მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 04

როგორც ექიმები ირწმუნებიან, თანამედროვე ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესებას, უპირველეს ყოვლისა, დაძაბული თანამედროვე ცხოვრება და სტრესებით აღსავსე ყოველდღიურობა იწვევს. ამის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება კი ჯერჯერობით ადამიანის ძალებს აღემატება.

და მაინც, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, ამტკიცებენ, რომ ათასი დაავადების წამალი… სიყვარული და მისით ტკბობაა.

სიყვარული სასარგებლოა გულისათვის
როცა ჩვენ სიყვარულით ვტკბებით, გულისცემა ხშირდება, რაც გგულსისხლძვარღვთა შესანიშნავი ვარჯიშია, თავისებური ~გულის აერობიკა~. ამრიგად, სიამოვნების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვავარჯიშებთ ორგანოს, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ეს სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორები არ ცდილობენ ~კამასუტრას~ მთელი კომპლექსის შესრულებას.

სიყვარული, როგორც ღვთიური შეგრძნება
სექსუალური აღგზნება ხელს უწყობს ქიმიური ნივთიერების, ენდორფინის გამოყოფას. მას კი ~ბედნიერების ჰორმონს~ უწოდებენ. სწორედ იგი ეხმარება ადამიანს ~მეშვიდე ცის დაპყრობაში~. შევნიშნავთ, რომ ასეთი თრობა და გაბრუება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება. თან სრულიად უფასოა.

სიყვარული - საუკეთესო წამ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1680 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყავა კი არ ვნებს გულს,არამედ მისი ზომიერად მიღება აუმჯობესებს გულის კუნთების ფუნქციას.შოტლანდიელი მეცნიერების დაკვირვებით,მათ ვინც დღეში ერთ ან ორ ფინჯან ყავას სვამს,გულისა და სისხლძარღვების დაავადებათა რისკი ნაკლებათ აქვთ.
ექიმებს მიაჩნიათ,რომ გულისთვის უკეთესია მიირთვათ დაფქული ყავა რძესთან ერთად.ასევე არ შეიძლება ყავის რამდენჯერმე ადუღება,გაცხელება,ასეთი სასმელი გულზე ცუდად მოქმედებს.
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1179 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1




ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 18 წლამდე ახალგაზრდებს დაჟინებით უკრძალავს სოლარიუმით სარგებლობას. ეს განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. რეკომენდაცია განსაკუთრებით მოზარდებში კანის კიბოს განვითარების რისკს, უფრო სწორად კი მის ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან სახეობას - მელანომას - უკავშირდება.
მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მელანომის 132 ათას შემთხვევაზე მეტი რეგისტრირდება, ხოლო ამ დაავადების (და კანის სხვა სახის კიბოსგან) გამო სიკვდილიანობა 60 ათასს აღწევს.
ამ ნოზოლოგიური ფორმებით ავადობა გამუდმებით იზრდება და ეს ტენდენცია უფრო მეტად ჩრდილოეთის ქვეყნებში შეინიშნება. ნორვეგიასა და შვეციაში ბოლო 45 წლის განმავლობაში მისი რიცხვი გასამმაგდა, ხოლო შეერთებულ შტატებში 30 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ექსპერტები ასეთ ზრდას როგორც სტაციონარული, ასევე ოჯახური სოლარიუმების გამუდმებულ გამოყენებას უკავშირებენ. მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს იმ ქვეყნების ხელსუფალთ, სადაც "შენობაში გარუჯვა" ძალიან პოპულარულია და მათ გარკვეული ზომების სასწრაფოდ გატარებას ურჩევს. ამისთვის საჭიროა როგორც აპარატურისადმი მოთხოვნილების გაზრდა, ასევე კონტიგენტისადმი თვალყურის მიდევნება.
ასაკობრივი შეზღუდვა უკვე რამდენიმე ქვეყანაში შემოიღეს. მაგალითად, შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მზიან შტატში - კალიფორნიაში 18 წლამდე მოზარდებს სოლარიუმებში გარუჯვა ექიმის დანიშნულების გარეშე სასტიკად ეკრძ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1256 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.0/1

ტვინის საკვებად აუცილებლად საჭიროა გლუკოზა.მაგრამ ყველანაირი არა.მაგალითად,გამოცდების დროს საჭიროა ,,ნელი" ნახშირწყლები.ისინი არის ბურღულეულსა და ბოსტნეულში.ეს ნახშირწყლები ნელა იშლება ორგანიზმში,მაგრამ ენერგია,რომელსაც ისინი აწვდიან ტვინს დიდხანს ყოფნის.,,სწრაფი" ნახშირწყლები არ იძლევა ასეთ ეფექტს .ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა წითელი თევზი.გლუკოზას შეიცავს ტკბილი ხილი ,ბანანი,ფინიკი,მწიფე მსხალი ქიშმიში
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1335 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

1.თავი აარიდეთ ალკოჰოლს.სადილამდე მიირთვიტუგაზო მინერალური წყალი,პომიდვრის ან ნებისმიერი წვენი.
2.სადილად მიირთვით სალათის,ცხელი კერძის და დესერტის მხოლოდ ერთი სახეობა.
3.შეწყვიტთ ტრაპეზი,როგორც კი დანაყრდებით.
4.ცხიმიან და ტკბილ საკვებს ამჯობინეთ ცილებით მდიდარი ხორცი,კვერცხი,თევზი,სალათი და პაშტეტი.
5.მიეძალეთ ბოსტნეულს -ნაკლებკალორიულია.მოხარშული კარტოფილი სჯობს შემწვარს.
6.საკმარისია დღეში ყველის პატარა ნაჭერი და მწვანე სალადა.დესერტად მიირთვი ხილის სალათი ან ხაჭო,მარწყვიანი ნამცხვარი ან ერთი პატარა ფილა შოკოლადი
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1317 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ქალაქ კანბერაში ავსტრალიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი დალევა ამაღლებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო უამისობას ან ძლიერ დიდ დოზას ბრიყვად შეუძლია გაქციოთ.
გამოკვლევაში 20-60 წლის ასაკის 7 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საშუალო რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს, უფრო განვითარებული ვერბალური ჩვევები, მეხსიერება და აზროვნების სიჩქარე გააჩნიათ მათთან შედარებით, ვინც ალკოჰოლური სპექტრის პოლუსებზე იმყოფებიან. ალკოჰოლის გამოყენების უსაფრთხო დონეა - 14-28 სტანდარტული "დრინქი" კვირაში მამაკაცებისათვის და 7-14 - ქალებისათვის.
გამოკვლევებში იყენებდნენ როგორც საკითხებს სიტყვიერი მსჯელობის საჭიროებით, ასევე ტესტებს ხანმოკლე მახსოვრობაზე. რაც უნდა საოცარი იყოს, სიფხიზლის მოყვარულებმა დაბალი შედეგები აჩვენეს.
ბრაიან როჯერსი ავსტრალიის ნაციონალური გონებრივი ჯანმრთელობის შესწავლის ცენტრიდან აცხადებს, რომ ზომიერად მსმელებმა არა მარტო საუკეთესო შედეგები აჩვენეს, არამედ, როგორც ჩანს, ყველაზე ჯანმრთელებიც არიან. "ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ზომიერი გამოყენება სასარგებლოა ტვინისთვის - შეიძლება არსებობდეს სხვა, ჩვენს მიერ დაუდგენელი მიზეზები, რომლებიც არამსმელთა ცუდ შედეგებს ახსნიდა", - ხაზი გაუსვა როჯერსმა.
გამოკვლევის შედეგებმა შეიძლება ასახონ ის ფაქტი, რომ ალკოჰოლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს და აძლიერებს სისხლის მოდინებას ტვინში. ეს ფაქტორები კი განაპირობებენ საუკეთესო გონებრივ მდგომარეობას. ისინი ასევე ეთანხმება სხვ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1149 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ნებისმიერ თემაზე საუბრისას, რომელშიც თამბაქო ფიგურირებს, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ და მას ორი დეკადის განმალობაში მაინც აგრძელებენ, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე, ვიდრე არამწეველები. ცნობილია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის ყველაზე საშიში პრობლემა ფილტვის კიბო და გულის დაავადებებია. თამბაქოს მოხმარებით ჩნდება ასევე საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენები, მაგ. თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადების მიმართ, როგორიც არის წითელი მგლურა. მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა. მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის, ვიტამინების დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს და ერთნახევარჯერ იზრდება მწევლებში კბილების დაკარგვის შანსი. მწეველთა ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობების განვითარების შანსი და რთულდება შეხორცების პროცესი. მოწევა იწვევს კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერიისადმი რეზისტენტობას. იგი ასევე ასუსტებს ორგანიზმის შესაძლებლობებს, გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწევლებში კუჭის წყლული უფრო რთული სამკურნალოა. დაავადებათა ჩამონათვალი კიდევ დიდია.
აი, რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც სურს თამბაქოსათვის თავის დ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1617 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/3

სანდრა კალმიენისა (Sandra Kalmijn)და უტრეხტის (ნიდერლანდები) საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოკვლეული იყო საშუალო ასაკის 1927 ადამიანის კოგნიტიური ფუნქციები. კვლევის დაწყებამდე ხუთი წლით ადრე მეცნიერებმა განსაზღვრეს მონაწილეთა დამოკიდებულება თამბაქოს მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისადმი. აზროვნების სისწრაფისა და მოქნილობის განმსაზღვრელი ტესტების მიხედვით მწეველებმა არამწეველებთან შედარებით აჩვენეს უარესი შედეგები. მწეველები Fფიქრობდნენ ისე ნელა, როგორც მათზე ოთხი წლით უფროსი ადამიანები. ყოფილი მწეველების მონაცემებმა შუალედური ადგილი დაიკავეს მწეველთა და არამწეველთა შორის.

ამავე დროს, ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელმა პირებმა არამსმელებთან შედარებით უკეთესი მონაცემები აჩვენეს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატული იყო ქალებში. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა (უპირატესად ხანშიშესული ასაკის პირებში) აჩვენეს, რომ ზომიერი მოხმარება სპირტიანი სასმელებისა და არამწეველობა იცავს ადამიანის კოგნიტიურ ფუნქციებს ასაკობრივი ცვლილებებისაგან. უეჭველია, ეს დამცავი ეფექტი დაკავშირებულია ალკოჰოლისა და თამბაქოს სისხლძარღვებზე მოქმედებასთან. კერძოდ კი, მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს საძილე და ტვინის სისხლძარღვების კედლების გამკვრივება და სანათურის შევიწროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლი მცირე და ზომიერ დოზებში ქოლესტერინის დონის შემცირებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის ხარჯზე სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1447 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ამერიკელიფსიქოლოგებითვლიან, რომმოწევისშეწყვეტა - ერთ-ერთიაიმურთულესამოცანათაგან, რომლებიციძულებულიაგადაჭრასადამიანმა. საზოგადოებრივმაორგანიზაციამ -"ამერიკელებიარამწეველებისუფლებებისდასაცავად" (AmericansforNonsmokers' Rights) მწეველებისათვის, რომლებმაცგადაწყვიტესთავიდააღწიონამმავნეჩვევას, შეიმუშავესშემდეგირეკომენდაციები:

1. სწორადდასვით საკითხი.გირჩევთ არ გამოიყენოთ ფრაზა "მე თავს ვანებებ მოწევას". ამის მაგივრად თქვით: "მე არ მინდა მოწევა". გარეგნულად სხვაობა შეუმჩნეველია, მაგრამ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებენ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე;

2. "შეიცან თავი შენი". განსაზღვრეთ, ყველაზე უფრო როდის გინდებათ მოწევა: მანქანაში, სამუშაოზე, ჭამის შემდეგ, ძილის წინ? ამოცანა - დადგინდეს, როდის ეწევით, რომ დაცული იქნეს ერთგვარი რიტუალი. შეცვალეთ სიგარეტისრიტუალი სხვა რიტუალით. მაგალითად, ძილის წინ სიგარეტის ნაცვლად მიირთვით ვაშლი ან ოცჯერ აისროლეთ ჰაერში ასანთის კოლოფი. ძალიან შველის ათჯერ ღრმად ჩასუნთქვა, ასევე - საღეჭი რეზინა, საწუწნი კანფეტები და ა.შ.;

3. არსებობს მოწევის გადასაჩვევი მრავალი მედიკამენტი, მაგრამ მთლიანად მათზე მინდობა არ შეიძლება, რადგან ამ საქმეში მთავარი ადამიანის პრინციპულობა და ნებაა;

4. დაარწმუნეთ საკუთარი თავი თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, ამისათვის ფურცელზე ჩამოწერეთ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მოაქვს სიგარეტის მოწევას. მაგალითად: “სიგარეტებზე დღეში ვხარჯავ ...”, “წელიწადში ეს თანხა შეადგენს ...”, “სიგარეტის გამო უფრო ხშირად ვხდები ავად”, “ჩემი ბა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1262 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0





ციტრუსების სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან «ცედროს», რაც არომატულ ყვავილებს ნიშნავს. მოგვიანებით ბერძნებმა ასე უწოდეს მათთვის უცნობ არომატულ ხილსაც. რომაელებისათვის ეს სიტყვა გადაიქცა «ციტრუსად».
დღეისათვის მსოფლიოში მოყავთ ციტრუსების 28 სახეობა: ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ბერგამოტი, პომელო, ციტრონი, ლაიმი, კუმკვატი და სხვ. არსებობს მრავალი შუალედური ჰიბრიდიც, როგორიცაა მაგ. მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარი.
ციტრუსების ნაყოფი შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, ვიტამინებს: C (60 მგ%-ზე მეტი), PP, B და კაროტინს (პროვიტამინი A). თანამედროვე გამოკვლევების შედეგებით დადასტურებულია, რომ ციტრუსები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აფერხებენ ან სრულიად აჩერებენ კიბოს უჯრედების ზრდის პროცესს.
ციტრუსების შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C მიეკუთვნება ე.წ. ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან და ხელს უწყობს ქოლესტერინს დაშლას. ვიტამინი C ასევე აუცილებელია ცილა კოლაგენის მისაღებად, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ძვლოვან ქსოვილს, კანს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს ციტრუსებს, ინსულტი არ ემუქრებათ. საგულისხმოა, რომ ცირტუსების ქერქში მეტია C ვიტამინი, ვიდრე რბილობში. ციტრუსების ქერქის შემადგენლობაში შედიან ასევე ბიოფლავონოიდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1986 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჟურნალების "The New Scientist" და "Addictive Behaviours" ბოლო ნომრებში გამოქვეყნებული იყო აბერდინის უნივერსიტეტის (შოტლანდია) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოწევა იწვევს IQ-ს (ინტელექტუალობის კოეფიციენტი) დაქვეითებას. თუმცა, ეს ხდება საკმაოდ ნელა და თანდათანობით.
მკვლევარებმა 1947 წელს შეისწავლეს ინტელექტუალობის კოეფიციენტი 465 მოხალისეში, რომელთაც იმ დროისათვის შეუსრულდათ 11 წელი. 2002 წელს კვლევა გაიმეორეს (გამოსაკვლევი პირები უკვე 64 წლისანი იყვნენ). მოხალისეთა შორის ნახევარი მწეველი იყო, მეორე ნახევარი კი არამწეველი. დადგენილი იქნა, რომ მწეველებში IQ დამაჯერებლად ნაკლები იყო, ვიდრე არამწეველებში. არსებული განათლების დონის, ასევე მუშაობისა და ალკოჰოლის მოხმარების ფაქტორების გათვალისწინებით ინტელექტი თავისთავადაც ქვეითდება დაახლოებით 1%-თ.
კვლევების ხელმძღვანელის, აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორ Lawrence Whally-ს აზრით, მეცნიერებს ჯერჯერობით უძნელდებათ ახსნან თამბაქოს ასეთი ზეგავლენა.



კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1277 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

დედასა და ბავშვს შორის მუდმივი ფიზიკური კონტაქტი ახალშობილის ნორმალური განვითარებისადმი ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - იუწყებიან მკვლევარები ბოგოტის უნივერსიტეტიდან (კოლუმბია).
დღენაკლული ბავშვების ორგანიზმის თავისებურებების შესწავლის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც რეგულარულად იმყოფებოდნენ დედებთან ერთად, უფრო ადრე “გამოჯანმრთელდებოდნენ” ხოლმე, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც ამას მოკლებულნი იყვნენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მეტი სასიკეთო ზეგავლენა ჰქონდა არა იმდენად დედასთან ყოფნის ფსიქოლოგიურ ეფექტს, არამედ მასთან კონტაქტს კანის (შეხების) გზით. სპეციალისტების აზრით, ანალოგიური სიტუაცია აღინიშნება დროული ახალშობილის შემთხვევაშიც, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.
ზ.ა. გათვალისწინებით, მეცნიერების მიერ მოწოდებული იქნა დღენაკლული ახალშობილების მოვლისა და “მკურნალობის” ახალი მეთოდი, რომელმაც მიიღო სახელწოდება “cangaroo care” (“კენგურუს მეთოდი”). იგი გულისხმობს ასეთი ბავშვების დედასთან ყოველდღიური კონტაქტის სეანსებს, რომლის დროსაც დედამ ბავშვი უბრალოდ თავის მკერდთან უნდა მიიხუტოს. მკვლევარების აზრით, ასეთი, ერთის შეხედვით არასამედიცინო დახმარება უსაფრთხოა ბავშვისათვის და ბევრად აღემატება ეფექტურობით მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს, რომლებსაც მიმართავენ ნაადრევი მშობიარობის შემდეგ.
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1448 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ცნობილია, რომ, ძილის ნაკლებობა იწვევს მოთენთილობასა და დაღლილობის შეგრძნებას, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმთელობას. თანამედროვე მონაცემების მიხედვით, ძილის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალურ დარღვევებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა აზრით, ძილის ხანმოკლე დარღვევა იწვევს არტერიული წნევის ციფრების მომატებასა და სტრესის ჰორმონების დონის ზრდას. უძილობა ასევე იწვევს სისხლში შაქრის დონის კონტროლის დარღვევას. გარდა ამისა, უძილობის დროს ირღვევა ჰორმონ ლეპტინის წარმოქმნა, რომელიც განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას. ერთი კვირის განმავლობაში ძილის რეგულარული ნაკლებობის დროს (4 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი) მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გუკოზის შეთვისების პროცესი. ამრიგად, ირღვევა გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ ეტანებიან უპირატესად ღამის საათებში მომუშავენი კალორიულ საკვებს და საკმაოდ ხშირადაც იკვებებიან. ეს ხელს უწყობს წონაში მატებას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. უფრო მეტიც, არასაკმარისი ძილი ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარებას. ეს აიხსნება იმით, რომ თირკმელზედა ჯირკვლებში ღამით ძილის დროს გამომუშავდება კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მათი მაქსიმალური კონცენტრაცია მოდის დილის საათებზე და ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1382 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ადამიანები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს მცხუნვარე მზეზე ატარებენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეში აგდებენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი მეცნიერები მიუნხენიდან, რომლებიც "Geo Risk Research" პროექტის ფარგლებში ატარებდნენ კვლევებს.
მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ულტრაიისფერი გამოსხივების შეფასების სადღეისოდ გამოყენებული მეთოდიკა კორექტული არა არის, რადგან იგი გარკვეულ ზედაპირზე მხოლოდ პირდაპირი ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან დახრილი ზედაპირიდან არეკლილი სხივების ზემოქმედებას თითქმის უგულებელყოფენ. შეცდომაც სწორედ ამაშია: როგორც აღმოჩნდა, არეკლილი სხივების იგნორირება არ შეიძლება.
«ადამიანის სხეული ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მას პრაქტიკულად არ გააჩნია ჰორიზონტალური სიბრტყეები,» - განაცხადა კვლევის ავტორმა დოქტორმა პიტერ ჰეპემ – «ამიტომ მასზე მოქმედებენ არა იმდენად მზიდან მომავალი პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები, რამდენადაც სხვადასხვა ზედაპირებიდან არეკლილი და ამ ზემოქმედების უგულვებელყოფა დაუშვებელია».
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1282 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ავსტრიელი ფსიქოლოგი ილონა პაპუსეკი და მისი კოლეგები გრაცის უნივერსიტეტიდან მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიცილით თერაპია ერთ-ერთი

საუკეთესო მეთოდია გულის დაავადებების მქონე პაციენტთათვის.

30 პაციენტისაგან შემდგარი გუნდი მათ მიერ დაყოფილ იქნა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი 6 კვირის განმავლობაში რეგულარულად იღებდა

მონაწილეობას სესიაში «სიცილის იოგა», ხოლო მეორე ჯგუფი იმყოფებოდა ჩვეულებრივი თერაპიული ზემოქმედების ქვეშ.

როგორც «Membrana» იუწყება, «სიცილით თერაპია» საკმაოდ ეხმარება ადამიანებს გულის შეტევის გადატანის შემდეგ. სიცილი ხელს უწყობს

სისხლის წნევის დაქვეითებას. მეცნიერების ვარაუდით, სიცილით მკურნალობა კომბინაციაში ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად

მნიშვნელოვნად დააჩქარებს პაციენტების გამოჯანსაღების პროცესს, ხელს შეუწყობს რა მათი გუნებ-განწყობის გაუმჯობესებასა და ბედნიერების

შეგრძნებას.
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1175 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

იტალიელი მეცნიერები 3 წლის მანძილზე ატარებდნენ ცდებს ცხოველებზე და დაადგინეს, რომ კოკაინი და ექსტაზი ნარკოდამოკიდებულებისა და კიბოს განვითარებასთან ერთად იწვევს გენეტიკურ მუტაციებს.
«აღმოჩნდა, რომ კოკაინი და ექსტაზი გაცილებით უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ვვარაუდობდით» - განაცხადა ბიოტექნიკური კვლევების ნაციონალური ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ჯორჯო ბრონზეტმა. ეს ნარკოტიკები თავისი ტოქსიკოლოგიური ზემოქმედების ზენიტში უტევენ დნმ-ს და იწვევენ გენეტიკური მასალის ცვლილებებსა და მუტაციებს.

გაეროს მონაცემებით, 1995-2000 წლებში ზემოაღნიშნული ნარკოტიკების, ასევე, ამფეტამინების მოხმარება 70%-ით გაიზარდა. მაგ.: მოხმარების ინტენსივობისა და მავნებლობის ხარისხის მიხედვით ექსტაზი გაუტოლდა უმძიმეს ნარკოტიკებს და აღმოჩნდა იმ პრეპარეტების სიაში, რომლებიც ყველაზე სწრაფმზარდ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენენ.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1341 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

როგორც ცნობილია, სტრესი, განსაკუთრებით ხშირი სტრესი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. აღმოჩნდა, რომ ისინი ასევე დიდ როლს ასრულებენ გაცილებით უფრო საშიში დაავადებების განვითარებაშიც. კერძოდ, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, გაფანტული სკლეროზისათვის დამახასიათებელი მოვლენის - ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე საკუთარ ნერვულ ქსოვილს მიმართ აგრესიულობის, საფუძველი შეიძლება იყოს
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1554 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/3


დიეტა ცხიმების, განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმების, დაბალი შემცველობით ე.წ. ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელ ელემენტად არის მიჩნეული. მაგრამ, როგორც ჩანს, აღნიშნული დიეტებით უზომოდ გატაცებამ შეიძლება საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანოს - ასეთია ნიუ-იორკის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც პრაქტიკულად არ იყენებდნენ ცხიმებს (ცდის მონაწილეები იცავდნენ დიეტას, რომელშიც ცხიმების შემცველობა პროდუქტების საერთო კალორიულობის მხოლოდ 19%-ს შეადგენდა) ქვეითდებოდა არა მხოლოდ ე.წ. «მავნე» ქოლესტერინი, რომელიც მონაწილეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებაში, არამედ «სასარგებლო» ფორმებიც, რომლებიც სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისაგან იცავენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რაციონში ცხიმების შედარებით «ზომიერი» - 40-50%-ის შემცველობის შემთხვევაში, ეფექტი შედარებით კეთილსაიმედოა: ქოლესტერინის «მავნე» ფორმების ე.ი. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის დაქვეითებას თან არ ახლავს «სასარგებლო» - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაკარგვა.
«მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ეფექტურია დიეტა, რომელიც შეიცავს 35-40% ცხიმს» - ასეთ კომენტარს უკეთებს აღნიშნულ კვლევას მისი ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი დევიდ პენდერგასტი - «ამ ციფრებიდან გადახვევა მიმართულებების მიუხედავად, აქვეითებს მის ეფექტურობას და არსასურველ გვერდით მოვლენებამდე მივყავართ. თუმცა, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს ცნობილ თეზისს - ყველაფერში, მკურნა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1322 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


როგორც ირკვევა, ქალები, რომლებიც გახდომის მიზნით უარს ამბობენ რძის პროდუქტებზე, არასწორად იქცევიან. ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძე, ხელს უწყობს წონაში დაკლებას და მიღებული შედეგების შენარჩუნებას.
დაკვირვების პროცესში აღმოჩნდა, რომ წონის დაკარგვა პირდაპირ კავშირშია რძის საშუალებით კალციუმის მიღებასთან. იმ ქალებმა, რომელთა რაციონშიც რძით მიღებული კალციუმის რაოდენობა საერთო კალორაჟთან მიმართებაში შედარებით უფრო მაღალი იყო, ორი წლის განმავლობაში შესძლეს გაცილებით მეტი ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმის მასისაგან განთავისუფლება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ დოროთი ტიგარდენის აზრით, ეს მონაცემები დაარწმუნებენ ახალგაზრდა ქალებს კვების რაციონის გაუმჯობესების აუცილებლობაში. 18-31 წლის ასაკში, როცა იწყება წონაში მატება, ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ კალციუმი არამარტო ამაგრებს ძვლებს, არამედ ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.
მეცნიერებს ჯერჯერობით ვერ აუხსნიათ კალციუმის ზ.ა. მოქმედების მექანიზმი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კალციუმის შესახებ მსგავსი ცნობები ადრეც არსებობდა.
დღეისათვის, ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ახალგაზრდა ქალების ყოველდღიურ რაციონში ყოველ 2000 კალორიაზე უნდა მოდიოდეს კალციუმის არანაკლებ 1000 მილიგრამისა.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1419 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


დიეტოლოგიის ნებისმიერ წიგნში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ უმი ბოსტნეული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. აღმოჩნდა, რომ მაგ., მოხარშული სტაფილოდან ჩვენ ვითვისებთ 5-ჯერ მეტ კაროტინოიდებს, ვიდრე უმიდან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისელი მეცნიერები საკვების კვლევის ინსტიტუტიდან.
საქმე იმაშია, რომ ხარშვის დროს სტაფილოს უჯრედების კედლები (ასევე ბევრი სხვა ბოსტნეულისაც) რბილდება, რაც ხელს უწყობს შეთვისებას. მაგ. ბროკოლისა და ისპანახისაგან კულინარული დამუშავების შემდეგ ადამიანი იღებს კაროტინოიდების 10-30%-ს, ხოლო უმისაგან მხოლოდ - 2-3%-ს. უმი ბოსტნეულის ორთოდოქსი მოყვარულები, რა თქმა უნდა, შეგვეწინააღმდეგებიან და იტყვიან, რომ თერმული დამუშავების დროს ვიტამინები იკარგება. სინამდვილეში, ვიტამინების ნაწილი მართლაც იკარგება მაგრამ, სამაგიეროდ, დარჩენილი ვიტამინების შეთვისება გაცილებით უკეთ ხორციელდება, ვიდრე უმი ბოსტნეულის შემთხვევაში.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1293 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



მამაკაცები ქალების მოხიბვლის მცდელობისას ხშირად იყენებს ისეთ იარაღს, როგორიცაა შოკოლადი და შამპანური. ეს შემთხვევითი როდია. მეცნიერებმა უკვე კარგა ხანია დაადგინეს, რომ შამპანური, სხვა ალკოჰოლური პროდუქტებისაგან განსხვავებით, შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს სისხლში ტესტოსტერონის დონის მომატებას. შოკოლადი კი შეიცავს ფენილეთილამინს, რომელიც ახდენს ქალის ტვინში სიყვარულის ცენტრის სტიმულაციას.
მეცნიერებმა სან-დიეგოში ახლახანს ჩატარებული კვლევების შედეგად კიდევ სამი ახალი ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერებები, რომლებსაც N-აცილეთანოლამინებს მიაკუთვნებენ, კანაფის პროდუქტების მსგავსად, უკავშირდებიან ქალის ტვინში არსებულ შესაბამის რეცეპტორებს და იწვევენ თითქმის ისეთივე შეგრძნებებს, როგორც მარიხუანას მოწევის შემდეგ. ისინი არიან შავი შოკოლადისა და კაკაოს შემადგენლობაში, მაგრამ არ არიან თეთრი შოკოლადსა და ყავაში.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1200 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



დღეში ერთი ფინჯანი კაკაოს მიღება ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ეს სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს - ნივთიერებებს, რომლებიც გვიცავენ მრავალი დაავადებისაგან და აყოვნებენ ორგანიზმის დაბერებას. ბოლო მონაცემებით, კაკაოში უფრო მეტია ანტიოქსიდანტების რაოდენობა, ვიდრე ჩაისა და წითელ ღვინოში.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული მრავალი გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია ჩაის, წითელი ღვინისა და კაკაოს სარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ჩაის მოყვარულებში ორჯერ ნაკლებია კიბოს განვითარების რისკი. ფრანგი მეცნიერების განცხადების თანახმად, დღეში ერთი ბოკალი ღვინო ორჯერ ამცირებს ინფარქტის განმეორების ალბათობას. 1998 წელს გამოკვლეულ იქნა 8000 ამერიკელი. კვლევის შედეგების მიხედვით, შოკოლადის მოხმარება სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ყველა ეს პროდუქტი (ჩაი, წითელი ღვინო, კააკო) მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ანტიოქსიდანტების თვისებებს ავლენენ. ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს - ორგანიზმში გამომუშავებულ დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც აზიანებენ უჯრედებს და ხელს უწყობენ ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა კიბო.
მეცნიერებმა კორნუელის უნივერსიტეტიდან (ნიუ-იორკი) ჩაატარეს კვლევა ჩაის, კაკაოსა და ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1719 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


როგორც ირკვევა, დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგე სქესისადმი ინტერესის სრული დაკარგვა. მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისათვის ალკოჰოლი უვნებელია შემდეგი რაოდენობით _ 1მლ. სპირტი 1კგ. წონაზე. 1 ლიტრი ლუდი შეიცავს 45-50გრ. სუფთა ალკოჰოლს, რაც შეესაბამება 120-130გრ. არაყს. როგორც "Экспресс-Газета" ამტკიცებს, საშუალო ასაკისა და 80კგ. წონის მამაკაცისათვის დასაშვებია მხოლოდ 1,5ლ. ლუდის მიღება დღის განმავლობაში, რადგანაც ლუდს სასარგებლო თვისებებთან ერთად ბევრი საზიანო თვისებებიც აღენიშნება. ლუდის მოხმარება იწვევს მადის გაძლიერებას და ხდება ჭარბი წონის მიზეზი, მისთვის დამახასიათებელია, ასევე, სედატიური, ძილისმომგვრელი, ჰალუცინოგენური (დიდი დოზების შემთხვევაში) და სხვ. მოქმედება. როგორც აღნიშნავენ, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლუდი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ქალურ ჰორმონებს – ფიტოესტროგენებს. ლუდის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ეს კომპონენტები გროვდება ორგანიზმში და იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, რაც ვლინდება მამაკაცებში თმიანობის შემცირებით, სარძევე ჯირკვლების გადიდებით, ცხიმის ჩალაგებით ქალური ტიპით (თეძოებზე, გვერდებზე), პოტენციის დაქვეითებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის შემცირებით სრული უნაყოფობისა და იმპოტენციის განვითარებამდეც კი
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1110 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 1.0/1


ბოლო დრომდე აბსოლუტურად შეუვალი იყო პოსტულატი, რომ ღამით ჭამა დაუშვებელია, თუმცა ამერიკელი მეცნიერების ბოლოდროინდელი გამოკვლევები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებას. ისინი თვლიან, რომ არ არსებობს რაიმე საფუძვლიანი მტკიცება იმის სასარგებლოდ, რომ საკვების მიღება ძილის წინ მეტად უწყობს ხელს სიმსუქნეს, ვიდრე დროის სხვა მონაკვეთში.
ამერიკელი დიეტოლოგების აზრით, კალორიებისათვის სულ ერთია, როდის მოხვდებიან ორგანიზმში. მათი მოხმარება ორგანიზმის მიერ ხდება მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. ყველა დიეტის წარმატების მთავარი პირობა საჭმლის მიღების დრო კი არა, მისი რაოდენობაა. ეს ინფორმაცია ძალზე სასიამოვნო იქნება გვიანი ვახშმობისა და მაცივრის მიმართულებით ღამეული გადარბენების მოყვარულთათვის.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1202 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2




დოქტორი ხიონ ჩოი (Hyon Choi) და მისი კოლეგები მასაჩუსეტსიდან (Massachusetts General Hospital) 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 47 ათასი მამაკაცის ჯანმრთელობას და აფიქსირებდნენ მათ მიერ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას. კვლევის შედეგი ასეთია: ლუდის მოყვარულებს პოდაგრა ემუქრებათ, ღვინის მოყვარულებს - არა.
ექიმების მიერ პოდაგრა განიხილება, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. პოდაგრული პროცესი ხასიათდება სახსრების შეტევითი ტკივილებით. იგი ასევე აზიანებს სისხლძარღვებს, ძირითადად თირკმელებისა და გულის სისხლძარღვებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, 47 ათასი მამაკაციდან პოდაგრით დაავადდა 730. მკვლევარების მტკიცებით, დღე-ღამეში ორი ან მეტი კათხა ლუდი 2,5-ჯერ ზრდის ამ დაავადების წარმოქმნის რისკს.
დოქტორი ხიონ ჩოი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი «გარკვეული უალკოჰოლო კომპონენტებია», კერძოდ კი - პურინი. ლუდი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც პურინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს. ამასთან, ყოველდღიურად, ზომიერი რაოდენობით ღვინის მიღება მსგავს საშიშროებას არ ქმნის.
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ლუდი ხელს უშლის დაბერების პროცესს, ამცირებს მოხუცებულობით გამოწვეული ჭკუასუსტობის რისკს და სხვ., მაგრამ, ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ პოდაგრის განვითარების საშიშროების შესახებაც.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1410 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 2.0/1




ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მწვანე ჩაი, რომელიც თანდათან აძევებს ტრადიციულ შავს ჩაის.
თუმცა ჩაის როგორც ერთი, ისე მეორე სახეობისათვის ნედლეულს ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, მაგრამ შავ ჩაის ფერმენტატული დამუშავების შემდეგ იღებენ, მწვანე ჩაი კი ინარჩუნებს თავის ნატურალურ სახეს და თვისებებს.
ეს სასმელი დაბერების პროცესის შემაფერხებელ ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. კერძოდ, იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში 3-4 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდა, 20%-ით გაიწმინდა ტოქსინებისაგან. სამაგიეროდ, ინდოელი მეცნიერების გამოკვლევებმა დაასაბუთეს შავი ჩაის დიდი დამსახურება მხედველობის გაუმჯობესებაში. მათი აზრით, ის ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1309 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 4.0/2




დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელშიც მარწყვი «ბუნებრივ ვიაგრად» არის მოხსენიებული.
უახლესი გამოკვლევების თანახმად, მარწყვი და ჟოლო მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიბიდოს და ეს თანაბრად ეხებათ როგორც კაცებს, ისე ქალებს.
როგორც ირკვევა, ყველაფრის მიზეზი ცინკია, რომლის მაღალი პროცენტული შემცველობითაც გამოირჩევა ორივე კენკრის თესლი. ბევრი ხილისაგან განსხვავებით აღნიშნულ კენკრებს თავის უწვრილეს კურკებთან ერთად მიირთმევენ.
ცინკი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ხელს უწყობს სექსუალურ აგზნებას. ის მართავს ჰორმონ ტესტოსტერონის «ქცევას», ეხმარება ქალს სწრაფად განეწყოს სექსისადმი. გარდა ამისა, ის სპერმის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.
კვების ოპტიმიზაციის ინსტიტუტის დამაარსებელი და აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელი პატრიკ ჰოლფორდი ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ცნობილი ხილის ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ რიგში მარწყვს და შემდეგ ჟოლოს შეიძლება ეწოდოს «სიყვარულის კენკრა».
«ამ კენკრებში ასევე დიდია პროცენტული რაოდენობა ანტიოქსიდანტებისა, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მოდინებას სასქესო ორგანოებისაკენ. ამასთან, სხვა ხილისაგან განსხვავებით, ისინი უმცირესი რაოდენობით შეიცავენ პოლისაქარიდებს და დაბალი კალორიების ხარჯზე უზრუნველყოფენ ენერგეტიკული დონის შენარ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1480 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



ხილის რეგულარული გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ თვალების «ასაკობრივი» დაავადება, რომელმაც შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბოსტონის (აშშ) ქალთა ჰოსპიტლის მკვლევარები.
მათი მონაცემებით, ადამიანებში, რომლებიც ღებულობენ С და E ვიტამინების შემცველ ხილს საკმაო რაოდენობით, ასაკობრივი მაკულოპათია (თვალის ბადურას დეგენერაციული დაავადება) ვითარდება 35%-ით იშვიათად იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც გამორჩეულად ამჯობინებენ ხორცსა და რძის პროდუქტებს. ამასთან რაც უფრო მეტია «სწორი საკვები» ადამიანის დღიურ რაციონში, მით მეტია სიბრმავის თავიდან აცილების შანსი.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1259 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ბალანსირებული რაციონი - ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს და მასზე ორიენტაციით თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ყოველდღიური ბალანსირებული რაციონი:

პირამიდის ფუძე - პური, მარცვლეული და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში);

შემდეგი I საფეხური ­ ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში);

შემდეგი II საფეხური - რძის პროდუქტები (რძე, იოგურტი, ყველი 2-3 ერთ. დღეში),

ასევე ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და

ნიგოზი (2-3 ერთ. დღეში);

პირამიდის მწვერვალი - ცხიმები, ზეთები (იშვიათად. 2-3 ერთ. დღეში), აგრეთვე

ალკოჰოლი და ტკბილეული (ეპიზოდურად, 2-3 ერთ. დღეში).



ყველა პროდუქტი იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად:

1. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი;

2. ბოსტნეული და ხილი;

3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და ნიგოზი;

4. რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი;

5. ცხიმები, ზეთები;

6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს. უფრთხილდით მათ!

პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან ულუფების შემოთავაზებული რაოდენობის (პირობითი ერთეულები) მოხმარებისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში სავსებით უზრუნველყავით ორგანიზმის მოთხოვნილებები ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით.

1 და 2 ჯგუფის პროდუქტები, რომლებიც საკვები რაციონის საფუძველს წარმოადგენენ, ყველაზე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის და ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1265 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

კვების სრულფასოვნება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება რაციონის ბალანსირებულობით ისეთი საკვები ნივთიერებების მიხედვით როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.

ცილები - "აგურებია", რომლისაგანაც შენდება ორგანიზმი და სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ნივთიერებები: ჰორმონები, ფერმენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფენ ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

ნახშირწყლები სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის ძირითადი წყაროა.

საკვები ბოჭკოები - ხელს უწყობს საჭმლის კარგად მონელებასა და შეთვისებას, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისათვის.

მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები უზრუნველყოფენ ნივთიერებეთა ცვლის პროცესებსა და საერთოდ, ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციო ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1504 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ, იაფ და სასარგებლო კერძებს.

რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ში განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ში - გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ში - ცხოვრების წესი და კვება.

სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1277 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ყოველთვის შოკს გვგვრის, რადგან სიბერე, რომელიც ცხრა მთას იქით გვეგონა, ერთბაშად ხელშესახები ხდება. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, მაგრამ "ადრეს" "გვიან" ნამდვილად სჯობს. ასე რომ, წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:

იძინეთ მეტხანს
ტყუილად როდი უწოდებენ შუაღამემდე ძილს "სილამაზის ძილს"! თვალის ირგვლივ მუქი რგოლები და სახის უღიმღამო ფერი სწორედ ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალია. ამასთანავე, უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
გაინტერესებთ, როგორ გაიხანგრძლივოთ ღამის ძილი? პასუხი მარტივია: დაწექით ადრე.
რამდენიმე საღამოს განმავლობაში დასაძინებლად ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით, ხოლო დილით 20 წუთი კარგად განათებულ ადგილას (ქუჩაში ან ოთახში, სადაც ძლიერი ნათურა ანთია) გაატარეთ. ეს ჰორმონული ბალანსის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
ღამით საწოლ ოთახში აუცილებლად ჩააქრეთ შუქი - მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება სუსტმა განათებამაც კი შეიძლება დათრგუნოს. დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. უკუნ სიბნელეში უფრო სწრაფად და ადვილად დაგეძინებათ.
მოეშვით. თბილი აბაზანა ძილის წინ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება გულის რიტმს ანელებს და ძილს ჰგვრის.

მოუარეთ ხელებს
ბევრმა არ იცის, რომ სიბერის პირველი ნიშნები არა სახეზე, არამედ ხელებზე ჩნდება. ჩვენ იშვიათ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1358 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.0/1

ყველას გვსმენია მენსტრუაციისწინა სინდრომზე, მრავალი ქალი კი ამ სინდრომს კარგად იცნობს, მაგრამ რას წარმოადგენს იგი, დანამდვილებით ცოტამ თუ იცის.


 

კრიტიკული დღეების დადგომამდე ზოგიერთი ქალი უჩივის:

  • მოვლით ტკივილს მუცლის ქვედა არეში;
  • სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობასა და გაუხეშებას;
  • შეშუპებას და წყურვილის გაძლიერებულ შეგრძნებას;
  • გულის რიტმის დარღვევას და გულის არეში ტკივილის შეგრძნებას;
  • უმადობას ან, პირიქით, ჭამის დაუძლეველ სურვილს;
  • თავბრუხვევას, გულისრევასა და ღებინებას;
  • სხეულის ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას.

ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად მოსალოდნელია:

  • გაღიზიანება;
  • აგრესიულობა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • უმიზეზო, ხშირი ტირილი;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • ძილის დარღვევა.
... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1481 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ორგანიზმში მენოპაუზის დროს?

- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში - მოზარდობიდან მენოპაუზამდე ფუნქციონირებს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. საკვერცხეებში ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს.

 

ამავე დროს, ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს. გამსკდარი ფოლიკულიდან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს. ესტროგენი ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას, ხოლო პროგესტერონის ზემოქმედებით ლორწოვანში მიმდინარეობს მზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად.

თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. სისხლში მკვეთრად ქვეითდება პროგესტერონის დონე, რასაც მოჰყვება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი.
35-დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება: მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც ვლინდება არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით.

საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. საკვერცხის ფუნქციის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 6468 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.2/5

მეხსიერება ტვინის ძირითადი, ქცევის წარმმართველი ფუნქციაა. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ სხვადასხვაგვარ სიტუაციაში, ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ზოგ შემთხვევაში კი გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა.

 ნათელია, რომ მეხსიერების სხვადასხვა ფორმის რეალიზაციაში სხვადასხვა ნერვული სტრუქტურა და მექანიზმი მონაწილეობს. ამის კვალობაზე, მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მეტად რთული შესასწავლი და გასაანალიზებელია. არც ისე ცოტა ხალხი უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, ზოგადად, ცუდ მეხსიერებას. ზოგ შემთხვევაში ეს მძიმე დაავადების (ალცჰაიმერის დაავადების, დისცირკულატორული ენცეფალოპათიის ანუ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის) სიმპტომია, ზოგ შემთხვევაში კი - მხოლოდ გადაღლა-გადაძაბვის შედეგი. მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ასთენიური სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გამოწვეული გადაღლა-გადაძაბვით და ამა თუ იმ გადატანილი დაავადებით);
  • მუდმივი სტრესი (სტრესული სიტუაციები);
  • ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობა (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავბრუხვევ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 2846 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყლაპვის გაძნელება ზოგჯერ მძიმე ნევროლოგიური დაავადების ნიშანია. ყველაზე რთულია შემთხვევა, როდესაც დისფაგია გამოწვეულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, რაც, პირველ ყოვლისა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს. დისფაგია რომ განვითარდეს, უნდა დაირღვეს სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის ღეროში, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ნერვები, რომელთა დაზიანება ყლაპვის მოშლას იწვევს. დისფაგია ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროში ლოკალიზებულმა ენცეფალიტმა, გაფანტულმა სკლეროზმა და ტრავმამ, რომელსაც თავის ტვინის ღეროს დაზიანება მოჰყვება.
 ხშირია შემთხვევა, როდესაც ყლაპვის გაძნელება გამოწვეულია არა ორგანული, არამედ ფუნქციური ხასიათის დაავადებით. ამ დაავადებათაგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ნევროზული მდგომარეობა. ნევროზით დაავადებულები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების გამო ხშირად მიმართავენ გასტროენტეროლოგს. ბევრი ჩივის, რომ უჭირს ყლაპვა, თითქოს ყელში ლუკმა აქვს გაჩხერილი. ზოგჯერ ეზოფაგოსპაზმი ვითარდება ჭამის დროს ძლიერი ფსიქიკური განცდის შემდეგ და მერე საკვების თითქმის ყოველი მიღებისას მეორდება. ეზოფაგოსპაზმს საფუძვლად შეიძლება ედოს ძლიერი ემოციური აფექტური დარღვევა, მუდმივი შფოთვა და შიში ჭამის წინ. როდესაც ნევროლოგი ასეთ პაციენტს სინჯავს, იკვლევს, როგორია ხახის რეფლექსი, ნაქის შეკუმშვა, ამგვარად ადგენს, რომ დაზიანება არის არა ორგანული, არამედ ფუნქციური და სხვა ჩივილების გათვალისწინებით, რომლებიც ნევროზულ მდგომარეობას ამხელს, უნიშნავს შესაბამის მკურნალობას - სედაციურ, დამამშვიდებელ პრეპარატებს, ანტიდეპრესანტებს.
ხშირად ყლა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 2991 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

აკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.

 

 

ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.

ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება, ისე ნერვული სისტემის დამსუსტებელი მავნე ფაქტორების (სომატური დაავადებები, გადაღლა, იძულებითი გამოუძინებლობა, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა) ზეგავლენა. აკვიატებულ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ლოკალური დაზიანებები, რომლებიც ბიძგს აძლევს ავადმყოფის ტვინის ქერქში მიმდინარე პათოლოგიურ ფუნქციონალურ ძვრებს.
დაავადების სახელწოდება, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, იმაზე მიუთითებს, რომ მის კლინიკურ სურათში ცენტრალური ადგილი აკვიატებას უკავია. აკვიატებული მდგომარეობა შინაარსით პოლიმორფულია: ხშირად შეინიშნება აკვიატებული შიშები, აზრები, მოქმედებები და ა.შ.

აკვიატებუ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 3244 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის.  ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 3365 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.4/9

ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ანტიბიოტიკების მიღება რომ არ დასჭირვებოდეს. მოსალოდნელია თუ არა ამ პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქცია? როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი გართულებები? რჩევისთვის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” ექიმ ალერგოლოგს ირინა დიდმანიძეს მივმართეთ.

 - არსებობს თუ არა ალერგიული რეაქციის განვითარების საშიშროება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს?

- მოდით, თავდაპირველად ვთქვათ, რა არის წამლისმიერი ალერგია. ამ ტერმინით აღნიშნავენ სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგად განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც იმუნური სისტემის დარღვევებს უკავშირდება.
ალერგიული რეაქციის გამომწვევ მედიკამენტებს შორის პირველი ადგილი ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, უმთავრესად - პენიცილინის ჯგუფისა და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს (ცეფალოსპორინებს) უკავია.

- ხომ ვერ დაგვისახელებთ ალერგიის განვითარების რისკფაქტორებს?

- არსებობს ფაქტორების მთელი წყება, რომელიც ხელს უწყობს ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციების განვითარებასა და გამოვლენას. ამ ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე:
 

  • სამკურნალო პრეპარატების ინტენსიური, ხშირად უმართებულო გამოყენება;
    წამლების ხელმისაწვდომობის (რეცეპტის გარეშე შეძენის შესაძლებლობის) გამო
  • კატეგორია: ანტიბიოტიკები | დათვალიერება: 2604 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 4.0/1

ალბათ ყოველი ჩვენგანი ოცნებობს თვალისმომჭრელ ჰოლივუდურ ღიმილზე - თანამედროვე სტანდარტით ხომ კბილების ხარისხს მათი სითეთრე განსაზღვრავს, მაგრამ კბილების გასათეთრებლად სტომატოლოგთან სიარულს, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს. სწორედ მათ ვუძღვნით ამ სტატიას - ვასწავლით კბილების გათეთრების შინაურ მეთოდებს, რომელთა შედეგი პრესტიჟულ სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარებული პროფესიონალური პროცედურისას არ ჩამოუვარდება.

საჭმელი სოდა
საჭმელი სოდა დიასახლისთა ფავორიტია. მას უამრავი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი მათგანია კბილების გათეთრება. სტომატოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სოდა უვნებელია, სწრაფად და საიმედოდ მოქმედებს. სუფთა თუ  კბილის პასტაში არეული საჭმელი სოდით კბილების გაწმენდისას იხოცებიან კბილის ნადების მჟავაგამძლე ბაქტერიები, რომლებიც კბილებზე ლაქებს აჩენენ და მათ ბუნებრივ სითეთრეს უკარგავენ.

წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი პოპულარული, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. მასაც კბილის პასტაში ურევენ ან სუფთა სახით იყენებენ. ამ დროს გამორიცხული არ არის უსიამოვნო შეგრძნება პირის ღრუში და ღრძილების წვა, სამაგიეროდ, შედეგი ნამდვილად გადააჭარბებს მოლოდინს. პირველი შედეგი წყალბადის ზეჟანგის გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგჯერ - უფრო ადრეც კი გახდება თვალსაჩინო. არაფერია საშიში, თუ ზეჟანგი პირის ღრუში მოხვდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გადაყლაპვა. კბილების ხეხვას რომ დაასრულებთ, თბილი წყალი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ჩაიგუ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 2113 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


 თანამედროვე ვაჟების სქესობრივი მომწიფება 15-18 წლის ასაკში სრულდება. ამავე ასაკიდან აღელვებთ მათ ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის აქტუალური პრობლემა - ერექციული დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიის მიზეზად იქცეს. ამ პრობლემის მიზეზი ცოტამ თუ იცის...

მამაკაცის სქესობრივ წარუმატებლობას ხშირად იმპოტენციას უწოდებენ, რაც შეცდომაა. ექიმები იმპოტენციას უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც მამაკაცს არავითარ ვითარებაში არ შეუძლია სქესობრივი აქტის განხორციელება (საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია), ერექციის შემთხვევითი ან პერიოდული პრობლემები კი ერექციულ დისფუნქციად განიხილება. მას რამდენიმე მიზეზი იწვევს, რომელთა შორის განასხვავებენ ენდოკრინულ, მედიკამენტურ, ნევროლოგიურ, ფსიქოგენურ და სისხლძარღვოვან ფაქტორებს.
ერექციული დისფუნქციის უმთავრესი ენდოკრინული მიზეზია ჰიპოგონადიზმი - სასქესო ჯირკვლების უკმარისობა, რაც ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებით გამოიხატება. ამ დროს, გარდა ერექციის პრობლემებისა, აღინიშნება ხმის ტემბრის ცვლილება, თმის ზრდის შეჩერება სახესა და ტანზე, ცხიმის დაგროვება გულმკერდზე, თეძოებსა და მუცელზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის ჩარევა.
მეორე მიზეზია ჰიპოფიზის - შინაგანი სეკრეციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯირკვლის - სიმსივნე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის ჰორმონული სტატუსის გამოკვლევასთან ერთად აუცილებლად ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 2278 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.0/1

როგორც კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, სახის კანის პირველი მტერი თამბაქოა. მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ მწეველთა რიცხვი ქართველ გოგონებსა და ქალებს შორის ძალიან დიდია.
თამბაქოს თანდათანობითი შემპარავი ზემოქმედება სახის კანის მკვებავ სისხლძარღვებზე გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. იგი "ჭამს" სახის კანს, უკარგავს მას ელასტიურობას, არღვევს მის კვებას, უცვლის ფერს. ქალებს, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან, სახეზე ნაცრისფერი გადაჰკრავთ, კანი მშრალია, ხოლო მასზე არსებული ბუსუსები გაუხეშებული. ამ დროს განვითარებული ცვლილებები შეუქცევადია. პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ მოწევას თავს დავანებებთ და მთელ რიგ რეაბილიტაციულ პროცედურებს ჩავატარებთ, მაგრამ პირვანდელი სახის კანის დაბრუნება შეუძლებელია.
კოსმეტოლოგები ურჩევენ ახალგაზრდა გოგონებს, სანამ პირველ სიგარეტს ხელში აიღებენ, კარგად გაიაზრონ, ღირს თუ არა, სილამაზე ნაადრევად ანაცვალონ მავნე სიამოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ცხოვრების თანამგზავრად გაიხადონ თამბაქო.
გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ასევე ახდენს გავლენას ჭარბი ალკოჰოლის მიღება, მზის აბაზანები (არის კანის ტიპი, რომელსაც მზის აბაზანები საერთოდ არ უხდება), სტრესის პირობებში ცხოვრება. მისი თავიდან აცილების საშუალებაა არსებული სიტუაციის სწორი შეფასება, ობიექტურობა, მოყვასის სიყვარული, უცხო ადამიანების პატივისცემა, სხვისი აზრის ანგარიშის გაწევა, სხვისი თანადგომისა და დახმარების სურვილი, ზოგჯერ საკუთარი სიამაყის დაძლევა.
სრულებით უსაფრთხო არც სუნამოა. სუნამოს უმეტე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1603 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

დეპრესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გამოცდილი აქვს დეპრესია ამა თუ იმ ფორმით და ამა თუ იმ ინტენსივობით. ზოგი ადამიანი მძიმე ქრონიკული დეპრესიით იტანჯება, ზოგს კი უმნიშვნელო დეპრესიული რეაქციები ახასიათებს გამოწვეული ცხოვრებისეული სტრესით. ამიტომ მნიშვნელოვანია ალბათ გვქონდეს სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის დეპრესია? როგორ გამოიხატება? რა ფსიქოლოგიური მიზეზები თუ მექანიზმები უდევს მას საფუძვლად? და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას.
დეპრესიას ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინებები და გამომწვევი მიზეზები აქვს. თანდათანობიოთ ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია დეპრესიის სიმპტომებისა და წარმოქმნის მექანიზმების შესახებ. თავდაპირველად კი ავღნიშნავ, რომ ზოგადად, უხეშად რომ დავყოთ, არსენობს დეპრესიის ორი სახე მისი გამომწვევი მიზეზის და მიხედვით: ფიზიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია.
ფიზიოლოგიურად გამოწვეული დეპრესიის ანუ ენდოგენური დეპრესიის (იგივე მანიასკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ახალი თერმინოლოგიით კი ბიპოლარული აშლილობა) გამომწვევი მიზეზები ცილდება ფსიქოლოგიის სფეროს და უფრო მედიკო-ბიოლოგიური საკითხია, ამიტომ თავს ავარიდებ მათ დაწვრილებით აღწერას. ვიტყვი მხოლოდ რომ ეს მდომარეობა გამოწვეულია თავის ტვინში გარკვეული ნივთიერებების დისბალანსით, რომლებიც ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ქვევით მოვიყვან ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, კერძოდ დიდი დეპრესიული, მანიაკალური და ჰიპომანიაკალკური ეპიზოდებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რომელიც აღებულია ამერიკელ ფ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 2836 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 2.0/3

Copyright MyCorp © 2023