მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » მკურნალობა

ზღვის წყალს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ. ძველი დროის მკურნალები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციათა აღდგენას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაეღწიათ თავი გაციებისა და სურდოსთვის. ზღვის წყალიც პირველად სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს:

პაციენტებს ურჩევდნენ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ჩაეწვეთებინათ ცხვირში, გამოევლოთ ყელში და ცხვირის ღრუ გამოერეცხათ. კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, ყაბზობისა და ანემიისგან განსაკურნებლად ავადმყოფებს ზღვიდან ამოღებულ წყალს ასმევდნენ. ჰალენუსი დაავადებული ფილტვების პატრონებს ზღვის ჰაერით დღეში 6-8 საათის განმავ-ლობაში სუნთქვას უნიშნავდა. ზღვის მარილიან წყალს ანტისეპტიკური თვისებების გამო ბრძოლის ველზე ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდნენ. თალასოთერაპია - ასე ეწოდება მედიცინაში სამკუ-რნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას (თალასსა ბერძნულად ზღვის წყალს ნიშნავს). თალასოთერაპიისას თანაბრად გამოიყენება ზღვის წყალი, კლიმატი, სამკურნალო ტალახი, წყალმცენარეები და ქვიშა.

ზღვის კლიმატი
ზღვის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით, ოზონით, იოდით, ბრომით, მიკროსკოპული, თითქმის შეუმჩნეველი წყლის წვეთებითა და მარილის კრისტალებით, რომლებსაც შეიწოვს კანი და ჩაისუნთქავს ფილტვები. ზღვის ჰაერში გახსნილი უარყოფითი იონები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებსა და სტრესებთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს. იოდი დადებითად მოქმედებს ფარის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 1827 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 4.5/2

უძილობა არის ძილის პროცესის დარღვევა ნერვული სისტემის აღგზნებადობის მიზეზით. ამ დროს ადამიანი დროზე ვერ იძინებს, ან იღვიძებს ჩვეულებრივზე ადრე. ზოგჯერ ძილი ხანგრძლივია, მაგრამ ზერელე. ასეთ დროს ხშირია სიზმრები, ხშირად ეს სენი აწუხებთ გონებრივი შრომით გადაღლილ ადამიანებს.

უძილობის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


თ ა ფ ლ ი   ვ ა შ ლ ი ს   ძ მ რ ი თ
3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით.

შ ვ რ ი ა
1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ როგორც ჩაის.

ი ვ ა ნ - ჩ ა ი
2 სუფრის კოვზ ივან-ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ 6 სთ. ღებულობენ თანაბარ ულუფებად 3-4-ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის ტკივილის დროს.

ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა ს   ძ ი რ ე ბ ი
ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ 1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ. ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის დროს შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა ვალერიანის ნაყენის მიღება 2-3-ჯერ დღეში.

ძ ი ლ ი ს   ბ ა ლ ი შ ი
ავსებენ ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით ან სვიის გირჩებით, ამ მცენარეების აქროლადი ნივთიერებების გავლენით ძილის პროცესი უმჯობესდება.
... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 1622 | თარიღი: 13.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ს ა ტ ა ც უ რ ი
იღებენ 2-3 ჩაის კოვზ სატაცურსა და ასხამენ 200 მლ მდუღარეს. ადუღებენ 5 წთ. სვამენ მთელი დღის განმავლობაში.

ფ ი ჭ ვ ი
იღებენ 30 გრ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტებსა და 1 ჩაის ჭიქა წყალში ხარშავენ.
მიღება: 2 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში.

ნ ა კ რ ე ბ ი
იღებენ ბარამბოს ფოთლებსა და ვალერიანას ფესვებს (15-15 გრ), მარწყვაბალახასა და სურნელოვან ტეგანს (45-45 გრ).
1 ს.კ. ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წთ. და წურავენ. სვამენ თბილი სახით დღეში ერთხელ შარდვის გაძნელების დროს.

მ ი წ ი ს თ ხ ი ლ ი (ა რ ა ქ ი ს ი)
არაქისის მარცვლებს ტაფაზე კარგად ხალავენ. გაციების შემდეგ აცილებენ კანს და როდინში ნაყავენ. იღებენ 2 სუფრის კოვზ დანაყილ არაქისს და ათავსებენ თერმოსში, უმატებენ 3 ს.კ. დაქუცმაცებულ სამკურნალო ტუხტის ფესვებს. ასხამენ 0,5 ლ მდუღარე რძეს. აჩერებენ ღია თერმოსში 20 წთ. შემდეგ მჭიდროდ ახურებენ სახურავს და აჩერებენ 10 სთ.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 20-40 წუთით ადრე ჭამამდე.
საღამოს ჭამის შემდეგ სასურველია 1 პატარა თავი ხახვის და 1-2 კბილი ნივრის მიღება.
მკურნალობის კურსი 10 დღეა. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

წ ა ბ ლ ი
იღებენ 25 გრ წაბლის ნაყოფის დაქუცმაცებულ ქერქს. ასხამენ 250 მლ სპირტს. 10 დღე ბნელ ადგილას აჩერებენ. პერიოდულად ანჯღრევენ, შემდეგ წურავენ.
მიღება: 40-50 წვეთი დღეში 2 ჯერ ცოტა წყლით.

პ რ ო ფ ი ლ ა ქ ტ ი კ ი ს ა თ ვ ი ს
წინამდებარე ჯირკვლის ადენომის  პროფილაქტიკისა და ქრონიკული პროსტატისათვის რეკომენდებულია მამაკაცმა რეგულარულად ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 2110 | თარიღი: 09.02.2009 | რეიტინგი: 2.0/1

მ ს ხ ლ ი ს ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი
იღებენ 30 გრ მსხლის ყვავილს, ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, შეფუთულს აჩერებენ 30 წთ. ღებულობენ დღეში 5 ჩაის ჭიქას წყლის მაგივრად.

დ ი ნ დ გ ე ლ ი
დინდგელის ექსტრატის დასამზადებლად იღებენ 40 გრ დინდგელს და ასხამენ 960-იან სპირტს (200 მლ). გაცხელბით აორთქლებენ, შემდეგ იღებენ ექსტრატიდან 0,1 გ და 2 გრ კაკაოს ცხიმში ურევენ. ამზადებენ სანთლებს. ყოველ ღამე იკეთებენ სანთელს სწორ ნაწლავში 1 თვის განმავლობაში, ისვენებენ 1-2 თვე და შემდეგ იმეორებენ კურსს.

ო ხ რ ა ხ უ შ ი
იღებენ ოხრახუშის თესლს და ფქვავენ. 4 ჩაის კოვზ ფხვნილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 15 წთ, აციებენ და წურავენ.
მიღება: 1 ს.კ. 4-6-ჯერ დღეში.
1 ჩაის კოვზ თესლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს და აჩერებენ 8 სთ.
მიღება: 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 2152 | თარიღი: 09.02.2009 | რეიტინგი: 2.7/6

თაფლი საუკეთესო შედეგს იძლევა ბაშვებში ხველების შესაჩერებლად

ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ ნებისმიერ წამალზე უკეთეს შედეგს იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველების შეჩერების მხრივ. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ძილს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მკვლევარების ჯგუფი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯიდან.
დღესდღეობით არსებული სამკურნალო პერპარატებისგან განსხვავებით, თაფლი მოქმედებს ერთდროულად სამი მიმართულებით: ის მოეფინება ყელს, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის გაღიზიანებას.
თუმცა, მეცნიერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამან შესაძლოა ბოტულიზმის – მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადების განვითარება გამოიწვიოს.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. იენ პოლმა განაცხადა, ის და მისი კოლეგები მშობლებს ურჩევენ ბავშვებში ხველების თაფლით მკურნალობას და არა გაყიდვაში არსებული სხვადასხვა მიქსტურებისა და ხველების საწინააღმდეგო სიროფების გამოყენებას.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა 6 წლამდე ასაკის 105 ბავშვი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები.
კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 1431 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

კ ო ქ ტ ე ი ლ ი   ჰ ი პ ე რ ტ ო ნ ი კ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს
იღებენ 2 ჭიქა ჭარხლის წვენს, 250 გ თაფლს, 1 ცალ ლიმონს, 1 ჭიქა არაყს, ურევენ ერთმანეთში და ინახავენ მინის ქილით მაცივარში.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
ყოველდღიურად სვამენ 1-2 ჩაის ჭიქა კარტოფილის ნახარშს. ეს საშუალება არეგულირებს არტერიულ წნევას.

ხ ა ხ ვ ი
3 კგ ხახვის წვენს ურევენ 500 გრ თაფლს, უმატებენ 25 ცალ დაფქვილ კაკლის უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლ არაყს. აჩერებენ 10 დღე.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

ნ ი ო რ ი
2 თავ ნიორს ასუფთავებენ, ასხამენ 250 მლ არაყს. აჩერებენ 12 დღე.
მიღება: 20 წვეთი დღეში 3-ჯერ 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

ნ ი ო რ ი   დ ა   ლ ი მ ო ნ ი
3 თავ ნიორს და 3 ცალ ლიმონს ხეხავენ. ასხამენ 1,25 ლ მდუღარე წყალს. მჭიდროდ ახურებენ და მინის ქილით დგამენ სითბოში 1 დღე-ღამე. პერიოდულად ურევენ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ს ი მ ი ნ დ ი ს   ფ ქ ვ ი ლ ი
ჭიქაში ყრიან 1 სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, ასხამენ ცხელ ნადუღ წყალს ჭიქის შევსებამდე. აჩერებენ მთელი ღამე. დილით სვამენ მხოლოდ სითხეს (ფრთხილად გადაწურავენ).

ფ ი თ რ ი
ფითრის ყლორტებს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ წყალსა და ხარშავენ 3-4 სთ.
მიღება: 50 მლ დღეში 2-ჯერ ჭამის წინ. ეს საშუალება აქვეითებს მადას, ამშვიდებს და არეგულირებს წნევას. განსაკუთრებით სასარგებლოა კუნელის ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობა | დათვალიერება: 1580 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2020