მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სტომატოლოგია

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 801 | თარიღი: 28.02.2017 | რეიტინგი: 0.0/0



კბილები (dentes) მონაწილეობენ საკვების დაქუცმაცების, აგრეთვე ღეჭვისა და ბგერების წამოქმნის პროცესებში.

ემბრიოლოგია. ადამიანის ორგანიზმში განასხვავებენ კბილების ორ გენერაციას – ე.წ. სარძევე (მოსაცვლელი) და მუდმივი კბილები. სარძევე კბილების ჩასახვა იწყება ემბრიოგენეზის მე–6 – მე-7 კვირას. კბილების განვითარებაში გამოყოფენ 3 პერიოდს: კბილების ჩანასახთა ფორმირება; კბილების ჩანასახთა დიფერენცირება და კბილების ჰისტოგენეზი.

სარძევე კბილები

... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1847 | თარიღი: 13.11.2010 | რეიტინგი: 5.0/1

მოუარეთ ღრძილებს
"დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. მგონი, ურიგოდ არ გამოვიყურები, მაგრამ რა მოვუხერხო  ღიმილს? ღიმილი ხომ ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია?!” – ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. გაუბედავი ღიმილი მხოლოდ მორცხვობის ნიშანი როდია. აბა გაბედეთ და გამოაჩინეთ კბილები, როცა პირის ღრუს პრობლემები გაწუხებთ! ხოლო თუ კოსმეტიკურ დეფექტს უსიამოვნო სურნელიც ერთვის, არამცთუ გაღიმება, გამარჯობის თქმაც არ მოგინდება.

ხიბლს მოკლებული სურათი
სისხლმდინარე ღრძილები და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – დამეთანხმებით, კატასტროფის ტოლფასი მდგომარეობაა, ხოლო შედეგი – უფრო სასტიკი: ერთმანეთის მიყოლებით დაკარგული კბილები.
კბილებთან გამოთხოვება უმეტესად პაროდონტის დაავადებების – პაროდონტოზის, პაროდონტიტისა და გინგივიტის გამო გვიწევს.
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პაროდონტის დაავადებების გამო კბილების დაკარგვის ალბათობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე კარიესის მიზეზით.


რატომ იკარგება კბილი
პაროდონტი კბილის გარშემო არსებული ქსოვილების ერთობლიობაა, რომელიც ღრძილს, კუნთოვან იოგებსა და ძვლოვან ქსოვილს აერთიანებს. ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1659 | თარიღი: 02.12.2009 | რეიტინგი: 1.0/1


 კარიესი სხვა არაფერია, თუ არა ღრმული, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილის (მინერალური ნივთიერებების) დაშლის შედეგად ვითარდება.
კბილის ქსოვილი ყველაზე მყარი და მაგარია ადამიანის ორგანიზმში არსებულ ქსოვილებს შორის. ეს გასაკვირი არც არის: კბილის მინანქრის 95% ხომ მყარი მინერალური მარილებისგან შედგება, რომლის მთავარი საშენი მასალა კალციუმი გახლავთ.
გარდა მინანქრისა, კბილის მაგარ ქსოვილს ქმნის დენტინიც. მინანქარი მხოლოდ და მხოლოდ კბილის ხილულ (ღრძილიდან ამოშვერილ) ნაწილს ფარავს, ხოლო მის შიგნით არსებული მასა და მთელი დანარჩენი კბილი – ფესვი და ყელი – დენტინისგან შედგება. იგი მინანქარზე რბილია, რაც მასში მყარი მინერალური ნივთიერებების დაბალი შემცველობის ბრალია. ამიტომაც არის, რომ თითქოს დაუზიანებელი მინანქრის ქვეშ დენტინი ხშირად სრულებით დაშლილია – შედარებით რბილი ქსოვილი იოლად და სწრაფად ზიანდება.
აი, ტკივილს კი არც დაზიანებული მინანქარი იწვევს და არც დენტინი. დისკომფორტის მიზეზი დენტინის შუაგულში (კბილის არხში) მოთავსებული ნერვი გახლავთ.

კარიესი განვითარების რამდენიმე სტადიას გადის. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რაც უფრო ღრმაა ხვრელი, მით უფრო შორს არის წასული კარიესული პროცესი ანუ კბილის ქსოვილის დემი ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1391 | თარიღი: 02.12.2009 | რეიტინგი: 0.0/0



 თუ თავი აგტკივდათ, მუცელმა შეგაწუხათ ან ცუდ ხასიათზე ხართ - შესაძლოა მიზეზი პირის ღრუში იყოს. კარიესი, არასწორი თანკბილვა, ნებისმიერი ანთებითი პროცესი პირის ღრუში - აისახება ნერვულ ქსოვილზე.

შესაძლოა წლობით ატაროთ ორგანიზმში ანთების კერა, მიეჩვიოთ ცუდ სუნს პირის ღრუდან, მუდმივ დისკომფორტის შეგრძნებას, ებრძოლოთ ტკივილს შინაური მეთოდებით. მაგრამ შეიძლება ყოველივე ამისგან განთავასუფლდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის დახმარებით.

სტომატოლოგის არ უნდა გეშინოდეთ!

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში თითქმის ყოველთვის უკავშირდება ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ადრე ხომ სტომატოლოგების უმრავლესობას არ ჰქონდა საშუალება თავიან აეცილებინა თქვენთვის ტკივლის შეგრძნება მანიპულაციებისას. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა! საბედნიეროდ, არსებობს თანამედროვე ტექნიკა, ახალი მედიკამენტებიც და გამოცდილი სპეციალისტებიც.

გაითვალისწინეთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის შიშს შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგები. მაგალითად, ძლიერი სისხლდენა ღრძილებიდან, ან მუდმივი აუტანელი ტკივლი. თქვენი ჯანმრთელობიადმი მიყენებული ზარალის აღმოფხვრა კი დიდი სურვილის მიუხედავადაც კი შესაძლოა სრულად არარ მოხერხდეს. ასე რომ ჩვენი რჩევაა: მოძებნეთ "თქვენი” სტომატოლოგი!

როდის იწყება კბილის ტკივილი.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1355 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

სარძევე კბილები უფრო ხშირად ზიანდება კარიესით, ვიდრე მუდმივები. ხეხვის დროს კი თქვენ აცილებთ კარიესის გამომწვევ მთავრ მიზეზს __ კბილის ნადებს. გარდა ამისა ეს ბავშვს უვითარებს კბილების ხეხვის ჩვევას, რომელიც მთელი ცხოვრების მნაძილზე უნდა გაჰყვეს.

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა:
გააკეთეთ ეს მხიარულად!
ყველაზე მარტივი მეთოდია __ გახადეთ ეს პროცესი მიმზიდველი. პატარამ არ უნდა აღიქვას იგი, როგორც რუტინული ყოველდღიური ვალდებულება.

ვემზადებით კბილების გასახეხად!
იმისათვის რომ კბილების ხეხვის პროცესი ნამდვილ ზეიმად გადავაქციოთ, აუცილებელია სათანადოდ მოვემზადოთ.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვთან ერთად შეიძინეთ სპ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1360 | თარიღი: 26.05.2009 | რეიტინგი: 5.0/2

qva1

არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი  რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. მათი აქტივობის შედეგად ხდება რბილი ნადების მინერალიზაცია გარემოდან, უპირველეს ყოვლისა კი ნერწყვიდან. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ ქვების წარმოქმნის ინტენსივობის ერთერთი განმსაზღვრელი ნერწყვის მინერალური შემადგენლობაა. ასევე ჩემი დაკვირვებით, ინტენსივობა მაღალია იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით სვამს მინერალურ წყალს.

რადგან ნერწყვზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ნერწყვის სიბლანტე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მასზეა დამოკიდებული საკვების ნარჩენების “ჩამორეცხვა” კბილის ზედაპირიდან. ბლანტი ნერწყვის შემთხვევაში ეს პროცესი გაძნელებულია.

პაროდონტის დაავადების შემთხვევაში, საკვები ნარჩენები რჩება არა მხოლოდ კბილის ზედაპირზე, არამენ პათოლოგიურ ჯიბეებშიც. ისინი კი ყოველთვისაა აღნიშნული დაავადების დროს. ჯიბეებში ნადები ღრძილქვეშა ქვებად გარდაიქმნება.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1259 | თარიღი: 26.05.2009 | რეიტინგი: 0.0/0


კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1265 | თარიღი: 14.04.2009 | რეიტინგი: 5.0/2


კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 1393 | თარიღი: 14.04.2009 | რეიტინგი: 5.0/2


კატეგორია: სტომატოლოგია | დათვალიერება: 2222 | თარიღი: 03.04.2009 | რეიტინგი: 5.0/2

1 2 3 4 »
Copyright MyCorp © 2023