მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ხალხური მედიცინის რეცეპტები წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ
10:28
ხალხური მედიცინის რეცეპტები წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ
ს ა ტ ა ც უ რ ი
იღებენ 2-3 ჩაის კოვზ სატაცურსა და ასხამენ 200 მლ მდუღარეს. ადუღებენ 5 წთ. სვამენ მთელი დღის განმავლობაში.

ფ ი ჭ ვ ი
იღებენ 30 გრ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტებსა და 1 ჩაის ჭიქა წყალში ხარშავენ.
მიღება: 2 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში.

ნ ა კ რ ე ბ ი
იღებენ ბარამბოს ფოთლებსა და ვალერიანას ფესვებს (15-15 გრ), მარწყვაბალახასა და სურნელოვან ტეგანს (45-45 გრ).
1 ს.კ. ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წთ. და წურავენ. სვამენ თბილი სახით დღეში ერთხელ შარდვის გაძნელების დროს.

მ ი წ ი ს თ ხ ი ლ ი (ა რ ა ქ ი ს ი)
არაქისის მარცვლებს ტაფაზე კარგად ხალავენ. გაციების შემდეგ აცილებენ კანს და როდინში ნაყავენ. იღებენ 2 სუფრის კოვზ დანაყილ არაქისს და ათავსებენ თერმოსში, უმატებენ 3 ს.კ. დაქუცმაცებულ სამკურნალო ტუხტის ფესვებს. ასხამენ 0,5 ლ მდუღარე რძეს. აჩერებენ ღია თერმოსში 20 წთ. შემდეგ მჭიდროდ ახურებენ სახურავს და აჩერებენ 10 სთ.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 20-40 წუთით ადრე ჭამამდე.
საღამოს ჭამის შემდეგ სასურველია 1 პატარა თავი ხახვის და 1-2 კბილი ნივრის მიღება.
მკურნალობის კურსი 10 დღეა. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

წ ა ბ ლ ი
იღებენ 25 გრ წაბლის ნაყოფის დაქუცმაცებულ ქერქს. ასხამენ 250 მლ სპირტს. 10 დღე ბნელ ადგილას აჩერებენ. პერიოდულად ანჯღრევენ, შემდეგ წურავენ.
მიღება: 40-50 წვეთი დღეში 2 ჯერ ცოტა წყლით.

პ რ ო ფ ი ლ ა ქ ტ ი კ ი ს ა თ ვ ი ს
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის  პროფილაქტიკისა და ქრონიკული პროსტატისათვის რეკომენდებულია მამაკაცმა რეგულარულად მიიღოს დღეში 15 გრ ყვავილის მტვერი ან უზმოზე გოგრის თესლის გულები.

აბაზანა პროსტატის ადენომის სამკურნალოდ
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ კარგ შედეგს იძლევა აბაზანა.

იღებენ 100 გრ დაქუცმაცებულ შვიტას, ადუღებენ და ნახარშს ასხამენ აბაზანაში (37-380-იან წყალში). წვებიან 15 წუთით. მკურნალობის კურსი 12 აბაზანაა. აბაზანას შეიძლება დაემატოს შვრიის ღეროების, მუხის ქერქისა და გვირილის ყვავილის ნახარშიც.

აბაზანა კეთდება ყოველ მეორე დღეს, ძილის წინ.

კატეგორია: მკურნალობა | ნანახია: 2277 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024