მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ქალის ჯანმრთელობა

გახსოვდეთ!

თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს მხოლოდ სპეციალისტი ექიმი შეგირჩევთ, რადგან აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ქალის ასაკი, ფენოტიპი, მისი ფიზიკური და ანამნეზური მონაცემები.


ორსულობა და მშობიარობა 19-დან 35 წლამდე!

არასასურველი ორსულობის აცილება ექიმ-სპეციალისტის მიერ შერჩეული, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით და არა აბორტის გზით!

მშობიარობებს შორის 2-2,5 წლის შუალედების დაცვა – ჯანმრთელი შვილის, ჯანმრთელი დედის და ჰარმონიული ოჯახის საწინდარია.

მე აღარ მაქვს ორსულობის შიში, მენსტრუაცია შემიწყდა.

თუ ქალი 50 წლამდეა, მან კონტრაცეპტული საშუალება უნდა გამოიყენოს 2 წლის განმავლობაში, თუ 50 წელზე მეტისაა 1 წლის განმავლობაში.


სასურველი ბავშვის სასურველ დროს!

ჩასახვის საწინააღმდეგოდ არსებობს განსხვავებული საშუალებები და მეთოდები:

1) სტერილიზაცია – ეს არის ოპერაციული მეთოდი, რომლის დროსაც ხდება კვერცხსავალი მილების და სპერმის გამავალი მილების გადაკეტვა. აღნიშნული გზით შვილოსნობის უნარი შეუქცევადია.

2) არასრული სქესობრივი კავშირი, რომელიც არღვევს რა ბუნებრი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1932 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

 

ვულვის ანთება

ვულვიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაა. განასხვავებენ პირველად და მეორად ვულვიტს. პირველადი ვულვიტი ვითარდება ტრამვის შედეგად, რომელსაც მოსდევს დაზიანებული უბნების შემდგომი ინფიცირება. ტრამვის მიზეზი შეიძლება გახდეს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, რომელიც აღინიშნება: დიაბეტის, ჰელმინთოსების, შარდის შეუკავებლობის, კანის დაავადებების (პიოდერმია, ფურუნკულოზი) და სხვათა (ვულვიტი, ვულვოვაგინიტი გოგონებში) დროს.

მეორადი ვულვიტი ქალებში ვითარდება შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების შედეგად. პათოლოგიური გამონადენი საშოდან ან საშვილოსნოს ყელიდან არღვევს ვულვის ეპითელურ საფარს და ამით ქმნის ხელსაყრელ პირობებს მიკრობთა შეჭრისთვის. ვულვიტის განვითარების წინასწარგანმწყობი ფაქტორია საკვერცხეების ჰიპოფუნქცია.

კლინიკა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ვულვიტს. მწვავე პროცეს თან ახლავს ქსოვილთა შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ საზარდულის ნაოჭის, ბარძაყის შიგნითა ზედაპირის ჰიპერემია, ხშირად ვულვიტს თან სდევს მწვავე კონდილომები, რომლებიც ლაგდება სასქესო ნაპრალისა და ყითას მიდამოში.

ავადმყოფები უჩივიან წვასა და ქავილს გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ჩირქოვან გამონადენს, მოძრაობის დროს ტკივილს. ნაწლავის ჩხირი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3420 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

უნაყოფობის მიზეზი მრავალია. ისინი დაკავშირებულია, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიასთან ისე ექსტრაგენიტალურ ფაქტორებთან. მნიშვნელოვან მიზეზებს მიეკუთვნება:

1) სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები;

2) შინაგანი ჯირკვლების დაავადებები;

3) სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;

4) სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა;

5) საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების ენდომეტრიოზი;

6) სასქესო ორგანოების სიმსივნეები;

7) არასრულფასოვანი კვება;

8) იმუნოლოგიური ფაქტორები განასხვავებენ ქალთა უნაყოფობის შემდეგ ძირითად ფორმებს: ა) მილოვანი უნაყოფობა; ბ) ენდოკრინული უნაყოფობა; გ) უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია რეპროდუქციულ სისტემაში უპირატესად ანატომიური დარღვევების არსებობით; დ) იმუნოლოგიური უნაყოფობა.

დღეისათვის ყველაზე ხშირად ვხვდებით მილოვან და ენდოკრინულ უნაყოფობას.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1345 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ადრენოგენიტალური სინდრომი, ანუ თირკმლებზედა ჯირკვლის თანდაყოლილი დისფუნქცია, – ესაა კრებითი სინდრომი, რომელიც აერთიანებს დაავადებების ჯგუფს, რომელთა გამოვლინებები განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზში მონაწილე ფერმენტული სისტემის თანდაყოლილი უკმარისობით.

აგს-ის გამოვლინებები და მისი ინტენსივობა დამოკიდებულია ფერმენტული სისტემის სახეობაზე, მისი დეფიციტის დონეზე და ანდროგენული ზემოქმედების დონეზე.

აგს-ი, კლინიკური გამოვლინების დროის მიხედვით იყოფა: ინტერნატალურ, პრეპუბერტატულ და პოსტპუბერტატულ ფორმებად.

პუბერტაცული, თავის მხრივ იყოფა: სქესობრივი პერიოდის მომწიფების და ზრდასრული ქალის პერიოდის ფორმებად

 

ანდრენოგენიტალური სინდრომის თანდაყოლილი ფორმა

ადრენოგენიტალური სინდრომის თანდაყოლილი ფორმა ხასიათდება გარეგანი სასქესო ორგანოების ვირილიზაციით, კერძოდ: კლიტორის გაზრდით (თითქმის პენისისებურად), დიდი სასირცხო ბაგების გაზრდით, მათი „შეწებებით“ და უროლოგენიტალური სინუსის პერისტენციით, ანუ საშოს ქვედა 2/3-ის და ურეთრის შერწყმით, რის გამოც ურეთრის სანათური იხსნება გადიდებული და დაგრძელებული კლიტორის ქვეშ. ამდენად კლიტორსა და შარდსაწვეთს შორის მანძილი რამდენადმე იზრდება (Nor 1,5-2სმ), რაც ადრენოგენიტალური სინდრომის „მარკერად“ ი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1500 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

კლიმატერიული პერიოდი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას, არამედ ის ისევე როგორც პუბერტატული და რეპროდიქციული ასაკი, ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური პერიოდია, რომელიც ვითარდება ქალის ორგანიზმის ასაკობრივი, ბიოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე.


ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს კლიმაქტერიული სინდრომის კლასიფიკაცია

კლიმაქტერიული პერიოდის ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობის პარალელურად წარმოჩინდება მთელი რიგი პათოლოგიური პროცესები, რომელთა გამოვლინება დაკავშირებულია პროგესტერონის და ესტროგენების შედარებით ან აბსოლუტურ დეფიციტზე და მათი გამოვლინების დროზე და ხასიათზე, რომელთა მიხედვითაც გამოყოფენ:

1. კლიმაქტერიული სინდრომის ცერებრალური ფორმები:

  • კლიმაქტერიული ვაზომოტორული დარღვევები
  • კლიმაქტერიული კარდიოპათია
  • კლიმაქტერიული ვესტიბიცოპათია
  • დიენცეფალური კრიზები, ნეირო-ენდოკრინულ-ცვლითი სინდრომი
  • კლიმაქტერიული ფსიქო-ემოციური დარღვევები
  • დემენცია, ალცგეიმერის დაავადება

2. კლიმაქტერიული სინდრომის დისტროფიული დარღვევები:

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2427 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

პროლაქტინი წარმოადგენს ლაქტოტროპიულ ჰორმონს, რომელიც სინთეზირდება ჰიპოფიზის წინა წილის სპეციფიურ ლაქტოტროპულ უჯრედებში, – პროლაქტოტროფოცისტებში. მისი სინთეზის რეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ კალციუმის იონებს და ადენოზინმონოფოფსფორის მჟავს.

პროლაქტინი წარმიოადგენს ერთადერთ ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვისათვის, მათ შორის, – წყლისა და ელექტროლიტური ცვლის, ზრდა-განვითარების რეგულირებისათვის, მეტაბოლური პროცესებისათვის, რეპროდუქციული ფუნქციისათვის.

პროლაქტინის ჰიპერსეკრეციის შემთხვევაბში ირღვევა ოვულაციის მექანიზმი, რის გამოც ქვეითდება ენდომეტრიუმის მგრძნობელობა პროგესტერონის მიმართ, რის შედეგადაც ფერხდება ყვითელი სხეულის სრული ჩამოყალიბება და მისგან პროგესტერონის წარმოება.

თუ ჰიპერპროლაქტინემია აღწევს მაღალ ზღვარს, იგი იმავდროულად უკავშირდება და კონკურენციას უწევს ჰონადოტროპინების რეცეპტორებს საკვერცხეებში, რითაც ამუხრუჭებს მის სტერეოგენეზს და აქვეითებს საკვერცხეების მგრძნობიარობას ენდოგენური და ეგზოგენური ჰონადოტროპინების მიმართ.

ჰიპერპროლაქტინების სინდრომი, ეტიოლოგიიდან გამომდინარე, იყოფა ორ ჯგუფად:

  1. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზალური სისტემის დარღვევები;
  2. თავის ტვინის სიმსივნეები;

აღნიშნული ჯგუფებისათვის, ძირითადათ დამახასიათებელია პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია და გალაქტორეა თუმცა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3155 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 5.0/1

 შეგიძლია გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი?- ამ კითხვის მოსმენას ბევრი ქალი ოცნებობს, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორც წესი იწყება საქორწილო მზადება., თეთრი კაბის შერჩევა, საჩუქრების მიღება, მილოცვები.. მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაზე დამღლელი პროცესია, მაინც ყველაზე სასიამოვნო წუთებია, რომელიც აღარ განმეორდება, ხოლო ყოველივე ამას გინეკოლოგის კაბინეტთან მიყავხართ.
 
დამეთანხმებით ალბათ, რომ ქალის ცხოვრების აზრს უმეტესწილად ბავშვი წარმოადგენს, რადგან მას დედობრივი ინსტიქტი, გამორჩეული სიყვარული და ზრუნვა ახასიათებს.
 
ექიმის ჯადოსნური სიტყვების მოსმენისას “გილოცავთ თქვენ მალე დედა გახდებით” სიხარულით გევსებათ გული და იმაზე იწყებთ ფიქრს რას უყიდით თქვენს პატარას, ოცნებობთ მის პირველ ნაბიჯებზე, პირველ  სიტყვებზე და მის მომავალზე.

  ეს რათქმაუნდა ამაღელვებელია, მაგრამ ხშირად ფეხმძიმობას თან სდევს ისეთ დაავადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გიკარგავთ სიხარულს და იმის შეგრძნებას, რომ თქვენს სხეულში ახალი სიცოცხლე ყალიბდება.
 
  იმისათვის, რომ  წარმოდგენა შეგგექმნათ  ორსულობის  დროს გაჩენილ ინფექციებზე და მის საშიშროებაზე, ჩვენ კონსულტაციისთვის მივმართეთ ექიმ გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ბატონ ლევან მაყაშვილს. ბატონმა ლევანმა არ დაიზარა და საინტერესოდ გადმოსცა ის მცირეოდენი  რჩევები, რომელიც ორსულმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს.
 
როდესაც ქალი ორსულდება, იცვლება მისი რეაქტიულობა. რას ნიშნავს რეაქტიულობა-ეს არის, იმუნო სის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 5252 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 2.5/4

ორსულობა რომ მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ გაცილებით უფრო რთული და საპასუხისმგებლოა მრავალნაყოფიანი ორსულობა.
იმის გამო, რომ მრავალნაყოფიანი ორსულობისას გართულებები გაცილებით ხშირია, ვიდრე ერთნაყოფიანი ორსულობის დროს, მრავალნაყოფიან ორსულობას ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობებს შორის მოსაზღვრედ მიიჩნევენ, თუმცა არიან ისეთი ავტორებიც, რომლებიც მას პათოლოგიურ ორსულობათა რიცხვს მიაკუთვნებენ.
მრავალნაყოფიანი ორსულობა დედის ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა: ჩვეულებრივზე გაცილებით ინტენსიურად მუშაობს ორსულის გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვები, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, თირკმელები, შარდის ბუშტი და სხვა ორგანოები, ამიტომ მრავალნაყოფიან ორსულობას ხშირად გართულებები სდევს თან.

ულტრასონოგრაფიული მეთოდით მრავალნაყოფიანი ორსულობის დიაგნოსტირება დღეს მის I ნახევარშივე შეიძლება, მეორე ნახევარში კი მრავალნაყოფიანობის დადგენა სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენს: მუცლის გარშემოწერილობა ჭიპის დონეზე 100 სანტიმეტრს აღემატება, ნაყოფის მოძრაობა სხვადასხვა ადგილას შეიგრძნობა, გულის მკაფიო ტონები სხვადასხვა ადგილას ისმის და მათ შორის განსხვავება 10 და მეტი დარტყმაა. ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტირებისას საშვილოსნოს ღრუში ფიქსირდება ორი და მეტი თავი და სხეული. დიაგნოსტიკის მეთოდებია აგრეთვე ელექტროკარდიოგრაფია, ფონოკარდიოგრაფია.

 

რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს ორსულს?

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2209 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 5.0/1

- მოგეხსენებათ, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები ერთმანეთს საკვერცხესთან ხვდებიან, რის შემდეგაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვერცხსავალი მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაიზრდება. ასე იწყება ნორმალური ორსულობა.

საშვილოსნოსგარე ანუ ექტოპიური ორსულობა ისეთი ორსულობაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ჩაინერგება და იქვე იწყებს განვითარებას. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კვერცხსავალი მილის, საკვერცხის, საშვილოსნოს  ყელის, მუცლის ღრუს ორსულობას. მუცლის ღრუში გამოტყორცნილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შესაძლოა საკვერ-ცხეში, პერიტონეუმში, ნაწლავში ჩაიზარდოს. ყველაზე ხშირია კვერცხსავალი მილების ორსულობა. მის წილად მოდის გარეორსულობათა 98%. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ჩაინერგოს კვერ-ცხსავალი მილის ამპულარულ, ისთმურ, ფიმბრიალურ ნაწილში. ამპულა კვერცხსავალი მილის ყველაზე განიერი ნაწილია. საშვილოსნოსგარე ორსულობა ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ კვერცხსავალი მილის ამპულარულ ნაწილში ვითარდება. ამ დროს სანაყოფე კვერცხი შესაძლოა საკმაოდ დიდი ზომისაც გახდეს.
ისთმური ნაწილი კვერცხსავალი მილის ყველაზე ვიწრო ნაწილია. ასეთი ლოკალიზაციის ორსულობა გაცილებით ადრეულ ვადაზე წყდება.

კვერცხსავალი მილის ინტერსტიციული ნაწილის ორსულობა ყველაზე იშვიათი (2%) და ყველაზე საშიშია - მილის ეს ნაწილი ნაკლებელასტიკურია და გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ამიტომ ორსულობა შესაძლოა ძლიერი და სასიკვდილო სისხლდენით დასრულდეს. საშვილოსნოს გარეთ ჩანერგილი ემბრიონი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 12200 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 3.1/15

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1615 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

« 1 2 3 4 »
Copyright MyCorp © 2023