მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.


მიელინი ლიპიდურ-ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. არსებობს ორი სახის ნერვული ბოჭკო: მიელინიანი და უმიელინო. მიელინიანი ბოჭკოები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში გვხვდება, ხოლო უმიელინო - ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკურ ნაწილში. გაფანტული სკლეროზის დროს მიელინის გარსი განილევა, უფრო ზუსტად, მას ინელებს იმუნური სისტემის უჯრედები, რის გამოც ნერვული სისტემის ფუნქციები თანდათან ირღვევა, ეს კი მძიმედ აისახება პაციენტის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
გაფანტული სკლეროზი იმუნოანთებით დაავადებად განიხილება. მისი უშუალო მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ დაავადება უკავშირდება ბავშვობაში გადატანილ ვირუსულ ინფექციას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მას იწვევს ფილტრში გამავალი ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც ბიოლოგიურად ახლოს უნდა იდგეს მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის გამომწვევთან. რაც მთავარია, დაავადების მიმდინარეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე აუტოიმუნურ, ნეიროალერგიულ პროცესებს, რომელთა საფუძველზე ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 3260 | თარიღი: 19.05.2009 | რეიტინგი: 5.0/4

Copyright MyCorp © 2020