მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » გულის კუნთის ინფარქტი
21:46
გულის კუნთის ინფარქტი

გულის კუნთის ინფარქტი გულისხმობს ამ ორგანოში კუნთოვანი კვდომის კერების გაჩენას. ეს პროცესი უშუალოდ დაკავშირებულია სისხლის ნაკადის მკვეთრ შემცირებასთან ან სრულ შეწყვეტასთან, რაც ხდება ათეროსკელროზული დანალექებით გვირგვინოვანი სისხლძარღვების მკვეთრი შევიწროების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში ამ შევიწროების ადგილზე სისხლი შედედდება, ე.ი. ჩნდება თრომბი და მთლიანად წყდება გუკის კუნთის შესაბამისი უბნის სისხლით მომარაგება. ფიქრობენ, რომ გარკვეული მნიშვნელობ აქვს გვირგვინოვანი არტერიების ძლიერ და ხანგრძლივ  შეკუმშვას (სპაზმს), რაც ნერვული მოშლილობის შედეგია.

გულის კუნთის ინფარქტის რისკ ფაქტორები იგივეა, რაც ათეროსკლეროზისა და სტენოკარდიის, რაზედაც ზემოთ უკვე იყო ლაპარაკი. ამიტომაა, რომ გულის ინფარქტი ზოგჯერ აღმოცენდება სტენოკარდიის წინამორბედი შეტევის შემდეგ. ამავე დროს საყურადღებოა, რომ გულის ინფარქტი ზოგჯერ ვითარდება უეცრად, რაიმე ავადმყოფური მოვლენების გარეშე. ავად ხდებიან უმეტესად 40-60 და მეტი ხნის ადამიანები, თუმცა უნდა აღინიშნოს ბოლო ხანებში ინფარქტის ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

გულის ინფარქტი ისეთივე მოვლენებით იწყება, როგორც სტენოკარდია. ავადმყოფს აქვს ძლიერი და მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან და მარცხნივ. ტკივილი ვრცელდება მარცხენა ბეჭში, მხარში, წინამხარში, ყელში, ქვედა ყბასი, ზოგჯერ მარჯვნივაც, მუცლისაკენ და სხეულის სხვა ნაწილებში. სტენოკარდიისაგან განსხვავებით ტკივილი ხამნგრძლივია, რამდენიმე საათს გრძელდება, ნიტროგლიცეინისა და ვალიდოლის აბების მიღებას შვება არ მოაქვს. ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს: გულისცემა გახშირებულია, არითმიული, ვითარდება ქოშინი, არტერიული სისხლის წნევა ეცემა, ყოველივე ამის ცოდნა საჭიროა, რათა მოვლენების დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ამავე დროს კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გულის კუნთის ინფარქტის ისევე, როგორც სტენოკარდიის სიაგნოზის დასმა ექიმის კომპეტენციაა. გულმკერდში და გულის არეში ტკივილი ძალიან ხშირად არ არის გამოწვეული გულის მხრივი მოვლენებით, მსგავს ტკივილს იძლევა რამდენიმე ათეული დაავადება, როგორიცაა: ნევროზული მდგომარეობა, ანუ გულის ნევროზი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სხვა სახის დაავადებები, ნეკნთაშუა ნევრალგიები, გულმკერდის კუნთების ანთებითი დაავადებები, მათი გადაძაბვა. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს პლევრიტი გრიპი და სხვა სახის ვირუსული დაავადებები, ზოგჯერ ფილტვების ანთება. ეს არის გულმკერდში ტკივილის გამომწვევი დაავადებების არასრული ნუსხა. ბუნებრივია, რომ მხოლოდ ტკივილის გამო გაუმართლებელია გულის ინფარქტის დიაგნოზის დასმა, მაგრამ ამავე დროს ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია იშემიური დაავადების თანმხლები მოვლენა იყოს, ამდენად დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

ზოგჯერ გულის ინფარქტი იძლევა ტკივილს კუჭის არეში, ამას შეიძლება დაემატოს გულის რევა და ღებინება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს აქვს მწვავე გასტრიტი, საჭმლის მოშხამვის გამო. არის შემთხვევები, როცა ასეთ ავადმყოფს კუჭსაც ამოურეცხავენ, რაც მეტად საზიანოა გულის ინფარქტის დროს. ამიტომ ისევ და ისევ უნდა გავიმეოროთ დებულება - ავადმყოფს ექიმმა უნდა დაუსვას დიაგნოზი და მანვე უმკურნალოს.

გულის კუნთის ინფარქტის დიაგნოსტიკისათვის მთელი რიგო საშუალებებია მოწოდებული, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელიბა ელექტროკარდიოგრაფიას ენიჭება. რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო გამოვავლინოთ ინფარქტი არამედ ვიმსჯელოთ მის ადგილმდებარეობაზე, მოცულობასა და ხანდაზმულობაზე. მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევა სისხლის ლაბორატორიული ანალიზი.

როგორ უნდა ვიმოქმედით თუ დაიწყო ტკივილი მკერდის ძვლის უკან და გულის არეში.?

უპირველეს ყოვლისა ავადმყოფი ფიზიკურად მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა ვამყოფოთ - იგი უნდა დაწვეს ან თუ ეს შეუძლებელი დაჯდეს მაინც. ენის ქვეშ უნდა ჩაიდოს ვალიდოლის ან ნიტროგლიცერინის ტაბლეტი. თუ ეს წამლები არა გვაქვს შეიძლება გამოვიყენოთ კორვალონის, ვალოკორდინის, ვალერიანის, პიტნის წვეთები (უმჯობესია შაქარზე 20-40 წვეთი) გასაწუწნად, ან პირში ჩაიგუბოს მათი ხსნარი და შემდგ გადაყლაპოს. თუ ტკივილი არ ჩაწყნარდა 5-10 წუთის განმავლობაში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. დიაგნოზის დაზუსტებისთვის საჭიროა უახლოეს ხანებში ელექტრო კარდიოგრამა და ექიმის გასინჯვა.

სად უნდა იმკურნალოს გულის ინფარქტით დაავადებულმა პირმა?

პასუხი სრულიად გარკვეულია- სტაციონარში, რადგან მოსალოდნელია დაავადების მსვლელობის მნიშვნელოვანი ცვლილებები და გართულებები, რომელთა დროული ამოცნობა და მკურნალობა მხოლოდ გამოცდილ პერსონალს შეუძლია. გარდა ამისა მკურნალობა სისტემატიურ შესწორებებს მოითხოვს, რაც აგრეთვე მუდმივი მეთვალყურეობის დროს არის შესაძლებელი. თანამედორვე ინფარქტის ცენტრები და კარდიოლოგიური განყოფილებები, აღჭურვილია სპეციალური ელექტრო დანადგარებით, რომლებიც ასევე საშუალებას იძლევა ეკრანზე ვადევნოთ თვალი გულის მუშაობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.

დაავადების მწვავე პერიოდში დიდი სიფრთხილე გვმართებს. ავადმყოფს უნდა შევუქმნათ სრული ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის პირობები. ამიტომ არ არის საჭირო გულშემატკივრების მისვლა სანახავად და ზედმეტი საუბარი, მით უფრო უსიამოვნო თემებზე. საჭირო არ არის აგრეთვე ავადმყოფთან ზედმეტი საჭმლის მიტანა, რადგან კვება უნდა იყოს შეზღუდული ექიმის მითითების საფუძველზე. ავადმყოფს შეიძლება მიეცეს ცოტაოდენი ხილის და ბოსტნეულის პიურე, ხილის ნატურალური წვენი შემდგომში კი ახალი ხილი და ბოსტნეული, ცოტაოდენი მოხარშული ხორცი, ვეგეტარიანული სუპი, მხალები, ვინეგრეტი სალათები. სასურველი არ არის მაღალ კალორიული ცხიმიანი საკვები: შემწვარი ხორცი, ღორის ხორცი, მსუქანი საქონლი ხორცი, მწნილი, ცომეული, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, შოკოლადი, მაგარი ჩაი და ყავა, ტკბილი კომპოტი. საფაღარათოს დანიშვნა და ოყნის გაკეთება საჭირო შემთხვევაში, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

თუ დაავადება გართულების გარეშე მიმდიარეობს, ექიმი პირველი დღეებიდანვე ნიშნავს სამკურნალო ვარჯიშებს. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის გაუნძრევლად ზურგზე წოლა. ავადმყოფს ეძლევა მარჯვენა გვერდზე გადაბრუნების და ძილის საშუალება, მაგრამ ლოგინში მოუსვენრად ტრიალი მით უფრო წამოჯდომა სრულიად დაუშვებელია.

ავადმყოფის ძალის და შრომის აღდგენა ე.ი. რეაბილიტაცია იწყება საავადმყოფოში და გრძელდება გაწერის შემდეგ ბინაზე, სპეციალური განყოფილებაში და სანატორიუმში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.  თანდათანობით ფართოვდება მოძრაობითი რეჟიმი. სეირნობა სუფთა ჰაერზე დასაწისში ნახევარი საათი შემდეგ კი მეტი - 2 საათამდე დრეში. მატულობს დატვირთვები სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშების დროს. ფიზიკური დატვირთვის ოდენობის განსაზღვრისას უდაოდ უნდა იყოს გათვალისწინებული ავადმყოფის ფიზიკური შესაძლებლობების ინდივიდუალობა, რისთვისაც ექიმი იყენებს გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდებს. თვით ავადმყოფს უნდა ახსოვდეს, რომ არ შეიძლეაბ დატირთვის ისეთი გადაჭარბება, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, როგორიცაა ქოშინი, ტკივილი ან მოჭერის გრძნობა მკერდის ძვლის უკან, გულის არეში და საერთოდ გულმკერდში, გულის რითმის დარღვევა, გულის მუშაობის ძლიერი გახშირება.

ინფარქტის გადატანის შემდეგ უნდა მოწესრიგდეს ცხოვრების და შრომის რეჟიმი. ძილი საჭიროა დღეში 8-9 საათი სრულ გამოძინებამდე. თუ ადამიანს აქვს უძილობა და ნევროზული მდგომარეობა, შეიძლება დამაწყნარებელი და დასაძინებელი საშუალების მიცემა. ადამიანი უნდა ერიდოს ფიზიკურ და ფსიქიკურ გადაძაბვას, კონფლიქტურ სიტუაციებს. არ უნდა ჩქარობდეს ყველაფერს წყნარად   აკთებდეს, ერიდოს ნერვულ დაძაბულობას, არ შეიძლება მუშაობა ღამის საათებში. ადამიანმა უსათუოდ უნდა ისარგებლოს დასვენების დღეებით, შვებულებით და სადილის დროს შესვენებით სამუშაო დღეებში. დასვენება უმჯობესია ქალაქგარეთ და მცირე ფიზიკური სამუშაოს შესრულება. კატეგორიულად აკრძალულია სიგარეტის წევა. ეს უნდა დაიმახსოვროს ახლობლებმა დ თანამშრომლებმა და მოერიდონ სიგარეტის მოწევას ინფარქტგადახდილი ადამიანის თანდასწრებით.ინფარქტის გადატანის შემდეგ ადამიანი ზომიერად უნდა იკვებებოდეს, რათა მოიკლოს ზედმეტი წონა და შეაკავოს ათეროსკლეროზის შემდგომი განვითარება. 

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | ნანახია: 3582 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024