მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ჯანსაღი კვება

როგორც ირკვევა, ქალები, რომლებიც გახდომის მიზნით უარს ამბობენ რძის პროდუქტებზე, არასწორად იქცევიან. ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძე, ხელს უწყობს წონაში დაკლებას და მიღებული შედეგების შენარჩუნებას.
დაკვირვების პროცესში აღმოჩნდა, რომ წონის დაკარგვა პირდაპირ კავშირშია რძის საშუალებით კალციუმის მიღებასთან. იმ ქალებმა, რომელთა რაციონშიც რძით მიღებული კალციუმის რაოდენობა საერთო კალორაჟთან მიმართებაში შედარებით უფრო მაღალი იყო, ორი წლის განმავლობაში შესძლეს გაცილებით მეტი ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმის მასისაგან განთავისუფლება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ დოროთი ტიგარდენის აზრით, ეს მონაცემები დაარწმუნებენ ახალგაზრდა ქალებს კვების რაციონის გაუმჯობესების აუცილებლობაში. 18-31 წლის ასაკში, როცა იწყება წონაში მატება, ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ კალციუმი არამარტო ამაგრებს ძვლებს, არამედ ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.
მეცნიერებს ჯერჯერობით ვერ აუხსნიათ კალციუმის ზ.ა. მოქმედების მექანიზმი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კალციუმის შესახებ მსგავსი ცნობები ადრეც არსებობდა.
დღეისათვის, ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ახალგაზრდა ქალების ყოველდღიურ რაციონში ყოველ 2000 კალორიაზე უნდა მოდიოდეს კალციუმის არანაკლებ 1000 მილიგრამისა.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1279 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


დიეტოლოგიის ნებისმიერ წიგნში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ უმი ბოსტნეული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. აღმოჩნდა, რომ მაგ., მოხარშული სტაფილოდან ჩვენ ვითვისებთ 5-ჯერ მეტ კაროტინოიდებს, ვიდრე უმიდან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისელი მეცნიერები საკვების კვლევის ინსტიტუტიდან.
საქმე იმაშია, რომ ხარშვის დროს სტაფილოს უჯრედების კედლები (ასევე ბევრი სხვა ბოსტნეულისაც) რბილდება, რაც ხელს უწყობს შეთვისებას. მაგ. ბროკოლისა და ისპანახისაგან კულინარული დამუშავების შემდეგ ადამიანი იღებს კაროტინოიდების 10-30%-ს, ხოლო უმისაგან მხოლოდ - 2-3%-ს. უმი ბოსტნეულის ორთოდოქსი მოყვარულები, რა თქმა უნდა, შეგვეწინააღმდეგებიან და იტყვიან, რომ თერმული დამუშავების დროს ვიტამინები იკარგება. სინამდვილეში, ვიტამინების ნაწილი მართლაც იკარგება მაგრამ, სამაგიეროდ, დარჩენილი ვიტამინების შეთვისება გაცილებით უკეთ ხორციელდება, ვიდრე უმი ბოსტნეულის შემთხვევაში.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1142 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



მამაკაცები ქალების მოხიბვლის მცდელობისას ხშირად იყენებს ისეთ იარაღს, როგორიცაა შოკოლადი და შამპანური. ეს შემთხვევითი როდია. მეცნიერებმა უკვე კარგა ხანია დაადგინეს, რომ შამპანური, სხვა ალკოჰოლური პროდუქტებისაგან განსხვავებით, შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს სისხლში ტესტოსტერონის დონის მომატებას. შოკოლადი კი შეიცავს ფენილეთილამინს, რომელიც ახდენს ქალის ტვინში სიყვარულის ცენტრის სტიმულაციას.
მეცნიერებმა სან-დიეგოში ახლახანს ჩატარებული კვლევების შედეგად კიდევ სამი ახალი ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერებები, რომლებსაც N-აცილეთანოლამინებს მიაკუთვნებენ, კანაფის პროდუქტების მსგავსად, უკავშირდებიან ქალის ტვინში არსებულ შესაბამის რეცეპტორებს და იწვევენ თითქმის ისეთივე შეგრძნებებს, როგორც მარიხუანას მოწევის შემდეგ. ისინი არიან შავი შოკოლადისა და კაკაოს შემადგენლობაში, მაგრამ არ არიან თეთრი შოკოლადსა და ყავაში.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1036 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



დღეში ერთი ფინჯანი კაკაოს მიღება ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ეს სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს - ნივთიერებებს, რომლებიც გვიცავენ მრავალი დაავადებისაგან და აყოვნებენ ორგანიზმის დაბერებას. ბოლო მონაცემებით, კაკაოში უფრო მეტია ანტიოქსიდანტების რაოდენობა, ვიდრე ჩაისა და წითელ ღვინოში.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული მრავალი გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია ჩაის, წითელი ღვინისა და კაკაოს სარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ჩაის მოყვარულებში ორჯერ ნაკლებია კიბოს განვითარების რისკი. ფრანგი მეცნიერების განცხადების თანახმად, დღეში ერთი ბოკალი ღვინო ორჯერ ამცირებს ინფარქტის განმეორების ალბათობას. 1998 წელს გამოკვლეულ იქნა 8000 ამერიკელი. კვლევის შედეგების მიხედვით, შოკოლადის მოხმარება სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ყველა ეს პროდუქტი (ჩაი, წითელი ღვინო, კააკო) მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ანტიოქსიდანტების თვისებებს ავლენენ. ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს - ორგანიზმში გამომუშავებულ დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც აზიანებენ უჯრედებს და ხელს უწყობენ ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა კიბო.
მეცნიერებმა კორნუელის უნივერსიტეტიდან (ნიუ-იორკი) ჩაატარეს კვლევა ჩაის, კაკაოსა და ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1462 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


როგორც ირკვევა, დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგე სქესისადმი ინტერესის სრული დაკარგვა. მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისათვის ალკოჰოლი უვნებელია შემდეგი რაოდენობით _ 1მლ. სპირტი 1კგ. წონაზე. 1 ლიტრი ლუდი შეიცავს 45-50გრ. სუფთა ალკოჰოლს, რაც შეესაბამება 120-130გრ. არაყს. როგორც "Экспресс-Газета" ამტკიცებს, საშუალო ასაკისა და 80კგ. წონის მამაკაცისათვის დასაშვებია მხოლოდ 1,5ლ. ლუდის მიღება დღის განმავლობაში, რადგანაც ლუდს სასარგებლო თვისებებთან ერთად ბევრი საზიანო თვისებებიც აღენიშნება. ლუდის მოხმარება იწვევს მადის გაძლიერებას და ხდება ჭარბი წონის მიზეზი, მისთვის დამახასიათებელია, ასევე, სედატიური, ძილისმომგვრელი, ჰალუცინოგენური (დიდი დოზების შემთხვევაში) და სხვ. მოქმედება. როგორც აღნიშნავენ, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლუდი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ქალურ ჰორმონებს – ფიტოესტროგენებს. ლუდის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ეს კომპონენტები გროვდება ორგანიზმში და იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, რაც ვლინდება მამაკაცებში თმიანობის შემცირებით, სარძევე ჯირკვლების გადიდებით, ცხიმის ჩალაგებით ქალური ტიპით (თეძოებზე, გვერდებზე), პოტენციის დაქვეითებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის შემცირებით სრული უნაყოფობისა და იმპოტენციის განვითარებამდეც კი
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 961 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 1.0/1


ბოლო დრომდე აბსოლუტურად შეუვალი იყო პოსტულატი, რომ ღამით ჭამა დაუშვებელია, თუმცა ამერიკელი მეცნიერების ბოლოდროინდელი გამოკვლევები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებას. ისინი თვლიან, რომ არ არსებობს რაიმე საფუძვლიანი მტკიცება იმის სასარგებლოდ, რომ საკვების მიღება ძილის წინ მეტად უწყობს ხელს სიმსუქნეს, ვიდრე დროის სხვა მონაკვეთში.
ამერიკელი დიეტოლოგების აზრით, კალორიებისათვის სულ ერთია, როდის მოხვდებიან ორგანიზმში. მათი მოხმარება ორგანიზმის მიერ ხდება მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. ყველა დიეტის წარმატების მთავარი პირობა საჭმლის მიღების დრო კი არა, მისი რაოდენობაა. ეს ინფორმაცია ძალზე სასიამოვნო იქნება გვიანი ვახშმობისა და მაცივრის მიმართულებით ღამეული გადარბენების მოყვარულთათვის.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1058 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2




დოქტორი ხიონ ჩოი (Hyon Choi) და მისი კოლეგები მასაჩუსეტსიდან (Massachusetts General Hospital) 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 47 ათასი მამაკაცის ჯანმრთელობას და აფიქსირებდნენ მათ მიერ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას. კვლევის შედეგი ასეთია: ლუდის მოყვარულებს პოდაგრა ემუქრებათ, ღვინის მოყვარულებს - არა.
ექიმების მიერ პოდაგრა განიხილება, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. პოდაგრული პროცესი ხასიათდება სახსრების შეტევითი ტკივილებით. იგი ასევე აზიანებს სისხლძარღვებს, ძირითადად თირკმელებისა და გულის სისხლძარღვებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, 47 ათასი მამაკაციდან პოდაგრით დაავადდა 730. მკვლევარების მტკიცებით, დღე-ღამეში ორი ან მეტი კათხა ლუდი 2,5-ჯერ ზრდის ამ დაავადების წარმოქმნის რისკს.
დოქტორი ხიონ ჩოი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი «გარკვეული უალკოჰოლო კომპონენტებია», კერძოდ კი - პურინი. ლუდი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც პურინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს. ამასთან, ყოველდღიურად, ზომიერი რაოდენობით ღვინის მიღება მსგავს საშიშროებას არ ქმნის.
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ლუდი ხელს უშლის დაბერების პროცესს, ამცირებს მოხუცებულობით გამოწვეული ჭკუასუსტობის რისკს და სხვ., მაგრამ, ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ პოდაგრის განვითარების საშიშროების შესახებაც.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1215 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 2.0/1




ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მწვანე ჩაი, რომელიც თანდათან აძევებს ტრადიციულ შავს ჩაის.
თუმცა ჩაის როგორც ერთი, ისე მეორე სახეობისათვის ნედლეულს ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, მაგრამ შავ ჩაის ფერმენტატული დამუშავების შემდეგ იღებენ, მწვანე ჩაი კი ინარჩუნებს თავის ნატურალურ სახეს და თვისებებს.
ეს სასმელი დაბერების პროცესის შემაფერხებელ ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. კერძოდ, იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში 3-4 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდა, 20%-ით გაიწმინდა ტოქსინებისაგან. სამაგიეროდ, ინდოელი მეცნიერების გამოკვლევებმა დაასაბუთეს შავი ჩაის დიდი დამსახურება მხედველობის გაუმჯობესებაში. მათი აზრით, ის ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1168 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 4.0/2




დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელშიც მარწყვი «ბუნებრივ ვიაგრად» არის მოხსენიებული.
უახლესი გამოკვლევების თანახმად, მარწყვი და ჟოლო მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიბიდოს და ეს თანაბრად ეხებათ როგორც კაცებს, ისე ქალებს.
როგორც ირკვევა, ყველაფრის მიზეზი ცინკია, რომლის მაღალი პროცენტული შემცველობითაც გამოირჩევა ორივე კენკრის თესლი. ბევრი ხილისაგან განსხვავებით აღნიშნულ კენკრებს თავის უწვრილეს კურკებთან ერთად მიირთმევენ.
ცინკი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ხელს უწყობს სექსუალურ აგზნებას. ის მართავს ჰორმონ ტესტოსტერონის «ქცევას», ეხმარება ქალს სწრაფად განეწყოს სექსისადმი. გარდა ამისა, ის სპერმის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.
კვების ოპტიმიზაციის ინსტიტუტის დამაარსებელი და აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელი პატრიკ ჰოლფორდი ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ცნობილი ხილის ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ რიგში მარწყვს და შემდეგ ჟოლოს შეიძლება ეწოდოს «სიყვარულის კენკრა».
«ამ კენკრებში ასევე დიდია პროცენტული რაოდენობა ანტიოქსიდანტებისა, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მოდინებას სასქესო ორგანოებისაკენ. ამასთან, სხვა ხილისაგან განსხვავებით, ისინი უმცირესი რაოდენობით შეიცავენ პოლისაქარიდებს და დაბალი კალორიების ხარჯზე უზრუნველყოფენ ენერგეტიკული დონის შენარ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1292 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1



ხილის რეგულარული გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ თვალების «ასაკობრივი» დაავადება, რომელმაც შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბოსტონის (აშშ) ქალთა ჰოსპიტლის მკვლევარები.
მათი მონაცემებით, ადამიანებში, რომლებიც ღებულობენ С და E ვიტამინების შემცველ ხილს საკმაო რაოდენობით, ასაკობრივი მაკულოპათია (თვალის ბადურას დეგენერაციული დაავადება) ვითარდება 35%-ით იშვიათად იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც გამორჩეულად ამჯობინებენ ხორცსა და რძის პროდუქტებს. ამასთან რაც უფრო მეტია «სწორი საკვები» ადამიანის დღიურ რაციონში, მით მეტია სიბრმავის თავიდან აცილების შანსი.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1089 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

« 1 2 3 »
Copyright MyCorp © 2020