მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სასარგებლო რჩევები
ქალაქ კანბერაში ავსტრალიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი დალევა ამაღლებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო უამისობას ან ძლიერ დიდ დოზას ბრიყვად შეუძლია გაქციოთ.
გამოკვლევაში 20-60 წლის ასაკის 7 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საშუალო რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს, უფრო განვითარებული ვერბალური ჩვევები, მეხსიერება და აზროვნების სიჩქარე გააჩნიათ მათთან შედარებით, ვინც ალკოჰოლური სპექტრის პოლუსებზე იმყოფებიან. ალკოჰოლის გამოყენების უსაფრთხო დონეა - 14-28 სტანდარტული "დრინქი" კვირაში მამაკაცებისათვის და 7-14 - ქალებისათვის.
გამოკვლევებში იყენებდნენ როგორც საკითხებს სიტყვიერი მსჯელობის საჭიროებით, ასევე ტესტებს ხანმოკლე მახსოვრობაზე. რაც უნდა საოცარი იყოს, სიფხიზლის მოყვარულებმა დაბალი შედეგები აჩვენეს.
ბრაიან როჯერსი ავსტრალიის ნაციონალური გონებრივი ჯანმრთელობის შესწავლის ცენტრიდან აცხადებს, რომ ზომიერად მსმელებმა არა მარტო საუკეთესო შედეგები აჩვენეს, არამედ, როგორც ჩანს, ყველაზე ჯანმრთელებიც არიან. "ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ზომიერი გამოყენება სასარგებლოა ტვინისთვის - შეიძლება არსებობდეს სხვა, ჩვენს მიერ დაუდგენელი მიზეზები, რომლებიც არამსმელთა ცუდ შედეგებს ახსნიდა", - ხაზი გაუსვა როჯერსმა.
გამოკვლევის შედეგებმა შეიძლება ასახონ ის ფაქტი, რომ ალკოჰოლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს და აძლიერებს სისხლის მოდინებას ტვინში. ეს ფაქტორები კი განაპირობებენ საუკეთესო გონებრივ მდგომარეობას. ისინი ასევე ეთანხმება სხვ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 982 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ცნობილია, რომ, ძილის ნაკლებობა იწვევს მოთენთილობასა და დაღლილობის შეგრძნებას, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმთელობას. თანამედროვე მონაცემების მიხედვით, ძილის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალურ დარღვევებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა აზრით, ძილის ხანმოკლე დარღვევა იწვევს არტერიული წნევის ციფრების მომატებასა და სტრესის ჰორმონების დონის ზრდას. უძილობა ასევე იწვევს სისხლში შაქრის დონის კონტროლის დარღვევას. გარდა ამისა, უძილობის დროს ირღვევა ჰორმონ ლეპტინის წარმოქმნა, რომელიც განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას. ერთი კვირის განმავლობაში ძილის რეგულარული ნაკლებობის დროს (4 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი) მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გუკოზის შეთვისების პროცესი. ამრიგად, ირღვევა გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ ეტანებიან უპირატესად ღამის საათებში მომუშავენი კალორიულ საკვებს და საკმაოდ ხშირადაც იკვებებიან. ეს ხელს უწყობს წონაში მატებას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. უფრო მეტიც, არასაკმარისი ძილი ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარებას. ეს აიხსნება იმით, რომ თირკმელზედა ჯირკვლებში ღამით ძილის დროს გამომუშავდება კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მათი მაქსიმალური კონცენტრაცია მოდის დილის საათებზე და ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1193 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0





საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.


კბილების საწმენდად ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს: საკუთარი თითებით დაწყებული, ოქროს კბილის საწმენდებით დამთავრებული.

ჩვენს დროში კი უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში.

კბილის ჯაგრისები 

  • უკანასკნელ დროს დილემას აღარ წარმოადგენს ჯაგრისის არჩევა: ხელოვნური თუ ბუნებრივი ღერებით. რა თქმა უნდა ხელოვნური: იგი ბევრად ჰიგიენურია, ხანგრძლივია მოხმარებაში, შეიძლება სხვადასხვა სიხისტის მიხედვით არჩევა. 
  • უმრავლესობა იყენებს საშუალო სიხისტის ჯაგრისს (medium), თუმცა მგრძნობიარე ღრძილების შემთხვევაში უფრო რბილის გამოყენებაც შეიძლება. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია ჯაგრისის სწორი ზომის შერჩევა. მისი თავი უნდა ფარავდეს არაუმეტეს 3 კბილს. 
  • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1673 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ადამიანებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან დიდხანს იცოცხლონ. ცნობილია, რომ ირანში, სოფელ კელიუსში ცხოვრობდა სეიდ–ალი, რომელიც 195 წლის იყო და სათვალის გარეშე მუშაობდა. ამავე დროს ბოლივიაში ცხოვრობდა ვინმე მაქარანჯე, რომელიც თავის 203 წლის ასაკში სავსებით შრომისუნარიანი იყო.

ცნობილია სხვა გასაოცარი მაგალითებიც. ფრანგი პიერ დეფურნელი 120 წლის ასაკში მესამედ დაქორწინდა. მას ყავდა სამი ვაჟიშვილი, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში იყვნენ დაბადებულნი – XVII, XVIII და XIX–ში.

ჯონი და სარა როველები ვენგრიიდან გარდაიცვალნენ 1925 წელს, როცა ჯონი 172 წლის იყო, ხოლო სარა – 164, მათი ვაჟიშვილი მაშინ 116 წლის იყო. 95 წლის თურქმა ფატიმა ედირგერმა 1964 წელს ტყუპები გაუჩინა თავის 127 წლის ქმარს.

ადამიანის ჭეშმარიტ ასაკს პასპორტი კი არ საზღვრავს, არამედ მისი სისხლძარღვების მდგომარეობა. შეიძლება ადამიანი დაბერდეს 30 წლის ასაკში და შეიძლება 100 წლისაც შრომისუნარიანი იყოს. ორგანიზმში უამრავი სისხლძარღვია: მათი საერთო სიგრძე ისეთია, რომ 2,5 –ჯერ შემოერტყმებოდა დედამიწას. ეს ცხოვრების მდინარეები მთელს ჩვენს სხეულშია განთავსებული. მათი უთხელესი კედლებიდან განუწყვეტლივ ხდება ნივთიერებათა ცვლა: ერთ მხარეს – ქსოვილებისათვის აუცილებელი ჟანგბადი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური მარილები, ხოლო მეორე მხარეს – უჯრედებისათვის მავნებელი კვებისა და სუნთქვის შედეგად დარჩენილი ნარჩენები.

თუ სისხლძარღვები გაგანიერებულია– ადამიანი არ "გაცვდება", ხოლო თუ შევიწროვებულია – ხანგრძლივი სიცოცხლისათვის შანსები ნაკლები აქვს.

რამ შეიძლ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 2090 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.8/5

ქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.

სოკოვანი დაავადებები

ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ სოკო არ იკურნება, თუმცა ეს ასე არ არის. საჭიროა მხოლოდ ამის ცოდნა და უმნიშვნელო სიმპტომების დროსაც კი ექიმთან ვიზიტი.

სიმპტომები: იცვლება ფრჩხილის ფერი, იგი შეიძლება გახდეს შავი, თეთრი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი. ფრჩხილის ფირფიტა სქელდება, იფხვნება და ხდება აშრევება.

მიზეზები: ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება. შესაძლოა, თქვენ დაავადებული ადამიანის ფეხსაცმელი ჩაიცვით, ან იმყოფებოდით საერთო აბანოში მასთან ერთად, საუნაში, ბასეინზე. სოკო შეიძლება აღმოცენდეს მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებისას ან მუდმივად ნესტიანი ფეხების დროს.

შესაძლოა თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ სოკო დასაწყის სტადიაზე, მაგრამ აღმოჩენისთავე უმჯობესია მიაკითხოთ ექიმს. ნუ დაწყებთ თვითმკურნალობას, რადგან იგი შეიძლება ვერაფერში დაგეხმაროთ, შედეგად კი ამ დროის მანძილზე ბევრ უდ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 2206 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/3

« 1 2
Copyright MyCorp © 2020