მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » კოსმეტოლოგია

წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:
1. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;
2. არის მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავების წყარო;
3. აუმჯობესებს კანის ხარისხს;
4. ზრდის კუნთოვან ტონუსს;
5. ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების  ალფა და ასტიმულირებს ბეტა-უჯრედებს, რაც საშუალებას იძლევა  ვებრძოლოთ ცელულიტს და ჭარბ ცხიმგროვებს;
6. ეწინააღმდეგება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევას.
როდის არის თალასოთერაპია უკუნაჩვენები?
თალასოთერაპიის უკუჩვენებაა
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება;
2. სისხლის დაავადებები;
3. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და სხვა ენდოკრინული დაავადებები;
4. ონკოლოგიური დაავადებები;
5. გინეკოლოგიური დაავადებები (მიდრეკილი სიმსივნეებისადმი);
... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1227 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 0.0/0

თანამედროვე  კოსმეტოლოგიაში ვიტამინები აქტიურად გამოიყენება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომელ ვიტამინს რა ფუნქცია აკისრია.



A - ვიტამინი

 ეს ვიტამინი უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას. ის ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, წინააღმდეგობას უწევს სახეზე მუწუკებისა და ფერიმჭამელების  გაჩენას, ებრძვის ნაოჭებსა და ცელულიტს.
 

B - ვიტამინი

 B ჯგუფის ვიტამინები ატენიანებს კანს და თმას, ტენიანობას თანაბრად ანაწილებს მთელ ორგანიზმში, რითაც ხელს უშლის დაბერების პროცეს.


C - ვიტამინი

&nbs ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1984 | თარიღი: 09.08.2009 | რეიტინგი: 3.5/2



მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს

სათვალე ბევრი ქალისათვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. რა თქმა უნდა, კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ჩარჩო და ფორმა უნდა შეარჩიოთ თქვენი სახის შესაბამისად.

სათვალის სწორად შერჩეული ფორმა და ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას, ხოლო მაკიაჟი – უბრალოდ შეუდარებელს გაგხდით.

სათვალემ უნდა მოახდინოს ცხვირის ზომის კორექტირება: თუ სათვალებს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას.

მაკიაჟის გაკეთებისას პირველი წესია: თვალის მაკიაჟი ჰარმონიაში უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ფერთან და ტონირებულ მინებთან. შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია მხედველობის დეფექტზე. ეცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბუნებრივი სილამაზე მაკიაჟის დადების სხვადასხვა ვარიანტით:

თუ თქვენ მყვირალა ფერის ჩარჩო გაქვთ, არ არის საჭირო ფერების დამატება ჩრდილებით, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ წამწამებს – გააკეთეთ აქცენტი მათზე. თუ საერთოდ ყავისფერ ტუშს ხმარობთ, სცადეთ შავი. წამწამებს, რომ მოცულობა შემატოთ, გამოიყენეთ მოცულობის მიმცემი ტუში და წაისვით იგი წამწამების ძირებიდან – ბოლომდე. თვალებზე დაიდეთ ნაზი, პასტელური ტონების ჩრდილები, უარი თქვით პერლამუტრზე.

თუ მეტალის ჩარჩო გ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1212 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მშვენიერი აფროდიტა რა თქმა უნდა ყოველთვის ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვბერდებით და ნაოჭები ყველას ელოდება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას, მით უფრო ვერ მოგერევათ დრო.
 
ნაოჭების თავიდან მოსაშორებლად პირველ რიგში საჭიროა კანის სისხლით მომარაგება და ქსოვილების ელასტიურობის ამაღლება. ამას კი თავის საიდუმლოებები აქვს და ისინი რამდენიმე მარტივ რეცეპტში იმალება. ეს რეცეპტები დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

ნაოჭების წინააღმდეგ კარგია ასეთი ნაზავი:

  • ნუშის ნაკვეთურები ან შვრიის ფანტელი - 50 გრამი.
  • კვერცხის გული - ½
  • გლიცერინი - 1,5 ჩაის კოვზი
  • ქაფურის სპირტი - 15 გ
  • ტიმოლი - 1 გრამი

ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ წყალი პასტის კონსისტენციამდე. დაიდეთ იგი ნაოჭიან ადგილებზე 1 საათით ან საათნახევრით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე და კარგად გაიწმინდეთ.

გამოიყენეთ სითხეები, რომლებიც სამკურნალო მცენარეებს შეიცავს. ისინი კარგად ატონიზირებს კანს და მათი მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

კიდევ ერთი სილამაზის რეცეპტი:

აიღეთ 10-10 გრამი დაქუცმაცებული ბალახი: ქონდარი, სვიის გირ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 2137 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 0.0/0

კანის შეფერილობის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა -პიგმენტ მელანინის გაძლიერებულმა გამომუშავებამ, ჰემოსიდერინის დაგროვებამ, პიგმენტის შემცველობის შემცირებამ ან არარსებობამ.

პ ი გ მ ე ნ ტ უ რ ი   ლ ა ქ ე ბ ი (ჰიპერპიგმენტაცია) შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით (მაგალითად, მზის სხივებით, დამწვრობით, მოყინვით), ნივთიერებათა ცვლის მოშლით,ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული (მაგალითად ადისონის დაავადების შემთხვევაში) ან რეგიონული (ადგილობრივი), რაც მზის სხივების მოქმედების, სითბურის ხმარების შედეგია.

ქ ლ ო ა ზ მ ა პიგმენტაციის მოშლის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არასწორი მოყვანილობის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებია,რომლებიც ჩვეულებრივად არიან განლაგებულნი შუბლის, ცხვირის, კისრის, ლოყების კანზე. ქლოაზმის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ორსულობასთან, შინაგანისეკრეციისჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან და სხვ. ორსულობის დროს წარმოქმნილი ქლოაზმა ჩვეულებრივ მშობიარობის შემდეგ გაივლის მკურნალობის გარეშე.

ჭ ო რ ფ ლ ი სხვადასხვა ელფერის მოყვითალო-მოყავისფრო მცირე პიგმენტური ლაქებია. ჩვეულებრივ ისინი განლაგებულია სახეზე, ხელის მტევნის ზურგით ზედაპირზე, უფრო იშვიათად ზურგზე, მკერდზე. ზოგჯერ, განსაკუთრებით კი გაზაფხულ-ზაფხულში, ჭორფლი ძ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1976 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 1.5/2

კოსმეტიკური საშუალებების შენახვის საშუალო ვადა ორი წელია, თუმცა ეტიკეტზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მითითებული დამზადების თარიღი. ასე რომ, სჯობს, კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მივანიჭოთ მცირე ზომის კოლოფებსა და ფლაკონებს, რათა პროდუქციის ვადამდე გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ.

რაზეა დამოკიდებული შენახვის ვადა

კოსმეტიკური ნაწარმის შენახვის ვადა მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ერთ წელზე მეტხანს არ ინახება, რადგან წყალი დროთა განმავლობაში ორთქლდება და შესაძლოა, ჭურჭელში ბაქტერიები გამრავლდეს. სპირტი და სპირტის შემცველი კომპონენტები საგრძნობლად ახანგრძლივებს კოსმეტიკური საშუალებების სიცოცხლეს, ხოლო ნატურალური ინგრედიენტები (ზეთები, ექსტრაქტები), გარდა იმისა, რომ ამოკლებს პროდუქციის მოხმარების ვადას, განსაკუთრებულ პირობებსაც მოითხოვს - ისინი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შევინახოთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურის (მზის პირდაპირი სხივები, გამათბობელი) თუნდაც ხანმოკლე ზემოქმედება ნაწარმს აზიანებს. გაფუჭებულმა კოსმეტიკამ კი შესაძლოა ალერგიით ან ლორწოვანი გარსების ანთებით დაგვასაჩუქროს.

 

სად შევინახოთ?

კოსმეტიკური საშუალებების შენახვ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1405 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 0.0/0


ქალებს ოდითგანვე უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ - იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი ბაგეების შესაღებავად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ.
პომადის სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვაშლის სურნელი.

კარდინალს მუდამ ედგა მაგიდაზე ვაშლით სავსე ლარნაკი, ერთხელ კი თავის მკურნალს უბრძანა, ცხვი-რის წვერსა და ზედა ტუჩზე წასასმელად მისთვის საგანგებოდ მოემზადებინა ვაშლისსურნელიანი საცხი. სწორედ ამ მკურნალმა შემოიღო ტერმინი "პომადა" (პომმე ფრანგულად ვაშლს ნიშნავს). რა თქმა უნდა, კარდინალისთვის მომზადებული პომადა უფერული იყო, მაგრამ მასში საღებავის დამატება ძნელი არ გახლდათ... სხვათა შორის, ფერადი პომადით ძველად არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც სარგებ-ლობდნენ. მაგალითად, ლუდოვიკო XVI-ის კარზე ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ტუჩების კონტუ-რის გამოკვეთა სავალდებულოდაც კი ითვლებოდა, რათა პირი წვერ-ულვაშში კარგად გამოჩენილიყო.

საინტერესო ფაქტები

  • 1803 წელს ამსტერდამში, მსოფლიო გამოფენაზე, წარმოდგენილ იქნა ირმის ცხიმისგან მომზადებული პომადა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • 1915 წელს პომადის ტუბებით გამოშვება დაიწყეს. ერ ... გააგრძელე კითხვა »
    კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1321 | თარიღი: 14.06.2009 | რეიტინგი: 0.0/0

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად გვხვდება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია შეიხედოთ ნებისმიერი ოფისის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. ექიმების აზრით, მოწევა განსაკუთრებით საზიანოა ქალებისთვის.
იტალიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სიგარეტის მუდმივი მოხმარება პირდაპირი გზით აისახება ქალების სახის კანზე და ამას ვერ შველის ვერანაირი კოსმეტიკა.
რომის დერმატოლოგიური ინსტიტუტის ექიმებმა გამოიკვლიეს კავშირი მოწევასა და აკნეს – ფერისმჭამელების გამონაყარს შორის. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის გამონაყარი დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. მაგრამ ნიკოტინმა შესაძლოა მოზრდილობის ასაკშიც გამოიწვიოს უსიამოვნო გამონაყარი სახეზე. ამასთან, ქალებში ასეთი გამონაყარის განვითარება უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
გამოკვლეული მწეველი ქალების 40%-ს აღმოაჩნდა ფერისმჭამელები სახეზე, ხოლო არამწეველი ქალების მხოლოდ 10%-ში შეინიშნებოდა ასეთი გამონაყარი. აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი აკნეს არაანთებით ფორმას იწვევს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველივე ამის მიზეზს კანის მიერ ვიტამინი E-ს არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება წარმოადგენს – მწეველებში ის ორჯერ ნაკლები რაოდენობით სინთეზირდება.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ზემოხსენებული საფრთხე დააფიქრებს ყველაზე ჯიუტ მწეველ ქალებსაც კი და ეს გახდება მათთვის სტიმული, რომ თავი დაანებონ მოწევას. თუმცა სკეპტიკოსების აზრით, ძლიერი მწეველებისთვის არც ამას ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან სუსტი სქესის წარმომადგენლების უმეტეს ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1417 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

კრიოთერაპია არის სიცივით მკურნალობა. იგი მოიცავს კრიომეთოდების კომპლექსს, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. კრიოსაუნა - არის ზოგადი კრიოთერაპიის ნაირსახეობა. იგი ტარდება სპეციალურ კრიოკამერაში, რომელშიც ხდება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

აღნიშნული პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების გააქტიურებას ტემპერატურული სტრესით, რომელსაც ადამიანი განიცდის 3 წუთის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე ცივდება კანის მხოლოდ ზედა შრე, სადაც განლაგებულია სითბოს რეცეპტორები. ინტენსიური თბოგაცვლის გამო ადამიანი კარგავს კალორიების მნიშვნელოვან რაოდენობას, ამიტომ კრიოსაუნა ითვლება გახდომის საუკეთესო საშუალებად.

მკვეთრად გამოხატული კოსმეტიკური ეფექტის გარდა (პროცედურის დროს ხდება კანის კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს კანის საფარველის განახლებას), კრიოსაუნა ასტიმულირებს გულისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას. კრიოსაუნა დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონზე, რაც გამოიხატება პროცედურების ძლიერ გამაახალგაზრდავებელ ეფექტში.

ორგანიზმის იმუნური პასუხი ზოგად კრიოთერაპიაზე უტოლდება ორ-სამ წლიან რეგულარულ გაკაჟებას. ზოგადი კრიოსაუნა გამოიყენება ფართო დერმატოლოგიური პრობლემებისას, როცა გაძნელებულია ლოკალური კრიომეთოდების გამოყენება. კრიოსაუნა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ ფონზე: ამცირებს დაღლილობის გრძნობას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უწყობს დარდის შემცირებას. კრიოსაუნაში რამდენიმე სეანსის შემდეგ შეგიძლია ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1871 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის აუცილებელია. მშრალ კანს განსაკუთრებით რგებს დამარბილებელი, დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რომლებიც მას ვიტამინებისა და ლიპიდების (ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში ეხმარება. სპეციალისტები ხშირად ზეთოვან ნიღბებსაც გვირჩევენ.
ზეთის ნიღაბი: სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეთისხილისა, ატმისა ან ნუშისა). უნიღბოდ მხოლოდ თვალები და ტუჩები დაიტოვეთ. შემდეგ სახეზე კომპრესის ქაღალდი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კანი ზეთის ნიღაბს თითქმის მთლიანად შეიწოვს, რის შემდეგაც შეგიძლიათ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შეიმშრალოთ.
კვერცხის გულის, თაფლისა და ზეთის ნიღაბი: კვერცხის გული ერთ ჩაის კოვზ თაფლსა და ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან (ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ) ერთად ათქვიფეთ, წაისვით სახეზე, 20-30 წუთით დაიტოვეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბი გამოაცოხლებს და ნათელ ფერს მისცემს კანს.



კვერცხის ნიღაბი: ერთი კვერცხი კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. 10 -15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამობანეთ და მკვებავი კრემი გადაისვით.

ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ: რაკი მშრალ კანს ნაოჭების გაჩენისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა შემოგთავაზოთ ნიღაბი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. 30 გრამი ფუტკრის ცხელი ცვილი, 30 გრამი თაფლი და 30 გრამი ხახვის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ფაიფურის ჯამში კარგად ათქვიფეთ. ოდნავ რომ შეგრილდე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: კოსმეტოლოგია | დათვალიერება: 1795 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 4.0/2

1 2 »
Copyright MyCorp © 2020