებს, ხეთქავს და ქერცლავს, ცხელი კი აშრობს და ადუნებს.
  • დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან კონტაქტის შემდეგ ხელების გამშრალება აუცილებელია. ამით თავიდან აიცილებთ კანის დახორკვლასა და გაუხეშებას.
  • სწორად შეარჩიეთ საპონი. საუკეთესოა რბილი (სასურველია, გლიცერინის შემცველი) საპონი, რომელიც არ შეიცავს ტუტე და კანის გამოშრობის ხელშემწყობ ნივთიერებებს.
  • სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები განსაკუთრებით ხელებს ვნებს. მათი ზემოქმედებით ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1564 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

შემოდგომაზე და ზამთარში თმას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს: ქარი, ყინვა, სველი თოვლი... ტენს ქუჩაში სიცივე ართმევს, ხოლო შენობაში - მშრალი ჰაერი. ჩვეულებრივი ონკანის წყალიც კი ვნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფენზე, ქიმიურ საღებავებზე, სტრესებსა და არაბალანსირებულ რაციონზე. ღერები ხუნდება, სუსტდება, ბოლოები ეყოფა, იმუხტება და სხვადასხვა მხარეს გარბის.


როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადასაჭრელად შამპუნი, თუნდაც საუკეთესო, საკმარისი არ არის.

ქუდი უბრალო სამკაული როდია
სიცივეში უქუდოდ სიარული თმას დიდ ზიანს აყენებს. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, არღვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თმის ღერების კვებას, თოვლსა და წვიმაში კი თმა სველდება და იწოვს იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებითაც გაჯერებულია ჰაერი.

თუკი თმა იბურდება
თმა ხშირად იბურდება და დავარცხნა ნამდვილ წამებად იქცევა. როგორ მოვათვინიეროთ თმა?
თმის აბურდვის მიზეზი მისი ზედაპირული შრის დაზიანებაა. მას სწრაფად აღადგენს მკვებავი ნიღბები. გთავაზობთ ერთ რეცეპტს:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი მშრალი სალბი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და თავშავა, დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. გაწურეთ, დაუმატეთ დასრესილი შავი პური და ისე გადაზილეთ, რომ ერთგვაროვ ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1896 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

რჩევები გარუჯვის მოყვარულთათვის
პირველ დღეებში, სჯობს, ქოლგის ქვეშ გაირუჯოთ. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა. ყოველ ასეთ საშუალებას აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის კოეფიციენტი, რომელიც აბრევიატურა SPF-ით და ციფრებით აღინიშნება. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით მეტხანს იქნება დაცული თქვენი კანი.

როდესაც ადაპტაციას გაივლით, მზისგან დამცავი კრემი შეგიძლიათ გასარუჯით შეცვალოთ. ის კანს კვებავს და ატენიანებს, რისი მეოხებითაც უფრო ხარისხიან ნამზეურს მიიღებთ.გარუჯვისთვის საუკეთესოა დრო დილის 11 საათამდე და საღამოს 17 საათიდან. პლაჟზე გასვლის წინ ტანი არც საპნით დაიბანოთ და არც ლოსიონით გაიწმინდოთ - ამგვარად კანის დამცავ საფარველს დაარღვევთ. არასოდეს მიიღოთ მზის აბაზანები სველი ტანით - წყლის წვეთები შემკრები ლინზის ფუნქციას ასრულებს და მზის გამოსხივებას აძლიერებს. სიცხეში ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად თან ატარეთ წყალი (ოღონდ არა ტკბილი - ის უფრო მეტად მოგაწყურებთ). ჩანთას სასუსნავით ნუ გაივსებთ - მხედველობაში გქონდეთ, რომ მზეზე სურსათი ადვილად ფუჭდება და შესაძლოა, მოიწამლოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ქარიან ამინდში - ქარი კანს აგრილებს და შესაძლოა, დამწვრობა გამოგეპაროთ. ღრუბლიანი ამინდიც მეტად ვერაგია, რადგანაც ღრუბლიდან ჩვენამდე მზის გამოსხივების 80% აღწევს. გარუჯვისას აუცილებლად დაიფარეთ თავი და თვალები.
წყურვილს ნუ მოიკლავთ ცივი გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმლით. თუ დაწოლილი ირუჯებით, თავი ოდნავ წამოსწიეთ. გარუჯვისას ნუ დაიძინებთ, ნურც წიგნ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1531 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ზღვის წყალს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ. ძველი დროის მკურნალები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციათა აღდგენას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაეღწიათ თავი გაციებისა და სურდოსთვის. ზღვის წყალიც პირველად სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს:

პაციენტებს ურჩევდნენ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ჩაეწვეთებინათ ცხვირში, გამოევლოთ ყელში და ცხვირის ღრუ გამოერეცხათ. კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, ყაბზობისა და ანემიისგან განსაკურნებლად ავადმყოფებს ზღვიდან ამოღებულ წყალს ასმევდნენ. ჰალენუსი დაავადებული ფილტვების პატრონებს ზღვის ჰაერით დღეში 6-8 საათის განმავ-ლობაში სუნთქვას უნიშნავდა. ზღვის მარილიან წყალს ანტისეპტიკური თვისებების გამო ბრძოლის ველზე ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდნენ. თალასოთერაპია - ასე ეწოდება მედიცინაში სამკუ-რნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას (თალასსა ბერძნულად ზღვის წყალს ნიშნავს). თალასოთერაპიისას თანაბრად გამოიყენება ზღვის წყალი, კლიმატი, სამკურნალო ტალახი, წყალმცენარეები და ქვიშა.

ზღვის კლიმატი
ზღვის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით, ოზონით, იოდით, ბრომით, მიკროსკოპული, თითქმის შეუმჩნეველი წყლის წვეთებითა და მარილის კრისტალებით, რომლებსაც შეიწოვს კანი და ჩაისუნთქავს ფილტვები. ზღვის ჰაერში გახსნილი უარყოფითი იონები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებსა და სტრესებთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს. იოდი დადებითად მოქმედებს ფარის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 2006 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.5/2

ასაკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მის გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვან და სხვა სისტემებზე, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლაზე. ასაკთან ერთად იმატებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა რისკიც. ხშირია ოსტეოპოროზი და ართროზი. ცნობილია, რომ მოძრავი ცხოვრების წესი და ფიზიკური ვარჯიში მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე, თუმცა ბევრმა არ იცის,

როგორ უნდა ივარჯიშონ ასაკოვნებმა ან რა გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმზე.

- მოგეხსენებათ, ასაკში შესული ადამიანები ჯანმრთელობის გაუარესების შიშით რამდენადმე ერიდებიან სპორტსა და ფიტნესს. რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე დედამიწის მიზიდულობის ძალის გადალახვაა. რაც უფრო მეტს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო უკეთესია მისი ცხოვრების ხარისხი.
ჯანმრთელია ადამიანი თუ ფიზიკურად დაუძლურებული, მან მაინც უნდა შეასრულოს ის აუცილებელი, თუნდაც მინიმალური ფიზიკური სამუშაო, რომლის შესრულებაც შეუძლია.
უკვე დადგენილია, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი ათეროსკლეროზის რისკფაქტორს წარმოადგენს. რაც უფრო აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, მით ნაკლები აქვს ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.
აქვე უნდა ითქვას, რომ აქტიური ცხოვრების წესი არა მარტო ათეროსკლეროზის და, შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების ალბათობას ამცირებს, არამედ საკმაოდ აქვეითებს ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1559 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0


წყლის პროცედურები
კლასიკურ და ხალხურ მედიცინას ორგანიზმის გაკაჟების არაერთი საინტერესო რეცეპტი მოეპოვება. წყალი რომ გამაჯანსაღებელი პროცედურების აუცილებელი კომპონენტია, ესეც საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ გაკაჟება ტერფებიდან იწყება. ტერფების (ზოგადად, ფეხების) გაკაჟებისას მთელი ორგანიზმი იწრთობა, იმუნიტეტი ძლიერდება.


უმჯობესია, გაკაჟება ზაფხულში დაიწყოთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ორგანიზმის წრთობის დაწყება წელიწადის ცივ პერიოდში მოგიწიათ, არც ეს არის საშიში, მთავარია, პროცედურები დოზირებულად ჩაიტაროთ, გაკაჟების ზოგიერთ მეთოდს მეტი დრო დაუთმოთ, ზოგიერთი კი, თქვენი ორგანიზმის მდგომარეობისა და ინდივიდუალურ ფაქტორთა გათვალისწინებით, გაზაფხულისთვის გადადოთ, მთავარია მოინდომოთ, განეწყოთ, ვარჯიშისა და გაკაჟების მნიშვნელობა გააცნობიეროთ და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოთ!
ფეხის აბაზანები მხოლოდ ორგანიზმის გაკაჟებას კი არ უწყობს ხელს, სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება.
ცივი აბაზანა შესანიშნავია უძილობის დროს. ამ პროცედურას მაშინაც მიმართავენ, როცა სურთ, სისხლი ქვედა კიდურებიდან თავისა და გულმკერდისკენ გადაანაწილონ. ფეხების ცივი აბაზანა ჩინებული გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი საშუალებაა. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, ის დღეში რამდენიმეჯერაც კი ჩაიტაროს. თუ ცივ წყალს შეჩვეული არ ხართ, გაკაჟება ზაფხულში დაიწყეთ. ფეხები დღეში რამდენიმეჯერ დაიბანეთ ცივი წყლ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1767 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2024