მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ქალის ჯანმრთელობა
პატარა საოცრების მოვლაში გატარებული უძილო ღამეები – აი, პერსპექტივა (ალბათ, არცთუ ისე უსიამოვნო), რომელსაც მომავალი დედიკოები გულის ფანცქალით ელიან. ასე რომ, გირჩევთ: ცხრა თვე მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენებისთვის, იძინოთ დიდხანს და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას. მოევლინება თუ არა პატარა ქვეყნიერებას, დღეცა და ღამეც მხოლოდ მასზე ზრუნვაში გაივლის!
 ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს  ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს, განსაკუთრებით – პირველი სამი თვის განმავლობაში. იოლად დაღლა და დაძინების დაუძლეველი სურვილი იმით არის განპირობებული, რომ ქალის ორგანიზმს ახალ, ადრინდელზე გაცილებით დაძაბულ რეჟიმში უხდება მუშაობა. ხუმრობა ხომ არ არის ორის მაგივრად გარჯა?! თანაც ნაყოფის ორგანოები ყველაზე აქტიურად სწორედ ამ პერიოდში ფორმირდება.
თუ ფეხმძიმობის დასაწყისში ქალების უმრავლესობას საწოლში კოტრიალისა და თვლემის სურვილი იპყრობს, ორსულობის მეორე ნახევარში სურათი მკვეთრად იცვლება და ასტრალში მშვიდი მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად ექცევა.
უძილობის პრობლემა მართლაც მრავალ ორსულს ტა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3215 | თარიღი: 02.12.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ყველაზე მეტი შეკითხვა ყოველთვის ჰორმონებთან დაკავშირებით ჩნდება. ასეთი პატივი არც ანტიბიოტიკებს რგებიათ და არც ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ნუთუ ასეთი საშიშია ჰორმონოთერაპია? ეგებ მედიცინამ ჰორმონების შესახებ ბოროტი ხმები უკვე გააბათილა?

ჰორმონული მედიკამენტების ხსენება ბევრს აფრთხობს. მართლა სარისკოა თუ არა მათი მიღება?


– ჰორმონული პრეპარატები მხოლოდ ჩვენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება, თუმცა მათ, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ძირითადთან ერთად გვერდითი ეფექტებიც აქვთ. მედიკამენტის დანიშვნისას ექიმი ამას ყოველთვის ითვალისწინებს. ჰორმონული პრეპარატები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკუჩვენება არ არსებობს და მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ წამლის სარგებელი ბევრად აღემატება მასზე უარის თქმით გამოწვეულ რისკს.
არსებობს პათოლოგიები, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას საჭიროებს. მიუხედავად ამისა,  ბევრი ალტერნატიულ გზებს ეძებს – ფიტოთერაპიას, ჰომეოპათიას... რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება?
– მართლაც არსებობს დაავადებები, როდესაც საჭიროა, ენდოგენურად პროდუცირებადი ჰორმონის დეფიციტი ეგზოგენურად, ჰორმონული პრეპარატის  მეშვეობით შევავსოთ, ანუ ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზირებული ნივთიერების უკმარისობისას მისი ანალოგი გარედან ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3635 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 5.0/1


ცვლილებები ორსულობისას

ძალიან ხშირია ემოციური ცვლილებები ქალებში ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში. რაც სავსებით გასაგები მდგომარეობაა, რადგან ორსულობის პირველი ხანებიდანვე იცვლება ცხოვრების წესი და ხდება ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა. ძალიან ხშირად ორსული ქალბატონები ორდულობის საწყისი ეტაპიდან საჭიროებენ ემოციურობის საზღვრებში მოქცევას, დამშვიდებას, ოჯახის წევრებისგან მხარში დოგმას. ფეხმიმობისას სიმშვიდე და კარგი განწყობა ერთერთი საუკეთესო წამალია დაძაბულობის და გართულებების თავიდან აცილების წინააღმდეგ. ეცადეთ მშობიარობას შეხედოთ როგორც თქვენი ცხოვრების ერთერთ საუეთესო და ბედნიერ დღეს ცხოვრებაში. ამით მშობიარობის შიშსაც გაიქრობთ და ამ დღის მოახლოება მხოლოდ დადებით ემოციებს აღგიძრავთ.


რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას


მშობიარობის შემდგომ თქვენ შესაძლებელია გქონდეთ:



• სისუსტის შეგრძნება;
• ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს;
• ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში და ნაკერების არსებობისას – ტკივილები ხველებისას ან ცემინებისას.
• სისხლიანი გამონადენი საშოდან;
• საკეისროს შემთხვევაში - ტკივილი ჭრილობის არეში; ასევე არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას.
• ძუძუს თავების მტკივნეულობა პირველი ერთი კვირის განმავლობაში;
• ძუძუთი კვების პირველ დღეებში - ნახეთქები თავებზე;
• სახისა და თვალების სიწითლე, ძლიერი ჭინთვების შედეგად, კაპილარების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები;
• მოშარდვის გაძნელება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში;
... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1495 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0


ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანის მოდგმას აწუხებდა ერთი საკითხი: როგორ გამოეცალკევებინათ სექსი მისი ფუნქციონალური დანიშნულებისაგან. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ კონტრაცეპტივები ჩვენი დროის დამსახურებაა. წინა დროის ექიმები ასევე ეძებდნენ ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდებს.

ძველ ინდოეთში ქმართან დაწოლის წინ ქალები საშოში ისმევდნენ ნაზავს, რომელშიც შედიოდა ქვის მარილი, მცენარეული ზეთი და გასუფთავებული ნაღების კარაქი. ბერძნები აკეთებდნენ კრემებს ზეითუნის ზეთისაგან, ტყვიის ფხვნილისაგან და საკმეველისაგან. ეგვიპტელი ღარიბი ქალები იყენებდნენ ნიანგის განავალს, ხოლო დიდგვაროვანნი ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ ტამპონებს, რომლებიც გაჟღენთილი იყო კრემებით აკაციის წვენისაგან და თაფლისაგან. იმ შამანური მეთოდებისაგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად ცოცხალი ფუტკრის შეჭმა ან ბაყაყის პირში ჩაფურთხება სექსის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ნამდვილად მოქმედებდნენ.

შესაძლოა ძველმა ესკულაპებმა, რომლებმაც ეს ნაზავები შექმნეს, არც კი იცოდნენ თუ კონკრეტულად რა იძლეოდა კონტრაცეპტიულ ეფექტს. წებოვან ნივთიერებებს ნამდვილად შეუძლიათ შეანელონ სპერმის მოძრაობა. ხოლო რძემჟავა, რომელსაც შეიცავს აკაციის ფოთლები, მარილი, ასევე ექსკრემენტები - ნეგატიურად მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე.

ამ წამლის მსგავსი პრეპარატების გარდა ძველად ასევე იყენებდნენ კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდებს: სხვადასხვა ხალხებში მიღებული იყო საშვი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1604 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0


მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ქალის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული მენსტრუალურ ციკლზე. მენსტრუალური ციკლი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლური ცვლილებებია, რომლებიც განსაზღვრული შუალედებით მეორდება. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ცვლილებები რეპროდუქციულ პროცესებს - კვერცხუჯრედის მომწიფებას, მის განაყოფიერებას, საშვილოსნოს კედელში ჩანასახის ჩანერგვას ან გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის კვდომას და ორგანიზმიდან გამოძევებას ასახავს.

ქალის მენსტრუალურ ციკლში მკვლევარები გამოყოფენ ორ ფაზას: ფოლიკულურს (მენსტრუაციიდან ოვულაციამდე) და ლუთეინურს (ოვულაციიდან მენსტრუაციამდე). ცალკე უნდა გამოიყოს თავად მენსტრუაციისა და ოვულაციის პერიოდები, რომლებსაც რიგი თავისებურება ახასიათებს.
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ქალის ყნოსვა მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. ოვულაციის პერიოდში სუნები (პირველ რიგში - სექსუალური) განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. მეცნიერები ამას ხსნიან როგორც ბუნების ერთ-ერთ ფანდს, რომლის მიზანია, სექსუალური აგზნების პიკი დაამთხვიოს პერიოდს, როდესაც ბავშვის ჩასახვის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია.
ჰორმონული პრეპარატების მიღება თრგუნავს ქალის ყნოსვით ფუნქციას - ქალი სურნელს მენსტრუალური ციკლის ფაზისგან დამოუკიდებლად, ერთნაირად ცუდად აღიქვამს. ჰორმონული ცვლილებები მენსტრუალური ციკლის დროს გავლენას ახდენს ქალის სქესობრივ აქტივობაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ დ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1527 | თარიღი: 28.05.2009 | რეიტინგი: 5.0/2

საშვილოსნოს ჰიპერტონუსი ანუ საშვილოსნოს ტონუსის მომატება ნიშნავს ამ ორგანოს ნაადრევ შეკუმშვებს, რომლებიც იწყება მშობიარობის მოსალოდნელ ვადაზე გაცილებით ადრე, ორსულობის ადრეულ პერიოდში. საშვილოსნოს ჰიპერტონუსი დამოუკიდებელი დაავადება არ არის. ის მიუთითებს ქალის ორგანიზმში არსებულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის იგნორირება არ შეიძლება, რადგან რეალურ საფრთხეს უქადის ორსულობის შეწყვეტას.

 

რა იწვევს ჰიპერტონუსს
საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • ჰორმონული დარღვევებით. ეს დარღვევები უმეტესად გამოწვეულია საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებით, რასაც თან სდევს ქალური ჰორმონების - ესტროგენების და/ან პროგესტერონის შემცირება, ასევე ჰიპერანდროგენიით - თირკმელზედა ჯირკვლებში და/ან საკვერცხეებში მამაკაცური ჰორმონების გაძლიერებული გამომუშავებით, რის მიზეზიც ხშირად ფარულად, უსიმპტომოდ მიმდინარე ენდოკრინული დაავადებებია. ორსულობის გარეშე ეს მდგომარეობა საშიში არ არის, ორსულობის დროს კი, როდესაც ყველა ორგანოსა და სისტემის დატვირთვა მომატებულია, ზოგჯერ ირღვევა მამაკაცური და ქალური ჰორმონების ოპტიმალური თანაფარდობა.
  • ინფექციური დაავადებებით. საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შესაძლოა განვითარდეს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების ფონზე ან გადატანილი ხელოვნური აბორტის შედეგად.
  • კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2436 | თარიღი: 28.05.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ამენორეა

ამენორეა შეიძლება იყოს ცრუ და ჭეშმარიტი. ცრუ ამენორეა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ფიპოთალამუს-ფიპოფიზ-საკვერცხეები-საშვილოსნოს სისტემაში ციკლური პროცესები ნორმალურად ხორციელდება, მაგრამ არ ხდება მენსტრუალური სისხლის გარეთ გამოყოფა. ჭეშმარიტი ამენორეის დროს ციკლური ცვლილებები საკვერცხეებში, საშვილოსნოში, ფიპოთალამუს- ფიპოფიზის სისტემაში და მთელ ორგანიზმში არ ხორციელდება, მენსტრუაცია არ ვითარდება.
პირველადი ამენორეის საშვილოსნოსმხრივი ფორბა. პათოლოგია განპირობებულია ენდომეტრიუმში არსებული ცვლილებებით, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდება.

პირველადი ამენორეა შეიძლება განვითარდეს მენსტრუალური ფუნქციის რეგულაციის რთული სისტემის დარღვევით ნებისმიერი რგოლის დონეზე.

მეორადი ამენორეა ხასიათდება მენსტრუაციის შეწყვეტით მისი ერთხელ მაინც მოსვლის შემდეგ. მეორადი ამენორეა ვითარდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

კლინიკა. ამენორეის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: ა)საერთო და გენიტალური ინფატილიზმი; ბ)ორგანიზმში არსებული ცვლილებები, რაც დაკავშირებულია ბავშობისა და პუბერტულ პერიოდში გადატანილ დაავადებებთან (ტუბერკულოზი, ტონზილიტი, ადენოვირუსული ინფექცია და სხვა) ; გ) გადაღლა და სტრესული რეაქციები; დ) ენდოკრინული და ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1803 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 5.0/2

საშვილოსნოს მიომა (ლეიმიომა) – კუნთოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი, ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნეა. იგი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა და გინეკოლოგიურ დაავადებათა 10-27%-ს შეადგენს. პროფილაქტიკური შემოწმების დროს ეს სიმსივნე ქალების 1-2,5%-ს აღმოაჩნდება.
საშვილოსნოს მიომა მიომეტრიუმის ყველა შრეში განლაგებული სხვადასხვა ზომის მიომური კვანძებისგან შედგება. საშვილოსნოს ყველა მიომა მრავლობითია. მიომური კვანძები, ძირითადად (95%), საშვილოსნოს სხეულში და შედარებით იშვიათად(5%) საშვილოსნოს ყელში მდებარეობს. საშვილოსნოს სხეულის კუნთოვან შრესთან დამოკიდებულების მიხედვით მიომური კვანძების სამ ფორმას გამოყოფენ: სუბსეროზულს, ინტერსტიციულს და სუბმუკოზურს. მიომური კვანძები მუცლის ღრუს ან საშვილოსნოს ღრს მიმართულებით იზრდება.

კლინიკა. საშვილოსნოს მიომის გამოვლენა პირველად, ძირითადად, 30-35 წლის ასაკში ხდება. ასეთი ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მენარქეს პერიოდიდან (ციკლის გვიან ჩამოყალიბება; ხანგრზლივი, ჭარბი, მტკივნეული მენსტრუაცია), ანემიზაცია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება (პირველადი, მეორადი უნაყოფობა), შედარებით გვიანი პოსტმენოპაუზა.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1813 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

საკვერცხეების პოლიკისტოზი არის საკვერცხეებში მიმდინარე, იმ პათოლოგიური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც საკვერცხეების მიერ ანდროგენების ჭარბ სეკრეციას განაპირობებს, კერძოდ:

  • ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმის დარღვევები;
  • გენეტიკურად განპირობებული ან შეძენილი ენზიმური უკმარისობა, როგორც საკვერცხეებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში;
  • ინსულინრეზისტენტობა.
  • ამდენად ორგანიზმში გროვდება რა ანდროგენული აქტივობის მქონე სტეროიდული შენაერთები, ისინი ამცირებენ ესტროგენულ ზემოქმედებას ჰიპოთალამუსის იმ სტრუქტურაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიპოფიზის ჰონადოტროპულ აქტივობაზე. ამდენად, ჰონადოტროპინები გამოიყოფა მუდმივად და არაციკლურად, – მალუთეინიზირებელი ჰორმონის – (ЛГ) ოვულაციის წინა პიკის გარეშე, რაც ქმნის ხანგრძლივ, მყარ ანოვულაციურ მდგომარეობას.
  • მუდმივი, მყარი ანოვულაცია კი საკვერცხეების მორფოლოგიურ და ფუნქციურ ცვლილებებს განაპირობებს.
  • ლიპოლიზური ფერმენტების (ესთერაზა, ლიპაზა) აქტივობა მატულობს ცხინმოვან ქსოვილში, რაც ადროსტენდიონის ესტრონად არომატიზაციის პროცესს უწყობს ხელს და ამდენად ყალიბდება ჰიპერესტროგენული მდგომარეობა.
  • ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკვერცხეებში არ ხდება დომინა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 2654 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, ჰიპოთალამო – ჰიპოფიზ – საკვერცხეების ურთიერთქმედების ციკლურ სისტემაში, _ ფუნქციური ხასიათის დარღვევებით განპირობებული, _ ანოვულაციის შედეგია.

აღნიშნული პროცესი შეიძლება გამოიწვიოს:

  • ჰორმონალური ჰომეოსტაზის დარღვევებმა (აბორტი);
  • ნეიროენდოკრინულმა დაავადებებმა (იცენკო-კუშინგი);
  • ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიებმა (ფარისებრი ჯირკვალი);
  • ემოციურმა და ფსიქიურმა სტრესმა;
  • ინფექციებმა და ინტოქსიკაციამ;
  • ნეიროლეპტიური მედიკამენტების მიღებამ;
  • ორგანიზმის თერმულმა და ინსოლაციურმა გადატვირთვამ;
  • კლიმატის შეცვლამ;
  • გაცხიმოვნება (სიმსუქნე);
  • ჰიპოვიტამინოზმა.


რეპროდუქციული ასაკის დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა

კლინიკა:

  • სხვადასხვა ინტენსივობის საშვილოსნოსმიერი სისხლდენა ანემიით ან მის გარეშე.
  • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 1985 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 0.0/0

1 2 3 4 »
Copyright MyCorp © 2023