მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » თუკი კბილი გტკივათ
00:11
თუკი კბილი გტკივათ
თუ ნამდვილად გტკივათ კბილი, თავს არ შეგაწყენთ შეგონებებით, რომ აქამდე არ უნდა მიგეყვანათ, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან. ამაზე შემდგომ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - მიმართოთ ექიმს. თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება (კბილებს უცნაური ჩვევა აქვთ თავი შეგვახსენონ აბსოლუტურად შეუფერებელ დროს, მაგალითად პარასკევ საღამოს, ან თვითფრინავის აფრენამდე 2 საათით ადრე, ანდა 31 დეკემბერს საღამოს 6 საათზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სტომატოლოგთან დროული ვიზიტის აუცილებლობას), მაშინ:
ნუ გაითბობთ მტკივნეულ კბილს გარედან! ნურასოდეს შეიხვევთ შარფით, ნუ დაიდებთ სათბურს, ნუ დაიძინებთ მტკივანი კბილის მხარეს ლოყაზე, რადგან დილას შეიძლება თქვენი სახე ერთი მესამედით გაზრდილი აღმოაჩინოთ.
პირველი პუნქტის მართებულობის მიუხედავად, მეორე პუნქტი პარადოქსალურად ჟღერს, თუმცა ამის მიუხედავად არანაკლებ მართებულია. ყველა საშუალებით შეეცადეთ მტკივნეული ადგილის გათბობას შიგნიდან! ცხელი სავლებები ძალიან ეფექტურია თითქმის ყველა სტომატოლოგიური დაავადების გართულებისას. ამასთან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას გამოიყენებთ სავლებად. მთავარია როგორ გააკეთებთ ამას. პირველ რიგში, სავლები უნდა იყოს ცხელი. აუცილებელი არაა ლოწოვანის დამწვრობა მიიღოთ, მაგრამ არც ნელთბილი სითხის გამოვლება მოგცემთ შვებას. სავლები უნდა გაიკეთოთ ინტენსიურად, არანაკლედ 5-10-ჯერ დღეში. რაც მეტი, მით უკეთესი. გარდა ამისა, არაა აუცილებელი სავლების გაკეთება ხმამაღალი ბუყბუყითა და პირის ღრუს შიგთავსის გადმოფრქვევით. უფრო “სასიამოვნო” ალტერნატივას გთავაზობთ: დაიკავეთ ერთ ხელში სავლებით სავსე ჭიქა, მეორეში კი პატარა ჯამი და დაჯექით საყვარელი ტელევიზორის წინ. ჩაიგუბეთ ერთი პორცია, მოაქციეთ იგი ლოყასთან. როცა იგრძნობთ რომ გაგრილდა, გადმოღვარეთ ჯამში და შემდეგი პორცია ჩაიგუბეთ. დიდი მწუხარებით მინდა გაუწყოთ, რომ სპირტი, კონიაკი და მსგავსი “მხურვალე” სითხეები სავლებად არ გამოგადგებათ. შეიძლება მავანმა განაცხადოს, მიშველაო. მაგრამ შესაძლოა ეს მათ ყოველთვის და ყველაფრისგან შველით, განსაკუთრებით როცა არაფერი აწუხებთ.

სავლებად შეიძლება გამოიყენოთ ისეთი ბალახების ნაყენი, როგორიცაა მაგალითად გვირილა, სალბი, მუხის ქერქი. ჩვეულებრივი ჩაი და ყავაც გამოდგება, თუკი სამსახურში სხვა საშუალება არაა. შეიძლება გამოიყენოთ ასევე კალიუმის პერმანგანატის ან სოდის სუსტი ხსნარი.

სოდას რაც შეეხება, თუმცა მას ანტისეპტიკური თვისება აქვს, მაგრამ ხშირი გამოყენებისას შეუძლია ლორწოვანის ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს, ხოლო პაროდონტიტის შემთხვევაში იგი სულაც მავნეა! ამიტომ სოდიანი სავლები გამოიყენება ნაკლებნტენსიურად და დაბალი კონცენტრაციის.
თუკი ძლიერი ანთებითი პროცესია, მხოლოდ სავლებით ვერაფერს გავხდებით. საჭიროა მედიკამენტოზური ჩარევა. კარგი საშუალებაა სულფადიმეტოქსინი. იგი ანტიბიოტიკი არაა და შესაბამისად ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს. თავიდან იღებენ 2 ტაბლეტს დილით და საღამოს, შემდეგ კი თითოს, სულ 4 დღის განმავლობაში. ასევე გამოდგება ბისეპტოლიც. ანოტაციის მიხედვით ინიშნება 1-3 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. ყოველთვის წაიკითხვთ ანოტაცია და დაუჯერეთ მას! თუკი პრეპარატს არ აქვს ანოტაცია, ე.ი. არ ყიდულობთ იმას რაც საჭიროა ან არ ყიდულობთ იქ სადაც საჭიროა. ამ ყველაფრის მიღება ხდება მხოლოდ ჭამის შემდეგ. და კიდევ, თუკი დაიწყეთ ანტიბიოტიკების სმა, აუცილებლად მიიყვანეთ კურსი ბოლომდე და ნუ შეწყვეტთ მდგომარეობის შემსუბუქებისთანავე. ამით ხელს უწყობთ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების გაჩენას ორგანიზმში, რომლებიც განმეორებით მკურნალობას აღარ დაემორჩილებიან.
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1286 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024