მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » დედის ალერსი ახანგრძლივებს სიცოცხლეს
22:05
დედის ალერსი ახანგრძლივებს სიცოცხლეს
დედასა და ბავშვს შორის მუდმივი ფიზიკური კონტაქტი ახალშობილის ნორმალური განვითარებისადმი ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - იუწყებიან მკვლევარები ბოგოტის უნივერსიტეტიდან (კოლუმბია).
დღენაკლული ბავშვების ორგანიზმის თავისებურებების შესწავლის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც რეგულარულად იმყოფებოდნენ დედებთან ერთად, უფრო ადრე “გამოჯანმრთელდებოდნენ” ხოლმე, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც ამას მოკლებულნი იყვნენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მეტი სასიკეთო ზეგავლენა ჰქონდა არა იმდენად დედასთან ყოფნის ფსიქოლოგიურ ეფექტს, არამედ მასთან კონტაქტს კანის (შეხების) გზით. სპეციალისტების აზრით, ანალოგიური სიტუაცია აღინიშნება დროული ახალშობილის შემთხვევაშიც, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.
ზ.ა. გათვალისწინებით, მეცნიერების მიერ მოწოდებული იქნა დღენაკლული ახალშობილების მოვლისა და “მკურნალობის” ახალი მეთოდი, რომელმაც მიიღო სახელწოდება “cangaroo care” (“კენგურუს მეთოდი”). იგი გულისხმობს ასეთი ბავშვების დედასთან ყოველდღიური კონტაქტის სეანსებს, რომლის დროსაც დედამ ბავშვი უბრალოდ თავის მკერდთან უნდა მიიხუტოს. მკვლევარების აზრით, ასეთი, ერთის შეხედვით არასამედიცინო დახმარება უსაფრთხოა ბავშვისათვის და ბევრად აღემატება ეფექტურობით მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს, რომლებსაც მიმართავენ ნაადრევი მშობიარობის შემდეგ.
კატეგორია: იცით რომ... | ნანახია: 1461 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024