რევმატოიდული ართრიტი ხშირი დაავადებაა იგი უმეტესად
ქალებს ემართებათ 30-40 წლის ასაკის შემდეგ, თუმცა ახალგაზრდებშიც
გვხვდება ხოლმე. ავადმყოფს აქვს სახსრებში ტკივილი, დილით უჭირს ლოგინიდან
წამოდგომა, შემდეგ სახსრები შესივდება და დროთა განმავლობაში შეიძლება
მოხდეს მათი დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა.
რევმატოიდული ართრიტი სხვა დაავადებაა ვიდრე
რევმატიზმი და ართროზი და თავისებურ მკურნალობას მოითხოვს. ამიტომ
სახსრებში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ავადმყოფმა უნდა მიმართოს
ექიმს, რომელიც დაავადების ზუსტ დიაგნოზს დასვამს. ექიმივე ნიშნავს წამლით
მკურნალობას. თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვბელია, რადგან ამ დროს იხმარება
აქტიურად მოქმედი საშუალებები, რომლებმაც არასწორი მიღების შემთხვევაში
შეიძლება ზიანი მოუტანოს ავადმყოფს.
რევმატოიდული ართრიტის წარმატებით მკურნალობისათვის
დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის და ავადმყოფის ერთობლივ თანამშრომლობას.
ავადმყოფს მართებს დანიშნულების ზუსტი შესრულება. საწოლში წოლა მხოლოდ
დაავადების გამწვავების პერიოდშია მიზანშეწონილი, მაშინ როდესაც
აღინიშნება მწვავე ტკივილი სახსრებში, მკვეთრად შეზღუდულია მოძრაობა,
მომატებულია სხეულის ტემპერატურა. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება
ავადმყოფმა უნდა დაიწყოს აქტიური მოძრაობა და ამისთვის სახსრების ტკივილიც
დაძლიოს, სისტემატიურად შეასრულოს სამკურნალო ვარჯიშები, ფეხით იაროს.
ავადმყოფი უნდა ერიდოს ცივ წყალს. ხელ-პირის დაბანა, ჭურჭლის რეცხვა
მხოლოდ თბილი წყლ
...
გააგრძელე კითხვა »
|
ხშირად
ამბობენ, ადამინი მარილების ჩალაგებით ავადმყოფობსო. მედიცინაში ასეთი
სახის დაავადება ცალკე სახელწოდებით არ არის ცნობილი, მაგრამ ადამიანის
ქსოვილებში უხსნადი მარილების ჩალაგება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე
ხდება სახსართა დისტროფიული (გადაგვარება) დაავადების-ართროზის დროს. ეს
დაავადება გავრცელებულია მოხუცებულებში, მაგრამ იშვიათად როდი გვხვდება
მოწიფულობის ასაკშიც. ართროზი ხშირად უვითარდებათ იმ პირებს ვისაც აქვთ
ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრამვა
სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭარბი სიმსუქნე,
გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.
ქსოვილებში ლაგდება კალციუმის და ფოსფორის მარილები,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრის არეში, სასახსრე
პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი
ძვლოვანი წანაზარდები (ეგზოტოზები) აწვებიან ირგვლივ მდებარე ქსოვილებს და
იწვევენ ტკივილს, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით
მტკივნეული და შემაწუხებელია ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა, ხშირად
ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებები.
დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული,
თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილებები. ხშირად
მარილების გროვებს და ძვლოვან წანაზარდებს რენდგენოლოგიური გამოკვლევისას
ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი არ აწუხებს. თუ ცვლილებები
ხერხემალშია, ე.წ. სპო
...
გააგრძელე კითხვა »
|
შარდით ორგანიზმიდან გამოიყოფა ნივთიერებათა ცვლის
უსარგებლო და შხამიანი ნარჩენები. ამ ნივთიერებებს შარდი ზენაჯერი
კონცენტრაციით შეიცავს. მათ დალექვას აკავებს ე.წ. დამცველი კოლოიდები.
ამიტომ არის რომ, ახლად მიღებული გამჭვირვალე შარდი ჰაერზე დგომის და
გაცივების შემდეგ ნალექს გამოყოფს. იმ შემთხვევაში თუ ნალექის გამოყოფა
მოხდა საშარდე გზებში, წარმოიშობა კენჭები. კენჭები სხვა და სხვა
შედგენილობისაა, იგი შეიძლება შეიცავდეს შარდ მჟავას (ურატი), მჟაუნმჟავას
(ოქსალატი), კალციუმს, ფოსფორ. კენჭი იშვიათად ერთეულია, უფრო ხშირად კი
მრავლობითი.
თუ კენჭი თირკმლის მენჯში და ფიალებშია შეიძლება დიდი
ხნის მანძილზე არ აწუხებდეს ადამიანს, ავადმყოფობის შეგრძნება ხდება
მაშინ, როცა კენჭი დაიწყებს მოძრაობას, გადაადგილდება შარდსაწვეთისკენ,
გააღიზიანებს, გაკაწრავს ლორწოვანს, გამოიწვევს შარდსაწვეთის კუნთების
სპასტიურ შეკუმშვას და შარდის შეგუბებას, რასაც მოჰყვება მის ზემოთ
მდებარე შარდსაწვეთის ნაწილის და თირკმლის მენჯის დაჭიმვა. ეს ყველაფერი
გამოვლინდება თირკმლის ჭვალის სახით.
ჭვალის შეტევა იწყება უეცრად, ზოგჯერ სიმძიმის აწევის,
ბევრი სიარულის, ფიზიკური დაღლის, ემოციური დაძაბვის, გაცივების შემდეგ.
ადამიანი წელის არეში (დაავადებულ მხარეს) გრძნობს ძლიერ ტკივილს, რომელიც
ვრცელდება წინ და ქვემოთ, შარდსაწვეთის მიმართულებით, სასქესო ორგანოებსა
და ბარძაყის შიგა ზედაპირისაკენ. ტკივილი აუტანელია, ხან ძლიერდება, ხან
კი რამდენადმე მცირდბა, ავადმყო
...
გააგრძელე კითხვა »
|
ფილტვების ანთებას ანუ პნევმონიას იწვევს პნევმოკოკი,
სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკრობები, ზოგჯერ გრიპის და სხვა
ვირუსი. მისი მიზეზი შეიძლება იყოს შხამიანი, გამღიზიანებელი ნივთიერების
შესუნთქვა, ფილტვებში უცხო სხეულის მოხვედრა. ფილტვების ანთება ზოგჯერ
პირველადი დაავადებაა და ამ შემთხვევაში ავად ხდება მანამდე სრულიად
ჯანმრთელი ადამიანი. გარდა ამისა ფილტვების ანთება ხშირად ვითარდება რაიმე
სნეულებით უკვე დასუსტებული ადამიანის ორგანიზმში. ასეთი წინამორბედი
დაავადება შეიძლება იყოს ათეროსკლეროზი, გულის კუნთის ინფარქტი და გულის
მანკი სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მოვლენებით, ქრონიკული ბრონქიტი,
ფილტვების ემფიზემა, სიმსუქნე, ინფექციური დაავადებები (მუცლის ტიფი,
პარატიფი, გრიპი და სხვა). ზოგჯერ ფილტვების ანთება თავს იჩენს სხეულის
ტრამვული დაზიანების ფონზე ან ართულებს ქირურგიული ოპერაციის შემდგომ
პერიოდს.
მკვეთრად გამოხატულ მწვავე მოვლენებს იძლევა ფილტვების
კრუპოზული ანთება, რომელსაც იწვევს პნევმოკოკი, და როდესაც ანთება ფილტვის
წილს მთლიანად მოიცავს. ავადმყოფს შეამცივნებს და მაღალ სიცხეს აძლევს
39-40-მდე, აქვს ჭვალი გვერდში, სუნთქვა გახშირებული და გაძნელებულია,
სახე წამოწითლებული, ტუჩებზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს, გამოიყოფა
ჟანგისფერი ნახველი. ეს დაავადება კაგად ემორჩილება სწორ ანტიბიოტიკო და
გამაძლიერებელ თერაპიას. იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა დროზე არ დაიწყო
მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფილტვის დაჩირქება,
ჩირქოვანი პლევრიტი, გულ-სისხლძარღვთა
...
გააგრძელე კითხვა »
|
ბრონქიტი სასუნთქი გზების (ბრონქების) ანთებითი
დაავადებაა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. მწვავე ბრონქიტი
ვითარდება გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ყივანახველას, წითელას,
დიფტერიის ფონზე. ამ დროს ლორწოვანში შეძლება გამრავლდეს ბაქტერიები,
როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი ინფლუენცის ჩხირი, პნევმოკოკი და
სხვა. ხშირად ბრონქიტი ალერგიული წარმოშობისაა. იგი შეიძლება მოჰყვეს
გამღიზიანებელი ნივითიერების, მტვერის აეროზოლისა და ორთქლის შესუნთქვას.
ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს გაცივება, ცივი და ნესტიანი ჰაერის
შესუნთქვა, ამიტომ იგი უფრო ხშირია ნესტიან და ცივ სეზონზე, შემოდგომით და
გაზაფხულზე ამინდის გარდატეხის პერიოდში. ბრონქიტით ხშირად და
გახანგრძლივებულად ავადმყოფობენ სხვა ქრონიული დაავადებებით დასუსტებული
პირები.
დაავადების ძირითადი ნიშანია ხველა, რომელიც
დასაწყისში მშრალი ხასიათისაა, ერთი-ორი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს
ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, მონაცრისფრო მოყვითალო ნახველის
გამოყოფა. ხშირად ბრონქიტს თან ახლავს სურდო. ავადმყოფს აწუხებს ფხაჭნის
გრძნობა, ზოგჯერ კი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შებოჭვის გრძნობა
გულმკერდში. ძლიერი ხველისგან ტკივილი შეიძლება დაეწყოს ფერდებში ან
მუცლის ზედა ნაწილის კუნთების არეში. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება
მოიმატოს.
ალერგიული ბრონქიტის დროს ძლიერი სპაზმის გამო შეიძლება განვითარდეს ქოშინი ამოსუნთქვის გაძნელებით.
...
გააგრძელე კითხვა »
|
სტენოკარდიის საფუძველია გულის მკვებავ გვირგვინოვან
არტერიებში სისხლის ნაკადის ხანმოკლე უკმარისობა, რის შედეგადაც გულის
კუნთი ჟანგბადის მწვავე უკმარისობას განიცდის. ეს პროცესი შექცევადია და
შეტევის ჩამთავრების შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება. არსებობს დაავადების
ორი ძირითადი ფორმა: დატვირთვის სტენოკარდია და მოსვენების სტენოკარდია.
დატვირთვის სტენოკარდია არის დაავადების უფრო ხშირი
გამოვლინების ფორმა. მის არსს თვით სახელწოდება ასახავს. შეტევა იწყება
ფიზიკური დატვირთვის ან ემოციურ აღელვებასთან დაკავშირებით. მაგალითად
სწრაფი სიარულის, ცივ ჰაერზე გასვილის, კიბეზე ასვლის, რაიმე მუშაობის
შესრულების დროს ადამიანი გრძნობს მწვავე მოჭერითი ხასიათის ტკივილს
გულმკერდში, მკერდის ძვლის უკან, შედარებით უფრო იშვიათად გულის არეში.
ტკივილი ვრცელდება ზევით და მარცხნივ, ყელის, ქვედა ყბის მიმართულებით,
ზოგჯერ ბეჭებში, მარცხენა მხარში, წინამხარში. ტკივილის გამო ადამიანი
იძულებულია შეჩერდეს შეწყვიტოს მუშაობა, ჩამოჯდეს, კედელს მიეყრდნოს. 2-5
წუთის შემდეგ ტკივილი წყნარდება და ადამიანს შეუძლია განაგრძოს
საქმიანობა. სწრაფ შედეგს იძლევა ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ტაბლეტის
ჩადება, თბილ ოთახში შესვალ.
მეორე ფორმაა ე.წ. მოსვენების ანუ არასტაბილური
სტენოკარდია. ამ დროს შეტევები კანონზომიერად არ არის დაკავშირებული რაიმე
თვალსაჩინო მიზეზთან, ზოგჯერ კი ღამეც აღმოცენდება და შედარებით უფრო
ხანგრძლივიცაა. სტენოკარდიის ეს ფორმა განსაკუთრებულ ყ
...
გააგრძელე კითხვა »
|
რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ ალერგიულ დაავადებათა
რიცხვს მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იწყება ინფექციასთან
დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური
მომატებული რეაქტიულობის გამო. რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია
ორგანიზმში სტრეპტოკოკული ინფექციის კერის არსებობასთან, ჩვეულებრივ ეს
არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც
დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავდებს სტრეპტოკოკების
საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის სპეციფიურ ანტისეულებს. ზოგ
შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო სტერპტოკოკებზე, არამედ
ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოცილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას
იწვევენ. თუ ეს მოხდა ვითარდება რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს
გაჭიანურებული მიმდინარეობა, გამწვავებებით. რევმატიზმის დროს ორგანიზმში
ზიანდება უმეტესად შემაერტებელი ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები: გულის
სარქვლები, სახსრები და სხვა. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად
გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.
რევმატიზმის პირველი შეტევა და შემდგომი მისი
გამწვავებები დაკავშირებულია ტონზილიტთან. რევმატიზმის პირველი შეტევე
აღმოცენდება ტონზილიტის ერთ-ერთი გამწვავების 1-2-3 კვირის შემდეგ.
შეიძლება იგი გამოიხატს სახსრების ანთებით - პოლიართრიტით. სახსრები ძლიერ
მტკივნეულია შესიებული, შეწითლებული, მათი მოძრაობა შეზღუდულია. უფრო
ხშირად რევმატიზმი აზიანებს გულს, რაც აღინიშნება სახსრების ანთებითი
მოვლენების
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია |
დათვალიერება: 2516 |
თარიღი: 31.01.2009
| რეიტინგი: 0.0/0
|
იმისათვის რომ ნარკომანი და
ნარკომანია შედგეს, აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: თვითონ
ნარკოტიკის, გარემო ფაქტორების და პიროვნული თვისებების. არსებობს დამცავი
ფაქტორებიც, რომლებიც ამ მავნე ჩვევისგან გვიცავს.
ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანის და ნარკომანიის ჩამოყალიბებას:
პიროვნული ფაქტორები:
• ადამიანი შესაძლოა რთული პრობლემების წინაშე იდგეს და მიმართოს ნარკოტიკებს, როგორც პრობლემებისგან გაქცევის საშუალებას •
ადამიანი არ არის პიროვნულად განვითარებული და ჩამოყალიბებული, არ შეუძლია
გადაწყვეტილების მიღება, აქვს დაბალი თვითშეფასება, რის შედეგადაც ვერ
უძლებს სხვა ადამიანის ძალდატანებას და თანხმდება ნარკოტიკების გასინჯვაზე •
პრობლემურ პიროვნულ ფაქტორს წარმოადგენს ასევე გარდატეხის ასაკი, როდესაც
მოზარდები საკუთარი თავის დამკვიდრებასა და საკუთარი ადგილის პოვნას
ცდილობენ. ხშირად ამისათვის დიდი დროა საჭირო და შესაძლოა მოზარდს ეჭვი
შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობაში, ამ ყველაფრის დასავიწყებლად კი
ნარკოტიკი გამოიყენოს, მეორეს მხრივ გარდატეხის ასაკში მოზარდი მიდრეკილია
ახლის ძიებისკენ და ამან შეიძლება ნარკოტიკების მოხმარების პროვოცირება
მოახდინოს.
გარემო ფაქტორები:
• ადამიანი ცხოვრობს
ოჯახში, რომლის ერთი ან რამდენიმე წევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ეს
ახალგაზრდებს უბიძგებს დაიჯერონ, რომ ამგვარი სიტუაცია ნორმალურია და
პრობლემების გადაჭრა ამ გზით სრულიად შესაძლებელია. • ადამიანს არ ჰყავს ოჯახი და ახლობლები • პიროვნება განიცდის ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და სიტყვიერ ზეწოლას და შეურ
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გაფრთხილდით |
დათვალიერება: 1381 |
თარიღი: 31.01.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
ახალ ზელანდიელი მეცნიერების გამოკვლევით კანაბისის
სახელით ცნობილი ნარკოტიკის ერთი პაპიროსის მოწევა ადამიანის ფილტვებზე
იგივე მავნე ზემოქმედებას ახდენს რასაც 5 ღერი სიგარეტი.
ბრიტანულ ჟურნალ “სორაქსში” გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები
ამტკიცებენ, რომ ეს ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის
ხელს.
ექსპერიმენტში 339 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებშიც არა მწეველებთან
ერთად კანაბისის და თამბაქოს მოყვარულებიც შედიოდნენ. კანაბისის მწეველებს
ძლიერი ხველება, ქშენა და მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდათ.
გამოკვლევამ ასევე აჩვენა რომ ემპიზემის სახელით ცნობილ ფილტვების
დაავადებას მხოლოდ თამბაქოს მოხმარება იწვევს.
კატეგორია: გაფრთხილდით |
დათვალიერება: 1410 |
თარიღი: 31.01.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
ილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ
ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის. "თამბაქო საოცრად
გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია" - ასეთი განაჩენი გამოუტანა
თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იშვიათად ხდება, რომ
სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ასეთი
ერთსულოვანნი იყვნენ რაიმე მავნე ჩვევის შეფასებაში.
უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება
განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში
გაიზარდა 1.7%-ით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო
ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია,
ხოლო ქალებში - რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.
1995 წელს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად
გარდაიცვალა სამი მილიონი მწეველი, ანუ ყოველ ათ წამში ერთი მწეველი.
პროგნოზით ნავარაუდებია, რომ 2005 წლისათვის ამ მიზეზით გარდაცვლილთა
რაოდენობა იქნება ათ მილიონი, ანუ ყოველ ოთხ წამში ერთი მწეველი.
თამბაქოს წევა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი,
რომელიც ახლო მომავალში განსაკუთრებულ სირთულეებს შეუქმნის საზოგადოების
ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს
...
გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გაფრთხილდით |
დათვალიერება: 3047 |
თარიღი: 31.01.2009
| რეიტინგი: 5.0/3
|
ვერც ერთი მწეველი ვერ გაგცემთ ზუსტ,დასაბუთებულ პასუხს თუ რატომ
ეწევა.მე,როგორც მწეველს გამაჩნია ჩემი მოსაზრება,რომელიც ჩემდა სრულიად
მოულოდნელად,სპონტანურად ჩამოვაყალიბე ტაქსით მგზავრობისას მძღოლთან
საუბარში.
მე ვთვლი რომ,სიგარეტი არის საკმაოდ კარგი საშუალება აგრესიის
დასათრგუნად.აბა დააკვირდით,ცეცხლს უკიდებ(წვავ),ნაფაზს ურტყამ(აღვივებ
ცეცხლს) და შემდეგ დამწვარ,დაფერფლს უდიერად მოისვრი საითაც გინდა.აბა ასე
შეგიძლია რაიმე საგანს ან ადამიანს გაუკეთო?რაღა თქმა უნდა
არა,ვერა.ენერგიის მოზღვავებისას,სტრესისას არ გაგჩენიათ სურვილი რაიმე
დაგემსხვრიათ?(შუშები,ჭურჭელი,ბოთლები) თუ ასე მოიქცევით თეთრ,უსახელო
ხალათს იმ წუთასვე მოგახურავენ და თეთრ ბილეთსაც არ დაგამადლიან.სიგარეტის
მოწევა კი ჩვეულებრივი ამბავია.
იყო ასეთი ხუმრობა:პრეზიდენტსა და პარლამენტს(სიგარეტის მარკები) იმიტომ ვეწევი რომ პრეზიდენტი და პარლამენტი არ მომწონსო.
ისე შევხედოთ მეორე მხრიდანაც.ცნობილია ქადაგება რომელიც თვლის,რომ ღმერთს ხელით ვუკმევთ,ეშმაკს კი პირით
სიგარეტი ეშმაკის სანთელია.
ერთი რამ ცხადია.ეს ავადმყოფობა,ჩვევა თუ რაც შეიძლება ეწოდოს
სიგარეტთან მეგობრობას იწვევს დამოკიდებულებას რაღაცისადმი,რისი არ ქონის
შემთხვევაშიც ვერ გრძნობ თავს კარგად.არ დაგვავიწყდეს რომ,ჩვენ სიგარეტის
გარდა დამოკიდებულნი ვართ საჭმელზე,სასმელზე,ძილზე და სხვა ბუნებრივ
მოთხოვნილებებზე იმ განსხვავებით რომ,მათზე დამოკიდებულება არ აზიანებს
ორგანიზმს.
კატეგორია: გაფრთხილდით |
დათვალიერება: 1156 |
თარიღი: 31.01.2009
| რეიტინგი: 5.0/1
|
|