მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სიყვარული და ურთიერთობები
თავს უფლებას მივცემთ და შევეცდებით, სამყაროს ძლიერ მეორე ნახევარს ურთიერთობის ის აუცილებელი დეტალები შევახსენოთ, რომლებიც ან აღარ ახსოვთ, ან, უბრალოდ, აწყობთ, რომ აღარ ახსოვდეთ:
1. ქალი ყოველთვის ქალად რჩება. მიუხედავად მისი ასაკისა, განათლებისა და სულიერი მდგომარეობისა. მოსწონს, როცა მის ქალურობას პატივს სცემენ და ძალიანაც აფასებს ამას.
2. ხშირად გაუღიმეთ ქალს, ამაში ხომ მაინც არაფერს გახდევინებენ. ქალებს მოსწონთ მხიარული, გულღია და შუბლგახსნილი მამაკაცები. სულერთია, გინდათ თუ არა, კონკრეტული ქალბატონის გულის მონადირება. მთავარია, თქვენზე დადებითი შთაბეჭდილების შექმნა, რაც თქვენს იმიჯს მხოლოდ წაადგება.
3. ნუ გძულთ ყვავილები. მამაკაცი, რომელიც ყვავილებს ყიდულობს ან კრეფს, ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სანახავია. ერთბაშად რამდენიმე ქულას „ჩაიწერთ".
4. დაიმახსოვრეთ ძუნწი და თავის ფინანსურ პრობლემებზე მოწუწუნე მამაკაცი საშინელია და ძნელად იპოვით ქალს, რომელსაც ის მოეწონება. მამაკაცს შეიძლება, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ მას უნდა უმკლავდებოდეს – ასე მიაჩნიათ ქალებს.
5. თუ ქალი არ მოგწონთ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მასთან ურთიერთობას ვერსად გაექცევით, შეეცადეთ, მასში დაინახოთ არსება, რომელიც იმიტომ გაჩნდა, რომ თქვენი უპირატესობა აღიაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძლიერი ხართ. ყველაზე დიდი სიძლიერე კი დათმობაშია. დაუთმეთ ხშირად, ზომიერების ფარგლებში, და მოიგეთ „გადამწყვეტი ბრძოლა".
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 988 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 0.0/0

ქალები ზედმეტად პრეტენზიული არსებები არიან – მიაჩნიათ მამაკაცებს. მაგრამ, შეიძლება, ისინი ცდებიან, ან, უბრალოდ, მათთვის ასე უფრო მომგებიანია. მაინც, რას მოვითხოვთ მამაკაცებისგან ისეთ განსაკუთრებულს, რისი მოცემაც მათ ასე უჭირთ? პრინციპში, ბევრს არაფერს. უფრო სწორად, არაფერს ისეთს, რასაც საკუთარ თავს თავადაც არ უსურვებდნენ. სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების გამოკითხვის შედეგად შედგა ყველაზე სასურველი მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ნებისმიერი ქალი ინატრებდა. პორტრეტი ასე გამოიყურება:
მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს კეთილი და მზრუნველი. აუცილებლად ჭკვიანი, სექსუალურიც, რა თქმა უნდა. არც ერთ ქალს არ უნდა, გვერდით მატყუარა კაცი ჰყავდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველი მამაკაცის პორტრეტს აუცილებლად დაემატება გულწრფელობა. მამაკაცი საქმიანი უნდა იყოს, ამასთან შრომისმოყვარე, გაბედული და იუმორის გრძნობაც არ აკლდეს. რა თქმა უნდა, ასეთი მამაკაცის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ, ჩვენ ხომ იდეალური მამაკაცის პორტრეტი დავხატეთ! თქვენ შეგიძლიათ, რაღაცაზე უარი თქვათ. იმაზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ. თუმცა, კიდევ არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: იდეალური ადამიანი არ არსებობს და ამას უნდა შეეგუოთ. იდეალური არც თქვენ ხართ და ეს ისეთი ფაქტია, რასაც ვერ უარყოფთ. სილამაზე, კულინარიული მონაცემები, დიასახლისობის ნიჭი – მხედველობაში მისაღები არ არის. მთავარია, მამაკაცს ჰქონდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და არ გაურბოდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ეს არის ის, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1072 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 3.5/2

უკვე იცით, რა არის ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის, ანუ ზრდასრული ქალის შეცდომა?! ის, რომ დარწმუნებულია, ჩემი სექსუალობა გვერდით მყოფ მამაკაცს უნდა დავუმტკიცოო. არაფერიც, ქალი თუ ვინმეს რამეს უმტკიცებს, ან ცდილობს დაუმტკიცოს, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქალს. უფრო სწორად, ქალებს. მთელი ჩვენი ყურადღება მართლაც მამაკაცებისკენ რომ იყოს მიმართული, მაშინ მათი თვალებით დავუწყებდით სამყაროს ყურებას. გვეყვარებოდა ფეხბურთი და კედებში გამოწყობილები უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით თავს, ვიდრე მაღალ ქუსლებზე შემდგარი.
საერთოდ, ქალები ხშირად შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ... მითების კორიანტელში ვეხვევით და არც ვცდილობთ, დავინახოთ რეალობა.
მთავარი მითი, საიდანაც მერე უსიამოვნებების კორიანტელი „იღვრება" არის მითი დიდ და მარადიულ სიყვარულზე. „ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად და ორივე ერთ დღეს მოკვდა"... რა კარგია?! არც ეჭვიანობდნენ, არც ჩხუბობდნენ, არც კამათობდნენ... ჩვენ ბავშვობიდან ვიჯერებთ იმას, რომ მხოლოდ უღრუბლო, უკონფლიქტო, „ჩამტკბარ-ჩაშაქრებული" სიყვარულია სანატრელი და მისაღები. სინამდვილეში, ასე არ არის. ოჯახი შეიძლება ისე დაინგრეს, რომ არც კი შედგეს. მიზეზი – ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ შეცდომა იყოო. ყველაზე ხშირად, სწორედ რომ, „დიდი და გადარეული" სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა. მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მოთმინებაზე, რაღაც გათვლებზე დაფუძნებული კი საკმაოდ დიდხანს და ბედნიერად განაგრძობს არსებობას. შეიძლება, ეს არ ჟღერს რომანტიკულად, მაგრამ „შეეჩვევა და სიყვარულიც მოვა" – სიმართლეა. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის წყვი ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1187 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 5.0/4


ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: "მამაკაცებმა არ უნდა იტირონ", "ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა...)" და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი?

მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის.

შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის?

მითი 2. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1591 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 4.3/3



რა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი?
რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.

ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები, მინუსები და პლიუსები.

განქორწინებული

ასეთ მამაკაცს მდიდარი გამოცდილება აქვს ქალების სფეროში. მაგრამ ამისი ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველა ყოფილმა ცოლმა მასში რაღაც გარკვეული დადებითი ცვლილება შიეტანა. მან იცის, თუ როგორ ასიამოვნოს ქალს, რა საჩუქრები უყიდოს: რატომ არის ქურქი კარგი, ხოლო - უთო - ცუდი. მან იცის, რომ სახლში უნდა დარეკოს როცა იგვიანებს, რათა ცოლმა არ ინერვიულოს. იცის როგორ მოიქცეს როცა ქალს დეპრესია აქვს ან ცუდი განწყობილება.

ამავე დროს მას აქვს მაგალითი შედარებისათვის. ერთი შესანიშნავად ამზადებდა, მეორე იდეალუ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1241 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 0.0/0

5 მარტივი რჩევა იმისათვის, თუ როგორ შეინარჩუნოთ სიყვარული ფინანსური კრიზისის პერიოდში.

ადვილია იყოთ ალერსიანი ცოლი, თუ ოჯახში ყველაზე დიდი კონფლიქტი იმის გამო ხდება, თუ სად წახვიდეთ დასასვენებლად - ზღვაზე თუ მთაში. მაგრამ ამჟამად იშვიათად არსებობს ისეთი ოჯახი, ვისაც არ შეხებია ფინანსური კრიზისი. ქმარი სამსახურიდან (თუ ჯერ კიდევ მუშაობს) გაღიზიანებული ბრუნდება და ყველაფერზე ჩხუბობს. რა უნდა ქნას ამ დროს ცოლმა? რა თქმა უნდა არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი აქნევით ყველაფერი გამოასწოროთ და ყველა პრობლემა მოაგვაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ასატანი მაინც გახადოთ და ქმარს გვერდში ამოუდგეთ, ეს ნამდვილად შეგიძლიათ.

მხარდაჭერა ხანდახან ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც სჭირდებათ.

1. "ტვინს ნუ გაუბურღავთ" ქმარს

თუ სამსახურში არეულობა აქვს, თუ შეამცირეს და ახალი სამსახურის პერსპექტივები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნუ გააღრმავებთ სიტუაციას. დაივიწყეთ ამ დროს სიტყვები: შენ არაფერი შეგიძლია, პარანოიკი ხარ, უნიჭო ხარ, უქნარა ხარ და ა.შ. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გაყევით ცოლად? წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას: ისურვებდით ორი საყრდენის ერთდროულად დაკარგვას? უსიამოვნებები სამსახურში და სახლში ერთდროულად ნებისმიერს გამოაცლის ნიადაგს ფეხქვეშ, ყველაზე ძლიერ და გამობრძმედილ ადამიანსაც კი. ამას გარდა, მამაკაცებს ძნელად გადააქვთ მსგავსი რეპლიკები მათი მისამართით. თუ გამუდმებით გაუმეორებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1090 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 0.0/0


თითქმის ყველა ქალი ოცნებობს კანონიერ ქორწინებაზე. ბევრი, მაგრამ არა ყველა. ახალგაზრდა ქალების განსაზღვვრული კატეგორია თითქოს მიიზიდავს მხოლოდ ცოლიან მამაკაცებს. ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ხშირად ქალი გრძნობს, რომ რომ ჯერ ისევ ახალგაზრდაა პასუხისმგებლობისათვის, რომელიც ოჯახსა და ოფიციალური ცოლის სტატუსს მოყვება თან.

თანაც მამაკაცის მუდმივი არსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. რომანი ცოლიან მამაკაცთან უფრო სწრაფად კიდევ იმიტომ ვითარდება, რომ ხშირად ესენი არიან გამოცდილი, შეძლებული მამაკაცები, რომლებმაც იციან როგორ მოაწონონ ქალს თავი.

მამაკაცისათვის საყვარელი - საიდუმლოა, რომლის გამოაშკარავებაც არასდროს მოუნდება.

მაგრამ რომანი ცოლიან მამაკაცთან არაფერთან მიგიყვანთ. მაშინაც კი, თუ საყვარლის სტატუსის მქონე ქალს ჰგონია, რომ თავისთვის მხოლოს ნაღებს იღებს, ადრე თუ გვიან ან მამაკაცს მოსწყინდება იგი, ან ეს სიტუაცია მოსწყინდება თვითონ ქალს.

ვინ თქვა რომ ასეთი კავშირების დროს არ იღვიძებს სიყვარული და მესაკუთრის გრძნობა? ეს არამარტო შესძლებელია, არამედ ხშირად ხდება, რადგან არ არსებობს ისეთი ქალი, რომლიც იმის მიუხედავად, რომ ცოლიან მამაკაცთან ცხოვრობს, არ ოცნებობს აქციოს იგი თავის სრულ საკუთრებად.

და არ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელიც საყვარლის გაჩენის შემდ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1265 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ყველა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი, ოცნებობს სიყვარულზე. მაგრამ ქალები თითქოს ამასთან მიმართებაში უფრო გაწონასწორებულები არიან, ესმით რა, რომ ზღაპრული გრძნობები ეს არის ფილმებში და რომანებში, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ბედნიერება შესაძლებელია სავსებით ჩვეულებრივი ურთიერთობებით კატაკლიზმების გარეშე.

სხვა საქმეა მამაკაცები: თითქმის ყოველ მეორეს სჯერა არაამქვეყნიური სიყვარულის, სჯერა, რომ სადღაც არსებობს ის ერთადერთი მისი ნახევარი. არ გჯერათ? სცადეთ გულახდილობაზე გამოიწვიოთ თუნდაც რამდენიმე მამაკაცი და თავად დარწმუნდებით.
მაგრამ რა ხდება მერე, როცა სადღაც იბადება ზუსტად ეს ნამდვილი სიყვარული?

სიყვარული - ეს არის ღმერთის საჩუქარი.

სიყვარული, რომელიც გაიღებს საკუთარ თავს და თავისთვის არაფერს იტოვებს, მზადაა ნებისმიერი მსხვერპლისათვის და გამოცდისათვის, სიყვარული, რომელმაც შეიძლება საუკუნეებს გაუძლოს.

ერთი შეხედვით ეს ღმერთის ნაბოძები სიყვარულია და თუ თქვენს გულში ასეთი სიყვარული შემოიჭრა, თითქოს ცოდვაც კი უნდა იყოს იმაზე დაფიქრება, რომ აკონტროლოთ იგი. თქვენ დაფრინავთ თქვენს გრძნობებში უკან მოხედვის გარეშე და ტკბებით პირველ რიგში იმით, რომ თქვენ გიყვართ და არა მას უყვარხართ. ისიც ამბობს, რომ ბედნიერია, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ისეთ ქალს შეხვდებოდა, ვინც შეძლებდა მის ასე შეყვარებას. ვნებები და გრძნობები მდინარესავით მოედინება და სხვა ყველაფერი უფერულდება ამ უსაზღვრო და წმინდა სიყვარულის წინაშე.

პირველ ხანებში. შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება.

მამაკაცი კარგავს პირვანდელ ემოციას, იგი უკვე აღარ გკოცნით, ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1216 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 5.0/1

აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა იგივე შეცდომებს იმეორებს, რის გამოც ერთხელ უკვე ჩაეშალათ ოჯახური ცხოვრება. მაგრამ რატომ?

ფსიქოლოგებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიდნენ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდნენ, საინტერესო დასკვნები გააკეთეს. პრაქტიკულად ყველა ადამიანი, სქესის მიუხედავად, მეუღლედ თითქმის იგივენაირ ადამიანს ირჩევს, როგორსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაშორდა. ლაპარაკია არა გარეგნულ მსგავსებაზე, არამედ პიროვნების სტრუქტურაზე.

მაგალითად, გოგონა, რომელიც არასრულ ოჯახში გაიზარდა, ან რომელსაც აბრაზებდნენ ბავშვობაში და არ იცის თავი როგორ დაიცვას, გაუცნობიერებლად მიისწრაფვის ძლიერი, გაბედული მამაკაცისაკენ, რომელსაც შეეძლება მისი დაცვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისას. მაგრამ ასეთი დამცველის პიროვნების მეორე მხარეს წარმოადგენს ნამდვილი დიქტატორის ჩვევები, რომელიც ცოლს თვლის პირად საკუთრებად სახლისა და მანქანის მსგავსად. ხოლო პირადი საკუთრება კი მზადაა დაიცვას. მას შეუძლია დაიქირაოს დაცვა მეუღლისათვის ან თავად დაყვებოდეს ყველგან. ზუსტად იგივენაირად, როგორც სახლში აყენებს ბრონირებულ კარს, ხოლო მანქანაზე სიგნალიზაციას და თუ ვინმე შეეხება მათ - გაუფრთხლებლად ისვრის. თუმცაღა თავად თავის საკუთრებას ხშირად სულაც არ უფრთხილდება.

სახლში მან შეიძლება მოაწყოს ნამდვილი ორომტრიალი, მანქანა გამოიყენოს ზღვარგადასული რეჟიმით, ან სულაც დაამტვრიოს. ხოლო ცოლს, რომელსაც ახლახანს ყველაფრისაგან იცავდა, შეიძლება მუშტებით დაესხას თავს.

რა თქმა უნდა ქალი რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ითმენს ამდ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1040 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 5.0/1


ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება.
ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს?
საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.
იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".

  • ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | დათვალიერება: 1446 | თარიღი: 21.03.2009 | რეიტინგი: 4.8/5

Copyright MyCorp © 2020