მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ზოგადი ქირურგია

- ბოლო დროს ძალიან მოიმატა იმ ქალებისა თუ მამაკაცების რიცხვმა, რომელთაც თავიანთი გარეგნობის შეცვლა სურთ. ახალგაზრდა და მოვლილი სხეული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების საწინდარია. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

- ახალგაზრდული გარეგნობის დაბრუნება შესაძლებელია, უწინარეს ყოვლისა, ფეისლიფტინგის საშუალებით. ეს ტერმინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც სახის კანის აწევა. მას, იმისდა მიხედვით, თუ როდის მოგვმართავს ადამიანი, ორი მიმართულება და ორნაირი შედეგი აქვს: 20-25 წლის ასაკში - "რა კარგად გამოიყურები!", 40-45 წლის შემდეგ - "როგორ გაახალგაზრდავდი!"

- რას ნიშნავს ქსოვილების დაბერება?

- ქსოვილების დაბერება ორგანიზმის ბიოლოგიური ცვლილების ბუნებრივი შედეგია. ამ პროცესებს ემორჩილება სახის ანატომიური სტრუქტურებიც: კანი, ლოყების ცხიმოვანი შრე - ეგრეთ წოდებული ბიშას ბალიშები, ზედაპირული კუნთოვან-მყესოვანი სისტემა. ასაკობრივი ცვლილებები უკავშირდება რბილ ქსოვილებზე დედამიწის მიზიდულობის ძალის ზემოქმედებას. სწორედ ამის შედეგია კანის დაშვება წარბების, ზედა და ქვედა ქუთუთოების, თვალების ქვემოთ, ცხვირ-ტუჩის არეში ჩაღრმავებათა წარმოქმნა. კანი კარგავს ელასტიკურობას, ეშვება, კისერზე ჩნდება ჰორიზონტალური ნაოჭები, ქრება ნიკაპ-კისრის კუთხე, ყალიბდება ღაბაბი.

- რომელი ფაქტორები ვნებს კანს და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას?

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 1424 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ყლაპვის გაძნელება - დისფაგია - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თანმხლები სინდრომია. ავადმყოფი მას აღიქვამს, როგორც საყლაპავ მილში ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

დისფაგია შეიძლება გამოწვეული იყოს საყლაპავის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული დაზიანებით. ყლაპვის გაძნელების ფუნქციური მიზეზია საყლაპავის ფუნქციური დაზიანება კარდიოსპაზმის, დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს. ორგანული მიზეზებია საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, საყლაპავის დავიწროება ნაწიბურის გამო, დივერტიკული და სხვა. ყლაპვის გაძნელებას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აორტის ანევრიზმა, შუასაყრის სიმსივნეები და სხვა.
მიმოვიხილავთ რამდენიმე ქირურგიულ პათოლოგიას, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა.

საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბოს სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, ჩვეულებრივ, ადრე მჟღავნდება და თითქოს ადვილად დიაგნოსტირდება, თუმცა რადიკალური მკურნალობა ავადმყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება. სამწუხაროდ, პაციენტთა თითქმის 80% ექიმს დაავადების III-IV სტადიაში მიმართავს.
დიაგნოსტიკა. განგაშის სიგნალებად, რომელთა საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის კიბოსთან, ითვლება შემდეგი ნიშნები:


- მოდი, განვიხილოთ, როგორია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის მასშტაბი და ექიმის ტაქტიკა. პნევმოთორაქსი ახსენეთ. რა დაავადებაა ეს და როგორ მკურნალობენ?

- პნევმოთორაქსი პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვებაა. ის იწყება ძლიერი ტკივილით, სუნთქვის უკმა-რისობით, ხველებით, სწრაფი დაღლით, ქოშინით, ტკივილით გულის არეში. ამ სიმპტომების გამო ზო-გჯერ პაციენტს შეცდომით თერაპიულ ან კარდიოლოგიურ კლინიკაში ათავსებენ. ასეთი ნიშნების არსე-ბობისას ლოდინი და თვითმკურნალობა დაუშვებელია, ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს მისი გამოკვლევა და დროულად დაიწყოს მკურნალობა. გამოკვლევა, უწინარეს ყოვ-ლისა, გულისხმობს აუსკულტაციას - ფილტვების მოსმენას - და რენტგენოგრაფიას, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით შეირჩევა მკურნალობის მეთოდი: მცირე ინვაზიური ჩარევა ან დიდმასშტაბიანი ოპერაცია - თორაკოტომია.

- რას ნიშნავს მცირე ინვაზიური ჩარევა?

- მცირე ინვაზიური ჩარევა გულისხმობს პლევრის ღრუს პუნქციას ან დრენირებას, აგრეთვე - თორაკოსკოპიულ ოპერაციას, რომელიც ინვაზიურობით დრენაჟს უტოლდება, ხოლო შედეგით - დიდმასშტაბიან ოპერაციას.

- თუ თორაკოსკოპიული ოპერაციით ისეთივე შედეგის მიღება შეიძლება, როგორისაც დიდმასშტაბიანი ოპერაციით, რა საჭიროა დიდი ოპერაცია?

- თორაკოსკოპიული ოპერაცია არჩევის მეთოდია, რომე ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 1894 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

გვინდა, მთავარი თემის ამ ნაწილში მკითხველს ვესაუბროთ ჩირქოვანი ინფექციებისა და მუცლის ღრუს იმ პათოლოგიების შესახებ, რომელთა განკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი. დასაწყისშივე შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ წესს: ქირურგიული დაავადების თვით-მკურნალობა (მაგალითად, მუცლის ტკივილის დროს ოყნის გაკეთება, კუჭის ამორეცხვა),

ისევე როგორც ნებაზე მიშვება, სახიფათოა. მაშ ასე, როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია ჩირქოვანი დაავადების (ინფექციის) და მუცლის ღრუს ორგანოთა ამა თუ იმ პათოლოგიის შემთხვევაში? მიუხე-დავად თემის სირთულისა, ვეცდებით, ამ კითხვაზე მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები პასუხი გავცეთ. გაგაცნობთ იმ დაავადებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ჩირქოვანი ინფექცია
ორგანიზმში მიკრობთა შეჭრისთვის (სხვათა შორის, ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელია კარიბჭე, რომელიც უმთავრესად კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ასეთი დაზიანება ხშირად შეუმჩნეველია. ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.

ძირმაგარა ანუ ფურუნკული. ფურუნკული თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. იგი ჩნდება თმიან ადგილებზე, სადაც უხვად არის საოფლე ჯირკვლები, ასევე - ისეთ ადგილე-ბზე, რომლებიც მუდმივად განიცდის მექანიკურ გაღიზიანებას: კისრის უკანა მხარეს, იღლიის ფოსოში, წელის არეშ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 4048 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 3.0/3

ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნ-ქციათა კორექციის მიზნით ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექ-სური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევე-ბითა და შეერთებით ხორციელდება.

ცნობილია ადამიანის ქსოვილებზე ზემოქმედების რამდენიმე მეთოდი:
1. ტემპერატურული (კრიოქირურგია, თერმოკაუცია);
2. ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია);
3. რადიოსიხშირეებით (რადიოსიხშირული აბლაცია);
4. ლაზერული გამოსხივებით;
5. ულტრაბგერით;
6. მექანიკური (უშუალოდ ქირურგიული ინსტრუმენტებით).
მიზნისა და დანიშნულების კვალობაზე, განასხვავებენ სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ქირურგიულ ჩარევას.

სამკურნალო ოპერაციების ფორმებია:
რადიკალური - მისი მიზანია პათოლოგიური პროცესის სრული ლიკვიდირება, მაგალითად, კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ხილული სიმსივნური წარმონაქმნის სრულად ამოკვეთა. რადიკალური ოპერაციის მთავარი დანიშნულება მხოლოდ ქსოვილების ან ორგანოს ამოკვეთა არ არის. არსებობს საკმაოდ ბევრი აღდგენით-რეკონსტრუქციული ხასიათის რადიკალური ოპერაციაც.

პალიაციური - მისი დანიშნულება ქსოვილების ან ორგანოთა ნაწილობრივი მოცილებაა. ის ტარდება, როდესაც რადიკალური ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია.
სიმპტომური - მისი მიზანი პაციენტის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაა. ტარდება მაშინ, როდესაც რადიკალური ან პალიაციური ოპერაციების განხორციელებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 1972 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

- სისხლდენის უშუალო მიზეზი სისხლძარღვის დაზიანებაა. სისხლძარღვი შესაძლოა დააზიანოს მექანიკურმა ფაქტორმა, პათოლოგიურმა პროცესმა (ავთვისებიანმა სიმსივნემ, ჩირქოვანმა ანთებამ, წყლულმა). გარდა ამისა, სისხლდენის მიზეზად შესაძლოა იქცეს სისხლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა და სისხლის ქიმიური თვისებების შეცვლა, კერძოდ, შედედების უნარის დაქვეითება. შესაძლოა, სისხლის წითელი ბურთულები დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლიდანაც გამოვიდეს, მაგალითად, ანთებითი და შეშუპებითი მოვლენების დროს.

 

ამრიგად, სისხლდენას ორი ძირითადი ფაქტორი იწვევს: მექანიკური და ნეიროტროფიკული. პირველის ზემოქმედების შედეგია სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა (გაგლეჯა, ჭრილობა, დამწვ-რობა, მოყინვა და სხვა) და წნევის ცვალებადობა, ხოლო მეორისა - სისხლძარღვის კედლის გამავლობის გაძლიერება ცნს-ის ტროფიკული (კვებითი) ფუნქციის მოშლის ნიადაგზე სისხლძარღვის სანათურის გაფართოების გამო. ასეთი სისხლდენა მოსალოდნელია ზოგიერთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, ყვავილი), სისხლძარღვთა სეპტიკური და ტოქსიკური ცვლილების, აგრეთვე - ენდოგენური ხასიათის ფაქტორების (ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ურემიის, ქოლემიის და სხვათა) ზემოქმედების დროს.
სისხლდენის ადგილის, დაზიანებული სისხლძარღვის ტიპისა და დაწყების დროის მიხედვით განასხვავებენ სისხლდენის რამდენიმე ფორმას.

ადგილის მიხედვით განასხვავებენ გარეგან და შინაგან სისხლდენას. გარეგან სისხლდენაზე ლაპარაკობენ მაშინ, რო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 7037 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 2.5/2

ადამიანები სისხლს უხსოვარი დროიდან მაგიურ ძალას მიაწერდნენ, მასზე იფიცებდნენ ერთგულებას, მისით ამტკიცებდნენ ხელშეკრულებებს. ამ საოცარი სითხის საიდუმლოს ამოხსნას საუკუნეები დასჭირდა. დღეს სისხლი აღიარებუ-ლია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ სითხედ, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. დღე-ღამეში ჩვენი სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში საშუალოდ 200 ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. იგი მონაწილეობს სხეულის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, 300 ტრილიონამდე უჯრედს საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით ამარაგებს, იქიდან კი

ნივთიერებათა ცვლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. სწორედ ამიტომ არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელიც სისხლის რაოდენობრივ ცვლილებას, მის ფუნქციათა მოშლას და ჰომეოსტაზის რღვევას იწვევს. სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.

სისხლდენის მიზეზებია
ლ ტრავმით, არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;

  • პათოლოგიური პროცესებით (ჩირქოვანი ანთება, ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
  • ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის ცვლილება;
  • კატეგორია: ზოგადი ქირურგია | დათვალიერება: 1955 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2020