მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26
მეცნიერებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებობს ბოსტნეული, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ქალებისათვის კრემები და დასახდომი აბები. ეს არის გოგრა. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით გოგრა დადებითად მოქმედებს არა მარტო კანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე.

გოგრა შეიცავს ვიტამინ A -ს, რომელიც ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH ბალანსს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ხელს უშლის მის სიმშრალესა და აქერცვლას.

ამას გარდა, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებიც ხელს უშლიან მზის სხივების ზემოქმედებას და ასწორებენ ნაოჭებს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე რკინას, В და Е ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას და მინერალურ მარილებს. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან უძილობას, ანემიასა და დიაბეტს.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ახლახანს აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ გახდომას. აღმოჩენა ეკუთვნით მეცნიერებს სეულიდან, მათ გამოყვეს გოგრიდან წყალში ხსნადი ნივთიერება (PG105), რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში და ხელს უწყობს უკვე დაგროვილი ცხიმის დაშლას.

ნივთიერება გამოსცადეს ლაბორატორიულ ვირთხებზე. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში აძლევდნენ ნივთიერებას წყალთან ერთად, რისი მეშვეობითაც დაკარგეს 18%-ით მეტი ცხიმი, ვიდრე იმ ვირთხებმა, რომლებიც ჩვეულებრივ დისტილირებულ წყალს სვამდნენ. ამასთან, ცხოველების ორივე ჯგუფი აბსოლუტურად ერთნაირად იკვებებოდა.

თუ შემდგომში მეცნიერები შეძლებენ შექმნან პრეპარატი ადამიანებისათვის ამავე ნივთიერებისაგან, ტკბილეულის მოყვარულებს ნუგბარზე უარის თქმა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1629 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2


ეს ის ნივთიერებაა, რომელიც განსაკუთრებულ ადგილზე დგას მისი სამკურნალო თვისებების გამო. საკვები სოდა არა მარტო კუჭის წვისა და ჭურჭლის გაპრიალებაში დაგეხმარებათ, მას ღირსეული ადგილი უკავია საოჯახო აფთიაქში:

კარიესის პროფილაქტიკა. მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებს სოდიანი წყლით. ამის გაკეთება შეიძლება სხვაგვარადაც: დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყლით, დააყარეთ ცოტა სოდა და გაიხეხეთ კბილები. იგი ასევე გაგიპრიალებთ კბილებს ემალის დაუზიანებლად.

ფეხებზე უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ფეხებზე აბაზანის მისაღებად განკუთვნილ წყალში ჩამატებული სოდა ანეიტრალებს ბაქტერიების მიერ გამოყოფილ მჟავეებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევს. იგი ასევე დაგეხმარებათ იღლიების სუნის მოსაშორებლად.

მწერების ნაკბენისაგან. ნუ დაიფხანთ კოღოსა და სხვა სისხლისმწოველთა ნაკბენებს. გააკეთეთ ფაფისმაგვარი ნაზავი წყლისა და სოდისაგან და წაისვით ნაკბენ ადგილზე. ასევე დაგეხმარებათ ჩუტყვავილას მიერ გამოწვეული ქავილისას და ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევაში.

ცისტიტის დროს. ტკივილის წარმომქმნელი ბაქტერიები ბინადრობენ შარდის ბუშტში. თუ თქვენი შარდის ბუშტი ინფექციის მსხვერპლი გახდა, მიიღეთ ჭამის შემდეგ სოდისა და წყლისაგან მიღებული შუშხუნა კოქტეილი.

გამოყელვის დროს. სოდის საფენები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვების კანის მდგომარეობას გამო ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1750 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ადამიანი სიყვარულს ეძებს. მეორე ადამიანთან შეხვედრისას თუ მის მიმართ ძლიერი გრძნობები გაუჩნდა, ფიქრობს, რომ უყვარს. თუ ეს ურთიერთობები მას ტკივილს აყენებს, იგი ფიქრობს, რომ სიყვარული - ტანჯვაა, თუ არა დაავადება. სინამდვილეში შესაძლებელია, რომ ურთიერთობები მტკივნეული იყოს, მაგრამ მსგავსი ურთიერთობა სიყვარული კი არა, უფრო - დამოკიდებული მდგომარეობაა.

დამოკიდებული მდგომარეობა ურთიერთობებში - ეს არის გამუდმებული კონცენტრაცია "საყვარელ ადამიანზე" და დამოკიდებული მდგომარეობა ამ ადამიანის მიმართ.

ასეთ მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად იწვევს ადამიანის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა და ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ანუ, არსობრივად - დამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მთელი ცხოვრება ისაზღვრება ასეთი ურთიერთობებით. ასეთი ურთიერთობები კი მის ცხოვრებაზე არც თუ სასიკეთოდ აისახება. ისინი ადამიანს უფრო აუბედურებენ, ვიდრე აბედნიერებენ.

მარტოობისას არავინაა სრულიად ბედნიერი, ასეთი ადამიანი კი მით უმეტეს - იმედებსა და ბედნიერებას ისინი სხვა, შეყვარებულ ადამიანთან ურთიერთობებისაგან ელიან. მას იმედი აქვს, რომ ყველა მისი სულიერი ტანჯვა, თავდაუჯერებლობა საკუთარ თავში და ყველა მისი კომპლექსი სიყვარულით განიკურნება. პირველ ხანებში ეჩვენებათ, რომ ეს ასეც არის. მაგრამ ეს შეგრძნება დიდხანს არ გრძელდება. იწყება კონფლიქტები და გაუგებრობა, უკმაყოფილება "სიყვარულის საგნის" და საკუთარი თავის მიმართ. ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ უფრო მეტად იტანჯება, ვ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1345 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/3


პირველ 8 კვირაში ნაყოფი ერთუჯრედიანი ორგანიზმიდან ემბრიონად გადაიქცევა და ადამიანს ემსგავსება.

ჩასახვიდან 4 კვირამდე

ოვულაცია

მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს კვერცხუჯრედი მწიფდება და მზადაა განაყოფიერებისთვის. იგი საკვერცხიდან გადადის ფალოპის მილში, სადაც 24 სთ. ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. თუ განაყოფიერება არ მოხდა, კვერცხუჯრედი იღუპება და გამოიყოფა გარეთ მომდევნო მენსტრუაციისას.

სპერმის მოძრაობა

ორგაზმის დროს მამაკაცი ქალის საშოში გამოყოფს 200-დან 400 მილიონამდე სპერმატოზოიდს. სპერმის უდიდესი ნაწილი გარეთ გამოდის, ქალის ორგანიზმში დარჩენილი ყველა სპერმატოზოიდები მიზანს ვერ აღწევს. მხოლოდ ნაწილი შედის ყელის გავლით საშვილოსნოში, იქიდან კი ერთ-ერთი ფალოპის მილში, სადაც სპერმატოზოიდები სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებენ 48სთ-ის განმავლობაში.

განაყოფიერება

სპერმა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კვერცხუჯრედის გარსს არღვევს, რაც საშუალებას აძლევს სპერმატოზოიდს შეაღწიოს შიგნით. ამის შემდეგ მეორე სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედში შეღწევა არ შეუძლია. სპერმატოზოიდი ერწყმის კვერცხუჯრედს და წარმოიქმნება ერთუჯრედიანი ჩანასახი ზიგოტა.

უჯრედის დაყოფა

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1992 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ორსულობის ალბათობის საკითხი შობიარობის შემდეგ ძირითადად აინტერესებთ მათ, ვინც არ ჩქარობს პირველი ბავშვის შემდეგ მაშინვე მეორის გაჩენას. ამისათვის საჭიროა ჯერ გავერკვეთ, თუ რა მოსდის მენსტრუალურ ციკლს მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ჯერ კიდევ ორსულობის დროს ქალის ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონ პროლაქტინის აქტიურ გამომუშავებას, რომელიც ამზადებს სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისათვის და ამავდროულად ამცირებს ოვულაციას. იმ მომენტში, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება, პროლაქტინის სეკრეცია ინტენსიფიცირდება, ხოლო კვებათა შორის დროის გაზრდის შემთხვევაში – ეცემა. როგორც წესი, სანამ ქალი ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავს, პროლაქტინი საერთოდ ახშობს ოვულაციას – აღმოცენდება ლაქტაციური ამენორეა( მენსტრუაციის არქონა ლაქტაციის პერიოდში). მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ მენსტრუალური ციკლი აღდგება ხოლმე შედარებით სწრაფად.

ორსულობის ალბათობის შესახებ შეიძლება ერთი რამის მტკიცება. პირველ რიგში, რაიმე კანონზომიერება ორსულობის შესაძლებლობის აღდგენისა რაიმე ვადებში არ არსებობს. ანუ, რა თქმა უნდა ცნობილია, რომ ლაქტაცია იწვევს ოვულაციის შეკავებას, მაგრამ, იმის თქმა, თუ ზუსტად რა დროს მოხდება პირველი ოვულაცია მშობიარობის შემდეგ, შეუძლებელია. ეს ვადები ძალიან ინდივიდუალურია. ამას გარდა, ერთსა და იმავე ქალს სხვადასხვა ორსულობის შემთხვევაშიც ერთნაირი ვადები არ ექნება, ამიტომ, ნუ დაეყრდნობით წინა გამოცდილებას ამ საკითხში. ოვულაციის აღდგენის პირველი მაჩვენებელი – მშობიარობის შემდგომი პირველი მენსტრუაციაა.

იმათ, ვინც არ კვებავს ძუძუთი, მენსტრუაცია ადრე ეწყებათ, ცნობილია, რომ ყველაზ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 8313 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 2.6/10

"ცისფერი" სტილისტებისა და გამხდარი მოდელების თანამედროვე სამყაროში ბევრ ქალს ეშინია დაორსულების სუფთა ესტეთიური მოსაზრების გამო, თითქოს ორსული ქალი - ულამაზოა. მაგრამ ვისი აზრი უფრო გაინტერესებთ: მათი თუ თქვენი მოყვარული მეუღლის? როგორ აღიქვამენ მამაკაცები ქალების ორსულობას?

ორსულობისას პირველ რიგში მიმიკაა ლამაზი: ორსული ქალის სახე რაღაც განსაკუთრებულად ბრწყინავს და ანათებს. შესაძლოა, არა მხოლოდ ბედნიერებისაგან, მაგრამ იგი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აღიქმება.

ლამაზია ასევე მისი სხეულის ნაკვთები. მოდელებისაგან განსხვავებით ორსული ქალი - ნამდვილია. იგი პირდაპირ აქ და ახლა ასრულებს ქალისათვის განკუთვნილი როლებისაგან უმთავრესს - დედის როლს. ეს ფაქტი ბუნებრიობას ანიჭებს მთელ მის სახებას. ჯანმრთელი, ზრდასრული მამაკაცის ტვინი სპეციალურადაა მოწყობილი ისე, რომ აღფრთოვანდეს ქალით, რომელიც დედის ფუნქციებს ასრულებს და აღიქვას ორსული, ან მეძუძური დედა - როგორც ქალის სილამაზის განსაკუთრებული ფორმა.

სისულელეა, რომ თითქოს ორსულს უშნო მუცელი აქვს. ორსული ქალის მუცელი ღიპი არ არის, იგი არ შედგება ქონის ნაკეცებისაგან, რომელიც გაუმაძღრობისა და ლუდის მოყვარულობის მაჩვენებელია. ორსული ქალის მუცელი - შეუდარებლად ლამაზია.

ძალიან ბევრ ქალს ესმის ეს განსხვავება, მაგრამ იმის ეშინია, რომ მშობიარობის შემდეგ მუცელი დაკარგავს ფორმას. მაგრამ ამის თავიდან აცილება ხომ თავისუფლად შეიძლება. სასურველია ამ საკითხით მანამ დაინტერესდეთ, ვიდრე დაორსულდებით. მშობიარობის მერეც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას. ამ შემთხვევაში კუნთები და კან ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1345 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0





საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.


კბილების საწმენდად ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს: საკუთარი თითებით დაწყებული, ოქროს კბილის საწმენდებით დამთავრებული.

ჩვენს დროში კი უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში.

კბილის ჯაგრისები 

  • უკანასკნელ დროს დილემას აღარ წარმოადგენს ჯაგრისის არჩევა: ხელოვნური თუ ბუნებრივი ღერებით. რა თქმა უნდა ხელოვნური: იგი ბევრად ჰიგიენურია, ხანგრძლივია მოხმარებაში, შეიძლება სხვადასხვა სიხისტის მიხედვით არჩევა. 
  • უმრავლესობა იყენებს საშუალო სიხისტის ჯაგრისს (medium), თუმცა მგრძნობიარე ღრძილების შემთხვევაში უფრო რბილის გამოყენებაც შეიძლება. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია ჯაგრისის სწორი ზომის შერჩევა. მისი თავი უნდა ფარავდეს არაუმეტეს 3 კბილს. 
  • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1700 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

თანამედროვე მედიცინა 35 წელს ზემოთ პირველ მშობიარობას დაგვიანებულად მიიჩნევს! თუ ორსულობის დაგეგმვა და ექიმთან ორსულობამდელი ვიზიტი 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, 35 წელს ზემოთ პრაქტიკულად აუცილებელია.

თუ ერთი წელი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირისას ორსულობის არარსებობა უნაყოფობად არ ითვლება, 35 წელზე უფროსებს გახსოვდეთ, რომ თქვენ მოცდის დრო პრაქტიკულად აღარ გაქვთ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკში დაორსულების ალბათობა შემცირებულია და მკვეთრად არის გაზრდილი მცირე ვადაზე ორსულობის თვითნებური შეწყვეტის სიხშირე. ყვითელი სხეულის უკმარისობა, გართულებებით მიმდინარე ორსულობა და მძიმე მშობიარობა ამ ასაკის ქალბატონებისათვის ჩვეულებრივი პრობლემებია და თუ თქვენ 35 წელს ზემოთ დაორსულდით და თავს მსგავსი არაფერი გადაგხდათ, ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ და უფალს მადლობა შესწირეთ.

ამავე დროს 42 წელს ზემოთ მკვეთრად იზრდება დაუნის დაბადების ალბათობა. მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:

რისკები დედისათვის:

  • თვითნებური აბორტი – თუ 30 წლამდე მათი სიხშირე 10%–ზე ნაკლებია, 30–40 წლებში 17%–ია, ხოლო 40–44 წლის ასაკში 33%–ს აღწევს.
  • პლაცენტარული პრობლემები – ქრონიკული ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, პლაცენტის ადრეული აშრევება.
  • ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება – ცხადია რომ უფროს ასაკში ქრონიკული დაავადებების სიხშირე მე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1274 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ქალის რეპროდუქტიული სისტემა, მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ჰორმონალურ ბალანსთან ორგანიზმში. ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ დარღვევებზე მიუთითებს მენსტრუაციის ციკლის დარღვევა, დაორსულების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კლიმაქტერიული სინდრომი, ორსულობისა და მშობიარობის მძიმედ მიმდინარეობა.

ჰორმონების დისბალანსს ქალის ორგანიზმში იწვევს რიგი გინეკოლოგიური დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობა. როგორც წესი, ჯანმრთელ ორგანიზმში მამაკაცისა და ქალის ჰორმონები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს, მაგრამ ხანდახან ადგილი აქვს მათ დისბალანსს.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან მცირე ან მეტისმეტად ბევრი გამონადენით, ტკივილის თანხლებით ან ხანმოკლე მენსტრუაციით. მენსტრუაციის ციკლის დარღვევის აღმოსაჩენად გასათვალისწინებელია მისი ხანგრძლივობა და რეგულარობა, ასევე ქალის საერთო თვითშეგრძნებები მენსტრუაციის წინ, მის დროს და მენსტრუაციის შემდეგ. საერთოდ, ნორმალური ციკლი უნდა მეორდებოდეს საშუალოდ ყოველ 21-35 დღეში. მენსტრუაციის ხანგრძლივობაა 2-7 დღე. ამასთან, მნიშვნელოვანია მენსტრუაციის ხანგრძლივობის რეგულარობაც. ცვლილებები ამა თუ იმ მხარეს მეტყველებს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობაზე, მათ შორის ჰორმონალურ დარღვევებზე.

ასევე ჰორმონალურ დარღვევებზე მეტყველებს ტკივილი მენსტრუაციის დროს, არტერიული წნევის აწევა ან დაქვეითება, ხშირი თავბრუსხვევები, მუცლის მუდმივი შებერილობა, აშკარად გამოკვეთილი შეშუპება, ძალების დაკარგვა, საერთო სისუსტე. თუ ეს ყველაფერი აგეღნიშნებათ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰორ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3427 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 2.5/4

დედათა სიკვდილიანობის 30%, და ნაყოფის პერინატალური (ორსულობის 28 კვირიდან 7 დღე დაბადების შემდგომ) სიკვდილიანობის 25% ადრე გაკეთებული აბორტების შედეგია.

აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ ვადაზე. კონტრაცეფციისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია არ მოხდეს ჩასახვა, აბორტი არის უკვე განვითარებული ნაყოფის მოცილება. ე.ი. ეს არის მკვლელობა უკვე ცოცხალი არსებისა მიუხედავად მეთოდისა (მედიკამენტოზური, ინსტრუმენტალური, ვაკუუმ–ასპირაცია) და ნაყოფის ზომებისა. თუ კონტრაცეფცია ძალიან არ ეწინააღმდეგება ბუნებას – ქალს ხომ ყოველდღე არ შეუძლია განაყოფიერდეს, აბორტი ყოველთვის არაბუნებრივი საქციელია, რომლისთვისაც საზღაური საკუთარი ჯანმრთელობაა. ჩვენ არ შევჩერდებით ბავშვთამკვლელობის ფსიქიკურ მომენტებზე და მორალის კითხვას ვერავის დავუწყებთ, შეულამაზებლად განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკურ შედეგებს. 

1. ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია. 

2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა გამრავლები ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1806 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ქალები: გამხდრები და დახვეწილები, სპორტულები და აქტიურები – ჩვენი დროის მანიშნებელია. მინიატურული ქალების მოდა გაჩნდა დაახლოებით 100 წლის წინ, ხოლო ქალის სამუშაო პროცესებში ჩაბმის შემდეგ, განმსაზღვრელიც გახდა. ქალები ასამარებენ საკუთარ თავს ნაირ-ნაირი დიეტებით, შიმშილობენ, რომ როგორმე მოდის ჩარჩოებში ჩაჯდნენ.

მთელი ჩვენი ცხოვრება ორიენტირებულია ასეთ ქალებზე. მათთვის უფრო ხშირად უშვებენ ახალი მოდელის სამოსსა და ფეხსაცმელს, მათზეა გათვლილი კვების რაციონები, მათ წარმოაჩენენ, როგორც სექსუალურ ნიმუშებს მამაკაცებისათვის.

ამ დროს, ქალები, რომელთაც დიდი წონა აქვთ, უფრო მეტად აკმაყოფილებენ ბუნების მოთხოვნებს, კერძოდ – ბავშვების გაჩენას. სახელდობრ ცხიმის მარაგი ეხმარება ქალს ორსულობის დროს ნაყოფის გასავითარებლად, იცავს მას გადაჭარბებული ნერვიულობისაგან, ამშვიდებს მას და ხდის სექსუალურად თანამგრძნობს.

და აი გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმ ფაქტისა, რომ დედის როლისათვის უკეთესად გამოდგებიან სრული ქალები, ვიდრე გამხდარნი.

აღმოჩნდა, რომ რომ სრული ქალები, რომლებიც თანატოლთა შორის მეტი წონით გამოირჩევიან, უფრო ხშირად ორსულდებიან, მაშინაც კი, თუ ორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ. მაგალითად, ქალები, რომლებიც იწონიან 80 კილოზე მეტს, ორსულდებიან ერთნახევარჯერ მეტით ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვიდრე ქალები, რომელთა წონაც 80 კილოგრამზე ნაკლებია.

რა თქმა უნდა, ორსულობის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონტრაცეპტივის დოზაზეც: რაც უფრო დაბალია დოზა, მით უფრო მეტია სრული ქალების დაორსულების შანსი.

ამერი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1087 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

სიყვარულის ქალღმერთმა ვენერამ თავტკბილ-ბოლომწარე საჩუქრების მოძღვნა რომ იცოდა, სიფილისის წყალობით საუკუნეების წინათ აღმოაჩინეს. რაკი ამ დაავადების ერთ-ერთი ნიშანი გამონაყარი იყო, კანისა და ვენერულ სნეულებათა შემსწავლელი მეცნიერებები იმთავითვე დაუკავშირდა ერთმანეთს. პირველ “საჩუქარს” მეორის ― გონორეის ამოცნობა მოჰყვა, გონორეისას ― ორიოდე სხვისაც. კარგა ხანს ვენეროლოგია სულ ოთხიოდე დაავადებას იცნობდა, მერე კი, მიკროსკოპიც რომ გააძლიერეს და მავნებელთა აღმოჩენის მეთოდებიც დახვეწეს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩამონათვალმა თვალსა და ხელს შუა იმატა: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი, მახვილწვერა კონდილომები, B და C ჰეპატიტები, შიდსი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მუნიც კი.

გამომწვევთა ერთი ნაწილი შარდსასქესო გზებში მკვიდრდება და იქაურობას აზიანებს, ზოგი უფრო შორს მდებარე ორგანოს, სახელდობრ, ღვიძლს ირჩევს სამიზნედ, იმუნოდეფიციტის ვირუსი კი ორგანიზმის მთელ დამცველობით სისტემაზე მიაქვს იერიში.
გენდერულ საკითხებზე კამათს ნუ დავიწყებთ. ფაქტია, რომ დაზღვეული არც ერთი მხარე არ არის. მართალია, ზოგიერთი მიკრობი რომელიმე სქესის წარმომადგენლებს ინდობს და არ აწუხებს (მაგალითად, გონორეა უფრო ხშირად მამაკაცის ორგანიზმში მჟღავნდება, ტრიქომონიაზი და ქლიამიდიოზი კი ქალის ორგანიზმში), მაგრამ სიმპტომების არარსებობა გართულებებისგან არავის იცავს. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ფარული ფორმა ინფიცირებულის ყველა ახლანდელი თუ მომავალი პარტნიორისთვის ბევრად უფრო საშიშია.

ასეა თუ ისე, პირველ რიგში რა თქმა უნდა სიფრთხი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1525 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ადამიანებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან დიდხანს იცოცხლონ. ცნობილია, რომ ირანში, სოფელ კელიუსში ცხოვრობდა სეიდ–ალი, რომელიც 195 წლის იყო და სათვალის გარეშე მუშაობდა. ამავე დროს ბოლივიაში ცხოვრობდა ვინმე მაქარანჯე, რომელიც თავის 203 წლის ასაკში სავსებით შრომისუნარიანი იყო.

ცნობილია სხვა გასაოცარი მაგალითებიც. ფრანგი პიერ დეფურნელი 120 წლის ასაკში მესამედ დაქორწინდა. მას ყავდა სამი ვაჟიშვილი, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში იყვნენ დაბადებულნი – XVII, XVIII და XIX–ში.

ჯონი და სარა როველები ვენგრიიდან გარდაიცვალნენ 1925 წელს, როცა ჯონი 172 წლის იყო, ხოლო სარა – 164, მათი ვაჟიშვილი მაშინ 116 წლის იყო. 95 წლის თურქმა ფატიმა ედირგერმა 1964 წელს ტყუპები გაუჩინა თავის 127 წლის ქმარს.

ადამიანის ჭეშმარიტ ასაკს პასპორტი კი არ საზღვრავს, არამედ მისი სისხლძარღვების მდგომარეობა. შეიძლება ადამიანი დაბერდეს 30 წლის ასაკში და შეიძლება 100 წლისაც შრომისუნარიანი იყოს. ორგანიზმში უამრავი სისხლძარღვია: მათი საერთო სიგრძე ისეთია, რომ 2,5 –ჯერ შემოერტყმებოდა დედამიწას. ეს ცხოვრების მდინარეები მთელს ჩვენს სხეულშია განთავსებული. მათი უთხელესი კედლებიდან განუწყვეტლივ ხდება ნივთიერებათა ცვლა: ერთ მხარეს – ქსოვილებისათვის აუცილებელი ჟანგბადი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური მარილები, ხოლო მეორე მხარეს – უჯრედებისათვის მავნებელი კვებისა და სუნთქვის შედეგად დარჩენილი ნარჩენები.

თუ სისხლძარღვები გაგანიერებულია– ადამიანი არ "გაცვდება", ხოლო თუ შევიწროვებულია – ხანგრძლივი სიცოცხლისათვის შანსები ნაკლები აქვს.

რამ შეიძლ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 2114 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.8/5

ქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.

სოკოვანი დაავადებები

ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ სოკო არ იკურნება, თუმცა ეს ასე არ არის. საჭიროა მხოლოდ ამის ცოდნა და უმნიშვნელო სიმპტომების დროსაც კი ექიმთან ვიზიტი.

სიმპტომები: იცვლება ფრჩხილის ფერი, იგი შეიძლება გახდეს შავი, თეთრი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი. ფრჩხილის ფირფიტა სქელდება, იფხვნება და ხდება აშრევება.

მიზეზები: ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება. შესაძლოა, თქვენ დაავადებული ადამიანის ფეხსაცმელი ჩაიცვით, ან იმყოფებოდით საერთო აბანოში მასთან ერთად, საუნაში, ბასეინზე. სოკო შეიძლება აღმოცენდეს მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებისას ან მუდმივად ნესტიანი ფეხების დროს.

შესაძლოა თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ სოკო დასაწყის სტადიაზე, მაგრამ აღმოჩენისთავე უმჯობესია მიაკითხოთ ექიმს. ნუ დაწყებთ თვითმკურნალობას, რადგან იგი შეიძლება ვერაფერში დაგეხმაროთ, შედეგად კი ამ დროის მანძილზე ბევრ უდ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 2229 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/3

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის პერიოდში ნებისმიერი ექიმი–უროლოგის პაციენტების უმრავლესობა ქალები არიან, რომლებსაც ცისტიტი აწუხებთ. რა უნდა ქნათ, რომ მათ რიცხვში არ მოხვდეთ? ცისტიტის მიზეზი – ეს ყველაზე გავრცელებული ინფექციებია, რომლებსაც იწვევს ნაწლავური ჩხირი, სტრეფტოკოკები, სტაფილოკოკები, რომლებსაც შეხვდებით ყველგან და წელიწადის ნებისმიერ დროს. მაგრამ თავისთავად მსგავსი მიკრობები დაავადებას არ იწვევს.

ინფექცია "იპყრობს" მხოლოდ დასუსტებულ ორგანიზმს. ხოლო ზამთარი, როგორც ცნობილია, ვიტამინების ნაკლებობისა და დასუსტებული იმუნიტეტის სეზონია. ორგანიზმის გადაციება – ეს არის პირველი მაპროვოკაციებელი ფაქტორი ცისტიტისათვის.
ქალისათვის ხანდახან საკმარისია ჩამოჯდეს ცივ ქვაზე 15–20 წუთით და დაავადება გარანტირებული აქვს. ამ შემთხვევისათვის ძალიან მარტივი რჩევები არსებობს. აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებით მოეპყრათ, თბილად ჩაიცვათ, ამას გარდა, უნდა იზრუნოთ საკუთარი იმუნიტეტის ხელის შეწყობისათვის: ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე, დაკავდეთ სპორტით, მიიღოთ ვიტამინები. ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება ორგანიზმს გაზაფხულზე.

გახსოვდეთ, რომ მუდმივი გამოუძინებლობა, ინტენსიური მუშაობა, არასრულფასოვანი კვება და ქრონიკული სტრესი კარს უღებს ინფექციებს.

არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც იწვევს ცისტიტს. მათ შორისაა მაგალითად, მჯდომარე სამუშაო, რადგან ამ შემთხვევაში შარდ–სასქესო ორგანოების "გეომეტრიული მდებარეობა" იმგვარად იცვლება, რომ ინფექციის მოხვედრა შარდის ბუშტში მნიშვნელოვნად მარტივდება. ამიტომ, თუ ასეთი სამუშაო გა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1788 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას.

ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება?

თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ საკუთარ თავს. საქმე იმაშია, რომ ყველა ამ პროცესს, რასაც ადამიანი თავის თავს უკეთებს, ოდესღაც მის მიმართ ვიღაც უკვე იყენებდა. ხშირად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბავშვობაში მის გვერდით იმყოფებოდნენ: მშობლები, ან ბებია და ბაბუა. ბავშვზე გარშემომყოფთა ზეგავლენა ძალიან დიდია. სახელდობრ ისინი დებენ ბავშვში იმ ხერ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1302 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

არა მარტო ქალები ისწრაფვიან იდეალური მამაკაცის მოსაძებნად, არამედ ძლიერ სქესსაც სურს მის გვერდით იდეალური ქალი იხილოს. მაშ ვინ არის იგი - იდეალური ქალი?

ვიღაც თვლის, რომ იდეალური ქალი ეს არის - კარგი დიასახლისი სამზარეულოში, დედოფალი სასტუმრო ოთახში და ვნებიანი საყვარელი - საძინებელში.

ვიღაც თვლის, რომ იგი 60 კილოგრამს უნდა იწონიდეს, 170 სმ სიმაღლის უნდა იყოს და აუცილებლად ატარებდეს სათვალეს.

არიან კაცები, რომლებიც ოცნებობენ იდუმალ ქალზე, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად იქცევა: იგი აჯადოებს მამაკაცს და არ აძლევს მას ამოსუნთქვის საშუალებას. განსაზღვრული კატეგორიის მამაკაცებისათვის - ასეთი ქალიც იდეალურია.

არსებობს ასევე მამაკაცთა კატეგორია, რომლებიც სიტყვა ‘’იდეალურში’’ გულისხმობენ ქალს, ვინც მას ნახევარი სიტყვიდან გაუგებდა და რომელსაც თავისი თავი აბია მხრებზე. რომელსაც თავისი მოსაზრება გააჩნია და ყოველთვის შეუძლია მისი დაცვა.

ხოლო ვიღაცისათვის იდეალური ქალი ის არის, რომელსაც უყვარს იგი და პირიქით, მასაც უყვარს, ხოლო დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგიერთი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ჩვენს სამყაროში, სამწუხაროდ, იდეალური არავინაა. ხოლო ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, გულმოწყალება, ხელგაშლილობა და ურთიერთგაგება - დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

და მაინც, იდეალური ქალი - ეს მითია თუ რეალობა?

ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქლისათვის არ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1249 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

საზოგადოების ფენებად დაყოფა არც გუშინ დაიწყო და არც გუშინწინ. სიღარიბე მხოლოდ ქართული რეალობა არაა. იგი ახასიათებს ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემას ყველა დროში. მაგრამ მისი სიმწვავე საზოგადოებაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე მკვეთრად განსხვავებულია.

დანაყრებულ და მდიდარ გერმანიაშიც კი, სადაც ადამიანის ინტერესების დასაცავად სოცილური დახმარება არსებობს, არსებობენ ღარიბები, იქაც სძინავთ ხიდის ქვეშ ან სკამებზე, მაგრამ ყოველ ღარიბს სურს იცხოვროს ერთი საფეხურით მაღლა, თუმცა მხოლოდ ოცნებებში და ფანტაზიებში. ამ ადამიანთა უმრავლესობა შეეგუა თავის ხვედრს და პრაქტიკულად არაფრის გაკეთება სურს საკუთარი თავისათვის, საკუთარი ოჯახისათვის, რათა ამოძვრნენ ამ ჩაკეტილი წრედიდან. ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ამას ვერ შეძლებენ და ხელი ჩაიქნიეს. ისინი წყევლიან მდიდრებს და ფიქრობენ, რომ მდიდრებმა თავისი ქონება კრიმინალისა და მათი, ღარიბების ხარჯზე დააგროვეს.

მაგრამ ასეა თუ არა ეს?

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყველას სურს მაშინვე მიიღოს ბევრი ფული, მაგრამ სამწუხაროდ ისეა მოწყობილი სამყარო, რომ ვაკანტური ადგილები მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი არც ისე ბევრია, რამდენიც მსურველი. ჰოდა, სხედან სახლებში, დივანზე და რამდენიმე წელიწადი ელოდებიან სასურველ ადგილს, სადაც ფული "ჩეჩქივით" ყრია. ამასობაში წლები გადის და ეს ადამიანი, როგორც სპეციალისტი, აღარავის სჭირდება, რადგან არასოდეს უმუშავია თავისი სპეციალობით.

სცადეთ ერთი, მეორე, სამსახურის ძებნა და შეცვლა ცოდ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1004 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

თქვენს მამაკაცს ჩაეძინა? ყურადღებით! იმის მიხედვით, თუ რა პოზაში სძინავს მას, შეგიძლიათ ბევრი რამ შეიტყოთ მისი ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

საკუთარი ცხოვრების პატრონი

მას მუცელზე სძინავს და თანდათანობით საწოლის შუაგულისაკენ მოიწევს. ძილის დროს მას უყვარს ბალიშისა და საბნის ამოგება, ერთი სიტყვით, საწოლის პატრონად გრძნობს თავს. მსგავსი რამ იმაზე მეტყველებს, რომ ეს მამაკაცი წესიერია, დალაგებული, აქვს ვალდებულები და პასუხისმგებლობის გრძნობა. თქვენი რჩეული დარწმუნებულია, რომ სამყარო არაა სრულყოფილი და გადაკეთება სჭირდება, თვითონ კი, სწორედ ის არის, ვისაც შეუძლია შეცვალოს - თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი რამ მაინც. ასეთები სწრაფად მიიწევენ წინ სამსახურში და იკავებენ ძალიან სოლიდურ ადგილებს.

ეს ადამიანი - კარგი საყვარელია და საწოლში მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს, მათ შორის რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება: იგი საკმაოდ ძუნწია, გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად უყვარს და ეჭვიანია. მაგრამ თვითონაც ძალიან იშვიათად მიდის ღალატზე.

საყრდენის ძიებაში

მას გვერდულად სძინავს, ჩაფუთნულს და კატასავით მოკუნტულს. ეს პოზა იმის მანიშნებელია, რომ თქვენი მამაკაცი არც თუ ძალიანაა დარწმუნებული საკუთარ თავში. მისი თავდაჯერებული შეხედულება - მხოლოდ ნიღაბია, რისი დახმარებითაც მას შეცდომაში შეჰყავს გარშემომყოფები - ისინი, ვინც მას ნაკლებად იცნობს. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1086 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც ოცნებობს საკუთარი სოცოცხლე არასაყვარელ მამაკაცთან (ან ქალთან) ერთად გაატაროს(გარდა იმ ქორწინებისა, რომლის საფუძველსაც ანგარება წარმოადგენს). მაგრამ არსებობს ასეთი პარადოქსი: სიტუიაცია, როდესაც გვერდით აღმოჩნდება ხოლმე არა ყველაზე ძვირფასი, არამედ "საკუთარი–უცხო" ადამიანი. ასეთი სიტუაციები ძალიან ბევრია საქართველოს რეალობაში და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რითი დაიწყო ყველაფერი – სიყვარულის, ვნებისა თუ შეცდომის გამო, თუ კი მშრალ ნარჩენებში პირში მწარე გემო დაგრჩათ სიტყვებისაგან "ჩემი არ არის!"

ჰოდა, აგრძელებენ ასე ცხოვრებას, თანაც ერთ ბინაში.

ამ სიტუაციაში თითქოს საფიქრალიც არაფერია: გადააბრუნე საკუთარი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფურცელი და იცხოვრე ბედნიერად. თუმცა, ეს – ძლიერი ადამიანების გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვეულებრივ, იმედგაცრუების გრძნობა დუნედ მიმდინარე სტრესში გადაიზრდება ხოლმე უსასრულო დღეებით, თვეებით და კლინიკურ შემთხვევებში – უსიყვარულოდ გატარებული წლებით. გადაიზრდება პატივისცემაში, ან სულაც ბანალურ სექსში. სამაგიეროდ – არის ყვედრება, ჩხუბი და გაუცხოება – ასორტიმენტში.

სპეციალისტის კომენტარი

ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე უფრო უცხო, ვინც წარსულში გიყვარდათ.
(რემარკი)

ორი ვარიანტია: დაელოდოთ, სანამ თქვენი პირობით–ფორმალური საზოგადოებრივი განყოფილება თავისი სიკვდილით გარდაიცვლება, ან შეგიძლიათ გამოიჩინოთ ჰუმანიზმი ევთანაზიის აქტის ჩატარებით. თუმცა, ქალთა უმრავლესობისათვის ამ სატან ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1111 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

შემთხვევით არ ეძახიან სიზარმაცეს დაავადებას. იგი გაციებასავითაა – ყველა სიმპტომი კარგად ჩანს.

პირველ ეტაპზე თავს ოდნავ შეუძლოდ გრძნობთ: ან დაღლილობისაგან, ან პირიქით, მოწყენილობისაგან. ვარიაციები ასეთია: თქვენ ყველაფერი გეზარებათ, რადგან ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია მუდმივ შრომაზე და იგი ჩვეულ დასვენებას ითხოვს. სხვა შეგრძნებები: კიდევ ცოტაც და მუშაობას შეუდგებით, მაგრამ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, საიდან დაიწყოთ. ამავე დროს მეგობრები, საიტები და ბლოგებიც აღარაფერს გთავაზობენ საინტერესოს. თითქოს ურთიერობაც აღარავისთან გინდათ.

მეორე ეტაპზე სიზარმაცე საწოლისაკენ გიბიძგებთ. იღებთ ტელევიზორის პულტს და ათასჯერ წაკითხულ ჟურნალებს. იწყება უაზრო ხეტიალი არხიდან არხზე და ჟურნალის უაზროდ ფურცვლა.

და აი უკვე გაღიზიანებული ხართ მიზეზით თუ უმიზეზოდ, გამუდმებით რაღაც გინდათ, მაგრამ საერთოდ გაუგებარია, რა გსურთ კონკრეტულად. კიდევ, თავს ცუდად გრძნობთ, გინდათ დაიბანოთ, არც გინდათ, ეპილაცია გაქვთ გასაკეთებელი, ფრჩხილებიც, ეს სახის ნიღაბიც რომ აუცილებელია? მოკლედ, თუ ყველა ეს სიმპტომი აგეღნიშნებათ, გთხოვთ შეხვდეთ: თქვენს წინაშეა ქალბატონი სიზარმაცე!

სიზარმაცესთან ბრძოლის მეთოდები

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლა კი მოგწონთ საკუთარი დროის ხარჯვა არაფრის კეთებაში, ასეთი რამეც ხდება, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როცა აუცილებლად უნდა შეუდგეთ საქმეს, იქნება ეს სახლის დალაგება, სამუშაო თუ თავის მოვლა.

მაშ ასე, გა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1170 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვდება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირი შემთხვევაა (თითქმის ყოველი მესამე) ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ.

თუმცა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია მცდარია. სინამდვილეში არანაირი მეცნიერული საფუძველი ამ აზრს არ გააჩნია. საერთოდ, მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ ბრუქსიზმის მიზეზები, მუშა-ჰიპოთეზად კი რამდენიმე განიხილება: მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთ გამოვლინებად. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთ ხვრინვის, სომნამბულიზმის, ღამის კოშმარების და ღამის ენურეზის გვერდით.

სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში.

არსებობს მონაცემები ბრუქსიზმის მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ბრუქსიზმით დაავადებულებში რაიმე ხასიათობრივი თავისებურებები. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1238 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ვაგინის მწვავე ქავილი, სქელი გამონადენი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინ და ამწვავებს პოსტ-მენსტრუალური სინდრომის სიმძიმეს. სექსი არ განიჭებთ არავითარ სიამოვნებას, ქავილი არ გაცდით ძილს ღამ-ღამობით... თქვენთვის ნაცნობია ეს სიტუაცია? თქვენ რძიანას (ვაგინალური სოკო) მსხვერპლი ბრძანდებით, რომელსაც იწვევს საფუარისებრი სოკო – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები.

კანდიდები - ჯანმრთელი ადამიანის კანის მუდმივი ბინადრები არიან, პრაქტიკულად დაბადებიდანვე. როგორც წესი ისინი საკმაოდ მშვიდობის მოყვარენი არიან, მაგრამ გაციების, გადაღლის, ნერვიულობის, ავადმყოფობის გადატანის შემდეგ – ეს სოკოები აგრესიულნი ხდებიან, დიდი სისწრაფით მრავლდებიან და ორგანიზმს საკმაო უსიამოვნებებს უქმნიან, აზიანებენ კანს, ლორწოვან გარსს, შარდ-სასქესო და სხვა სისტემებს.

კანდიდოზის მიზეზები: მითი და რეალობა

ბევრი ქალი თვლის, რომ ეს დაავადება წარმოიშობა ანტიბიოტიკების, ტამპონების, დიდი რაოდენობით ტკბილეულის და მოტკეცილი სამოსის გამო და რამდენადაც დაავადების გადამტანნი მამაკაცები არიან, სექსი ბევრ პარტნიორთან ავტომატურად გადაიყვანს მას რისკის ჯგუფში. სინამდვილეში ამ დაავადებას ყველაზე განსხვავებული ფაქტორები უწყობს ხელს: ორგანიზმის დამცავი მექანიზმის მოშლა (მძიმე დაავადებები, სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი), ჰორმონალური კონტრაცეფცია, უსასრულო და ხანრძლივი მკურნალობა ანტიბიოტიკებით და ორსულობაც კი. კანდიდოზი ბევრი მითის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივი სექსის დროს იშვიათად გადაედება, რასაც ვერ ვიტყვით ორალ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 15411 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.3/6

კ ო ქ ტ ე ი ლ ი   ჰ ი პ ე რ ტ ო ნ ი კ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს
იღებენ 2 ჭიქა ჭარხლის წვენს, 250 გ თაფლს, 1 ცალ ლიმონს, 1 ჭიქა არაყს, ურევენ ერთმანეთში და ინახავენ მინის ქილით მაცივარში.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
ყოველდღიურად სვამენ 1-2 ჩაის ჭიქა კარტოფილის ნახარშს. ეს საშუალება არეგულირებს არტერიულ წნევას.

ხ ა ხ ვ ი
3 კგ ხახვის წვენს ურევენ 500 გრ თაფლს, უმატებენ 25 ცალ დაფქვილ კაკლის უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლ არაყს. აჩერებენ 10 დღე.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

ნ ი ო რ ი
2 თავ ნიორს ასუფთავებენ, ასხამენ 250 მლ არაყს. აჩერებენ 12 დღე.
მიღება: 20 წვეთი დღეში 3-ჯერ 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

ნ ი ო რ ი   დ ა   ლ ი მ ო ნ ი
3 თავ ნიორს და 3 ცალ ლიმონს ხეხავენ. ასხამენ 1,25 ლ მდუღარე წყალს. მჭიდროდ ახურებენ და მინის ქილით დგამენ სითბოში 1 დღე-ღამე. პერიოდულად ურევენ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ს ი მ ი ნ დ ი ს   ფ ქ ვ ი ლ ი
ჭიქაში ყრიან 1 სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, ასხამენ ცხელ ნადუღ წყალს ჭიქის შევსებამდე. აჩერებენ მთელი ღამე. დილით სვამენ მხოლოდ სითხეს (ფრთხილად გადაწურავენ).

ფ ი თ რ ი
ფითრის ყლორტებს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ წყალსა და ხარშავენ 3-4 სთ.
მიღება: 50 მლ დღეში 2-ჯერ ჭამის წინ. ეს საშუალება აქვეითებს მადას, ამშვიდებს და არეგულირებს წნევას. განსაკუთრებით სასარგებლოა კუნელის ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 1550 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჰიპერტონია - არტერიული წნევის მომატება. ამ ქრონიკულ დაავადებას იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ალკოჰოლი, სიგარეტი, სტრესები, ნერვული დაძაბულობა.

ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანმა აუცილებელია დაიცვას დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი (ქოლესტერინით მდიდარი), მლაშე, ტკბილი საკვები. ახალი პური უნდა შეიცვალოს ბრინჯითა და ორცხობილათი. იკრძალება აგრეთვე ღორის, ცხვრის ხორცი, ძროხის მსუქანი ხორცი, ქათმის ხორცის კანი და სხვა.
სასარგებლოა: ხაჭო, რძე, კვერცხის ცილა, კომბოსტო და სხვა.
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 1544 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

არტერიული ჰიპერტენზია – სისხლის არტერიული წნევის მომატება – მთელ მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება. ავადმყოფობით გამოწვეული გლობალური ხარჯის 4.5% სწორედ ამ დაავადებაზე მოდის.
ჰიპერტენზიით ავადობა არც საქართველოშია იშვიათი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება სოფელ დიღმის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ინგურ წიკლაური.
არტერიული ჰიპერტენზია არტერიული წნევის ისეთი მომატებაა, როდესაც სისტოლური წნევა აღემატება 140 მმ.ვწყ.სვ-ს, ხოლო დიასტოლური – 90-ს. ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია ხშირი სტრესი, სიმსუქნე, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს წევა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ასაკი (ქალებისთვის – 65 წლამდე, მამაკაცებისთვის – 55 წლამდე).
ჰიპერტენზიის მთავარი ნიშნებია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულის ფრიალი, თვალებში ზეწოლა, კისრის დაჭიმულობა, უძილობა, აგზნებადობა. კრიზული მიმდინარეობისას ამას შეიძლება დაერთოს გულისრევა, პირღებინება, ცნობიერების ნაწილობრივი დაბინდვა ან გათიშვა, წონასწორობის დარღვევა, რის გამოც ადამიანი ეცემა ან ჯდება.
ჰიპერტენზიის დაფიქსირება ყოველთვის არ არის იოლი – მანომეტრები, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ, ცთომილებას გვაძლევს (ამერიკის, ევროპის ასოციაციები ხმარებიდან მის ამოღებას დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ ადვილი მოსახმარია და ვერ ველევით). გაცილებით სანდოა რივა-როჩის სფიგმომანომეტრი, ვერცხლისწყლიანი აპარატები.
არსებობს ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზია – ადამიანს ექიმთან ვიზიტის დროს წნევა 150-170 მმ-მდე უწევს, სხვა დროს კი ნორმაში აქვს (სხვათა შორის, ასეთი რამ უმეტესად ქალებს ე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2496 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.0/1

გულის კუნთის ინფარქტი გულისხმობს ამ ორგანოში კუნთოვანი კვდომის კერების გაჩენას. ეს პროცესი უშუალოდ დაკავშირებულია სისხლის ნაკადის მკვეთრ შემცირებასთან ან სრულ შეწყვეტასთან, რაც ხდება ათეროსკელროზული დანალექებით გვირგვინოვანი სისხლძარღვების მკვეთრი შევიწროების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში ამ შევიწროების ადგილზე სისხლი შედედდება, ე.ი. ჩნდება თრომბი და მთლიანად წყდება გუკის კუნთის შესაბამისი უბნის სისხლით მომარაგება. ფიქრობენ, რომ გარკვეული მნიშვნელობ აქვს გვირგვინოვანი არტერიების ძლიერ და ხანგრძლივ  შეკუმშვას (სპაზმს), რაც ნერვული მოშლილობის შედეგია.

გულის კუნთის ინფარქტის რისკ ფაქტორები იგივეა, რაც ათეროსკლეროზისა და სტენოკარდიის, რაზედაც ზემოთ უკვე იყო ლაპარაკი. ამიტომაა, რომ გულის ინფარქტი ზოგჯერ აღმოცენდება სტენოკარდიის წინამორბედი შეტევის შემდეგ. ამავე დროს საყურადღებოა, რომ გულის ინფარქტი ზოგჯერ ვითარდება უეცრად, რაიმე ავადმყოფური მოვლენების გარეშე. ავად ხდებიან უმეტესად 40-60 და მეტი ხნის ადამიანები, თუმცა უნდა აღინიშნოს ბოლო ხანებში ინფარქტის ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

გულის ინფარქტი ისეთივე მოვლენებით იწყება, როგორც სტენოკარდია. ავადმყოფს აქვს ძლიერი და მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან და მარცხნივ. ტკივილი ვრცელდება მარცხენა ბეჭში, მხარში, წინამხარში, ყელში, ქვედა ყბასი, ზოგჯერ მარჯვნივაც, მუცლისაკენ და სხეულის სხვა ნაწილებში. სტენოკარდიისაგან განსხვავებით ტკივილი ხამნგრძლივია ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 3303 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ალერგიის მკუნალობისას ძირითადად გამოიყენება შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები (ტავეგილი, სუპრასტინი, დიმედროლი, ფენკაროლი, დიაზოლინი და სხვ.) – ძირითადად გამოიყენება ალერგიული რინიტის, კონიუნქტივიტისა და ქავილით მიმდინარე კანის ალერგიების დროს. ისინი ამცირებენ ქავილისა და ლორწოვანი გარსების ალერგიით გამოწვეულ შეშუპებას. იხმარება ტაბლეტების, საინექციო ხსნარების და თვალის წვეთების სახით. ეს პრეპარატები იმდენად უხიფათო და ადვილად გამოსაყენებელია, რომ დღეს ისინი ალერგიის სამკურნალო საუკეთესო სიმპტომურ საშუალებებად ითვლება.
  • დეგრანულაციის საწინააღმდეგი საშუალებები (დინატრიუმის ქრომოგლიკატი ანუ ინტალი, ზადიტენი) - გამოიყენება ასთმის, რინიტის და კონიუნქტივიტის გამწავავების პროფილაქტიკისათვის. დინატრიუმის ქრომოგლიკატის პრეპარატები გამოიყენება როგორც თვალის და ცხვირის წვეთების სახით, ისე საინჰალაციოდ. ზადიტენი იხმარება ტაბლეტებისა და სიროფის სახით. ეს პრეპარატები მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის გამწვავების პროფილაქტიკას ახდენენ და, ამდენად, მათი მიღება მოსალოდნელი შეტევების დაწყებამდეა საჭირო, ხშირად ხანგრძლივად.
  • ასთმის მკურნალობაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ე.წ. ბრონქოდილატატორული საშუალებები, რომლებიც სუნთქვას აადვილებს. უმეტეს ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 3332 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.4/5

თუ თქვენ გაქვთ ალერგიული დაავადებების ნიშნები, თქვენ უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად. თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.

  • დაავადების ისტორია - გამოკითხვისას ექიმი ყურადღებას ამახვილებს დაავადების დასაწყისზე, მისი განვითარების თავისებურებებზე, ცხოვრებისა და შრომის პირობებზე, მემკვიდრეობითობაზე;

  • ფიზიკალური გასინჯვა - აუსკულტაცია ბრონქული ასთმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია

  • გარეგანი სუნთქვის გამოკვლევა - აუცილებელია ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის, რომლის დროსაც რეგისტრირდება ძირითადად სუნთქვის დარღვევის ობსტრუქციული ტიპი. დაავადების რემისიის დროს დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ბრონქოპროვოკაციული ტესტების გამოყენებით (აცეტილქოლინით, კარბაქოლინით, ჰისტამინით, პროპრანოლოლით, სხვადასხვა ალერგენებით), რომლებიც გამოავლენს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას.

    ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1471 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ფსევდოალერგიულ რეაქციებს, განსხვავებით "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიისაგან, საფუძვლად უდევს არაიმუნოლოგიური მექანიზმები. ეს ფსევდოალერგიული რეაქციები გამოწვეულია ჰისტამინის შემცველი საკვებით, ან ორგანიზმის ქიმიური რეაქციების შედეგად ჰისტამინის გამოთავისუფლებით (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მყოფი ბაქტერიების მიერ).

მათი სიმპტომები შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიის დროს. მაგ., ზოგიერთი თევზის კონსერვი შეიძლება დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავდეს და გამოიწვიოს მოწამვლა ზუსტად ისეთივე სიმპტომებით, როგორც ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ თევზის მიმართ "ალერგიული" ხართ.

ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ზოგიერთ სხვა პროდუქტსაც: მაგ. საკვების ქიმიურ დანამატებს (საღებავი, კონსერვანტები, არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები), რომლებიც კვების მრეწველობაში გამოიყენება. ესენია:

კონსერვანტები:

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1442 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის ყველაზე სახიფათო და არასასურველი ვარიანტია. ეს არის კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს მწვავე სისტემურ ალერგიულ რეაქციას (მოიცავს მთელს ორგანიზმს) და ვითარდება იმ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რომლის მიმართაც ადამიანი წინასწარ იყო სენსიბილიზებული. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ანაფილაქსიის დროს სივდილობა გვხვდება 0,4 შემთხვევაში 1მლნ მოსახლეზე წელიწადში.

ანაფილაქსიის დროს ცვლილებები ვითარდება სხვადასხვა ორგანოებში - კანში, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში, გულ-სისხლძარღვათა სისტემის ორგანოებში, თვალში, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტში. შესაბამისად, ანაფილაქსიის სიმპტომებია: შფოთვა, კანის ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცემინება, ხველება, გამონაყარი კანზე, ტუჩებისა და სახსრების მიდამოს შეშუპება, თვალების შესივება და ქავილი, ხმის შეცვლა-ჩახლეჩა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ტკივილი გულმკერდში, მოხრჩობის გრძნობა, სიმხურვალისა და ალების შეგრძნება, ნაწლავური კოლიკა, საშვილოსნოს სპაზმი და მოშარდვის სურვილი, შესუსტებული სუნთქვა, დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია ბევრ ნივთიერებას. ანაფილაქსიური შოკის ხშირ მიზეზ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1864 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მწერები, რომელთა ნაკბენებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, უმეტესად ეკუთვნიან სიფრიფანაფრთიანთა რიგს (Hymenoptera). ესენია უმეტესად ფუტკრები და კრაზანები. ფუტკრები მხოლოდ მაშინ იკბინებიან, თუ მათ ბუდეს რაიმე დაემუქრა. ამდენად, ისინი "ბუნებით აგრესიულნი" არ არიან. ფუტკრის ნესტარი დაკბილულია და კანში ჩასობის შემდეგ მისი ამოღება შეუძლებელია. როცა კბენის შემდეგ ფუტკარი ცდილობს ნესტარის ამოღებას, მისი ნესტარი, შხამის ჯირკვალი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი წყდება სხეულს და ფუტკარი კვდება. მათგან გასხვავებით, კრაზანები ბუნებით აგრესიულნი არიან, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა საკვები შემოაკლდებათ. თანაც, ერთ კრაზანას მრავალჯერ შეუძლია დანესტვრა, რადგან კრაზანის ნესტარი გლუვია და კბენის შემდეგ მისი ამოღება ადვილია.

როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისაგან?

ფუტკრის ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილის შემდეგ ზომებს უნდა მიმართონ:

  • არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირას ან კუნძებთან თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები
  • არ იაროთ ფეხშიშველამ ბალახზე, რადგან ფუტკრები შეიძლება ბალახში, წვრილ ყვავილებზე ისხდნენ, გარდა ამისა, ზოგჯერ მათი ბუდეები მიწაზეა მოწყობილი
  • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1423 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

      • ალერგენთან კონტაქტის შემდეგ სასწრაფოდ მოიბანეთ კანი საპნით;

      • გამღიზიანებელთან განმეორებითი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით გარეცხეთ ტანსაცმელი და საგნები;

      • ქავილის შესამცირებლად მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

      • ანთების შესამცირებლად, ასევე ბუშტუკების დახეთქვისას გამოიყენეთ სველი ცივი კომპრესი (60მლ ღვინის სპირტი 1ლ წყალზე);

      • ადგილობრივად, შესაძლებელია, ქავილის შესამცირებელი ლოსიონის გამოყენება;

      • შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდების გამოყენება: მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში - მზა სტეროიდული კრემები, გამოხატული რეაქციის შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით, მაღალაქტიური კრემები, ასევე სისტემური სტეროიდები (ტაბლეტები, ინექციები);

      • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1266 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ალერგიული დერმატოზები - ეს არის კანის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაბალმოლეკულური ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების, ლატექსის ალერგენების, მეტალების, საკვები პროდუქტების, აერო- და სხვა ალერგენების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კანზე უშუალო ზემოქმედების გზით, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ინექციის საშუალებით.

ალერგიული დერმატოზებისათვის დამახასიათებელია კანის ქავილი და შეწითლება, კანზე გამონაყარი ჭინჭრის ციების (შეშუპება, ბუშტუკები) ან ეგზემის (აქერცვლა, სიმშრალე, კანის სურათის შეცვლა) ტიპით. კანის მხრივ გამოვლინებების გარდა, საკვებ ნივთიერებებზე და მედიკამენტებზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ასევე სიმპტომებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ - ენისა და ტუჩების შეშუპებით, გულისრევით, პირღებინებით, მუცელში სპასტიური ტკივილებით, დიარეით.

ყველაზე გავრცელებული ალერგოდემატოზებია - ატოპიური დერმატიტი (ექსუდაციური დიათეზი, ნეიროდერმიტი), ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი.

კონტაქტური დერმატიტი ეს არის კანის რეაქცია ზოგიერთი განსაზღვრული გამაღიზიანე ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1880 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ბავშვებზე სპეციალური ალერგენის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ასთმის განვითარებას. ასთმის განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება, თუ ჩამოთვლილი ალერგენების მიმართ გავატარებით აუცილებელ ღონისძიებებს. არსებობს სახლში ასთმის გამომწვევი ალერგენების შემცირების შემდეგი მეთოდები, კერძოდ:

  • თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს თავიდან ააცილოთ ბრონქული ასთმის შეტევა, თუ აარიდებთ მათ ამ დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორებს (ალერგენებს), როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, თამბაქოს ბოლი, ყვავილის მტვერი;
  • ოთახის მტვერი შესაძლოა ეფექტურად ვაკონტროლოთ ლეიბებისა და ბალიშების მკვრივი შალითით შეფუთვით, თეთრეულის ყოველკვირეული რეცხვით, ხალიჩების აღებით, ჰაერის ხშირი განიავებით;
  • ეცადეთ, ბავშვს ჰქონდეს ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული. გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
  • ეცადეთ, ბავშვის ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
  • აიღეთ ხალიჩები და ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
  • რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
  • < ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1372 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურობას განაპირობებს გამომწვევი მიზეზის სწორად განსაზღვრა. ეს მიზეზები კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

  1. თანდაყოლილი ფაქტორები:
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • სასუნთქი გზების ჰიპერსენსიბილიზაცია;
  1. ალერგენები, რომელთა ჩასუნთქვა ხდება როგორც ოთახში, ასევე ოთახის გარეთ (ცხოველების ბეწვი, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ოთახის მტვერის ტკიპა, ობი, ტარაკანის ანტიგენი);
  2. მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ სასუნთქი გზების სენსიბილიზება და იწვევენ რესპირატორული ალერგიის ან ასთმის დაწყებას (თამბაქო, დაბინძურებული ჰაერი, ვირუსული რესპირატორული ინფექცია და სხვ.);

 

       გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს:

  • მიზეზობრივი ფაქტორის დამატებითი ზემოქმედება;
  • ცივი ჰაერის, გამაღიზიანებელი გაზის, ამინდის ცვალებად ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1369 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/2

რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება.

ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით.

დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.



ალერგიის ძირითადი სიმპტომები

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 2251 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.0/3

ჰიპერვენტილაცია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება სტრესულ სიტუაციებში (პანიკის, შფოთვის, ისტერიის დროს). ის ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს შიში ან ფსიქოლოგიური შოკი. ჰიპერვენტილაცია გამოვლინდება არანორმალურად ხშირი და ღრმა სუნთქვით. ასევე შესაძლებელია გამოიხატოს უჩვეულო ქცევა, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და უნებლიე მოძრაობები.

 

პირველი დახმარება ჰიპერვენტილაციის დროს:

1.   დაზარალებულთან ლაპარაკის დროს იყავით დამაჯერებელი და ზრდილობიანი;

2.  თუ შეგიძლიათ, გადაიყვანეთ დაზარალებული მშვიდ გარემოში. ამით შესაძლებელია გამოიყვანოთ დაზარალებული ჰიპერვენტილაციის შეტევიდან;

3.  ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს თავის ექიმს, რათა გამოირიცხოს აგზნების სხვა მიზეზები;

4.  თუ გამოხატულია უნებლიე მოძრაობები, ასუნთქეთ ქაღალდის პარკის საშუალებით, თავისივე ამონასუნთქი ჰაერი.

 

კვამლისა და აირების ინჰალაცია

  ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 1405 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.0/2

სუნთქვის გაძნელება მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად გამოწვეულია კრუპის შეტევით, რომლის მიზეზიც არის ანთებითი პროცესი სასუნთქ გზებში. კრუპის შეტევა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ პირველი დახმარების დროული გაწევისას იგი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაზე. კრუპის შეტევა უფრო ხშირად იწყება ღამით, შესაძლებლია ის რამდენჯერმე განმეორდეს.

 

კრუპის შეტევის დამახასიათებელი ნიშნებია:

·  მცირეწლოვანი ბავშვის გაძნელებული სუნთქვა;

·  ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა;

·  მყეფავი ხასიათის ხველა;

·  მორუხო-მოლურჯო ფერის კანი;

·  მძიმე შემთხვევებში დამატებითი კუნთების მონაწილეობა

          სუნთქვაში;

 

პირველი დახმარება კრუპის შეტევის დროს:

1.  დასვით  და გაამხნევეთ ბავშვი;

... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1707 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ბრონქული ასთმა არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი გზების მუსკულატურის შეკუმშვა, ლორწოვანი გარსის შეშუპება და დიდი რაოდენობით ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მათ სანათურში, რაც იწვევს სასუნთქი გზების შევიწროვებას, სუნთქვის გაძნელებასა და სუნთქვის უკმარისობას. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიოდულად სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე შეტევების განვითარება. შეტევა ზოგჯერ ვითარდება გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორის არსებობისას, (მაგ. ალერგიული აგენტის ორგანიზმში მოხვედრისას ან გაცივების დროს). ხშირად შეტევა ვითარდება უეცრად, ღამით. ასთმით დაავადებულებს ხშირად თან დააქვთ წამლები (ინჰალატორები), რომლებიც ამსუბუქებენ ან ხსნიან ასთმის შეტევას.

 

ბრონქული ასთმის შეტევისათვის დამახასიათებელია:

·  სუნთქვის, განსაკუთრებით ამოსუნთქვის, გაძნელება;

·  მსტვინავი ხმაურიანი ამოსუნთქვა;

·  აგზნებადობა და შფოთვა;

·  მორუხო-მოლურჯო ფერის კანი – ციანოზი;

·  მშრალი შემაწუხებელი ხველა;

·&nbs ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1521 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/3


ათეროსკლეროზი ვითარდება არტერიებში ავადმყოფური ცვლილებების შედეგად. მათ შიგა ამომფენ გარსში (ინტიმაში) ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება-ქოლესტერინი. შემდეგ ქოლესტერინის ნალექში ჩაიზრდება შემაერთებელი ასოვილი, ზოგჯერ კი კალციუმის მარილებიც ლაგდება. ასეთი წარმონაქმნი ე.წ ფოლაქი ანუ ათერომა, ავიწროებს არტერიის სანათურს და აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად მცირდება სისხლის მიწოდება გარკვეული ორგანოებისკენ, ქსოვილებისკენ. მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს ამ ადგილას სისხლის შედედებული ნაწილაკის - თრომბის გაჩენა. სისხლის მიწოდების შემცირებისა და მით უფრო სრული შეწყვეტის შედეგად ვითარდება მძიმე შედეგები ორგანოს შესაბამის უბანში და შეიძლება მოხდეს მისი ქსოვილების დაღუპვა -ინფარქტი, ან კიდურის კვდომა - განგრენა.

ათეროსკლეროზის აღმოცენება მარტო ერთ მიზეზთან არა დაკავშირებული. საყოველთაოდაა აღიარებული ამ დაავადების კავშირი სხვადახვა რისკის ფაქტორებთან, ე.ი. იმ პირობებთან, რომლებიც გარკვეულად ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის განვითარებას და მძიმე მიმდინარეობას. ზოგი მათგანი გარემოს პირობებთან არის დაკავშირებული, ზოგი კი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. რისკ ფაქტორები ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის რამდენიმეს აქვს. ესენია: ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, უძრავი ცხოვრება, ჭარბი კვება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით (რომელთა შემადგენლობაში შედის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები), რაფინირებული ე.ი. გაწმენდილი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2580 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/3

ტკივილი გულის არეში - რაზე მეტყველებს ის?

გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ანუ გულის არეში აღმოცენებული ტკივილი სასწრაფო დახმარების გამოძახების ყველაზე ხშირი მიზეზია. ტკივილი გულის არეში, წარმოშობის მიზეზების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
  • ანგინოზური ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა სტადიების დროს. მას იწვევს მიოკარდიუმის განსაზღვრულ უბნებში სისხლის მიდინების შემცირება (სტენოკარდია, ინფარქტი),
  • ტკივილი გულის არეში, გამოწვეული გულის ანთებითი დაავადებებით, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით ან ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით,
  • არაკარდიული პათოლოგიით გამოწვეული ტკივილები.

როგორ განვასხვავოთ, ტკივილი გულის პათოლოგიით არის გამოწვეული თუ არა?

თუ ტკივილი გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, ინფარქტი) გამოვლინებაა, ასეთი ტკივილებისათვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება ან გაძლიერება სიარულის, ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2602 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს აზიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების სახელით არის ცნობილი. ეს პათოლოგიები იყოფა გულის და სისხლძარღვების დაავადებებად. გულის დაავადება მოქმედებს გულზე და იმ სისხლძარღვებზე, რომელიც გულის კუნთს კვებავს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება აზიანებს ხელის, ფეხის და სხეულის(გარდა იმისა რომელიც გულს კვებავს) სისხლძარღვებს. დარღვევები, რომელიც აზიანებს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ტვინს კვებავს ცნობილია ცერებროვასკულარული პათოლოგიების სახელით. ინსულტი ამის ერთ-ერთი მაგალიათია.

ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

ერთი რომელიმე სიმპტომი განცალკევებულად არ განსაზღვრავს გულის ( კარდიალურ ) დაავადებას. ორი ან სამი სიმპტომი იძლევა შესაძლებლობას ეჭვი მივიტანოთ კარდიალურ დაავადებაზე, რამდენიმე სიმპტომი კი საშუალებას იძლევა დაისვას დიაგნოზი.

ექიმი შეიცნობს სიმპტობემს ავადმყოფის გამოკითხვის და გასინჯვის შემდეგ. ხშირად დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი. თუმცა გულის დაავადება არ იძლევა არანაირ სიმპტომებს, თუნდაც სერიოზული იყოს, სანამ არ მიაღწევს ძალიან გვიან სტადიას. რეგულარულმა ვიზიტებმა ექიმთან სხვა ავადმყოფობების გამო შეიძლება "ფარდა ახადოს" ჩუმად მიმდინარე გულის დაავადებასაც.

გულის დაავადების სიმპტომები ბევრია. მათ შორის სხვადასხვა სახის ტკივილები, ქოშინი, დაღლილობა, გულის რიტმის დარღვევა ( აჩქარების, შენელების და სხვა არითმიული გულ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2422 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/6

უამრავი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის წყალობით ბევრმა იცის პირის ღრუში მჟავა-ტუტე წონასწორობაზე საღეჭი რეზინის ზეგავლენის  შესახებ, თუმცა რეგულარულ ღეჭვას აქვს სხვა დადებითი და უარყოფითი მომენტებიც.

ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს. ასე მაგ. ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა  ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. “საღეჭი ინდუსტრის” სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ, რომლებიც თავისი თვისებებით ემსგავსებოდნენ ლატექსს. შემდეგ დაიწყეს საღეჭ რეზინაში შაქრისა და სხვადასხვა არომატიზატორების დამატება. 1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხოლინგვორთის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1297 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

სარეკლამო ტრიუკების შედეგად ადამიანები ხშირად არასწორად ირჩევენ კბილის პასტას.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის კბილის პასტა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური.

პირველი მოწოდებულია მხოლოდ კბილების გასასუფთავებლად საკვების ნარჩენებისაგან და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ასეთი პასტების გამოყენება რეკომედებულია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელი კბილები და რეგულარულად აკითხავს სტომატოლოგს.

კბილის პასტათა უმრავლესობა მიეკუთვნება სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტების ჯგუფს. გარდა კბილის გასუფთავებისა, მათ დანიშნულებაში შედის კარიესისა და პაროდონტიტის გამომწვევი მიკროფლორის დათრგუნვა, კბილების ემალის რემინერალიზაცია, ანთებითი მოვლენების შემცირება პაროდონტის დაავადებების დროს, ასევე კბილების გათეთრება. მათ შორის განარჩევენ კარიესის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1226 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

სტომატოლოგები არ ეთანხმებიან აზრს იმის შესახებ, რომ მასალა, რომლითაც დამზადებულია კბილის ჯაგრისი, მისი ესა თუ ის ფორმა და დიზაინი, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე. დღეს კბილის ჯაგრისები საჭიროებენ  აუცილებელ სერტიფიკაციას და შეფასებას რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით:

პირველ რიგში, ეს არის სიმაგრე: არჩევენ უხეშ (hard) საშუალო სიუხეშის (medium) და რბილ ( ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1305 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ეს პროცესი უნდა დასრულდს 12-14 წლის ასაკისათვის. პირველად ფესვიანი კბილები ამოიჭრება ექვსი წლის ასაკში. შემდეგი ფესვიანი კბილების ამოჭრა ხდება 12 წლისათვის. ამ დროისათვის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და ბავშვის ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათოა ყბა-სახის მიდამოს დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არასწორი ფორმირება და რაც შემდგომში ძალზედ რთული გამოსასწორებელი ხდება. როგორც წესი, ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლებად ესმით ეს, ამიტომაც საჭიროა მშობლების ყურადღება და ჩარევა, რათა ბავშვებმა დროულად მიმართონ სტომატოლოგს.

კბილების სწორად გაწმენდას ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს 6-8 წლის ასაკისათვის, ამიტომაც ამ დრომდე საჭიროა ბავშვების მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი მშობლების მხრიდან.

ე.წ. “სიბრძნის” კბილი ადამიანს ამოსდის დაახლოებით 18 წლის ასაკისათვის ან საერთოდ არ ამოსდის. ხშირად ეს კბილი საკმაო პრობლემებს უჩენს მას, ვინაიდან კბილებით უკვე შევსებულ პირის ღრუში ნაკლები ადგილი რჩება მისთვის და ის ზოგჯერ საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. კბილსა და ღრძილს შორის შეიძლება დაგროვდეს ნალექი, განვითარდეს ადგილობრივი ანთება, რაც იწვევს  საშინელ ტკივილს და აუცილებელს ხდის მის ექსტრაქციას.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1177 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

კარიესის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული კვებაზე. თუ გავითვალისწინებთ სპეციალისტთა რამოდენიმე რჩევას საკვებთან დაკავშირებით, შეიძლება მნიშვნელოვნად შევამციროთ კარიესული პროცესი:

საჭიროა განისაზღვროს საკვების მიღების რაოდენობა (ჯერადობა) _ მნიშვნელოვანი არ არის სამჯერ ვიკვებებით თუ ოთხჯერ, მთავარია ხშირად არ მივიღოთ საკვები. ხშირი “წახემსება” არ უხდება კბილებს, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები (განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი)  წარმოადგენს კარგ საკვებ არეს მოკროორგანიზმებისათვის, შესაბამისად, ისინი უფრო სწრაფადაც მრავლდებიან;

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 984 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

“პაროდონტოზის” სახელით ხალხში ცნობილია პაროდონტის დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი უჭირავთ გინგივიტს (15-18%), პაროდონტიტს (60%-ზე მეტი) და საკუთრივ პაროდონტოზს (დაახლოებით 2%).

პაროდონტოზის მიზეზად ითვლება ღრძილების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, რომელიც შორსწასულ შემთხვევებში იწვევს ღრძილების ატროფიას და კბილების დაკარგვას. სამწუხაროდ, დღეისათვის ჯერ კიდევ ვერ ხერხდება პაროდონტოზის ეფექტური მკურნალობა, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ღრძილის ნაწილობრივად აღდგენის საშუალებას იძლევა. პაროდონტოზის დროს კარგ ეფექტს იძლევა ღრძილების მასაჟი, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ღრძილების სისხლის მიმოქცევა. კბილების მომატებული მგრძნობელობის, ყრუ ტკივილისა და ქავილის დროს ტარდება შესაბამისი სიმპტომატიური თერაპია.

გინგივიტი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1499 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

უეჭველია ის ფაქტი, რომ კარიესით გამოწვეული ტკივილი ადამიანებისათვის ცნობილია ისტორიული განვითარების პირველივე საუკუნეებიდან. მასიური ხასიათი მან მიიღო მე-18 საუკუნიდან, როცა ამერიკის კონტინენტზე გაშენდა შაქრის პლანტაციები. მე-19 საუკუნიდან შაქარი სულ უფრო დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ევროპაში და კარიესმაც ნამდვილი ეპიდემიის სახე მიიღო.

მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, კარიესი – ეს არის გარკვეული მიკროფლორით გამოწვეული პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება დემინერალიზაციით, ძვლის მკვრივი ქსოვილების შემდგომი რღვევითა და დეფექტის (ღრუს) გაჩენით. უფრო მარტივად, კარიესი _ ეს არის მიკრობების ზემოქმედებით გამოწვეული კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის ემალის შემადგენლობაში არსებული მინერალური ნივთიერებების გაწოვით და მთავრდება ხვრელის წარმოშობით.

უფრო დაწვრილებით: კბილზე განვითარებული ნალექი წარმოადგენს ბაქტერიების მიერ ორგანიზებულ კოლონიას. აქ არსებული ზოგიერთი ბაქტერია  (სტრეპტოკოკი და ლაქტობაცილა), გადაამუშავებენ რა ნახშირწყლებს (გლუკოზას, ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 2960 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1266 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

მშობლები ხშირად ფიქრობენ,  რომ არ არის საჭირო სარძევე კბილების მოვლა, რადგან ისინი მაინც მოვარდებიან. ეს მიდგომა არასწორია. დაზიანებული სარძევე კბილი ისევე მტკივნეულია, როგორც  მუდმივი. გარდა ამისა, იგი შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს. თუ საჭირო გახდა დაზიანებული სარძევე კბილის ამოღება, წარმოქმნილი სიცარიელის გამო არასწორად იზრდება მეზობელი კბილები, რაც შემდგომ ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას, ამიტომ სარძევე კბილები ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორც მუდმივი.

ბავშვებს კბილების გამოწმენდა უნდა ვასწავლოთ 2-3 წლის ასაკიდან, როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ უფროსებს. წელიწადში 2-ჯერ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რასაც ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. კბილებისათვის კრიტიკული ასაკია 7-8 წელი, როცა ხდება ბავშვის ენდოკრინული და ნერვული სისტემების გადაწყობა. ამ დროს კბილები ხშირად ზიანდება.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 995 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ახალშობილის პირველი კბილები. ძალზედ იშვიათია, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როცა ბავშვები კბილებით იბადებიან, მაგრამ ეს გამონაკლისს წარმოადგენს. სანამ პირველი კბილი ამოჭრის, ბავშვი ცოტათი მაინც უნდა წამოიზარდოს.

პირველი კბილის ამოჭრისათვის საშუალო ასაკად ექვსი თვე ითვლება. თუკი თქვენს ბავშვს მისი ცხოვრების მეთორმეტე თვისათვის ჯერ არ ამოსვლია პირველი კბილი, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ბავშვთა სტომატოლოგს.

ქვედა ყბის კბილები დაახლოებით ერთი თვით უნდა უსწრებდნენ თავის კოლეგებს  _ ზედა ყბის შესაბამის კბილებს. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1228 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ორსულობის მეხუთე-მეექვსე კვირიდან ჩანასახში უკვე ჩნდება და ვითარდება მისი “სარძევე” კბილები. დაახლოებით მესამე და მეექვსე თვეებს შორის იწყება “სარძევე” კბილებზე ემალის  ფორმირება.  დაბადებისას ახალშობილს უკვე სავსებით ფორმირებული აქვს პირველადი კბილების სრული ნაკრები, რომლებიც ჩამალულია ღრძილებში. ამავე დროს, ყბის ძვლის წიაღში ღრმად უკვე არსებობს და თანდათანობით ვითარდება  მუდმივი კბილების ჩანასახებიც.

 

გახსოვდეთ!

·        თქვენი მომავალი ბავ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1605 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

მშობლებო, აკეთებთ თუ არა ყველაფერს, რომ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს კბილების ნორმალურ განვითარებაში?

იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიადვილდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას ბავშვის კბილების განვითარების შესახებ. ამის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ იზრუნოთ მათზე, გამოუმუშაოთ მათ პირის ღრუს მოვლის სწორი უნარ-ჩვევები, შეუნარჩუნოთ თქვენს შვილებს კბილები ჯანმრთელ მდგომარეობაში და თუკი მაინც გაგიჩნდებათ პრობლემები მათ კბილებთან დაკავშირებით, დროულად მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეუნარჩუნოთ მათ კბილები, ვინაიდან თითოეული კბილის დაკარგვა მაშინვე აისახება ღეჭვის პროცესზე და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზე. ამავე დროს, პროტეზირება, მისი დღევანდელი მიღწევების მიუხედავად, არ ცვლის საკუთარ კბილებს. თითოეული კბილი ცხოვრობს ორგანიზმთან ერთად და საკუთარ ფუნქციას ასრულებს. ხელოვნური კბილი კი ძირითადად მხოლოდ კოსმეტიკური ფუნქციის მატარებელია.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, უდავოა მშობლის როლი ბავშვის კბილების სწორი მოვლისა და მათი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნების ჭეშმარიტად საპასუხისმგებლო საქმეში, ვინაიდან ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისხმობს აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1060 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგგანაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

·        ფტორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს:  ნერწყვი, რომელიც ფტორს შეიცავს გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტერუქტურის აღდგენის პროცესს;

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1838 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.5/2

Copyright MyCorp © 2020