მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » მკურნალობის მეთოდები
ო ხ რ ა ხ უ შ ი
* გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იკეთებენ ოხრახუშის ფოთლებისა და ღეროების ნიღაბს, გვიან შემოდგომაზე კი ამ მიზნით იყენებენ ოხრახუშის ძირებს. ოხრახუშს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, იღებენ 2 სუფრის კოვზ ფაფას და იდებენ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ იბანენ ცივი წყლით. სახეზე ისვამენ მკვებავ კრემს.
ეს საშუალება საუკეთესოა განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისათვის, რომელთაც უჩნდებათ პიგმენტური ლაქები და კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას.
* ოხრახუშის ძირებს ხარშავენ, ურევენ ლიმონის წვენს და ისვამენ ლაქებზე დილა-საღამოს.
* სახის გასათეთრებლად ყოველდღე ისვამენ სახეზე ოხრახუშის წვენს.
* ოხრახუშის ლოსიონის დასამზადებლად 50 გ ოხრახუშს (გატარებულს ხორცსაკეპ მანქანაში) ასხამენ 0,5 ლ 500-იან სპირტს ან არაყს, აჩერებენ 2 კვირა ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ. ინახავენ მაცივარში. იწმენდენ სახეს ყოველდღე ლაქების მოსაცილებლად.

ნ უ შ ი ს   ნ ი ღ ა ბ ი
ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.

ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და 3-5 წუთის შემდეგ წყალს გადაღვრიან, ნუშს კი ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას უმატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს. კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 30 წთ. შემდეგ იბანენ სახეს. ამ ნიღაბს იკეთებენ კვირაში 2-ჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს იწმენდენ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 2021 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჩვენს დრომდე მოღწეული მანუსკრიპტების მიხედვით, ამ მეთოდით მკურნალობის პიონერად ძველი ბერძენი ექიმი ნიკანდრო კოლოფონელი (200-130 წ.წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე) ითვლება, თუმცა გაცილებით ადრინდელ ძველეგვიპტურ ფრესკებზე (ძვ. წ. XVII-XV საუკუნეები) გამოსახულია მამაკაცი, რომელიც ადამიანს კისერზე წურბელას ასვამს. მეთოდის ასაკიდან გამომდინარე, მკურნალობის ეფექტურობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

სამკურნალო ეფექტი ამ შეუხედავი, მაგრამ მეტად სასარგებლო არსების ნერწყვს აქვს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს შინაგანი ჰომეოსტაზის (ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების) ნორმა-ლიზებას. ბოლოდროინდელი სამეცნიერო გამოკვლევები ადასტურებს წურბელებით მკურნალობის როგორც დამატებითი მეთოდის ეფექტიანობას მედიცინის ყველა სფეროში. ჰირუდინი - ასე ჰქვია წურბელას ნერწყვის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ ნივთიერებას. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღდგება სისხლის მიკროცირკულაცია, ირთვება დამცავი მექანიზმები, ხდება იმუნიტეტის სტიმუ-ლირება. ცნობილია ჰირუდოთერაპიის მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც.

  • წურბელებით მკურნალობის სეანსი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ადამიანის მდგომარეობასა და პრომლემის სირთულეზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 3551 | თარიღი: 09.04.2009 | რეიტინგი: 3.8/11

ჰემოდიალიზი მკურნალობის მეთოდია, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატის მეშვეობით ხორციელდება. მას მაშინ მიმართავენ, როდესაც თირკმელები აღარ ფუნქციონირებს და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს ვეღარ გამოდევნის. ჰემოდიალიზი თირკმელებს სრულფასოვნად ვერ ცვლის, მაგრამ მისი წყალობით ადამიანი ასე თუ ისე განაგრძობს ცხოვრებასა და შრომას. ჰემოდიალიზი ტარდება:

 

 

 

 

  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული (როგორც სრული, ისე ნაწილობრივი) უკმარისობის,
  • შხამებით მოწამვლის,
  • მედიკამენტური ინტოქსიკაციის,
  • სისხლის ელექტროლიტური შედგენილობის მძიმე დარღვევების დროს.
    ჰემოდიალიზი აკრძალულია:
  • ავთვისებიანი სიმსივნის,
  • ფსიქიკის ორგანული მოშლილობის,
  • ჰემიპლეგიის,
  • ზოგიერთი კონტაგიოზური ინფექციის შემთხვევაში.
    მის ჩასატარებლად არახელსაყრელ პირობებად მიიჩნევა არაკორეგირებადი არტერიული ჰიპოტენზია, შინაგანი სისხლდენა, ჰემოფილია.

 

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 1582 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

რა არის პლაზმაფერეზი?


- პლაზმაფერეზი სისხლიდან პლაზმის მოცილებაა. არსებობს პლაზმაფერეზის ორი მეთოდი - წყვეტილი და უწყვეტი. წყვეტილი ანუ დისკრეტული პლაზმაფერეზის დროს ხდება პაციენტის სისხლის აღება სპეციალურ ჰემოკონტეინერებში. ჰემოკონტეინერში შეიძლება 300-500 მილილიტრი სისხლი შეგროვდეს. აღნიშნულის შემდეგ ჰემოკონტეინერებს აცენტრიფუგებენ გარკვეული სიჩქარით. დაცენტრიფუგების შედეგად სისხლის პლაზმა და ფორმიანი ელემენტები განცალკევდება და სპეციალური ხელსაწყოს - პლაზმექსტრაქტორის მეშვეობით ხდება პლაზმის ამოწურვა. იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმის ჰემატოკრიტი ნორმალურია ანუ სისხლში პლაზმისა და ფორმიანი ელემენტების თანაფარდობა დარღვეული არ არის, პლაზმაფერეზის ერთი სეანსის დროს შესაძლებელია 180-დან 300 მილილიტრამდე პლაზმის ამოწურვა. პლაზმის მოცილების შემდეგ დარჩენილი სისხლის ფორმიანი ელემენტები - ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები - კვლავ ორგანიზმს უბრუნდება. როგორც პლაზმაფერეზისთვის სისხლის აღება, ასევე ფორმიანი ელემენტების ორგანიზმში შეყვანა ხდება ინტრავენური გზით - ვენის პუნქციის (ჩხვლეტის) მეშვეობით.
წყვეტილი ანუ დისკრეტული პლაზმაფერეზი დაახლოებით 20-50 წუთს გრძელდება.
უწყვეტი ანუ აპარატული პლაზმაფერეზის დროს გამოიყენება ამ სახის პლაზმაფერეზისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა. აპარატურის მეშვეობით სპეციალური ფილტრით ხდება პლაზმის მოცილება. მოცილებული პლაზმის ოდენობა შეიძლება 2-2,4 ლიტრს აღწევდეს. უწყვეტი პლაზმაფერეზი 1,5-2 საათს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იწ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 2860 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს შესაძლოა სისხლის გადასხმა დასჭირდეს. სისხლის გადასხმას მედიცინაში ტრანსფუზიურ თერაპიას უწოდებენ. ტრანს-ფუზიური თერაპია ავადმყოფისთვის სისხლის ან მისი კომპონენტების გადას-ხმას გულისხმობს. თანამედროვე მედიცინაში პაციენტს ახალ სისხლს იშვიათად უსხამენ, რადგან ამას რამდენიმე მინუსი აქვს. ჯერ ერთი, ვერ მოესწრება დო-ნორის სათანადო გამოკვლევა, მეორეც, შესაძლოა პაციენტს პლაზმის გადასხმა არ სჭირდებოდეს, მისთვის მხოლოდ ერითროციტული მასა იყოს აუცილებე-ლი ან პირიქით.

მაგალითად, უხვი სისხლდენისას ხდება პლაზმის ტრანსფუზია, რაც დანაკარგს ავსებს და მიკროცირკუ-ლაციას აუმჯობესებს. ასეთ შემთხვევაში ერითროციტული მასა ორგანიზმისთვის დამატებითი უცხო სხე-ული იქნება (საზოგადოდ, სისხლის გადასხმა ფაქტობრივად ორგანიზმში უცხო სხეულის შეყვანაა). ყოვე-ლივე ამის გამო სატრანსფუზიოდ იყენებენ სათანადოდ დამუშავებულ დონორის სისხლს. გადასასხმელად განკუთვნილი დონორის სისხლი რეციპიენტისას უნდა შეესაბამებოდეს, ამიტომ გადასხმამდე მათ ინდი-ვიდუალურ თავსებადობას ამოწმებენ. როგორც ერითროციტებს, ისე პლაზმას აქვს 4 ჯგუფი (I, II, III და IV, თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციით - 0, A, B და AB) და დადებითი ან უარყოფითი რეზუ-სი. ყველაზე მეტად დეფიციტურია II ჯგუფის სისხლი.

გი კავკასიური ჯგუფის სისხლს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სისხლი პროცენტულად ყველაზე მეტად კავკასიაში მცხოვრებ ხალხს აქვს. მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | დათვალიერება: 1770 | თარიღი: 16.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2020