მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » დეპრესია
00:27
დეპრესია
დეპრესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გამოცდილი აქვს დეპრესია ამა თუ იმ ფორმით და ამა თუ იმ ინტენსივობით. ზოგი ადამიანი მძიმე ქრონიკული დეპრესიით იტანჯება, ზოგს კი უმნიშვნელო დეპრესიული რეაქციები ახასიათებს გამოწვეული ცხოვრებისეული სტრესით. ამიტომ მნიშვნელოვანია ალბათ გვქონდეს სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის დეპრესია? როგორ გამოიხატება? რა ფსიქოლოგიური მიზეზები თუ მექანიზმები უდევს მას საფუძვლად? და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას.
დეპრესიას ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინებები და გამომწვევი მიზეზები აქვს. თანდათანობიოთ ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია დეპრესიის სიმპტომებისა და წარმოქმნის მექანიზმების შესახებ. თავდაპირველად კი ავღნიშნავ, რომ ზოგადად, უხეშად რომ დავყოთ, არსენობს დეპრესიის ორი სახე მისი გამომწვევი მიზეზის და მიხედვით: ფიზიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია.
ფიზიოლოგიურად გამოწვეული დეპრესიის ანუ ენდოგენური დეპრესიის (იგივე მანიასკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ახალი თერმინოლოგიით კი ბიპოლარული აშლილობა) გამომწვევი მიზეზები ცილდება ფსიქოლოგიის სფეროს და უფრო მედიკო-ბიოლოგიური საკითხია, ამიტომ თავს ავარიდებ მათ დაწვრილებით აღწერას. ვიტყვი მხოლოდ რომ ეს მდომარეობა გამოწვეულია თავის ტვინში გარკვეული ნივთიერებების დისბალანსით, რომლებიც ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ქვევით მოვიყვან ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, კერძოდ დიდი დეპრესიული, მანიაკალური და ჰიპომანიაკალკური ეპიზოდებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რომელიც აღებულია ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიურ აშლილობათა სადიაგნოსტიკო ცნობარიდან (DSM IV-TR). სწორედ დიდი დეპრესიული, მანიაკაკლური და ჰიპომანიასკალური ეპიზოდების მონაცვლეობით ყალიბდება ბიპოლარული აშლილობის კლინიკური სურათი.

დიდი დეპრესიული ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

- ქვემოთ მოყვანილი 5 ან მეტი სიმპტომი უნდა იყოს წარმოდგენილი არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში. აუცილებელია ორიდან ერთერთის: დაქვეითებული გუნება-განწყობის ან ინტერესების ნაკლებობის არსებობა.
შენიშვნა: აუცილებელია გამოირიცხოს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გუნება-განწყობის დარღვევები.
1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, რაც შეიძლება დადგინდეს როგორც თავადვე პაციენტის პირადი ჩივილით (სიცარიელის, სევდის შეგრძნება) ასევე გარშემომყოფთა დაკბირვების შედეგად (ხშირი ტირილი). ბავშვებში და მოზარდებში სევდის მაგიერ შესაძლოა ჭარბობდეს გაღიზიანებადობა.
2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში. ასევე მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე.
3. ცვლილებები წონასა და მადაში: მომატება ან დაკლება. იმის გათვალისწინებით რომ პაციენტი მიზანდასახუად არ იცავს რაიმე დიეტას. ბავშვებში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ასაკის მიმართ შეუსაბამო წონის მომატება/დაკლებაში.
4. უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე.
5. ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აგზნება. ამის შესახებ დასკვნა არამხოლოდსუბიექტური შეგრძნებებით, არამედ გარშემომყოფთა დაკვირვების საფუძველზე უნდა გაკეთდეს.
6. დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.
7. თითქმის ყოველდღიური საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
8. აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
9. სუიციდალური აზრები, ფიქრები სიკვდილისწ შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში).
- სიმპტომები იწვევს მნიშვნელოვან სტრესს, ხელს უშლის ადამიანს ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ფუნქცციონირებაში.
- სიმპტომები არაა გამოწვეული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) უშუალო ზემოქმედებით.
სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული დანაკარგით. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალებით, ან საყვარელ ადამიანთან დაშორებით.

მანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
- ცალკეული, მინიმუმ 1 კვირიანი პერიოდი, რომლის დროსაც ადგილი აქვს უჩვეულოდ, მუდმივად აწეულ, უკონტროლო ან/და გაგიზიანებულ გუნება-განწყობას.
ბ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვემოთჩამოთვლილიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 სიმპტომი.
1. ჭარბადდადებითი თვითშეფასება ან საკუთარი თავის გრანდიოზულობის განცდა.
2. ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება (მაგ. 3 საათი დღე-ღამეში).
3. პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო ენაწყლიანია აქვს ლაპარაკის მუდმივი მოთხოვნილება
4. აზროვნების აჩქარება (ფლიგჰტ ოფ იდეას). აზრების სწრაფი ცვლის სუბიექტური შეგრძნება.
5. დაბნეულობა. პაციენტი ადვილად ერთვება ერთი გამღიზიანებლიდან მეორეზე.
6. აქტიური მიზანმიმართული მოქმედება (სოციალური, სამუშაო/სასწავლო ან სექსუალური კუთხით) ან ფსიქომოტორული (მოძრაობითი) აგზნება.
7. ჭარბი აქტიურობა სიამოვნების მომნიჭებელ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს დამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა არაა დაკავშირებული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) მიღებასთან.

ჰიპომანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
მსგავსია მანიაკალური ეპიზოდისა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში სიმპტომები შედარებით ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული და გრძელდება მინიმუმ 4 დღე.
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | ნანახია: 2848 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024