მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 14
 -საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც ლორწოვანის მფარავი ეპითელური უჯრედების ჩამოფცქვნის შედეგად ვითარდება. დეფექტის მდებარეობა სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ იგი მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს. ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას. ლორწოვანის დეფექტი შეიძლება იქცეს ქლამიდიების, გონოკოკების, ჰერპეს-ვირუსის და სხვა ინფექციათა გამომწვევების ორგანიზმში შემავალ კარად. საშვილოსნოს ყელის ეროზია ადამიანის პაპილომავირუსის საყვარელ ადგილადაა მიჩნეული, ეს ვირუსი კი, როგორც მოგეხსენებათ კონდილომებს, სიმსივნისწინა მდგომარეობებს და სიმსივნეების განვითარებასაც კი იწვევს. ეროზიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიები, საშვილოსნოს ყელის ტრავმები, ჰორმონული ფონისა და მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, იმუნიტეტის დაქვეითება, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. ეროზიის კლინიკური ნიშნებია თითქმის მუდმივად არსებული ჭარბი ლორწოვანი გამონადენი, აგრეთვე - ტკივილი და სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კავშირის შემდეგ. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თუ ექიმმა დასვა ეროზიის დიაგნოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცადი მეთოდია ელექტროკოაგულაცია – ე.წ. მოწვა. ბოლო დროს პოპულარული გახდა ეროზიის მკურნალობა მოყინვით (დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით), ამასთან ერთად გამოიყენება ლაზერული და ულტრაბგერითი თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა. ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3041 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

 - დავიწყოთ იმით, რომ ქალის სექსუალური სიცივე - ფრიგიდულობა, არცთუ იშვიათად წარმოადგენს სხვადასხვა ენდოკრინული ან ფსიქონევროლოგიური პათოლოგიის გამოვლინებას. მას შეიძლება იწვევდეს აგრეთვე ქრონიკული ინტოქსიკაცია, ვიტამინების ნაკლებობა, გადაღლა. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ეს ფაქტორები. მათი არსებობის შემთხვევაში კი სათანადო მკურნალობა უნდა ჩატარდეს.
სექსოლოგთა მონაცემებით მათთან მისული ქალების 40% უჩივის ორგაზმის არარსებობას. ამ დროს მკვეთრადაა დაქვეითებული ქალის სექსუალური ლტოლვა. ანორგაზმია შემთხვევათა მხოლოდ ერთ მესამედშია განპირობებული ქალის ორგანიზმის თავისებურებებით, დანარჩენ ორ მესამედში კი მიზეზი მეუღლეთა ურთიერთობის დისჰარმონიაა. ასეთი დისჰარმონია სავსებით ჯანმრთელ ისეთ მეუღლეთა ურთიერთობის დროსაც წარმოიქმნება ხოლმე, რომლებიც სიყვარულით დაქორწინდნენ და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამის მიზეზი კი უხშირესად მამაკაცის არასწორი ქცევა ან მის მიერ ქალის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის უცოდინრობა, საჭირო ინტუიციის უქონლობა და ინტიმურ სფეროში ურთიერთგაგების დეფიციტია.

ქალის ფსიქოტიპი რადიკალურად განსხვავდება მამაკაცის ფსიქოტიპისაგან. ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე გოგონები ოცნებობენ რომანტიკულ თაყვანისმცემელზე, მეგობარზე, დამცველზე, პლატონურ ურთიერთობებზე, ბიჭები კი ჩქარობენ ფიზიკურ სიახლოვეს. ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ქალები აფასებენ მეუღლეში სიყვარულის, სიკეთის, ყურადღების გამოხატვის უნარს. მამაკაცის უყურადღებობა, არადელიკატურობა, უაზრო კამათი ყოველგვარ წვრილმანზე ა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 2538 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



- სახის კანის ფერი და მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ პირობებზე, სეზონზე, კვების რეჟიმზე, მავნე ჩვევებზე, გეოგრაფიულ ზონაზე და, რაღა თქმა უნდა, მოვლაზე. საქართველო სუბტროპიკული სარტყლის ქვეყანაა. აქ მზე მწველია, ამიტომ კანის მოვლა ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ.

თუ ქალს ჯანმრთელი კანი აქვს, სასურველია, ექიმ-კოსმეტოლოგს 20-21 წლის ასაკში მიმართოს.
კოსმეტოლოგთან მივდივართ დილის საათებში, დაუბანელი და ყოველდღიური კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. ეს სპეციალისტს საშუალებას მისცემს, სწორად განსაზღვროს კანის ტიპი და სათანადო მოსავლელი საშუალებები შეურჩიოს.

არსებობს სამი ტიპის კანი: ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი. ნორმალურად ითვლება კომბინირებული სახის კანი, რომლის ცხიმიანი უბნებია შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
სახის კანის მოვლის საშუალებები ორნაირია: ძირითადი და დამხმარე. ძირითადი საშუალებებია:

  • წყალი, რომელიც კანს არა მარტო ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც;
  • ალკოჰოლის შემცველი, უალკოჰოლო, ნეიტრალური, ცხიმოვანი გამწმენდი საშუალებები;
  • ნაკლებად ცხიმიანი, ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კრემები;
  • დამცავი კრემები, რომლებიც ძირითადად დღისით იხმარება;
  • კრემები და გ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 2221 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 5.0/3

ძნელია დავასახელოთ კოსმეტოლოგიური პრობლემა, რომელსაც ზღვის პროდუქტები ვერ გაუმ-კლავდებიან. მიკროელემენტების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით ზღვის პროდუქტებს კონკურენციას ვერც ცხოველური და ვერც მცენარეული ორგანიზმები ვერ გაუწევს.
გარეგანი გამოყენებისას წყალმცენარეებს აქვს მასტიმულირებელი, გამაძლიერებელი, ტენიანობის ბალა-ნსის აღმდგენი და გამწმენდი თვისებები. წყალმცენარეთა უმეტესობა ხმელეთის მცენარეებთან შედა-რებით შეიცავს 1000-ჯერ მეტ იოდს, 100-ჯერ მეტ კალციუმს და 10-ჯერ მეტ მაგნიუმსა და სპილენძს.

იოდით, კაროტინოიდებით, ფოსფორით და სხვა აქტიური ინგრედიენტებით მდიდარი წყალმცე-ნარეების გამონაწვლილი სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტის (კრემების, ლოსიონების, ნიღბების) დასამზადებლად გამოიყენება. ზღვის წყალმცენარეებისგან პრეპარატებს ამზადებენ მიკრონიზაციის მეთოდით. ამ დროს მათში შემავალი იოდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და სხვა მიკროელემენტები თავისუფალ მდგომარეობაშია და არა მარტო ლოკალურად, არამედ მთელ ორგანიზმს მკურნალობს.
ლამინარიის ფიტოპრეპარატები ეფექტიანად ატენიანებს კანს, ააქტიურებს უჯრედშიგა პროცესებს, უჯრედს ჟანგბადით ამდიდრებს, წმენდს და ახდენს მის დეზინფექციას. ფუკუსის ექსტრაქტსაც მაღალი ბიოაქტივობა ახასიათებს. ის არბილებს, აღადგენს და იცავს კანს. ბიოზღვის ექსტრაქტების შესაქმნელად გამოიყენება ასევე ზღვის ცხოველების (ზღვის ზღარბის, სხვადასხვა სახეობის თევზის) ქსოვილები. ბოლო ხანს ფართოდ იყენებენ ზღვის დიდი ცხოველებისა და ძუძუმწოვრების - ზვიგენისა და ვეშაპის ქსოვილებსაც. სულ უფრო პოპულარული ხდებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1634 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

 - როცა ადამიანი შუბლს იჭმუხნის, წარბებს ამოძრავებს ან იცინის, მას სახეზე მიმიკური ნაოჭები უჩნდება. თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, ნაოჭები შეიძლება მუდმივი ანუ სტატიკური გახდეს. მიმიკურ ნაოჭებს ებრძვიან ბოტულოტოქსინით, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ. ეს ნივთიერება განსაზღვრულ კუნთებს შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, შუბლს ვეღარ შეიჭმუხნით, თუმცა 6-8 თვის შემდეგ ბოტულოტოქსინის მოქმედება შესუსტდება და საჭირო გახდება ინექციის განმეორება.
თუ მიმიკური ნაოჭები უკვე ძალიან ღრმაა, ბოტულოტოქსინთან ერთად ჰიალურონის მჟავას იყენებენ. ეს ნივთიერება ჟელეს ჰგავს. იგი კანქვეშ იმ უბანში შეჰყავთ, სადაც ღრმა ნაოჭია განვითარებული. კანის ზედაპირი წამოიწევა და ნაკეცი გადასწორდება. დროთა განმავლობაში ჟელე გაიწოვება და საჭირო ხდება კოსმეტოლოგთან ხელახალი ვიზიტი.
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1381 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

-სახის გასაწმენდად გამოიყენება კოსმეტიკური ლოსიონები, საპონი, რძე, რომლებიც უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის შესაბამისად.
გთავაზობთ კანის გასაწმენდ ბუნებრივ საშუალებებსაც:
ნებისმიერი ტიპის კანს წმენდს, გამოშრობისაგან იცავს, არბილებს და ელასტიკურს ხდის მცენარეული ზეთი – დაასველეთ ბამბის ტამპონი ცხელ წყალში, გაწურეთ, შემდეგ დაასველეთ ზეითუნის, მზესუმზირის ან სიმინდის ზეთში და ამ ტამპონით გაიწმინდეთ სახისა და კისრის კანი. 1-2 წუთის შემდეგ ზეთი ჩამოიწმინდეთ ცხელი წყლით განზავებულ ვაშლის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.
კანს წმენდს, ატენიანებს, ათეთრებს, ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს აშორებს ნაღები, დამჟავებული რძე, მაწონი, კეფირი. რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. მშრალი ბამბა დაასველეთ დამჟავებულ რძეში ან მაწონში და გაიწმინდეთ სახე. შემდეგ აიღეთ ახალი ტამპონი და კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ. ყოველი მომდევნო ტამპონი სულ უფრო მეტად უნდა იყოს დასველებული. ბოლოს კი კარგად გაწურული ტამპონით ჩამოიწმიდეთ მაწვნის ნარჩენები. თუ მშრალი კანი გაქვთ, სახე წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში მაწვნის ბოლო ფენა დილამდე დაიტოვეთ.
კანს შავ წერტილებს აშორებს, წმენდს, ფორებს უფართოებს, გლუვსა და ცოცხალს ხდის შვრიის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1472 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2024