ს ა ტ ა ც უ რ ი
იღებენ 2-3 ჩაის კოვზ სატაცურსა და ასხამენ 200 მლ მდუღარეს. ადუღებენ 5 წთ. სვამენ მთელი დღის განმავლობაში.
ფ ი ჭ ვ ი
იღებენ 30 გრ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტებსა და 1 ჩაის ჭიქა წყალში ხარშავენ.
მიღება: 2 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში.
ნ ა კ რ ე ბ ი
იღებენ ბარამბოს ფოთლებსა და ვალერიანას ფესვებს (15-15 გრ), მარწყვაბალახასა და სურნელოვან ტეგანს (45-45 გრ).
1 ს.კ. ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წთ. და
წურავენ. სვამენ თბილი სახით დღეში ერთხელ შარდვის გაძნელების დროს.
მ ი წ ი ს თ ხ ი ლ ი (ა რ ა ქ ი ს ი)
არაქისის მარცვლებს ტაფაზე კარგად ხალავენ. გაციების შემდეგ აცილებენ კანს
და როდინში ნაყავენ. იღებენ 2 სუფრის კოვზ დანაყილ არაქისს და ათავსებენ
თერმოსში, უმატებენ 3 ს.კ. დაქუცმაცებულ სამკურნალო ტუხტის ფესვებს.
ასხამენ 0,5 ლ მდუღარე რძეს. აჩერებენ ღია თერმოსში 20 წთ. შემდეგ მჭიდროდ
ახურებენ სახურავს და აჩერებენ 10 სთ.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 20-40 წუთით ადრე ჭამამდე.
საღამოს ჭამის შემდეგ სასურველია 1 პატარა თავი ხახვის და 1-2 კბილი ნივრის მიღება.
მკურნალობის კურსი 10 დღეა. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.
წ ა ბ ლ ი
იღებენ 25 გრ წაბლის ნაყოფის დაქუცმაცებულ ქერქს. ასხამენ 250 მლ სპირტს.
10 დღე ბნელ ადგილას აჩერებენ. პერიოდულად ანჯღრევენ, შემდეგ წურავენ.
მიღება: 40-50 წვეთი დღეში 2 ჯერ ცოტა წყლით.
პ რ ო ფ ი ლ ა ქ ტ ი კ ი ს ა თ ვ ი ს
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის პროფილაქტიკისა და ქრონიკული პროსტატისათვის რეკომენდებულია მამაკაცმა რეგულარულად
...
გააგრძელე კითხვა »