მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » დაქალები სხვადასხვანაირები შეიძლება იყვნენ...
00:08
დაქალები სხვადასხვანაირები შეიძლება იყვნენ...
ხანდახან ფიქრობთ, რომ სრულებით საკმარისია ორი, მაქსიმუმი სამი მეგობრის ყოლა. რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში. ხოლო ზოგიერთი საერთოდ თვლის, რომ სრულყოფილი არსებობისათვის ერთიც საკმარისია! მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელია ყველა თვისება ერთ ადამიანში იყოს. როგორც ფსიქოლოგები თვლიან, ადამიანისათვის სავსებით საკმარისია 5 სხვადასხვანაირ ადამიანთან ქონდეს ურთიერთობა. და საერთოდ არ არის საჭირო, რომ ყველა ახლო მეგობარი იყოს.

მეგობარი, რომელიც დას შეგიცვლიდათ
ეს ზუსტად ის მეგობარია, რომელიც გინდათ დის ხარისხში იხილოთ. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ სისხლით ნათესავები იყოთ. უბრალოდ ძალიან გავხართ ერთმანეთს თვისებებით, ხასიათით, გულშემატკივრობთ ერთმანეთს, გიხარიათ ერთმანეთის, და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცით!

მეგობარი, რომელთანაც რაღაც საერთო და მსგავსი გაქვთ
შესაძლოა ერთმანეთს ყოველ ზაფხულს ხვდებით, ან თქვენი შვილები ერთი და იმავე სპორტულ სექციას სტუმრობენ. ან ორივე ერთად ერთ სპორტულ კლუბში დადიხართ, ხანდახან სადილობთ ერთად. მოკლედ, რაღაც საერთო გაქვთ (ინტერესები, პრობლემები...). რა თქმა უნდა ასეთ ურთიერთობებს მჭიდროს ვერ დაარქმევთ, და ალბათ ყოველთვის ვერ იპოვით სასაუბრო თემას, გარდა საერთო ინტერესებისა. ასეთი ურთიერთობები ხანგრძლივი არ არის, მაგრამ აფართოვებს ნაცნობების წრეს.

მოსიარულე ენციკლოპედია
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დაქალმა იცის ყველაფერი... ან თითქმის ყველაფერი!

მის ყველა პრობლემის გადაწყვეტა
ლინზა დაგივარდათ და ვერ პოულობთ? ეს მეგობარი უკვე "თქვენს ფეხებთანაა", რომ მის მოძებნაში დაგეხმაროთ. ის ყოველთვის მზადაა მოგისმინოთ. ამასთან, იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუყვებით ამას. ან იქნებ მატერიალური პრობლემები გაქვთ? აქაც მზადაა ხელი გამოგიწოდოთ! ეს ადამიანი ვერც კი გრძნობს თავს თქვენს მეგობრად (ამ სიტყვის სრული გაგებით), თუ თქვენ მისი დახმარება არ გჭირდებათ.

მეგობარი, რომელიც ყველაფერზე თავს გიქნევთ
ლაპარაკია ისეთ ადამიანზე, რომელიც ყველგან და ყველაფერში გეთანხმებათ! მაშინაც კი, თუ აშკარად მართალი არა ხართ! ასეთ ადამიანს შეიძლება მლიქვნელი ეწოდოს, მაგრამ დამეთანხმეთ, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ!

მეგობრების დაყოფა შემდეგნაირადაც შეიძლება:
მეგობრობა ერთად სწავლის გამო. ეს არიან თქვენი კლასელები ან თანაკურსელები. მოკლედ, თანაკლასელების მეგობრობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა ნორმალური ურთიერთობები, რომლებსაც, უნდათ თუ არა – ყოველდღე ხედავენ ერთმანეთს. გამოსაშვები გამოცდების შემდეგ მეგობრები იფანტებიან, იშვიათად ურეკავენ ერთმანეთს. ამით, მეგობრობა, როგორც წესი, მთავრდება...
მეგობრობა საცხოვრებელო ადგილის გამო. მეზობელი, რომელთანაც ხანდახან შეირბენთ საჭორაოდ. ხშირად ასეთი მეგობრობა ვერ უძლებს სიშორეს, თუ მას ან თქვენ საცხოვრებლად სამუდამოდ გადასვლა მოგიწევთ სხვა ადგილას.
მეგობრობა საერთო გატაცების გამო: საცეკვაო კოლექტივი, უცხო ენების კურსები, ფიტნესი და ა.შ. ყველა ამ ადგილებში სულაც არ არის საჭირო გულის გადაშლა, მთავარია გრძნობდე, რომ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც გატაცებულნი არიან იგივეთი, რითიც თქვენ, და რომლებთანაც თავს კარგად გრძნობთ. საერთო ინტერესები – სამეგობროდ შესანიშნავი მიზეზია.
«მეგობრების» საერთო ინტერესად შეიძლება იქცეს რომელიმე მამრი. თქვენ დროებით ერთიანდებით მისი მოხიბვლის მიზნით და იწყებთ აქტიურ ურთიერთობას. მაგრამ როგორც კი თქვენი სათაყვანებელი არსება რომელიმე თქვენგანს აირჩევს, ყველა მეგობარი სწრაფად გადაინაცვლებს მეტოქეების სიაში და... მეგობრობაც დამთავრდება!
მეგობრობა ერთნაირი უბედურების გამო: სამწუხაროდ, ასეც ხდება. მაგრამ როგორც კი ასეთი ტიპის მნეგობრები თქვენს წარმატებებს ხედავენ, მაშინვე ინტრიგებს იწყებენ, გშორდებიან. აღმოჩნდება, რომ მეგობრების ამოცნობა არა მარტო უბედურებაში, ბედნიერებაშიც შეიძლება. და გულდასაწყვეტია, რომ ადმიანები, რომლებსაც თქვენ «საუკეთესო მეგობრებად» თვლიდით, «უბრალო ნაცნობები» აღმოჩნდებიან.
მეგობრობა შემთხვევის გამო: ხშირად აღმოცენდება ხოლმე არა ხანგრძლივი ნაცნობობა როცა დასასვენებლად ხართ, ან მატარებლით მიდიხართ და ჩამოვარდება გულახდილი საუბარი, ხოლო შემდეგ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დაშორდეთ სამუდამოდ. ასეთი მეგობრობა მანამ გაგრძელდება, სანამ საერთო ინტერესები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს შემდგომში ღრმა ურთიერთ-გაგებაში გადაიზარდოს.
მეგობარი - მთელი ცხოვრება! თუ ისეთი მეგობარი გყავთ, რომელსაც ყველაფერს უყვებით და გაჭორვისა არ გეშინიათ, შეგიძლიათ მასთან ერთად გულიანად იცინოთ ან იტიროთ. გაატაროთ ერთად თავისუფალი საათები და ამისაგან სიამოვნება მიიღოთ, ჩათვალეთ, რომ ბედნიერი ხართ.
მეგობარი, რომელიც ძნელბედობის ჟამს არ გიღალატებთ, მოუსმენს თქვენს ნებისმიერ ტკივილს ნებისმიერ დროს, და ჭორაობას არ დაიწყებს, რომელიც ყოველთვის თქვენთან არის დროისა და სიშორის მიუხედავად – ეს უბრალოდ განძია! გაუფრთხილდით მას! ასეთ მეგობრებზე სიმღერებს წერენ!
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 1320 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024