მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სასარგებლო რჩევები



პირველი პირისგან

თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში ძლიერ შეგვიშალონ ხელი. როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს და ნევროზის სხვა გამოვლინებებს? საჭიროა თუ არა ამისათვის მივმართოთ ექიმს?

ცხოვრებისეული შემთხვევა

ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები დაგვებანა. ერთი ჩემი ნაცნობისათვის ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა. თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი;

მას შემდეგ კი, რაც გოგონა საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო ხელების დასვრის შიშით, ჩემი მეგობრის ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე უნდა ეღონათ. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, გამკლავებოდნენ ამ აკვიატებულ თვისებას, მიმართეს ექიმ-ფსიქოთერაპევტს. საბედნიეროდ, მათ დასახმარებლ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1714 | თარიღი: 02.12.2009 | რეიტინგი: 4.0/1

ძილი, ისევე როგორც საკვები და ჰაერი, აუცილებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის. ძილის დროს დუნდება კუნთები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება, რათა შეაკაოს ჩვენი სხეული მჯდომარე ან ვერტიკალურ მდგომარეობაში; ისვენებს ნერვული სისტემა; მიმდინარეობს კანის უჯრედების განახლება. ამიტომ, ხანგრძლივად სიფხიზლე, წყვეტილი ძილი და ძილი უხერხულ მდგომარეობაში ანგრევს ჯანმრთელობასა და ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ამავე დროს, უძილობის პრობლემა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ცნობილი. რა არის ამის მიზეზი და არსებობს თუ არა საიმედო საშუალებები ამ უბედურებისაგან თავის დასაღწევად?

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც უძილობას იწვევს, მაგრამ ჩვენს დროში მთავარ მიზეზად შეიძლება ნერვული გადაღლილობა ჩაითვალოს. განსაკუთრებით აისახება იგი ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური დატვირთვების უქონლობისას. ამიტომ ნუ იჩქარებთ ამაში თქვენი ოფისის ატმოსფეროს დადანაშაულებას - შესაძლოა ამის მიზეზი მოძრაობის უკმარისობა იყოს. ამ შემთხვევაში დასკვნა აშკარაა: ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, ნუ გამოიყენებთ ლიფტს. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სატრენაჟორო დარბაზები მოინახულოთ, მაშინ შესაძლებლობის ფარგლებში სამსახურში ფეხით იარეთ, ხოლო შაბათ-კვირას მონახეთ დრო და ახლობლებთან ერთად გადით ქალაქგარეთ.

ასევე, ნერვული დაღლილობის მოსახსნელად სასარგებლოა აბაზანის მიღება ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში. წყლის ტემ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1489 | თარიღი: 02.12.2009 | რეიტინგი: 0.0/0


საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა პირობად რჩება და უკვე მერამდენედ ღამის მოახლოებასთან ერთად აუტანელია სურვილი, რამე დააგემოვნო და პირი ჩაიტკბარუნო. თვალწინ ამოტივტივდება “გემრიელი” სურათები, ფეხები კი თავისდათავად მიგიძღვიან მაცივრისკენ. მოგვიანებით, “დანაშაულის” ჩადენის შემდეგ, გიჩნდება შეგრძნება, რომ გასმოსავალი არ არსებობს და გონებაში კულინარული სახეები გაზრდილი მუცლისა და თეძოების გულისმომკვლელი გამოსახულებით იცვლება...

ნუთუ ამას არაფერი ეშველება? ეშველება, როგორ – არა! ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, სინჯეთ, სცადეთ:

1. მოატყუეთ კუჭი სითხით. მოსვით ერთი ჭიქა მინერალური წყალი ლიმონით, მწვანე ჩაი ან ტომატის წვენი. სითხე შეავსებს თქვენს ცარიელ კუჭს და შიმშილის გრძნობას გაანელებს.

2. მიიღეთ ცხელი აბაზანა. ის ამცირებს მადას, ადუნებს. გაძლიერებული ოფლისგამოყოფა ორგანიზმიდან ჭარბ სითხესაც გამოდევნის.

3. თუკი გრძნობთ, რომ შიმშილი აუტანელი გახდა, გააკეთეთ პატარა ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში თქვენს ყურადღებას მაცივაართან მის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1362 | თარიღი: 23.09.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ყველა ქალი მომხიბლავი ჩანს, როცა მის ფეხს მოხდენილი ჩექმა ან ნატიფი მაშია ამშვენებს, მაგრამ... არსებობს ერთი ”მაგრამ”: შესაძლოა, ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდ ზარალს აყენებდეს თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს: იყოს უხარისხო და მოუხერხებელი.

ფეხსაცმელი - ეს არის სტილი, ეს არის იმიჯი, ფინანსური მდგომარეობისა და კეთილდღეობის სავიზიტო ბარათი. მაშ, როგორ შეიძლება, ეკონომია გავაკეთოთ ასეთ მნიშვნელოვან აქსესუარზე?
უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, ხოლო ხარისხიანმა ელეგანტურობა შემატოს სადა, არაფრით გამორჩეულ სამოსს.

ნატურალური ნაწარმი
ხელოვნური ტყავი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, მაინც ხელოვნურია. გარდა ამისა, ნატურალურ ტყავს სხვა უპირატესობაც აქვს: არ ატარებს ტენს და იწოვს ოფლს, უზრუნველყოფს ფეხების ნორმალურ თბორეგულაციას, პლასტიკურია და ქუსლებს არ აზიანებს. ყველაზე გამძლეა მოქრომული - ქრომის მარილებით დამუშავებული - ტყავი (მას ჭრილში მომწვანო-მოცისფრო ელფერით ამოიცნობთ). ის საკმაოდ რბილი და მიმზიდველია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

როგორ ამოვიცნოთ
ნატურალური ტყავის სინთეტიკურისგან გარჩევა არც ისე იოლი საქმეა, თუმცა განსაზღვრული თვისებებით მისი ამოცნობა მაინც შეიძლება.


რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის.

 გარდა ამისა, ხელის კანი 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს შეიცავს, ვიდრე სახისა. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელი წესები უნდა დავიცვათ?

  • ისწავლეთ ხელების დაბანა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი კანს ასქელებს, აუხეშებს, აწითლებს, ხეთქავს და ქერცლავს, ცხელი კი აშრობს და ადუნებს.
  • დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან კონტაქტის შემდეგ ხელების გამშრალება აუცილებელია. ამით თავიდან აიცილებთ კანის დახორკვლასა და გაუხეშებას.
  • სწორად შეარჩიეთ საპონი. საუკეთესოა რბილი (სასურველია, გლიცერინის შემცველი) საპონი, რომელიც არ შეიცავს ტუტე და კანის გამოშრობის ხელშემწყობ ნივთიერებებს.
  • სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები განსაკუთრებით ხელებს ვნებს. მათი ზემოქმედებით ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1437 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

შემოდგომაზე და ზამთარში თმას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს: ქარი, ყინვა, სველი თოვლი... ტენს ქუჩაში სიცივე ართმევს, ხოლო შენობაში - მშრალი ჰაერი. ჩვეულებრივი ონკანის წყალიც კი ვნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფენზე, ქიმიურ საღებავებზე, სტრესებსა და არაბალანსირებულ რაციონზე. ღერები ხუნდება, სუსტდება, ბოლოები ეყოფა, იმუხტება და სხვადასხვა მხარეს გარბის.


როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადასაჭრელად შამპუნი, თუნდაც საუკეთესო, საკმარისი არ არის.

ქუდი უბრალო სამკაული როდია
სიცივეში უქუდოდ სიარული თმას დიდ ზიანს აყენებს. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, არღვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თმის ღერების კვებას, თოვლსა და წვიმაში კი თმა სველდება და იწოვს იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებითაც გაჯერებულია ჰაერი.

თუკი თმა იბურდება
თმა ხშირად იბურდება და დავარცხნა ნამდვილ წამებად იქცევა. როგორ მოვათვინიეროთ თმა?
თმის აბურდვის მიზეზი მისი ზედაპირული შრის დაზიანებაა. მას სწრაფად აღადგენს მკვებავი ნიღბები. გთავაზობთ ერთ რეცეპტს:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი მშრალი სალბი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და თავშავა, დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. გაწურეთ, დაუმატეთ დასრესილი შავი პური და ისე გადაზილეთ, რომ ერთგვაროვ ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1715 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

რჩევები გარუჯვის მოყვარულთათვის
პირველ დღეებში, სჯობს, ქოლგის ქვეშ გაირუჯოთ. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა. ყოველ ასეთ საშუალებას აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის კოეფიციენტი, რომელიც აბრევიატურა SPF-ით და ციფრებით აღინიშნება. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით მეტხანს იქნება დაცული თქვენი კანი.

როდესაც ადაპტაციას გაივლით, მზისგან დამცავი კრემი შეგიძლიათ გასარუჯით შეცვალოთ. ის კანს კვებავს და ატენიანებს, რისი მეოხებითაც უფრო ხარისხიან ნამზეურს მიიღებთ.გარუჯვისთვის საუკეთესოა დრო დილის 11 საათამდე და საღამოს 17 საათიდან. პლაჟზე გასვლის წინ ტანი არც საპნით დაიბანოთ და არც ლოსიონით გაიწმინდოთ - ამგვარად კანის დამცავ საფარველს დაარღვევთ. არასოდეს მიიღოთ მზის აბაზანები სველი ტანით - წყლის წვეთები შემკრები ლინზის ფუნქციას ასრულებს და მზის გამოსხივებას აძლიერებს. სიცხეში ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად თან ატარეთ წყალი (ოღონდ არა ტკბილი - ის უფრო მეტად მოგაწყურებთ). ჩანთას სასუსნავით ნუ გაივსებთ - მხედველობაში გქონდეთ, რომ მზეზე სურსათი ადვილად ფუჭდება და შესაძლოა, მოიწამლოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ქარიან ამინდში - ქარი კანს აგრილებს და შესაძლოა, დამწვრობა გამოგეპაროთ. ღრუბლიანი ამინდიც მეტად ვერაგია, რადგანაც ღრუბლიდან ჩვენამდე მზის გამოსხივების 80% აღწევს. გარუჯვისას აუცილებლად დაიფარეთ თავი და თვალები.
წყურვილს ნუ მოიკლავთ ცივი გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმლით. თუ დაწოლილი ირუჯებით, თავი ოდნავ წამოსწიეთ. გარუჯვისას ნუ დაიძინებთ, ნურც წიგნ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1378 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ასაკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მის გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვან და სხვა სისტემებზე, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლაზე. ასაკთან ერთად იმატებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა რისკიც. ხშირია ოსტეოპოროზი და ართროზი. ცნობილია, რომ მოძრავი ცხოვრების წესი და ფიზიკური ვარჯიში მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე, თუმცა ბევრმა არ იცის,

როგორ უნდა ივარჯიშონ ასაკოვნებმა ან რა გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმზე.

- მოგეხსენებათ, ასაკში შესული ადამიანები ჯანმრთელობის გაუარესების შიშით რამდენადმე ერიდებიან სპორტსა და ფიტნესს. რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე დედამიწის მიზიდულობის ძალის გადალახვაა. რაც უფრო მეტს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო უკეთესია მისი ცხოვრების ხარისხი.
ჯანმრთელია ადამიანი თუ ფიზიკურად დაუძლურებული, მან მაინც უნდა შეასრულოს ის აუცილებელი, თუნდაც მინიმალური ფიზიკური სამუშაო, რომლის შესრულებაც შეუძლია.
უკვე დადგენილია, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი ათეროსკლეროზის რისკფაქტორს წარმოადგენს. რაც უფრო აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, მით ნაკლები აქვს ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.
აქვე უნდა ითქვას, რომ აქტიური ცხოვრების წესი არა მარტო ათეროსკლეროზის და, შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების ალბათობას ამცირებს, არამედ საკმაოდ აქვეითებს ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1365 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0


წყლის პროცედურები
კლასიკურ და ხალხურ მედიცინას ორგანიზმის გაკაჟების არაერთი საინტერესო რეცეპტი მოეპოვება. წყალი რომ გამაჯანსაღებელი პროცედურების აუცილებელი კომპონენტია, ესეც საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ გაკაჟება ტერფებიდან იწყება. ტერფების (ზოგადად, ფეხების) გაკაჟებისას მთელი ორგანიზმი იწრთობა, იმუნიტეტი ძლიერდება.


უმჯობესია, გაკაჟება ზაფხულში დაიწყოთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ორგანიზმის წრთობის დაწყება წელიწადის ცივ პერიოდში მოგიწიათ, არც ეს არის საშიში, მთავარია, პროცედურები დოზირებულად ჩაიტაროთ, გაკაჟების ზოგიერთ მეთოდს მეტი დრო დაუთმოთ, ზოგიერთი კი, თქვენი ორგანიზმის მდგომარეობისა და ინდივიდუალურ ფაქტორთა გათვალისწინებით, გაზაფხულისთვის გადადოთ, მთავარია მოინდომოთ, განეწყოთ, ვარჯიშისა და გაკაჟების მნიშვნელობა გააცნობიეროთ და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოთ!
ფეხის აბაზანები მხოლოდ ორგანიზმის გაკაჟებას კი არ უწყობს ხელს, სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება.
ცივი აბაზანა შესანიშნავია უძილობის დროს. ამ პროცედურას მაშინაც მიმართავენ, როცა სურთ, სისხლი ქვედა კიდურებიდან თავისა და გულმკერდისკენ გადაანაწილონ. ფეხების ცივი აბაზანა ჩინებული გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი საშუალებაა. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, ის დღეში რამდენიმეჯერაც კი ჩაიტაროს. თუ ცივ წყალს შეჩვეული არ ხართ, გაკაჟება ზაფხულში დაიწყეთ. ფეხები დღეში რამდენიმეჯერ დაიბანეთ ცივი წყლ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1626 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

1.თავი აარიდეთ ალკოჰოლს.სადილამდე მიირთვიტუგაზო მინერალური წყალი,პომიდვრის ან ნებისმიერი წვენი.
2.სადილად მიირთვით სალათის,ცხელი კერძის და დესერტის მხოლოდ ერთი სახეობა.
3.შეწყვიტთ ტრაპეზი,როგორც კი დანაყრდებით.
4.ცხიმიან და ტკბილ საკვებს ამჯობინეთ ცილებით მდიდარი ხორცი,კვერცხი,თევზი,სალათი და პაშტეტი.
5.მიეძალეთ ბოსტნეულს -ნაკლებკალორიულია.მოხარშული კარტოფილი სჯობს შემწვარს.
6.საკმარისია დღეში ყველის პატარა ნაჭერი და მწვანე სალადა.დესერტად მიირთვი ხილის სალათი ან ხაჭო,მარწყვიანი ნამცხვარი ან ერთი პატარა ფილა შოკოლადი
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დათვალიერება: 1151 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

1 2 »
Copyright MyCorp © 2020