ვერც ერთი მწეველი ვერ გაგცემთ ზუსტ,დასაბუთებულ პასუხს თუ რატომ
ეწევა.მე,როგორც მწეველს გამაჩნია ჩემი მოსაზრება,რომელიც ჩემდა სრულიად
მოულოდნელად,სპონტანურად ჩამოვაყალიბე ტაქსით მგზავრობისას მძღოლთან
საუბარში.
მე ვთვლი რომ,სიგარეტი არის საკმაოდ კარგი საშუალება აგრესიის
დასათრგუნად.აბა დააკვირდით,ცეცხლს უკიდებ(წვავ),ნაფაზს ურტყამ(აღვივებ
ცეცხლს) და შემდეგ დამწვარ,დაფერფლს უდიერად მოისვრი საითაც გინდა.აბა ასე
შეგიძლია რაიმე საგანს ან ადამიანს გაუკეთო?რაღა თქმა უნდა
არა,ვერა.ენერგიის მოზღვავებისას,სტრესისას არ გაგჩენიათ სურვილი რაიმე
დაგემსხვრიათ?(შუშები,ჭურჭელი,ბოთლები) თუ ასე მოიქცევით თეთრ,უსახელო
ხალათს იმ წუთასვე მოგახურავენ და თეთრ ბილეთსაც არ დაგამადლიან.სიგარეტის
მოწევა კი ჩვეულებრივი ამბავია.
იყო ასეთი ხუმრობა:პრეზიდენტსა და პარლამენტს(სიგარეტის მარკები) იმიტომ ვეწევი რომ პრეზიდენტი და პარლამენტი არ მომწონსო.
ისე შევხედოთ მეორე მხრიდანაც.ცნობილია ქადაგება რომელიც თვლის,რომ ღმერთს ხელით ვუკმევთ,ეშმაკს კი პირით
სიგარეტი ეშმაკის სანთელია.
ერთი რამ ცხადია.ეს ავადმყოფობა,ჩვევა თუ რაც შეიძლება ეწოდოს
სიგარეტთან მეგობრობას იწვევს დამოკიდებულებას რაღაცისადმი,რისი არ ქონის
შემთხვევაშიც ვერ გრძნობ თავს კარგად.არ დაგვავიწყდეს რომ,ჩვენ სიგარეტის
გარდა დამოკიდებულნი ვართ საჭმელზე,სასმელზე,ძილზე და სხვა ბუნებრივ
მოთხოვნილებებზე იმ განსხვავებით რომ,მათზე დამოკიდებულება არ აზიანებს
ორგანიზმს.