მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » მარწყვი და ჟოლო ვიაგრის ნაცვლად
11:35
მარწყვი და ჟოლო ვიაგრის ნაცვლად



დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელშიც მარწყვი «ბუნებრივ ვიაგრად» არის მოხსენიებული.
უახლესი გამოკვლევების თანახმად, მარწყვი და ჟოლო მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიბიდოს და ეს თანაბრად ეხებათ როგორც კაცებს, ისე ქალებს.
როგორც ირკვევა, ყველაფრის მიზეზი ცინკია, რომლის მაღალი პროცენტული შემცველობითაც გამოირჩევა ორივე კენკრის თესლი. ბევრი ხილისაგან განსხვავებით აღნიშნულ კენკრებს თავის უწვრილეს კურკებთან ერთად მიირთმევენ.
ცინკი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ხელს უწყობს სექსუალურ აგზნებას. ის მართავს ჰორმონ ტესტოსტერონის «ქცევას», ეხმარება ქალს სწრაფად განეწყოს სექსისადმი. გარდა ამისა, ის სპერმის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.
კვების ოპტიმიზაციის ინსტიტუტის დამაარსებელი და აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელი პატრიკ ჰოლფორდი ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ცნობილი ხილის ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ რიგში მარწყვს და შემდეგ ჟოლოს შეიძლება ეწოდოს «სიყვარულის კენკრა».
«ამ კენკრებში ასევე დიდია პროცენტული რაოდენობა ანტიოქსიდანტებისა, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მოდინებას სასქესო ორგანოებისაკენ. ამასთან, სხვა ხილისაგან განსხვავებით, ისინი უმცირესი რაოდენობით შეიცავენ პოლისაქარიდებს და დაბალი კალორიების ხარჯზე უზრუნველყოფენ ენერგეტიკული დონის შენარჩუნებას» - ხაზგასმით აღნიშნავს მეცნიერი.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 1489 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024